ამ გვერდზე აღწერილია ვარსკვლავური ომების ფილმების, ტელესერიალების და დოკუმენტური ვიდეოების აღსანიშნავი ოფიციალური ვიდეოგამოცემები — იმ გამოცემების გარდა, რომლებიც არ არის გამოშვებული Lucasfilm-ის მიერ (მაგალითია რობოტი წიწილა: ვარსკვლავური ომები).
1977[]
1977, Ken Films-მა ფილმ ვარსკვლავური ომების რამდენიმე სცენა გამოსცა სუპერ 8-იან ფირზე. ისინი წარმოდგენილი შავ-თეთრი უხმო, ფერი და უხმო ან სხვა ფერებში. აშშ-ში აგრეთვე ვრცელდებოდა სცენების ესპანურენოვანი ვერსია.
1979[]
1979 წელს 20th Century Fox-მა ვარსკვლავური ომების შექმნა გამოსცა VHS-ის და Betamax-ის სისტემების ფორმატებში.
1982[]
ახალი იმედი[]
ვარსკვლავური ომების ფილმი პირველად სრულად გამოიცა 1982 წლის მაისში, 20th Century Fox Video-ის მიერ (ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი) — VHS-ის, Betamax-ის, LaserDisc-ის, CED VideoDisc-ის და V2000-ის ფორმატებში.
1984[]
იმპერიის საპასუხო შეტევა[]
CBS/FOX-მა 1984 წლის ნოემბერში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა გამოსცა VHS-ის, Betamax-ის, LaserDisc-ის, CED VideoDisc-ის და V2000-ის ფორმატებში.
1986[]
ჯედაის დაბრუნება[]
CBS/FOX-მა 1986 წლის 25 თებერვალს ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება გამოსცა VHS-ის, Betamax-ის, LaserDisc-ის, CED VideoDisc-ის და V2000-ის ფორმატებში.[1]
ახალი იმედი: იაპონური ფართოეკრანიანი სპეციალური კოლექცია[]
1986 წელს CBS/Fox-მა ახალი იმედი იაპონიაში გამოსცა LaserDisc-ის ფორმატში, სერიაში სპეციალური კოლექცია. ეს იყო ფილმის Letterbox-ის ფორმატში წარმოდგენილი პირველი ვარიანტი.
1987[]
იმპერიის საპასუხო შეტევა და ჯედაის დაბრუნება: იაპონური ფართოეკრანიანი სპეციალური კოლექცია[]
1987 წელს CBS/Fox-მა იმპერიის საპასუხო შეტევა და ჯედაის დაბრუნება იაპონიაში გამოსცა LaserDisc-ის ფორმატში, სერიაში სპეციალური კოლექცია. ეს იყო ორივე ფილმის Letterbox-ის ფორმატში წარმოდგენილი პირველი ვარიანტები.
1988[]
დროიდები და ევოკები VHS ფორმატში (CBS/FOX)[]
1988 წელს CBS/FOX-მა PAL-ის ფორმატში VHS-ზე ევროპისთვის და ავსტრალიისთვის გამოსცა ტელესერიალები დროიდები და ევოკები. ბრიტანეთში გამოიცა:
- დროიდები 1
- თეთრი ალქაჯი (ეპიზოდი #1)
- გაქცევა საშინელებისკენ (ეპიზოდი #2)
- გათავისუფლებული ტრაიგონი (ეპიზოდი #3)
- რბოლა ფინიშამდე (ეპიზოდი #4)
- დროიდები 2
- დაკარგული პრინცი (ეპიზოდი #5)
- ახალი მეფე (ეპიზოდი #6)
- ტარნუნგელი მეკობრეები (ეპიზოდი #7)
- კაიბო რენის შურისძიება (ეპიზოდი #8)
- დროიდები 3
- რუნის კომეტების ამბავი (ეპიზოდი #10)
- რუნების თამაშები (ეპიზოდი #11)
- რუნის ზღვის მიღმა (ეპიზოდი #12)
- გაყინული ციტადელი (ეპიზოდი #13)
- დროიდები (ეპიზოდები #14–15)
- ევოკები
- ხეების ძახილი (ეპიზოდი #2)
- მოჩვენებების სოფელი (ეპიზოდი #1)
- ფლოგთა მძვინვარება (ეპიზოდი #3)
- მზისვარსკვლავი ბნელქვის წინააღმდეგ (ეპიზოდი #9)
- ევოკები 2
- დიჯის გადარჩენა (ეპიზოდი #4)
- გუპინების ქვეყანა (ეპიზოდი #8)
- მოგზაური ჯინდები (ეპიზოდი #5)
- ჯინდების წყევლა (ეპიზოდი #7)
- ევოკები 3
- უიკეტის ფურგონი (ეპიზოდი #10)
- სინათლის ხე (ეპიზოდი #6)
- აშა (ეპიზოდი #13)
- ლურჯი მკა (ეპიზოდი #12)
- ევოკები 4
- კრისტალების მოსასხამი (ეპიზოდი #14)
- სურვილების მცენარე (ეპიზოდი #15)
- ტოტემების ოსტატი (ეპიზოდი #19)
- საჩუქარი შოდუსთვის (ეპიზოდი #20)
- ჰორვილის საშინელებათა ქოხი (ეპიზოდი #29)
- ტრაგიკული ფლეიტა (ეპიზოდი #30)
- მხოლოდ ჩემი იღბალია (ეპიზოდი #31)
- ნორკის აღზრდა (ეპიზოდი #32)
- ევოკები 5
- სახლი იქ არის, სადაც კივილები არიან (ეპიზოდი #16)
- პრინცესა ლატარა (ეპიზოდი #17)
- მიმფების მიერ გატაცებული (ეპიზოდი #22)
- პირველი შეგირდი (ეპიზოდი #23)
- წვეულების ევოკი (ეპიზოდი #34)
- მეომარი მალანი (ეპიზოდი #35)
- რთულად სავაჭრი (ეპიზოდი #24)
- მეომარი და ლურდო (ეპიზოდი #25)
- ევოკები 6
- ბრძოლა მზისვარსკვლავისთვის (ეპიზოდი #33)
- სეზონების სკიპტრა (ეპიზოდი #26)
- რეიჩი (ეპიზოდი #18)
- უცნობის ღამე (ეპიზოდი #21)
1989[]
1989 წელს ვარსკვლავური ომების და ჯედაის დაბრუნების ორიგინალური ვერსიები Derann Film Services-მა Super 8 ფირზე გამოსცა ანამორფულ ფართოეკრანიან ფორმატში. ვარსკვლავური ომები და იმპერიის საპასუხო შეტევა ამავე წელს აშშ-ში პირველად გამოიცა LaserDisc-ზე.
1990-იანები[]
1990-იანებში Classic Home Cinema-მ იმპერიის საპასუხო შეტევა სრულად გამოსცა Super 8-ზე.
1990[]
ჯედაის დაბრუნება (ფართოეკრანიანი)[]
1990 წელს ჯედაის დაბრუნება აშშ-ში პირველად გამოიცა LaserDisc-ზე როგორც ფართოეკრანიანი ვარიანტი.
ევოკების ფილმები VHS-ზე და LaserDisc-ზე (MGM)[]
ევოკების თავგადასავალი და ევოკები: ბრძოლა ენდორისთვის 1990 წელს MGM Home Entertainment-მა გამოსცა VHS-სა და LaserDisc-ზე.
ევოკების ფილმები VHS-ზე (J2 Communications)[]
დროიდების და ევოკების ტელესერიალების ექვსი ტომი J2 Communications-მა 1990 წელს გამოსცა VHS-ზე.
- ტომი 1
- დაკარგული პრინცი (ეპიზოდი #5)
- ორმაგი ხანგრძლივობის სპეციალური გამოცემა, ტომი 1
- თეთრი ალქაჯი (ეპიზოდი #1)
- გაქცევა საშინელებისკენ (ეპიზოდი #2)
- ორმაგი ხანგრძლივობის სპეციალური გამოცემა, ტომი 2
- დაკარგული პრინცი (ეპიზოდი #5)
- ახალი მეფე (ეპიზოდი #6)
- ტომი 1
- სინათლის ხე (ეპიზოდი #6)
- ორმაგი ხანგრძლივობის სპეციალური გამოცემა, ტომი 1
- ხეების ძახილი (ეპიზოდი #1)
- სინათლის ხე (ეპიზოდი #6)
- ორმაგი ხანგრძლივობის სპეციალური გამოცემა, ტომი 2
- მოჩვენებების სოფელი (ეპიზოდი #2)
- ლურჯი მკა (ეპიზოდი #12)
1992[]
Letterbox-ის ფორმატის საკოლექციო გამოცემა[]
1992 წელს ორიგინალური ტრილოგია აშშ-ში გამოიცა VHS-ზე, Letterbox-ის ფორმატში. ეს იყო1989–1990 წლების ამერიკული Letterbox-ის LaserDisc-ის გამოცემების ასლები. გამოცემაში აგრეთვე შეტანილია მეოთხე ვიდეო, ვარსკვლავური ომებიდან ჯედაიმდე: საგის შექმნა და წიგნის ჯორჯ ლუკასი: შემოქმედი იმპულსი შემოკლებული ვარიანტი.
1993[]
საბოლოო კოლექცია[]
1995[]
სახეებიანი VHS/LaserDisc ვერსიები[]
VHS-ის და LaserDisc-ის ფორმატებში 1995 წლის 29 აგვისტოს გამოიცა ახალი კომპლექტი. დღემდე ეს არის კლასიკური ტრილოგიის ამ ფორმატებში გამოცემის საბოლოო შემთხვევა. LaserDisc-ზე წარმოდგენილი ფართოეკრანიანი ვარიანტი აღებულია საბოლოო კოლექციის ვერსიიდან. ერთადერთი დამატებითი ვიდეო არის ლეონარდ მელტინის სამნაწილიანი ინტერვიუ ჯორჯ ლუკასთან. ამ გამოცემებში პირველად არის გამოყენებული 20th Century Fox Home Entertainment-ის იმ დროისთვის ახალი ლოგო. აღსანიშნავია, რომ იგი ეკრანიდან ქრება ჩაქრობის ეფექტის გარეშე.
სხვა ქვეყნებში გამოცემული VHS/LaserDisc ვარიანტი[]
აშშ-სა და კანადის გარდა სხვა ქვეყნებში გამოცემულ VHS/LaserDisc ვერსიების გარეკნებზე წარმოდგენილი იყო ჯონ ელვინის მიერ შექმნილი ახალი პლაკატები.
1996[]
ვარსკვლავური ომების ანიმაციური კლასიკა[]
- მეკობრეები და პრინცი
- დაკარგული პრინცი (ეპიზოდი #5)
- ახალი მეფე (ეპიზოდი #6)
- ტარნუნგელი მეკობრეები (ეპიზოდი #7)
- კაიბო რენის შურისძიება (ეპიზოდი #8)
- მოჩვენებების სოფელი
- მოჩვენებების სოფელი (ეპიზოდი #2)
- ხეების ძახილი (ეპიზოდი #1)
- ფლოგთა მძვინვარება (ეპიზოდი #3)
- მზისვარსკვლავი ბნელქვის წინააღმდეგ (ეპიზოდი #9)
1997[]
სპეციალური გამოცემები[]
სპეციალური გამოცემის ვარიანტები 1997 წლის 26 აგვისტოს გამოვიდა VHS დ LaserDisc ფორმატებში. კასეტებზე წარმოდგენილია „pan-and-scan“ ან ფართოეკრანიანი ფორმატები, ხოლო დამატებითი ვიდეოების სახით შეტანილია სიუჟეტები ახალი ვერსიების შექმნაზე.
2000[]
ფარული მუქარა (VHS/LaserDisc)[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა 2000 წლის 3—8 აპრილს გამოიცა ვიდეოფორმატებში. თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ VHS, თუმცა ინგლისურენოვანი LaserDisc ვარიანტი გამოიცა იაპონიაში, ხოლო აზიის ძირითად ქვეყნებში — Video CD.
ორიგინალური ტრილოგიის შემდგომი გამოცემები[]
ვარსკვლავური ომების ტრილოგიის VHS კომპლექტის ახალი ვარიანტი გამოიცა 2000 წელს. სტანდარტიზაციის მიზნით გარეკნებზე წარმოდგენილია ფარული მუქარის სტილის სახელწოდებები (ეპიზოდების ნომრები და ქვესათაურები). ამავე დროს ყველა მათგანი გამოიცა Video CD-ზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ გამოყენებულია სპეციალური გამოცემის ვარიანტები, ინფორმაცია ამის შესახებ შეფუთვაზე მოცემული არ არის. იგივე ცვლილებები შეეხო იაპონურ LaserDisc ვარიანტებს. ეს იყო კლასიკური ტრილოგიის VHS-ზე, ისევე, როგორც ვარსკვლავური ომების LaserDisc-ზე გამოცემის უკანასკნელი შემთხვევა.
2001[]
ფარული მუქარა (DVD)[]
ფარული მუქარა DVD-ზე ორი დისკის სახით გამოიცა 2001 წელს, ფილმის კინოთეატრებში გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ. ეს იყო ვარსკვლავური ომების პირველი ფილმი, გამოცემული DVD-ზე. იგი აღსანიშნავია ლუკასის მიერ რედაქტირებული და დამატებული სცენებით, რითაც განსხვავდება ორიგინალური ფილმისგან. DVD-ს აგრეთვე ახლავს ლუკასის, პროდიუსერ რიკ მაკკალუმის, მემონტაჟე ბენ ბერტის, ანიმაციის რეჟისორ რობ კოლმენის და ვიზუალური ეფექტების რეჟისორების, ჯონ ნოლის, დენის მარენის და სკოტ სკუაირსის კომენტარები, ისევე, როგორც წარუმატებელი სცენები, რომელთა არჩევა შეიძლება THX-ის და 1138-ის დაწკაპვით.
გამოცემის მეორე DVD დისკზე წარმოდგენილია:
- შვიდი ამოჭრილი სცენა, ხელმისაწვდომი ამოჭრილი სცენების სექციაში
- დასაწყისი: I ეპიზოდის შექმნა - ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ამ ფილმის შექმნაზე
- 12 ნაწილიანი დოკუმენტური ვებფილმი
- ხუთი ვიდეო სიუჟეტური ხაზის, დიზაინის, კოსტიუმების, ვიზუალური ეფექტების და ფილმის საბრძოლო სცენების შექმნაზე
- მრავალკუთხიანი კადრირება-ანიმატიკი წყალქვეშ მოგზაურობით და პოდრბოლის პირველი წრით
- მუსიკალური ვიდეო Duel of the Fates
- წარმოების ფოტოგალერეა ანოტაციებით
- პლაკატები და სხვა გრაფიკა
- კინოთეატრის და სხვა რგოლები
- შვიდი ტელერგოლი
- LucasArts-ის ვიდეო Star Wars: Starfighter - The Making of a Game
ამ DVD-ის უფრო მოგვიანებით გამოცემულ DVD-ებთან შედარებით უფრო ნაკლებად ხარისხიანი გამოსახულება აქვს. თუმცა, Blu-ray გამოცემისთვის გამოსახულება DVD-ის წყაროდან ციფრულად აღადგინეს, ხოლო თოჯინურ ვარიანტს ჩაენაცვლა ციფრული იოდა. ეს ვარიანტი აგრეთვე გამოიცა VHS-ზე.
2002[]
ვარსკვლავური ომების ისტორია[]
ვარსკვლავური ომების ისტორია არის სამდისკიანი გამოცემა VideoNow Color-ის ფორმატში.
კლონების შეტევა[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა DVD-ზე გამოვიდა 2002 წლის ნოემბერში, ორდისკიანი გამოცემის სახით. გამოსახულება და ხმა, რომელიც ამ ვარიანტში გამოიყენება, აღებულია ციფრული პირველწყაროდან. იგი აღსანიშნავია ლუკასის მიერ რედაქტირებული და დამატებული სცენებით. DVD-ს აგრეთვე ახლავს ლუკასის, პროდიუსერ რიკ მაკკალუმის, მემონტაჟე ბენ ბერტის და ანიმაციური სცენების რეჟისორის, რობ კოლმენის და ვიზუალური ეფექტების რეჟისორების, პაბლო ჰელმენის, ჯონ ნოლის და ბენ სნოუს აუდიოკომენტარები, ისევე, როგორც წარუმატებელი სცენები, რომელთა არჩევა შეიძლება THX-ის და 1138-ის დაწკაპვით.
გამოცემის მეორე DVD დისკზე წარმოდგენილია:
- რვა ამოჭრილი სცენა, ჯორჯ ლუკასის განმარტებით
- თოჯინებიდან წერტილებამდე - დოკუმენტური ვიდეო ფილმის ციფრულ პერსონაჟებზე
- თანამედროვე - დოკუმენტური ვიდეო ფილმის წინასწარ ვიზუალიზაციაზე
- ფილმებს არ უშვებენ, ისინი თავად გარბიან - ვიდეო ფილმის ხმოვანი ეფექტების შექმნაზე
- სამი სიუჟეტი ფილმის ძირითად სიუჟეტურ ხაზზე, მოქმედებით სცენებსა და სასიყვარულო სიუჟეტზე
- 12 ნაწილიანი დოკუმენტური ვებფილმი
- მუსიკალური ვიდეო Across the Stars
- წარმოების ფოტოგალერეა ანოტაციებით
- კინოთეატრის და სხვა რგოლები
- 12 ტელერგოლი
- პლაკატები და სხვა გრაფიკა
- სახუმარო დოკუმენტური R2-D2: გუმბათის ქვეშ, რგოლი
- ფილმის ვიზუალური ეფექტების განმარტება
ფილმი აგრეთვე გამოვიდა VHS-ზე და სამდისკიან Video CD-ზე. ამ ვარიანტში ტიტრების შემდეგ შეტანილია რვა წაშლილი სცენა, ისევე, როგორც ვარსკვლავური ომები: კავშირები.
R2-D2: გუმბათის ქვეშ[]
R2-D2: გუმბათის ქვეშ არის 20 წუთიანი სახუმარო დოკუმენტური ფილმი, შექმნილი ფილმის გადამღები ჯგუფის მიერ. მასში შედის ინტერვიუები და პაროდიული საარქივო ფოტოები, ნაწყვეტები ფილმიდან და სხვა მასალა, რომელშიც მოთხრობილია R2-D2-ის „ნამდვილი“ ცხოვრება კადრს მიღმა. 2002 წლის 26 დეკემბერს ეს ფილმი გამოვიდა DVD-ზე. ამ გამოცემაში შეტანილია აშშ-ის ტელეეთერში ნაჩვენები და StarWars.com-ზე გამოქვეყნებული ფილმის სამივე სეგმენტი, ისევე, როგორც საბოლოო ტიტრები და ვარსკვლავური ომების ფილმების გადასაღებ მოედნებზე R2-D2-ის გამოჩენის ამსახველი ფოტოსურათები. DVD-ის გამოშვება არ იყო მხარდაჭერილი რამე პრომოკამპანიით.
2004[]
ვარსკვლავური ომების ტრილოგიის DVD კომპლექტი[]
ვარსკვლავური ომების ტრილოგიის DVD კომპლექტი, გამოცემული 2004 წლის სექტემბერში, იყო ტრილოგიის DVD-ზე გამოცემული პირველი ოფიციალური ვარიანტი. იგი წარმოდგენილია 4 დისკზე, სადაც შედის:
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- დამატებითი დისკი
DVD-ებზე შეტანილი ფილმების პირველწყაროა 1997 წლის სპეციალური გამოცემა დამატებითი ცვლილებებით, რომლებიც პირველად გამოყენებული ამ კომპლექტში. ყველა ფილმი არის ღრმად დამუშავებული მაღალი გარჩევადობის ციფრული გაწმენდის წესით, ჩატარებული აქვს გამოსახულების შესწორება, რათა ფილმები ვიზუალურად ახლოს ყოფილიყო პრიკველების ტრილოგიასთან. ამ გამოშვების დისკებზე ყველა ფილმს ახლავს ჯორჯ ლუკასის, ბენ ბერტის, დენის მარენის და კერი ფიშერის კომენტარები, ხოლო იმპერიის საპასუხო შეტევას ახლავს ირვინ კერშნერის კომენტარებიც.
გამოცემის მეოთხე დისკზე შეტანილია:
- ოცნებათა იმპერია: ვარსკვლავური ომების ტრილოგიის ამბავი - სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოიცავს ორიგინალური ტრილოგიის ისტორიას.
- ვარსკვლავური ომების პერსონაჟები - სიუჟეტი ვარსკვლავური ომების კლასიკური პერსონაჟების შესახებ.
- სინათლის მახვილის დაბადება - სიუჟეტი სინათლის მახვილის ვარსკვლავურ ომებზე გავლენის შესახებ.
- ძალა მათთან არის: ვარსკვლავური ომების მემკვიდრეობა - სიუჟეტი ვარსკვლავური ომების ტრილოგიის კინოინდუსტრიაზე გავლენის შესახებ
- III ეპიზოდის შეთვალიერება: დართ ვეიდერის დაბრუნება - სიუჟეტი იმ დროისთვის დაგეგმილი, III ეპიზოდის შესახებ
- წარმოების ამსახველი ფოტოგალერეა ანოტაციებით
- კინოთეატრების პლაკატები
- Episode III - სიუჟეტი ვიდეოთამაშის შექმნის შესახებ
- Star Wars: Battlefront - რგოლი და Xbox-ზე სათამაშოდ განკუთვნილი დემოვერსია
- ტიზერი კინოთეატრებიდან და წარმდგენი რგოლები
- ტელერგოლები
- შეცდომები - დამალული ვიდეო
ვარსკვლავური ომები: ევოკების თავგადასავალი[]
2004 წლის 23 ნოემბერს Lucasfilm-მა და 20th Century Fox-მა DVD-ზე გამოსცეს ევოკების ტელეფილმები. ისინი წარმოდგენილია ორიგინალური, 1.33:1 თანაფარდობით, ინგლისური Dolby Digital 2.0 აუდიოხმით და ინგლისური სუბტიტრებით. ეს კრებული ვარსკვლავური ომები: ევოკების თავგადასავალი, შეიცავს ორ ფილმს — გულადების ქარავანი: ევოკების თავგადასავალი და ევოკები: ბრძოლა ენდორისთვის. თავად დისკი ორშრიანია. თითო ფილმი წარმოდგენილია თითო მხარეზე. დისკს დამატებითი მასალები არ ახლავს.
ვარსკვლავური ომები: ანიმაციური თავგადასავლები:[]
ევოკები[]
ევოკები DVD-ზე გამოიცა 2004 წლის 23 ნოემბერს, როგორც კრებული ვარსკვლავური ომები: ანიმაციური თავგადასავლები: ევოკები. მასში შეტანილია სერიალის რვა ეპიზოდი, შეკრული როგორც ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ეპიზოდები მოჩვენებების სოფელი, ხეების ძახილი, ფლოგთა მძვინვარება და მზისვარსკვლავი ბნელქვის წინააღმდეგ გამოვიდა როგორც მოჩვენებების სოფელი, ხოლო ეპიზოდები უიკეტის ფურგონი, მოგზაური ჯინდები, დიჯის გადარჩენა და აშა — როგორც ისტორიები ენდორის ტყიდან. პირველ ფილმში შეტანილი ეპიზოდები ერთმანეთს მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება, მეორეში შეტანილი ეპიზოდები კი ერთმანეთთან არაფრით არის დაკავშირებული, მაგრამ ტექსტს, როგორც ამბის მთხრობელი, კითხულობს ალექს ლინდსი, რომელიც განასახიერებს ასაკოვან უიკეტს. ამ გამოცემაში არ გამოიყენება სერიალის ტიტრები და მუსიკალური თემა.
დროიდები[]
დროიდები DVD-ზე გამოიცა 2004 წლის 23 ნოემბერს, როგორც კრებული ვარსკვლავური ომები: ანიმაციური თავგადასავლები: დროიდები. მასში შეტანილია სერიალის რვა ეპიზოდი, შეკრული როგორც ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ეპიზოდები #5–8 წარმოდგენილია როგორც მეკობრეები და პრინცი, ხოლო ეპიზოდები #10–13 — როგორც დამალული პლანეტის განძი. მეკობრეები და პრინცი არის მონ ჯულპას ამბის თხრობა, ხოლო დამალული პლანეტის განძის ოთხი ეპიზოდი ეძღვნება მანგო ბაობაბის ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ მის სიუჟეტებში შედის კობი და ვარსკვლავმონადირეებიც, ის არ არის შეტანილი ამ ვარიანტში. ამ გამოცემაში არ გამოიყენება სერიალის ტიტრები და მუსიკალური თემა. გარდა ამისა, შეცვლილია ეპიზოდების თანმხლები მუსიკა.
2005[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, პირველი ტომი[]
ნახატი ანიმაციური ტელესერიალ კლონების ომების პირველი ტომი გამოიცა 2005 წლის 22 მარტს. მასში შედის სერიალის პირველი და მეორე სეზონების ეპიზოდები — თავები 1–20. DVD-ზე აგრეთვე შეტანილია:
- გენდი ტარტაკოვსკის აუდიოკომენტარი
- საგის გაერთიანება: კლონების ომებიდან სითების შურისძიებამდე - ინტერვიუები ჯორჯ ლუკასთან, გენდი ტარტაკოვსკისთან და კლონების ომების გუნდთან, აგრეთვე მეორე სეზონის ნიმუში
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება, წინასწარი რგოლი
- Star Wars Episode III: Revenge of the Sith, ვიდეოთამაშის რგოლი
- ორი გალერეა: კონცეპტუალური მხატვრობა, კადრირება და ჩანახატები
- Star Wars: Republic Commando, Xbox-ის თამაშის დემოვერსია
DVD Star Wars Trivial Pursuit: საგის გამოცემა[]
თამაშ Star Wars Trivial Pursuit-ის საგის გამოცემა შეიცავს DVD-ს, რომელზეც ჩაწერილია ვარსკვლავური ომების მცოდნეების მიერ დასმული კითხვები.
ვარსკვლავური ომები: მუსიკალური მოგზაურობა[]
ვარსკვლავური ომები: მუსიკალური მოგზაურობა არის სითების შურისძიების საუნდტრეკის დამატებითი DVD. იგი საათზე მეტ ხანს გრძელდება და შეიცავს ვარსკვლავური ომების ფილმების ნაწყვეტებს, რომლებსაც ახლავს ჯონ უილიამსის მუსიკა. DVD აგრეთვე შეიცავს ვიდეოთამაშ Revenge of the Sith-ის წინასწარ რგოლს. ვიდეოებს ახლავს მსახიობ იენ მაკდერმიდის წარდგენა, თუმცა მასალის დათვალიერება შესაძლებელია ამ თანხლებით ან მის გარეშე.
სითების შურისძიება[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება DVD-ზე გამოიცა 2005 წლის 1 ნოემბერს, ორ დისკზე. გამოსახულება და ხმა ამ შემთხვევაში აღებულია ორიგინალური ციფრული წყაროდან. DVD-ზე შეტანილია ჯორჯ ლუკასის, პროდიუსერ რიკ მაკკალუმის, მთავარი ანიმატორ რობ კოლმენის და ვიზუალური ეფექტების რეჟისორების, ჯონ ნოლისა და როჯერ გაიეტის კომენტარები. ვარსკვლავური ომების რომელიმე სხვა ფილმის DVD გამოცემისგან განსხვავებით, ამ გამოცემას, ერთი შეხედვით, არ ახლავს ლუკასის მიერ შეტანილი რამე ცვლილებები (ორიგინალურ კინოვერსიასთან შედარებით). უფრო დეტალური დათვალიერების შედეგად ცხადი ხდება, რომ ობი-ვან კენობის მიერ მუსტაფარის დატოვების და ვეიდერის ლავიდან ამოძრომის სცენებს შორის შეიმჩნევა მინავლების ეფექტი. ეს აგრეთვე არის ფილმთან დაკავშირებული პირველი DVD, რომელზეც არ არის შეტანილი წარუმატებელი დუბლები ან გადაღების პროცესის ვიდეოკადრები. სახუმარო დამატებას აქ წარმოადგენს იოდას და კლონი სამხედროების ცეკვა რეპ-კომპოზიციის ფონზე.
მეორე DVD-ზე შეტანილია:
- ჯორჯ ლუკასის და რიკ მაკკალუმის მიერ წარდგენილი ექვსი ამოჭრილი სცენა
- ერთი წუთის განმავლობაში - მუსტაფარის დუელის ამსახველი დოკუმენტური ფილმი
- რჩეული - რგოლი დართ ვეიდერის განვითარებაზე I–VI ეპიზოდებში
- ყველაფერი ნამდვილია: III ეპიზოდის კასკადიორები - ფილმის მოქმედებითი სცენების შექმნა
- Lucasfilm-ის დოკუმენტური ვებსერიალი, 15 ნაწილიანი
- მუსიკალური ვიდეო A Hero Falls
- წარმოების ამსახველი ფოტოგალერეა, სუბტიტრებით
- პლაკატების და ნაბეჭდი ნაწარმის კამპანია
- კინოთეატრების პლაკატები და პირველი რგოლი
- ტელერგოლები
- Star Wars: Battlefront II, რგოლი და Xbox-ის დემოვერსია
- Star Wars: Empire at War, რგოლი
ფილმი აგრეთვე გამოვიდა VHS-ზე და Video CD-ზე, თუმცა ვიდეოკასეტები გამოვიდა მცირე ტირაჟით.
ვარსკვლავური ომების ამბავი[]
ვარსკვლავური ომების ამბავი არის მხოლოდ Walmart-ისთვის შემუშავებული DVD, რომელიც ვრცელდებოდა სითების შურისძიების DVD-ის პირველ ასლებთან ერთად.[2] მასში შედის მასალები VideoNow-ს 2004 წლის ორდისკიანი ფერადი გამოცემიდან.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: მეორე ტომი[]
ტარტაკოვსკის კლონების ომების მეორე ტომი DVD-ზე გამოიცა 2005 წლის 6 დეკემბერს. მასში შედის სერიალის მესამე სეზონი (თავები 21–25) და შემდეგი დამატებები:
- გენდი ტარტაკოვსკის კომენტარები
- ექსკლუზიური ვიდეო წერტილების გაერთიანება
- კონცეპტუალური მხატვრობის გალრეა
- Star Wars: Battlefront II, ვიდეოთამაშის ტრეილერი
- Star Wars: Empire at War, ვიდეოთამაშის ტრეილერი
- აგურის შურისძიება, LEGO-ს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
ვარსკვლავური ომების ტრილოგიის კომპლექტი 3 ფილმით[]
6 დეკემბერს ორიგინალური ტრილოგიის ფილმები DVD-ზე გამოიცა დამატებითი დისკის გარეშე და ახალი გაფორმებით. ისევე, როგორც 2004 წლის გამოცემის შემთხვევაში, აქ წარმოდგენილია როგორც ფილმების ფართოეკრანიანი, ასევე სრულეკრანიანი ვარიანტი.[3]
2006[]
ვარსკვლავური ომების ტრილოგია — უცვლელი[]
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
ორიგინალური ტრილოგიის უცვლელი ვერსიები DVD-ზე გამოიცა 2006 წლის 12 სექტემბერს.[4] ამ გამოცემაში ყოველი ფილმი წარმოდგენილია ორ დისკზე. 2004 წლის განახლებული ვერსია შეტანილია პირველ დისკზე, ხოლო ორიგინალური, აღებული 1993 წლის LaserDisc გამოცემიდან, წარმოდგენილია როგორც „დამატება“, მეორე DVD-ზე. მართალია, LucasFilm-ის თანახმად, მეორე DVD-ზე წარმოდგენილია ფილმის ორიგინალური ვარიანტი, ნაჩვენები კინოთეატრებში, სინამდვილეში, ეს არის 1993 წლის LaserDisc-ების ასლები, რომლებიც გამოირჩევა სხვადასხვა განსხვავებით 1977 წლის და შემდგომ ფილმებში. ქვესათაური „ეპიზოდი IV“ ამოღებულია და ორიგინალური ვარსკვლავებიანი ცის სანაცვლოდ ჩნდება განახლებული ცა. ამ გამოცემას კვლავ ახლავს 1993 წლამდე გამოსულ ვარიანტებში წარმოდგენილი ხმოვანი და ვიზუალური ცვლილებები.
2008[]
ვარსკვლავური ომების მხატვრობის კალენდარი, DVD[]
ეს DVD გამოიცა DVD დისკთან 2008 წლის კალენდართან ერთად, რომელსაც ეწოდება ვარსკვლავური ომების მხატვრობის კალენდარი.
პრიკველების და ორიგინალური ტრილოგიების კომპლექტები[]
ფილმების იგივე ვარიანტები, რაც შეტანილია ორდისკიან გამოცემებში ფილმების ფარული მუქარის (2001), კლონების შეტევის (2002), სითების შურისძიების(2005) და ორიგინალური უცვლელი ტრილოგიის (2006). კომპლექტებში არ არის წარმოდგენილი რამე სახის ახალი მასალა.[5]
კლონების ომები, ფილმი[]
ფილმი ვარსკვლავური ომები: კლონების ომები DVD-ზე, სპეციალური გამოცემის DVD-ზე და ორდისკიან Blu-ray-ზე გამოცა 2008 წლის 11 ნოემბერს.[6] ორივე DVD ვარიანტში შეტანილია ფილმის ფართოეკრანიანი ვერსია (აუდიო: Dolby Digital 5.1 Surround EX) და რეჟისორ დეივ ფილონის, პროდიუსერ კეთრინ უინდერის, სცენარისტ ჰენრი გილროის და მონტაჟის ავტორ ჯეისონ ტაკერის აუდიოკომენტარები.
ორდისკიან DVD-ში შეტანილია
- ვარსკვლავური ომები: უცნობი ისტორიები: კლონების ომების პირველი სეზონის ისტორიების, ტრანსპორტის, პლანეტების და ბრძოლების შეთვალიერება.
- კლონების ომების ხმები: გამხმოვანებლები და ანიმაციური პერსონაჟები ერთ ეკრანზე.
- ახალი მუსიკა: კომპოზიტორი კევინ კაინერი ქმნის სერიალის ახალ მუსიკალურ ინდივიდუალურობას.
- კონცეპტუალური და საწარმოო მხატვრობის გალერეა
- ვებიზოდები: ექვსი სიუჟეტი შექმნის შესახებ, საიტიდან StarWars.com
- წაშლილი სცენები: ტვირთების ნაკვეთური, დროიდების ბრძოლა პლატფორმაზე, რანკორის ორმო და ტანკების მიმოხილვა
- ფილმის და თამაშის ტრეილერები
- ფილმის ციფრული ვარიანტი
Blu-ray შეიცავს ფილმის მაღალხარისხიან ვარიანტს, ნახსენებ დამატებებს (წაშლილი სცენები და ზოგიერთი ტრეილერი არ არის HD ფორმატში) ერთ, 50 გიგაბაიტიან დისკზე. აუდიოკომენტარი შეტანილი არ არის
- შემოქმედებითი დისკუსია, ვიდეოკომენტარი: რეჟისორი დეივ ფილონი, პროდიუსერი კეთრინ უინდერი, სცენარისტი, ჰენრი გილროი და მონტაჟის ავტორი ჯეისონ ტაკერი
- ჰოლოგრამის დამახსოვრების გამოცდა: შეამოწმეთ უნარები და მეხსიერება და აღმოაჩინეთ სერიალის სამი ნაწყვეტი
- ფილმის ციფრული ვარიანტი მეორე დისკზე
2009[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: გახლეჩილი გალაქტიკა[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: გახლეჩილი გალაქტიკა არის კლონების ომების პირველი ოთხი ეპიზოდი, გამოცემული ცალკეული სახით 2009 წლის 24 მარტს. მასში შედის ჩასაფრება, „ავის მომასწავებლის“ აღზევება, „ავის მომასწავებლის“ ჩრდილი და „ავის მომასწავებლის“ განადგურება, დამატებითი მასალების გარეშე.[7]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: კლონი კომანდოები[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: კლონი კომანდოები არის კლონების ომების მეორე კრებული, რომელშიც შეტანილია ოთხი ეპიზოდი. იგი გამოიცა 2009 წლის 15 სექტემბერს და შეიცავს ეპიზოდებს ახალწვეულები, ქარიშხალი რაილოთის თავზე, რაილოთის უდანაშაულონი და რაილოთის გათავისუფლება, დამატებითი მასალების გარეშე.[8]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პირველი სეზონი[]
ვარსკვლავური ომების სრული პირველი სეზონი ოთხ (DVD) და სამ (Blu-ray) დისკზე აშშ-ში გამოიცა 2009 წლის 3 ნოემბერს, ხოლო ბრიტანეთში — 2010 წლის 2 ნოემბერს. კომპლექტში შეტანილია:
- პირველი სეზონის 22 ეპიზოდი, ფართოეკრანიანი ვარიანტი
- 7 სარეჟისორო ვერსია: „ავის მომასწავებლის“ აღზევება, „ავის მომასწავებლის“ ჩრდილი, ახალწვეულები, გრივუსის ბუნაგი, ქარიშხალი რაილოთის თავზე, რაილოთის უდანაშაულონი და რაილოთის გათავისუფლება;
- 22 სცენის მიღმა გადაღებული სიუჟეტი ყოველი ეპიზოდის შესახებ, რეჟისორის და შემოქმედებითი გუნდის სხვა წევრების ინტერვიუებით;
- ექსკლუზიური 68 გვერდიანი წარმოების დღიური, ორიგინალური ჩანახატებით და მხატვრების შენიშვნებით;
- მხოლოდ ამ Blu-ray-ზე წარმოდგენილია ჯედაების ტაძრის არქივები.
2010[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - პირველი სეზონი, ტომი 1[]
პირველი 5 ეპიზოდი კლონების ომების პირველი სეზონიდან გამოიცა ერთ DVD-ზე 2023 წლის 23 აგვისტოს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - პირველი სეზონი, ტომი 2[]
ეპიზოდები 6–10 კლონების ომების პირველი სეზონიდან გამოიცა ერთ DVD-ზე 2023 წლის 23 აგვისტოს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - პირველი სეზონი, ტომი 3[]
ეპიზოდები 11–16 კლონების ომების პირველი სეზონიდან გამოიცა ერთ DVD-ზე 2023 წლის 23 აგვისტოს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - პირველი სეზონი, ტომი 4[]
საბოლოო ეპიზოდები 17–22 კლონების ომების პირველი სეზონიდან გამოიცა ერთ DVD-ზე 2023 წლის 23 აგვისტოს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, Walmart-ის ექსკლუზიური DVD-ები[]
Walmart-ისთვის ექსკლუზიურად გამოცემულ სათამაშო ფიგურებს ახლდა DVD-ები სხვადასხვა ეპიზოდებით — „ავის მომასწავებლის“ აღზევება, „ავის მომასწავებლის“ ჩრდილი ან „ავის მომასწავებლის“ განადგურება
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: ჯილდოზე მონადირეები[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: ჯილდოზე მონადირეები იყო Target-ისთვის ექსკლუზიურად გამოცემული DVD, რომელსაც ახლდა სათამაშო ფიგურები.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - მეორე სეზონი[]
ვარსკვლავური ომების სრული მეორე სეზონი ოთხ (DVD) და სამ (Blu-ray) დისკზე აშშ-ში გამოიცა 2010 წლის 26 ოქტომბერს. 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოვიდა მისი ვერსია რეგიონ 2-ისთვის, ხოლო 10 ნოემბერს — რეგიონ 4-ისთვის. კომპლექტში შედის:
- 22 ეპიზოდი ფართოეკრანიან ფორმატში; აუდიო: ინგლისური, ესპანური და ფრანგული (5.1 DTS); სუბტიტრები: ინგლისური, ფრანგული და ესპანური.
- კადრს მიღმა:
- მხეცი ზილოს თავდასხმა
- ჰოლოკრონის ჯადოქრობა
- დაბრუნება ჯეონოსისზე
- მანდალორის შექმნა
- ექსკლუზიური 68 გვერდიანი წარმოების დღიური, ორიგინალური ჩანახატებით და მხატვრების შენიშვნებით;
- მხოლოდ Blu-ray-ზე წარმოდგენილია ჯედაების ტაძრის არქივები.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - სეზონი 2, ტომი 1[]
კლონების ომების მეორე სეზონის პირველი ოთხი ეპიზოდი გამოიცა ერთ DVD-ზე 2010 წლის 6 დეკემბერს.
2011[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - მეორე სეზონი, ტომი 2[]
ეპიზოდები 5–10 კლონების ომების მეორე სეზონიდან გამოიცა ერთ DVD-ზე, 2011 წლის 21 მარტს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - მეორე სეზონი, ტომი 3[]
ეპიზოდები 11–16 კლონების ომების მეორე სეზონიდან გამოიცა ერთ DVD-ზე, 2011 წლის 30 მარტს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - მეორე სეზონი, ტომი 4[]
ეპიზოდები 17–22 კლონების ომების მეორე სეზონიდან გამოიცა ერთ DVD-ზე, 2011 წლის 22 მარტს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, Walmart-ის ექსკლუზიური DVD-ები[]
Walmart-ისთვის ექსკლუზიურად გამოცემულ სათამაშო ფიგურებს ახლდა DVD-ები სხვადასხვა ეპიზოდებით — დაშვება წვიმიან მიწაზე ან იარაღების ქარხანა.
სრული საგა Blu-ray-ზე[]
2011 წლის სექტემბერში Blu-ray-ზე გამოიცა სრული საგა.[9] გაყიდვაში ხელმისაწვდომი იყო სამი სხვადასხვა კომპლექტი: 9 დისკიანი ვარიანტი (ეპიზოდები I-VI) და ორი სამდისკიანი ვარიანტი — პრიკველების და ორიგინალური ტრილოგიით. მათში აგრეთვე შეტანილია სამი დამატებითი დისკი და დამატებითი მასალების 30 საათზე მეტი ხანგრძლივობის არქივი. სრული საგა და ტრილოგიები რეგიონ 2-ისთვის გამოიცა 2011 წლის 12 სექტემბერს.[10]
2011 წლის 4 მაისს ამოქმედდა გამოცემასთან დაკავშირებული პრომოსაიტი, რომელზეც აღწერილი იყო Blu-ray-ში შეტანილი მასალა.[11]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: პადავანების მუქარა[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: პადავანების მუქარა Blu-ray/DVD კომპლექტის ვარიანტით გამოიცა 2011 წლის 16 სექტემბერს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - მესამე სეზონი[]
კლონების ომების სრული მესამე სეზონი DVD და Blu-ray კომპლექტების სახით გამოიცა 2011 წლის 18 ოქტომბერს.
2012[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: დართ მოლის დაბრუნება[]
Target-ის მაღაზიებში 2012 წლის 11 სექტემბერს ცალკეულ DVD-ზე ექსკლუზიურად გამოვიდა დართ მოლთან დაკავშირებული ეპიზოდები კლონების ომების მეოთხე სეზონიდან.[12] სხვა მაღაზიებში იგი გამოჩნდა 2013 წლის 8 იანვარს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, Walmart-ის ექსკლუზიური DVD-ები[]
ორი შეზღუდული რაოდენობით გამოცემული კომპლექტი ფიგურებით, თავდაპირველად ხელმისაწვდომი მხოლოდ Walmart-ში, სხვა მაღაზიებში გამოვიდა 2012 წელს. ყოველი მათგანი შეიცავს DVD დისკს ეპიზოდით შიშის შედეგები ან ტვინის დამპყრობლები.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - მეოთხე სეზონი[]
კლონების ომების სრული მეოთხე სეზონი DVD და Blu-ray კომპლექტების სახით ავსტრალიაში გამოიცა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხოლო ამერიკაში — 23 ოქტომბერს.[13][14]
2013[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: იმპერიის სირცხვილი[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: იმპერიის სირცხვილი DVD-ზე გამოვიდა 2013 წლის 26 მარტს/
ვარსკვლავური ომები: პრიკველების ტრილოგია (შეზღუდული ტირაჟის სტილბუკ-გამოცემა)[]
Blu-ray-ზე, სტილბუკ-შეფუთვაში გამოცემული პრიკველების ტრილოგია. გამოვიდა 2013 წლის 4 აგვისტოს.[15]
ვარსკვლავური ომები: ორიგინალური ტრილოგია (შეზღუდული ტირაჟის სტილბუკი)[]
ორიგინალური ტრილოგია Blu-ray-ზე, სტილბუკ-გამოცემა. გამოვიდა 2013 წლის 4 აგვისტოს.[15]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: იოდას ქრონიკები[]
სერიალის LEGO-ს ვარსკვლავური ომები: იოდას ქრონიკები პირველი ორი ეპიზოდი DVD-ზე. გამოვიდა 2013 წლის 11 სექტემბერს.[16]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები - მეხუთე სეზონი[]
კლონების ომების სრული, მეხუთე სეზონი DVD- და Blu-ray კომპლექტების სახით გამოვიდა ამერიკაში, 2013 წლის 15 ოქტომბერს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: სეზონები 1-5: საკოლექციო გამოცემა[]
15 ოქტომბერს აგრეთვე გამოიცა ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: სეზონები 1-5: საკოლექციო გამოცემა. მასში შედის კლონების ომების ხუთი სეზონი და 54 გვერდიანი ბუკლეტი ხუთივე სეზონის მხატვრობით, რომლის ნაწილი მანამდე არსად გამოქვეყნებულა.
ვარსკვლავური ომების ტრილოგია: ეპიზოდები I–III (Blu-ray და DVD)[]
კომპლექტი Blu-ray/DVD დისკებით შეიცავს პრიკველების ტრილოგიას, ისევე, როგორც მხოლოდ Blu-ray-ზე წარმოდგენილ ჯორჯ ლუკასის, მსახიობთა და გადამღები ჯგუფის აუდიოკომენტარებს. გამოიცა 2013 წლის 8 ოქტომბერს.
ვარსკვლავური ომების ტრილოგია: ეპიზოდები IV–VI (Blu-ray და DVD)[]
კომპლექტი Blu-ray/DVD დისკებით შეიცავს ორიგინალურ ტრილოგიას, ისევე, როგორც მხოლოდ Blu-ray-ზე წარმოდგენილ ჯორჯ ლუკასის, მსახიობთა და გადამღები ჯგუფის აუდიოკომენტარებს. გამოიცა 2013 წლის 8 ოქტომბერს.
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: 3 დისკიანი გამოცემა (DVD კომპლექტი)[]
კლონების ომების DVD-ები, 3 დისკი. გამოვიდა 2013 წლის 15 ოქტომბერს. შეიცავს სამ სიუჟეტს: გახლეჩილი გალაქტიკა, კლონი კომანდოები და დართ მოლის დაბრუნება.[17]
2014[]
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი[]
DVD-ზე გამოცემული ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი, პირველი ეპიზოდი სერიალიდან ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები. გამოვიდა 2014 წლის 14 ოქტომბერს.[18]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: წარუმატებელი მისიები[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: წარუმატებელი მისიები შეიცავს კლონების ომების მეექვსე სეზონს (13 ეპიზოდს). იგი გამოვიდა ორ Blu-ray-ზე და სამ DVD-ზე, 2014 წლის 11 ნოემბერს.
2015[]
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: სრული პირველი სეზონი[]
სერიალ აჯანყებულების სრული პირველი სეზონი DVD-ზე და Blu-ray-ზე გამოვიდა 2015 წლის 1 სექტემბერს, ამერიკაში[19], ხოლო 8 სექტემბერს — გერმანიაში.
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: იოდას ახალი ქრონიკები[]
იოდას ქრონიკების საბოლოოდ, ოთხი ეპიზოდი, გამოცემული 2015 წლის სექტემბერში.
ვარსკვლავური ომები: სრული საგა (სტილბუკ-გამოცემები)[]
საგის I—VI ეპიზოდები ცალკეული სახით გამოიცა შეზღუდული ტირაჟის სტილბუკებზე, 2015 წლის 10 ნოემბერს. ყოველი ფილმის კოლოფზე გამოსახულია ამ ფილმის აღსანიშნავი პერსონაჟი. ყოველი კოლოფი შეიცავს ფილმს Blu-ray და DVD ფორმატებში.[20] ამ ვარიანტში შეტანილია ფილმის 2011 წლის გამოცემები, ხოლო დამატებითი მასალების სახით შეტანილია მხოლოდ კომენტარები.
ამავე გამოცემების 9 დისკიანი ერთიანი, სრული საგის გამოცემა, დამატებითი მასალებით, გამოვიდა Blu-ray შეფუთვაში. მის გარეკანზე გამოსახულია დართ ვეიდერი. გარდა ამ დიზაინისა, შიგთავსი სრულად ემთხვევა 2011 წლის გამოცემას.
2016[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები[]
ხუთი ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები DVD-ზე გამოიცა 2016 წლის 1 მარტს.[21]
ძალის გამოღვიძება[]
ძალის გამოღვიძების პირველი გამოცემა შინაური მოხმარებისთვის ციფრულად გამოიცა 2016 წლის 1 აპრილს. ფიზიკური ვარიანტი გამოვიდა 5 აპრილს. მასში შედის ფილმიდან წაშლილი სცენები და შექმნის ამსახველი დოკუმენტური დამატებები, მაგალითად — ძალის გამოღვიძების საიდუმლოები: კინომოგზაურობა. სხვადასხვა ქსელში იყიდებოდა განსხვავებული ვარიანტი, მაგალითად — სტილბუკ-გამოცემა ან ვარიანტი უფრო მეტი დამატებითი მასალით.
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: სრული მეორე სეზონი[]
აჯანყებულების სრული მეორე სეზონი Blu-ray-ზე და DVD-ზე გამოვიდა 2016 წლის 30 აგვისტოს.[22]
ძალის გამოღვიძება: 3D საკოლექციო გამოცემა[]
ფილმის 3D საკოლექციო გამოცემა გამოვიდა 2016 წლის 15 ნოემბერს, აშშ-სა და კანადაში. იგი შეიცავს ფილმის წინა გამოცემას, ისევე, როგორც ახალ მასალებს.[23]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები[]
ფრიმეიკერების თავგადასავლების სრული პირველი სეზონის კრებული გამოვიდა 2016 წლის 6 დეკემბერს, Blu-ray და DVD ფორმატებში.[24]
2017[]
განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი[]
განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი Digital HD ფორმატში გამოვიდა 2017 წლის 24 მარტს. 2017 წლის 4 აპრილს იგი გამოიცა Blu-ray და DVD ფორმატებში.[25]
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: სრული მესამე სეზონი[]
აჯანყებულების სრული მესამე სეზონი Blu-ray-ზე და DVD-ზე გამოვიდა 2017 წლის 29 აგვისტოს.[26]
ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები: ტომი 1[]
ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები: ტომი 1 როგორც DVD გამოიცა განდგომილი ერთის, ძალის გამოღვიძების, ორიგინალური ტრილოგიის და სრული საგის Walmart-ში წარმოდგენილ გამოცემებთან ერთად.[27]
2018[]
'LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები: სრული მეორე სეზონი[]
ფრიმეიკერების თავგადასავლების სრული მეორე სეზონი DVD-ზე გამოიცა 2018 წლის 13 მარტს.[28]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი ციფრულ პლატფორმებზე გამოიცა 2018 წლის 13 მარტს, ხოლო ფიზიკურად — 27 მარტს.[29]
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: სრული მეოთხე სეზონი[]
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: სრული მეოთხე სეზონი Blu-ray-ზე და DVD-ზე გამოვიდა 2018 წლის 31 ივლისს. ორივე გამოცემაში შედის Rebels Recon-ის საბოლოო საბოლოო სეზონი. მხოლოდ Blu-ray-ში წარმოდგენილია ექვსი აუდიოკომენტარი და სიუჟეტები ლეგენდის არჩდილები, აჯანყების ძალა და კევინ კაინერი: აჯანყებულთა სიმფონია.[30]
სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი[]
სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი Digital HD და 4K Ultra HD ფორმატებში და Movies Anywhere-ზე გამოვიდა 2018 წლის 14 სექტემბერს, ხოლო Blu-ray 4K Ultra HD, Blu-ray და DVD ფორმატებში და On-Demand-ზე — 2018 წლის 25 სექტემბერს.[31]
2019[]
ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა: სრული პირველი სეზონი[]
ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა: სრული პირველი სეზონი DVD-ზე გამოვიდა 2019 წლის 20 აგვისტოს.[32]
ვარსკვლავური ომების ფილმების განმეორებითი გამოცემები[]
ეპიზოდები I–VIII, განდგომილი ერთი და სოლო ცალკეულ Blu-ray და DVD დისკებზე გამოიცა 2019 წლის 22 სექტემბერს. ყოველი მათგანი წარმოდგენილია ახალი გარეკანით.[33]
2020[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება 2020 წლის 17 მარტს გამოვიდა მრავალ ციფრულ პლატფორმაზე, Digital HD და 4K Ultra HD ფორმატებში.[34][35] რამდენიმე ფიზიკური ვარიანტი გამოიცა 31 მარტს, რასაც აგრეთვე მოჰყვა მრავალეკრანიანი გამოცემა (Blu-ray და Digital Code), სრული საკოლექციო გამოცემა (4K, Blu Ray და Digital Code) და DVD გამოცემა; Best Buy-ში, Target-ში და Wal Mart-ში აგრეთვე წარმოდგენილი იყო საკუთარი კომპლექტები.[34]
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდები 1-8: 4K Ultra HD გამოცემები[]
ვარსკვლავური ომების I-VIII ეპიზოდები დისკებზე 4K ფორმატში პირველად გამოიცა 31 მარტს.[34]
ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერების საგა[]
Best Buy-ზე ექსკლუზიური 27 დისკიანი სკაიუოკერების საგა (4K, Blu Ray, Digital Code) გამოიცა 31 მარტს.[34]
2023[]
მანდალორელი[]
2023 წლის 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტელესერიალ მანდალორელის პირველი და მეორე სეზონი 4K Blu-ray ფორმატში გამოიცემოდა სტილბუკების სახით. დამატებითი მასალების სახით წარმოდგენილი იქნებოდა გარეკანებისთვის ატილა ზარკას მიერ შექმნილი მხატვრობა, ბარათები კონცეპტუალური მხატვრობით და მანამდე გამოუცემელი დამატებითი ვიდეოები. გამოცემა დაგეგმილი იყო 2023 წლის 12 დეკემბრისთვის, თუმცა, წინასწარი შეკვეთების ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდა 28 აგვისტოს.[36][37]
ვარსკვლავური ომები: ორიგინალური ტრილოგია (Disney 100-ის სტილბუკ-გამოცემები)[]
Disney-ს 100 წლიანი იუბილეს აღსანიშნად მრავალი ფილმი გამოიცა შეზღუდული რაოდენობის სტილბუკების სახით. მათ შორის იყო ორიგინალური ტრილოგიის სამივე ფილმი. ყოველი მათგანი იყიდებოდა ექსკლუზიურად Best Buy-ში. ყოველ კოლოფში შედიოდა: 4K დისკი, სტანდარტული Blu-ray დისკი და Blu-ray დამატებითი მასალებით.[38]
2024[]
ობი-ვან კენობი და ანდორი[]
2024 წლის 30 ოქტომბერს ობი-ვან კენობი და ანდორი: პირველი სეზონი გამოიცა 4K UHD და Blu-ray ფორმატებში, სტილბუკ ვარიანტების სახით. ორივეში შედის ახალი დამატებითი მასალები.[39][40]
კოდური სახელწოდებები[]
კინოში გამოსული ფილმების DVD ვარიანტზე გამოცემისას დისკებზე წარმოდგენილი ფაილები მონიშნული იყო კოდური სახელწოდებებით, იმისთვის, რომ შეზღუდულიყო მათი მეკობრულად გავრცელება. ზოგიერთ მათგანს სახელწოდება შეურჩიეს 20th Century Fox-ის DVD-ზე ამავე დროს გამოსული ფილმების პერსონაჟები ქალების პატივსაცემად:[41]
- ფარული მუქარა — ლორა (ლორა)
- კლონების შეტევა — მერი (მერი ტაილერ მურის შოუ და ყველა მერიზე გიჟდება)
- სითების შურისძიება — შარლოტი (მშვიდად... მშვიდად, ძვირფასო შარლოტ)
- ახალი იმედი — ევა (თეთრი) (ევას სამი სახე)
- იმპერიის საპასუხო შეტევა — ევა (შავი) (ევას სამი სახე)
- ჯედაის დაბრუნება — ჯეინი (ევას სამი სახე)
წყაროები[]
- Star Wars Insider 10
- I ეპიზოდის VHS-ის ერთდროული მსოფლიო დებიუტი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- რატომ იგვიანებს DVD? StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ტრილოგია ბრუნდება VHS-ზე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- DVD: მოლოდინი დასრულდა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- I ეპიზოდის DVD-ის ნომინაციები ჯილდოზე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- DVD-ის აღდგენა: მანამდე უცნობი მუქარა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ლუკასი და მაკკალუმი ფარული მუქარის DVD-ზე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- I ეპიზოდი იყიდება სინათლის სიჩქარით StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ფარული მუქარის DVD-ის დეტალური კომენტარები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- II ეპიზოდი DVD-ზე და VHS-ზე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- II ეპიზოდი: DVD-ის ამოხსნა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები შინაურ ვიდეოფორმატში: რეტროსპექტივა Hyperspace-ზე (შიგთავსი მოძველებულია და შენახული ვერსიის ბმული ხელმიუწვდომელია)
- პროტოტიპების გალერეა: ვარსკვლავური ომების ფილმების მაყურებელი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
- საკოლექციო ნივთები გარე რგოლიდან: ვარსკვლავური ომების VHS გამოცემები! StarWars.com-ზე (არქივის ბმული)