ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ვარსკვლავური ომების ალბომი არის ვარსკვლავური ომების ლეგენდების ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ფილმთან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი დაკავშირებულ თემებს — წარმოშობას, წარმოებას, გამოშვებას, მომავალს და ზოგად ცოდნას. იგი გამოიცა Ballantine Books-ის მიერ, 1977 წლის ნოემბერში.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

მხატვრული ფილმების ისტორიაში ყველაზე არაჩვეულებრივი ფილმის, „ვარსკვლავური ომების“ შექმნის ექსკლუზიური ისტორია, ასზე მეტი ექსკლუზიური ფოტოსურათით, სპეციალური ეფექტების შექმნის საიდუმლოებით, ჯორჯ ლუკასის, კერი ფიშერის და მარკ ჰემილის ინტერვიუებით, ანდროიდის ანატომიით და ვარსკვლავური ომების ტექნიკური სიტყვარით.

შემუშავება[]

ვარსკვლავური ომების ალბომი Ballantine Books-მა გამოსცა 1977 წლის ნოემბერში, ახალი იმედის 25 მაისს გამოსვლის შემდეგ.[1] წიგნის მეორე ტირაჟი გამოვიდა 1978 წლის აპრილში.[2]

უწყვეტობა[]

წიგნის ნაწილი „ვარსკვლავური ომების სიკველები“ შეიცავს ინფორმაციას, რომ ვარსკვლავური ომების სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება (ნახსენები მხოლოდ როგორც „სრულმეტრაჟიანი ფილმი“) დაგეგმილი იყო 1978 წლის შემოდგომაზე გამოსაშვებად, ხოლო ლუკასი უნდა იყოს მისი აღმასრულებელი პროდიუსერი. წიგნში გამოხატულია ვარაუდი, რომ ლუკ სკაიუოკერი ჰან სოლოსთან დუელს გამართავდა პრინცესა ლეია ორგანას გამო.[1]

მთელი წიგნის განმავლობაში აქა-იქ არის შესამჩნევი ორთოგრაფიული შეცდომები — მაგალითად, „C3P0“, „Dia-noga“ და „X-fighter“. მასში აგრეთვე შეცდომით არის ნახსენები, რომ სახმელეთო სპიდერი 9000 Z001 არის დროიდი.[1]

წიგნში შეტანილია „სიტყვარი“, რომლის რამდენიმე დეტალი რეტკონის მეშვეობით ჩანაცვლდა და სხვა კონცეფციით შეიცვალა. ესენია:

  • კლონების ომები – „რაინდი ჯედაების მიერ იმპერიული ძალების შეჩერების უკანასკნელი მცდელობა“.
  • ამრეკლი ფარი – „ნიღბის მსგავსი რამ, რომელიც ლაზერული სხივებისგან იცავს“.
  • ობი-ვან კენობი – „…ერთ დროის რაინდი ჯედაების წინამძღოლი…“.
  • ძველი რესპუბლიკა – „ალდერაანის ვარსკვლავური სისტემის მმართველი ორგანო, რომლის გავლენა შესუსტდა იმპერიელების იმპერიის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად“.
  • გრანდ-მოფი ტარკინი – „…ბოროტი ქმნილება, რომელმაც ჩაიფიქრა და ააშენა სიკვდილის ვარსკვლავი“.[1]

მედია[]

გამოცემები[]

  • ISBN 9780345275912; ნოემბერი, 1977; Ballantine Books; აშშ, რბილი ყდა[1]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]

ტიპის მიხედვით

პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

  • ბანთა
  • ცვარზურგი
  • დიანოგა (როგორც დია-ნოგა)
  • კრეიტ-დრაკონი (როგორც დინოზავრი)
  • მაიმუნი
  • მღრღნელი
  • გველი

დროიდების მოდელები

  • ასტრომექანიკოსი დროიდი
  • ორობითი ტვირთმწევი
  • კვების დროიდი GNK
  • დამკითხავი IT-O (როგორც გონების ზონდი)
  • პროტოკოლური დროიდი
    • სერია 3PO-ს პროტოკოლური დროიდი
    • დროიდი RA-7
  • ტრედველი შემკეთებელი დროიდი WED

მოვლენები

  • კლონების ომები
  • გალაქტიკური სამოქალაქო ომი
    • ტატუინის ბრძოლა
    • იავინის ბრძოლა
    • ალდერაანის განადგურება
    • პრინცესა ლეიას გადარჩენა
  • დაჯილდოების სამეფო ცერემონია

ადგილები

  • გალაქტიკა
    • ალდერაანის სისტემა (როგორც ალდერაანის ვარსკვლავური სისტემა)
      • ალდერაანი
    • ტატუ I
    • ტატუ II
    • ტატუინი
      • ანკორჰედი
      • ბენ კენობის ქოხი
      • ლარსების კარ-მიდამო
      • მოს-აიზლი
        • ჩალმუნის კოსმოპორტის კანტინა
    • იავინ-4 (როგორც იავინი)
      • დიდი ტაძარი (როგორც იმპერიული ბაზა)

ორგანიზაციები და წოდებები

  • რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი
    • აჯანყებული პილოტი
  • კაპიტანი
  • ფერმერი
    • ტენიანობის მომპოვებელი ფერმერი
  • გალაქტიკური იმპერია (როგორც იმპერიელების იმპერია)
    • იმპერიული შეიარაღებული ძალები
      • იმპერიული აკადემია (როგორც კოსმოსური აკადემია)
      • შტორმტრუპერი
    • იმპერიული სენატი
    • მოფი
      • გრანდ-მოფი
  • გალაქტიკური რესპუბლიკა
  • გუბერნატორი
  • კორპორაცია „ინკომი“
  • ჯედაების ორდენი
    • ჯედაი
    • რაინდი ჯედაი
  • ლორდი
  • პილოტი
  • პრინცესა
  • ჯართის შემგროვებელი
  • სენატორი
  • კონტრაბანდისტი

გონიერი რასები

  • ადამიანები
  • ჯავა
  • ტასკენი მოთარეშე
  • ვუკი

მანქანები და გემები

  • სამაშველო კაფსული
  • სახმელეთო სპიდერი
    • სახმელეთო სპიდერი 9000 Z001
  • ქვიშის კროლერი
  • კოსმოსური სადგური
  • კოსმოსური ხომალდი (როგორც კოსმოხომალდი)
    • კორვეტი CR90 (როგორც ბლოკადის გამრღვევი)
      • „ტანტივი IV“ (როგორც გალაქტიკური კრეისერი)
    • საფრახტო გემი
      • „ათასწლოვანი შავარდენი“
    • „იმპერიული I-ის“ კლასის ვარსკვლავური ნაღმოსანი (როგორც იმპერიული კრეისერი)
    • ვარსკვლავური გამანადგურებელი
      • Y-ფრთებიანი ვარსკვლავური გამანადგურებელი (როგორც Y-გამანადგურებელი)
      • X-ფრთებიანი ვარსკვლავური გამანადგურებელი T-65 (როგორც გამანადგურებელი T-65 და X-გამანადგურებელი)
      • ვარსკვლავური გამანადგურებელი TIE/LN (როგორც T.I.E. გამანადგურებელი)

იარაღები და ტექნოლოგია

  • ძვრისის ქურო
  • ჯავშანი
    • დართ ვეიდერის ჯავშანი
    • შტორმტრუპერის ჯავშანი
  • ბლასტერი (როგორც სხივების ავტომატი)
  • გამონაბოლქვის ტალღა BTU
  • ამრეკლი ფარი
  • ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებული მართვა
  • დროიდი
    • ანდროიდი
  • ენერგიის გადამყვანი
  • ჰოლოგრამა
  • ლაზერი
  • სინათლის მახვილი (როგორც როგორც light saber და არა lightsaber)
    • დართ ვეიდერის სინათლის მახვილი
    • ობი-ვან კენობის მესამე სინათლის მახვილი
  • მაკროდურბინდი
  • ტენიანობის დამჭერი
  • მოტორიზებული მუხლუხი
  • ჟანგვის ინჰიბიტორი
  • პერიფერიული ვიზუალური გარემოს ადაპტერი
  • ენერგოპაკეტი (როგორც ენერგოაკუმულატორი)
  • ენერგოსალტე C
  • რეაქტორი
  • რეგისტრის წამკითხველი და ლოგიკური გამანაწილებელი
  • შემზღუდველი ჭანჭიკი
  • წონასწორობის მბრუნავი გამანაწილებელი
  • სენსორი
    • აუდიოსენსორი (როგორც სასმენი მიმღები)
    • ელექტრომაგნიტური ველის რეცეპტორი (როგორც ელექტრომაგნიტური ველის რეცეპტორის მოდელი)
    • ინფრაწითელი რეცეპტორი
    • მიკროტალღების სენსორი (როგორც მიკროტალღური გამომსხივებლის სენსორი)
    • ყნოსვითი სენსორი (როგორც ყნოსვითი სენსორი)
    • ფოტორეცეპტორი
  • სენსორული შეყვანის თავი
  • სერვოძრავა
  • გამაბრუებელი სამაჯეები
  • სუპერიარაღი
  • თერმული სავენტილაციო ხვრელი (როგორც თერმული სავენტილაციო კამერა)
  • მიზიდვის სხივი
  • ხმის კოდირების მოწყობილობა

სხვადასხვა

  • კანტინა
  • ქალაქი
  • ფერი
  • სიკვდილი
  • სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები
  • უდაბნო
  • ყური
  • თვალი
  • ფერმა
    • ტენიანობის მომპოვებელი ფერმა
  • ტერფი
  • ძალა
    • ძალის ბნელი მხარე (როგორც უარყოფითი ძალა და ძალის ბნელი მხარე)
    • ძალის აჩრდილი
    • ძალის შესაძლებლობა
      • გონების მოტყუება
    • ძალის ნათელი მხარე (როგორც დადებითი ძალა)
  • გალაქტიკა
  • ნაგვის მამჭიდროებელი
  • ოქრო
  • გრავიტაცია
  • თმა
  • ჰუმანოიდი (როგორც ანთროპოიდი)
  • ჰიპერსივრცე
  • ჯუნგლები
  • ენა
    • ორობითი ენა
    • ბოკე
    • ჯავური
    • შირივუკი
  • დუელი სინათლის მახვილებით
  • ქორწინება
  • დაე ძალა იყოს შენთან
  • გულადობის მედალი
  • მილი
  • გონების წამება (როგორც სიმართლის შრატი)
  • ზეთი
  • ზეთის აბაზანა
  • პარსეკი
  • პლანეტა
  • მცენარე
  • კოსმოსი
  • ჩონჩხი
  • ჯარისკაცი
  • კოსმოპორტი
  • ვარსკვლავი
    • ორობითი ვარსკვლავი
  • ვარსკვლავური სისტემა
  • გაბრუება
  • დრო
    • სტანდარტული საუკუნე
    • სტანდარტული წამი
    • სტანდარტული წელიწადი
  • წყალი

ხსენება/მითითება სხვა წყაროებში[]

  • ოსტატი ჯედაის ვიქტორინების წიგნი
  • ვარსკვლავური ომების სამყაროს ცნობარი, მეორე გამოცემა, რედაქტირებული და გაფართოებული

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ვარსკვლავური ომების ალბომი, პირველი გამოცემა
  2. ვარსკვლავური ომების ალბომი, მეორე ტირაჟი

დამატებითი ბმულები[]

სხვა ენებზე
Advertisement