- "იმის, რისთვისაც ჩვენი დედები და მამები იბრძოდნენ, აღსასრულს არ დავუშვებთ. არა დღეს. დღეს გალაქტიკისთვის უკანასკნელი ბრძოლა გვაქვს. ლეიასთვის. ყველასთვის, ვინც დავკარგეთ."
- ― პო დემერონი მიმართავს წინააღმდეგობას
ექსეგოლის ბრძოლა, იგივე ექსეგოლის დარბევა ან მარადიული სითების ამბოხი, იყო გადამწყვეტი ბრძოლა პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის დროს, რომელიც დასრუlდა წინააღმდეგობის და სამოქალაქო ფლოტის მიერ საბოლოო ორდენის, მარადიული სითები მიერ შექმნილი ზისტონის კლასის ვარსკვლავური ნაღმოსნების ფლოტისგან შემდგარი ფლოტის დამარცხებით. წინააღმდეგობის გამარჯვებით ამ ვარსკვლავურმა ნაღმოსნებმა ვერ შეძლეს ექსეგოლის დატოვება და პირველი ორდენის ძალების დახმარება. გალაქტიკაში ამის შემდეგ დაიწყო ამბოხი პირველი ორდენის წინააღმდეგ. ექსეგოლთან შეხვედრა იყო ჯედაებისა და სითების ათასწლეულების განმავლობაში დაპირისპირების საბოლოო ბრძოლა, რომელიც დასრულდა ჯედაების გადამწყვეტი გამარჯვებით, დართ სიდიუსის საბოლოო განადგურებით და სითების დაბრუნების სამუდამო აღკვეთით.
თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ დართ სიდიუსი დაბრუნდა ენდორის ბრძოლისას დაღუპვის შემდეგ და იმალებოდა ექსეგოლზე, უცნობ რეგიონებში, სადაც სითების კულტის მიმდევრებმა სითების ახალი იმპერიის დასაარსებლად შექმნეს უზარმაზარი ფლოტი. პადავანი ჯედაი რეი, შეიტყო რა მცირე ხნის წინ, რომ იმპერატორის შვილიშვილი იყო, სითების მგეზავის მეშვეობით მოხვდა სიდიუსის ციხესიმაგრეში, უჩვენა რა ამავე დროს წინააღმდეგობის წევრებს გზა ექსეგოლისკენ.
ბრძოლა დაიწყო წინააღმდეგობის ფლოტის ექსეგოლზე სითების ფლოტის აფრენის შეჩერების მიზნით შეტევით. სახმელეთო რაზმს, რომელსაც მეთაურობდა გენერალი ფინი, დაევალა სანავიგაციო კოშკის მწყობრიდან გამოყვანა, ხოლო საჰაერო რაზმი გენერალ პო დემერონის მეთაურობით მათ დაიცავდა. თუმცა, როდესაც პირველი ორდენის ოფიცერი მიხვდა, რომ წინააღმდეგობამ მიზანში კოშკი ამოიღო, თავდადებულმა გენერალმა ენრიკ პრაიდმა სანავიგაციო სიგნალი გადაამისამართა თავის სამეთაურო ხომალდზე, რასაც მოჰყვა წინააღმდეგობის სახმელეთო რაზმის პირდაპირ მის აღდგენილის კლასის ვარსკვლავური ნაღმოსან უდრეკზე დაშება. წინააღმდეგობა თითქმის განადგურდა მარადიული სითების ძალების მიერ, სანამ მათ ათასწლოვანი შავარდენით შეუერთდებოდნენ გენერალი ლენდონის ბალთაზარ კალრისიანი და ჩუბაკა, ისევე, როგორც სამოქალაქო ფლოტი, რომელშიც შედიოდა თოთხმეტ ათასზე მეტი ვარსკვლავური ხომალდი, მთელი გალაქტიკიდან მოფრენილი მოხალისეებით.
ამასობაში დართ სიდიუსი ცდილობდა რეის ძალის ბნელ მხარეზე მიქცევას, სთავაზობდა რა, მისთვის მახვილი ჩაერტყა და გალაქტიკაში სითად გაბატონებულიყო. სინამდვილეში, იგი აპირებდა რეიში თავისი სულის გადატანას, მისი სხეულის დაუფლებას რიტუალით, რომელიც შეისწავლა თავისი მასწავლებისგან, დართ პლეგასისგან. თუმცა, რეის დასახმარებლად ბენ სოლო გამოჩნდა. ერთად მათ დაამარცხეს რენის რაინდები და სიდიუსის სრულუფლებიანი დამცველები, მაგრამ მათი ერთმანეთთან კავშირის გამოყენებით სიდიუსმა თავი განიკურნა. ბნელმა ლორდმა ძალის მეშვეობით მოიცილა სოლო, მოისროლა რა იგი უფსკრულში და სითების ტახტი დაიკავა, საიდანაც ცაში ძალის ელვის ნაკადები გაუშვა. მუხტმა წინააღმდეგობის და სამოქალაქო ფლოტები მოიცვა და მათი პარალიზება მოახდინა. თუმცა, რეი გამაგრდა წარსულის ჯედაების სულების დახმარებით და კვლავ შეეჯახა თავის ბაბუას, რომელმაც ელვა მასზე გადაიტანა. წინააღმდეგობამ ამით შეძლო მისიის დასრულება. ფინმა და ჯენამ გაანადგურეს სამეთაურო ხომალდი, მწყობრიდან გამოიყვანეს სიგნალი და სითების ფლოტს ექსეგოლიდან აფრენის საშუალება არ მისცეს, ხოლო სამოქალაქო ფლოტმა და ვარსკვლავურმა გამანადგურებლებმა სითების ვარსკვლავური ნაღმოსნები გაანადგურეს.
რეიმ ბაბუის ნასროლი ელვისგან თავი დაიცვა მასწავლებლების, ლუკ სკაიუოკერის და ლეია ორგანას სინათლის მახვილებით. ელვა აირეკლა და სით ლორდს მოედო, მოკლა და დაანაწევრა ის და მისი მიმდევრები. სითების დაბრუნება სამუდამოდ აღიკვეთა. დაუძლურებული რეი აღესრულა, თუმცა სოლო, რომელიც უფსკრულიდან ამოძვრა, თავი გასწირა, რათა გაეცოცხლებინა იგი, გადასცა რა სიცოცხლის ძალა. სითების ფლოტი განადგურდა და რეიმ და წინააღმდეგობის და სამოქალაქო ფლოტის წევრებმა ექსეგოლი დატოვეს. ბაზაზე დაბრუნებულებმა, მათ შეიტყვეს, რომ შესუსტებული პირველი ორდენის წინააღმდეგ მთელი გალაქტიკის ერებმა ამბოხი წამოიწყეს.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა (აგრეთვე აუდიოწიგნი)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი (აგრეთვე აუდიოწიგნი) (პირველად ნახსენები როგორც ექსეგოლის ბრძოლა)
- "საბოლოო ბრძოლა" — ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ილუსტრირებული წიგნი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გრაფიკული რომანი
- "ხოტბა სნეპს" — ვარსკვლავური ომები (2020) 25
- Star Tours: The Adventures Continue (არაკანონიკური გამოჩენა)
- Star Wars: Galaxy of Heroes
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.000 1.001 1.002 1.003 1.004 1.005 1.006 1.007 1.008 1.009 1.010 1.011 1.012 1.013 1.014 1.015 1.016 1.017 1.018 1.019 1.020 1.021 1.022 1.023 1.024 1.025 1.026 1.027 1.028 1.029 1.030 1.031 1.032 1.033 1.034 1.035 1.036 1.037 1.038 1.039 1.040 1.041 1.042 1.043 1.044 1.045 1.046 1.047 1.048 1.049 1.050 1.051 1.052 1.053 1.054 1.055 1.056 1.057 1.058 1.059 1.060 1.061 1.062 1.063 1.064 1.065 1.066 1.067 1.068 1.069 1.070 1.071 1.072 1.073 1.074 1.075 1.076 1.077 1.078 1.079 1.080 1.081 1.082 1.083 1.084 1.085 1.086 1.087 1.088 1.089 1.090 1.091 1.092 1.093 1.094 1.095 1.096 1.097 1.098 1.099 1.100 1.101 1.102 1.103 1.104 1.105 1.106 1.107 1.108 1.109 1.110 1.111 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი
- ↑ "ხოტბა სნეპს" — ვარსკვლავური ომები (2020) 25
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომების წიგნი
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ 7.0 7.1
Bucket's List Extra: 5 Fun Facts from "The Escape - Part 2" - Star Wars Resistance StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10
Star Wars By the Numbers: Every Ship in the Star Wars Sequel Trilogy Star Wars Kids-ის YouTube-ის ოფიციალურ საიტზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4
See How Star Wars' Most Impressive Fleet Was Created in This Exclusive Rise of Skywalker Clip ავტორი: ლუსიე, ჟერმენ — Gizmodo (March 10, 2020) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 11, 2020)
- ↑ 10.0 10.1 10.2
How We brought Carrie Fisher Back BBC Click YouTube-ის არხზე (არქივის ბმული)