
ფრანშიზის სატიტულო ლოგო.
ვარსკვლავური ომები არის ფრანშიზა, რომელშიც შედის ფილმები, წიგნები, კომიქსები, ვიდეოთამაშები, სათამაშოები და ანიმაციური ტელესერიალები. ეს გამოგონილი სამყარო შექმნილია ჯორჯ ლუკასის მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანშიზი არ ეკუთვნის კლასიკური ტიპის სამეცნიერო ფანტასტიკას და მეტწილად მისი ქვეჟანრის, კოსმოსური ოპერის მიმართულებას ექვემდებარება, მასში აგრეთვე გამოკვეთილია პოლიტიკური და მილიტარული თემები, ისევე, როგორც კლასიკური მითოლოგიისთვის დამახასიათებელი ელემენტები. ვარსკვლავური ომები ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა მეინსტრიმული პოპულარული კულტურის ნაწილად, ისევე, ხოლო საგის ფილმები ყველა დროის შემოსავლიანი ფილმებს შორის ითვლება. ამჟამად ეს არის ფილმების მეორე ყველაზე შემოსავლიანი სერია, Marvel-ის კინოსამყაროს შემდეგ[1], ისევე, როგორც ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან მედიაფრანშიზებს შორის — მეორე (მას იაპონური პოკემონი უსწრებს).
მიმოხილვა[]
- „ჯორჯ ლუკასმა მიაღწია იმას, რაც ბევრი შემოქმედისთვის შეუძლებელი იყო; მან შექმნა და დაასახლა საკუთარი სამყარო. მისი 'ვარსკვლავური ომების' ფილმები ყველაზე გავლენიანია, როგორც ტექნიკურად, ასევე კომერციულად.“
- ―როჯერ ებერტი
ვარსკვლავური ომების ამბავი წარმოდგენილია ფილმების სახით, რამაც წარმოშვა მრავალი წიგნი და სხვა სახის მედია, გაფართოებული სამყაროს შემადგენილი ნაწილი. ვარსკვლავური ომების მითოსს ეფუძნება მრავალი სათამაშო თუ თამაში. ფილმების და რომანების თემები იქცა სამეცნიერო ფანტასტიკის მოტების ნაწილად.
თუკი ჯინ როდენბერის ვარსკვლავური გზა, სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფრანშიზა, ამერიკული პოპულარული კულტურის ნაწილი, შეიცავს მაგიურ/ზებუნებრივ ელემენტებს თხრობისადმი რაციონალური და პროგრესული მიდგომით, ვარსკვლავური ომების შემადგენელი ნაწილია მკვეთრი მითოლოგიური ელემენტები, ისევე, როგორც პოლიტიკური და სამეცნიერო თემები.
მანამდე არსებული კოსმოსური სამეცნიერო ფანტასტიკის/ფენტეზის და ტელესერიალების (მაგალითად, ფლეშ გორდონის) საპირისპიროდ, ვარსკვლავური ომების პერსონაჟები არ წარმოადგენენ მკვეთრად მეომარ ტიპაჟებს, თუმცა არიან რომანტიკული გმირები. ლიტერატურის პროფესორთა თქმით, ვარსკვლავური ომების საგა, ბოროტების და სიკეთის, დემოკრატიისა და იმპერიის მუდმივი დაპირისპირებით, შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის ეროვნულ ეპოსად. ფილმს აქვს უამრავი ვიზუალური და თხრობითი მსგავსები ჯონ ფორდის მაძიებლებთან, რომელმაც ასევე განაპირობა ლეია ორგანას და ლუკ სკაიუოკერის ურთიერთობები.
ჯორჯ ლუკასის თქმით, ვარსკვლავური ომებისადმი ძლიერი ინტერესის მიზეზია მისი მითოლოგიური ხასიათი, რომელიც წარმოიშვა ათასწლოვანი ფსიქოლოგიური და კაცობრიობის საძირკველის მოტივებიდან. ჯორჯი ფილმების ძირითად მაყურებლებად ყოველთვის თვლიდა ბავშვებს. ვარსკვლავური ომების ფილმებში არის მნიშვნელოვანი მსგავსება იაპონურ კლასიკურ კინემატოგრაფიასთან, ისევე, როგორც რომაულ მითოლოგიასთან. ჯორჯი ამბობდა, რომ მისი მიზანი იყო, ვარსკვლავური ომების ფარგლებში შეექმნა თანამედროვე მითოლოგია, დაფუძნებული მისი მეგობრის და დამრიგებლის, ჯონ კემპბელის კვლევებზე. პირველი ფილმის სხვებთან მსგავსებებზე იგი იხსენებდა აკირა კუროსავას დამალულ ციხესიმაგრეს (რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელწოდებით სამი გაიძვერა მიმალულ ციხესიმაგრეში) და აღნიშნავდა, რომ მისი ფილმი აკირას შემოქმედების პატივგებაა.
ვარსკვლავური ომების ფილმები გადმოსცემენ სამყაროს, რომელიც სავსეა სიბინძურით და ტექნოლოგიით, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა — განსხვავებით სხვა ფილმებში გადმოცემული ფანტასტიკური სამყაროებისგან, სადაც ყველაფერი უფრო სადა და სუფთა იყო. ინტერვიუში ლუკასი ამბობდა, რომ ახალი რეკვიზიტები სპეციალურად ჭუჭყით მორთო, რათა ყოველივეს მოძველებულის სახე ჰქონოდა. მისთვის შთაგონების წყაროდ აგრეთვე, სავარაუდოდ, იქცა სერჯიო ლეონეს ვესტერნები. ვარაუდობენ, რომ ლუკასის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 1980-იანებში წარმოშობილ კიპერპანკზე.
ვარსკვლავური ომების ლიცენზირებული რომანები გამოიცემა 1977 წლიდან. მართალია, ისინი ლიცენზირებული იყო თავად ლუკასის მიერ (რაც ნიშნავს, რომ გაყიდული რომანებიდან შემოსავლის ნაწილი მას ეკუთვნოდა), ვარსკვლავური ომების სამყაროზე შემოქმედებით გავლენა კვლავ ინარჩუნებს. მისი მოთხოვნით Lucas Licensing აკონტროლებს უწყვეტობას მწერლების ნაწარმოებსა და ფილმებს შორის. რომანების ელემენტები დროდადრო ადაპტირებებას გადიან ვარსკვლავური ომების კანონის ცალკეულ ნაწილებად. წიგნები, თამაშები და მოთხრობები, რომლებიც არ არის პირდაპირ ადაპტირებული ძირითადი ცხრა ფილმიდან, ცნობილია როგორც გაფართოებული სამყაროს ნაწილი (თუმცა, ეს დასახელება ძირითადად უკავშირდება The Walt Disney Company-ს მიერ ფრანშიზის შეძენამდე არსებულ მასალებს. ლუკასი თავად გაფართოებული სამყაროს შემუშავებაში აქტიურად არ მონაწილეობდა და, ძირითადად, მუშაობდა ფილმებზე.
ორიგინალური, 1977 წლის ფილმი ახალი იმედი და მისი გაგრძელება, 1980 წლის იმპერიის საპასუხო დარტყმა, შეტანილია აშშ-ის ფილმების ეროვნულ რეესტრში.
ვარსკვლავური ომების ძირითადი სიუჟეტური ხაზი, სკაიუოკერების საგა, დასრულდა 2019 წელს, ფილმ სკაიუოკერის აღზევების გამოსვლით. თუმცა, ფრანშიზა კვლავ ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად — მიმდინარე ლიტერატურული პროექტით ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა და მხატვრული სერიალებით. მათ შორის პირველი იყო მანდალორელი, რომლის წარმატებას მოჰყვა შემდგომი სერიალების შემუშავება. ლუკასის ხედვის პირდაპირი გაფართოებაა მისი მონაწილეობით შემუშავებული წარმატებული ანიმაციური ტელესერიალი ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები. შემდგომი ანიმაციური სერიალები ავსებენ არსებულ ცარიელ ადგილებს კანონში, მოუთხრობენ რა მაყურებელს იმ მოვლენებს შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ პერიოდში ვითარდებოდა. როგორც ლუკასი, ასევე სხვა ავტორები დროდადრო მიმართავდნენ ან მიმართავენ რეტროაქტიური უწყვეტობის მეთოდს და ამა თუ იმ ნამუშევარში განმარტავენ სხვა ნამუშევრის მიერ მოვლენებში შეტანილ გაურკვევლობას. ამრიგად, ვარსკვლავური ომების სხვადასხვა შემუშავებული მედია მომზადებისას არ მისდევს სამყაროს შიდა ქრონოლოგიას და სხვადასხვა პერიოდის მოვლენებს ასახავს, ხოლო ამა თუ იმ წიგნის, თამაშის, ფილმის, ტელესერიალის ეპიზოდის ან სხვა ნამუშევრის მოვლენათა ქრონოლოგიაში განთავსებაზე მუშაობენ ფრანშიზის რიგითი მოყვარულები ან Lucasfilm Ltd.-სთან დაკავშირებული პიროვნებები.
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები ამარცხებს ჯეიმს ბონდს და ხდება ყველა დროის მესამე შემოსავლიანი კინოფრანშიზა (29 დეკემბერი, 2016). wegotthiscovered.com. We Got This Covered. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: January 27, 2020.
- ↑ ებერტი, როჯერ: ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება (2005-05-19). rogerebert.suntimes.com. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: June 5, 2005. (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია)
ბმულები[]
- ოფიციალური საიტი
ვარსკვლავური ომები Internet Movie Database-ში
StarWars.com (@starwars) Twitter-ზე.
- TheForce.Net, ერთ-ერთი ცნობილი ფანსაიტი
- ვარსკვლავური ომები Facebook-ზე
- ვარსკვლავური ომები Instagram-ზე
- ვარსკვლავური ომები Tumblr-ზე
- ვარსკვლავური ომები YouTube-ზე