FANDOM


ვარსკვლავური ომების
ვიკის პოლიტიკა

(იხ. მანიფესტი)
სტატიების პოლიტიკა
წყაროები
· თავისუფალი მუშაობა
· წაშლა
·სტატიის სტრუქტურა
· სტილი:ნამდვილი სამყარო
·სტილი
· სტილი:ტირე
·მნიშვნელოვნობა
(ფანების პროექტები)
· დაცვის პოლიტიკა
· წყაროს მითითება
·სპოილერი
· განხილვის გვერდები
· სამმაგი გაუქმება
· ფაქტები
· ვანდალიზმი
მომხმარებელთა პოლიტიკა
ადმინისტრაციული ავტონომია
· ბლოკირების პოლიტიკა
· თანასწორობა
·პირადული თავდასხმები
·კონფიდენციალურობა
· ხელმოწერები
· ორი ანგარიში
· მომხმარებლის სურათები
·მომხმარებლის გვერდი
· კენჭისყრა
საიტის პოლიტიკა
ბოტები
· პოლიტიკა
· თავაზიანობა · თანხმობა
· საავტორო უფლებები
·სურათები
· საიტის ფუნქციები
· რა არ არის ეს საიტი
წესები
რთული ინსტრუქციები
· თვითციტირება
·უთანხმოება
·ვიკის ბოროტად გამოყენება
· სხვა საიტზე გადამისამართება

ამ გვერდზე წარმოდგენილია ვარსკვლავური ომების ვიკის (შემდგომში — ვოვ) ღია მანიფესტი, რომელიც შეიცავს პროექტის ძირითადი მიზნების აღწერას და მისი მუშაობის მთავარ პრინციპებს, სამომავლო გეგმებს და დანიშნულების აღწერას.

ეს მანიფესტი შეადგენს რესურსის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს.

დანიშნულება

ვოვ არის ენციკლოპედია, რომელიც აღწერს ვარსკვლავური ომების სამყაროს პერსონაჟებს, ადგილმდებარეობებს, დროს, საზოგადოებას მეცნიერულ საკითხებს, დაკავშირებულ ნაწარმს და სხვა თემებს.

ვოვ-ის ჩანაფიქრი და მიზანია, იყოს დახვეწილი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვარსკვლავური ომების სამყაროს ვრცელი აღწერით. მისი შიგთავსი განკუთვნილია ფაქტობრივად ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.

ვოვ როგორც ონლაინ-ენციკლოპედია

იხილეთ აგრეთვე: რა არ არის ეს საიტი.

ვოვ-ში, რომელიც წარმოადგენს Wookieepedia-ს ანალოგს, შეგროვებული ინფორმაცია ხარისხდება ისეთი სახით, რომ ინტერნეტ-მომხმარებელს შეეძლოს სასურველ საკითხზე ნებისმიერი ცნობის მარტივად მიღება.

ონლაინ-ენციკლოპედიის კონცეფცია თავისთავად ნიშნავს, რომ მასში თხრობის სტილი გათანაბრებულია, ნებისმიერ დიდ ენციკლოპედიასთან, რაც ვოვ-ის მსგავს რესურსებს გამოარჩევს ბლოგებისგან ან Facebook-ზე შექმნილი გვერდებისგან, სადაც ადმინისტრატორი ხშირად არ ანიჭებს უპირატესობას თუნდაც ტექსტის გრამატიკულ გამართულობას. მიუხედავად იმისა, რომ ვოვ არ არის ვიკიპედიის ანალოგი, იგი არ უგულებელყოფს მუშაობის ისეთ პრინციპებს, როგორიც არის ორთოგრაფიის დაცვა და წყაროების გადამოწმებადობა.

ვოვ-ში მუშაობა

ვოვ არ არის რეგისტრირებული როგორც ორგანიზაცია ან ინდივიდუალური მეწარმე. ვოვ-ს, ისევე, როგორც მრავალ სხვა რესურსს, Wikia, Inc. ფლობს. ვარსკვლავური ომების საავტორო უფლებების მფლობელია, შესაბამისად, Lucasfilm Ltd..

საავტორო უფლება ამა თუ იმ რედაქტირებაზე ეკუთვნის რედაქტორს, რომელმაც განახორციელა ესა თუ ის რედაქტირება.

ვიკიების მფლობელია საზოგადოება. ერთი მფლობელი ვიკის არ ჰყავს. დამაარსებლებმა მოითხოვეს მისი შექმნა, მაგრამ ვიკის მფლობელი კვლავ მთლიანი საზოგადოებაა და არა მხოლოდ ერთი მომხმარებელი. შესაბამისად, ბიუროკრატიც და ადმინისტრატორიც მათ შორის არიან.

ვოვ-ში მუშაობა (ანუ გვერდების/სტატიების შექმნა) არ გულისხმობს თქვენი საქმიანობის ანაზღაურებას. თითოეული ადამიანი თავად განკარგავს საკუთარ დროს და იმას, მის რამხელა მონაკვეთს დაუთმობს დროდადრო ვოვ-ში მუშაობას. ამრიგად, ვოვ-ში მუშაობა მხოლოდ მოხალისეობრივია.

ამასთან, დგება საკითხი — რა სარგებელი აქვს ვოვ-ში მუშაობას მომხმარებლისთვის? პასუხის გაცემა ასეთ კითხვაზე რთულია, მაგრამ არც თუ უკანასკნელი მიზეზი და საბაბია ფსიქოლოგიური ფაქტორი. როდესაც ამა თუ იმ მედიამოვლენის, პოპულარული კულტურის რაღაც ნაწილის მოყვარული იძენს საკმარის ინფორმაციას საყვარელ თემაზე, გარკვეულ შემთხვევებში მას ებადება სურვილი, გაუზიაროს იგი მსოფლიოს. დღეს ეს შეიძლება გაკეთდეს მრავალი გზით, მათ შორის — სოციალურ ქსელებში გვერდის გახსნით, რომელზეც გამოქვეყნდება ინფორმაცია ფანებისთვის.

ამ მხრივ, Wikia-ს უპირატესობაა ის, რომ სერვერების აბსოლუტურად გამართული მუშაობით, ინფორმაცია, განთავსებული მისდამი დაქვემდებარებულ ვიკიებში (როგორიც არის ვოვ) ინახება სამუდამოდ, ხოლო სოციალურ ქსელებში ენციკლოპედიების მსგავსი საიტების აგება/სისტემატიზირება თითქმის შეუძლებელია.

ვოვ-ის მსგავს რესურსებზე მუშაობის სარგებელი მომხმარებლისთვის არ გამოიხატება რამე სახის მატერიალურ შემოსავალში. მეტიც - გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, ვოვ-ში მუშაობაში დახარჯული დრო წამგებიანი აღმოჩნდეს მომხმარებლისთვის, ვინაიდან იგი გადადებს ყველა სხვა საქმეს და მეტ ყურადღებას დაუთმობს მხოლოდ ამ რესურსში მუშაობას. ვოვ არავისგან მოითხოვს მსგავს აქტიურობას.

ვოვ-ის მსგავს რესურსებზე მუშაობის სარგებელი, პირველ რიგში, ინტელექტუალურია. სუბიექტურად შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავური ომების გამოგონილი სამყაროს შესწავლა დაკავშირებულია, სულ მცირე, მრაგალი პერსონაჟის ბიოგრაფიული ცნობის, საომარი სტრატეგიებისა თუ სამყაროს შიდა მოვლენების ვრცელი მიმოხილვების მოპოვებით, რაც, მასალების მოპოვებისას, საკუთარ თავთან კრიტიკულად მიდგომის შემთხვევაში, აქტიურ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დახვეწოს მშობლიურ ენასთან მუშაობის სტილი და, პოპულალური კულტურის საკითხებში გარკვეული ცოდნაც მიიღოს. მხოლოდ ის, რომ ვოვ არის თანამედროვე კულტურის ნაწილი, არ ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იქცეს სერიოზული განხილვის სამიზნედ. უკვე დიდი ხანია, იმართება კონფერენციები და ფართო განხილვები, სადაც, მიწვეული მომხსენებლები თუ რიგითი სტუმრები, დეტალურად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ვარსკვლავური ომების გავლენა მეცნიერებაზე, მასში გამოყენებული პოლიტიკური მოტივები ნამდვილი ისტორიიდან, ძალის ინტერპრეტაციები როგორც ანალოგი ნამდვილ სამყაროში არსებული რელიგიებისა და სხვა. ეს მხოლოდ მცირე მიზეზებია იმის, თუ რატომ წარმოადგენს ვარსკვლავური ომები განხილვის მნიშვნელოვან თემას.

შეჯამების სახით: ბუნებრივია, თუკი ნებისმიერი აქტიური მოყვარული გამოთქვამს სურვილს, თარგმნოს შესაბამისი მასალები და გამოაქვეყნოს ისინი ვოვ-ში.

მომავალი

ძირითადი მიზნები

  • ქართულენოვანი მომხმარებლისთვის რესურსის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • აქტიური რედაქტორების მოზიდვა
  • თანამშრომლობა (ტექნიკურად გამართვის ან ინფორმაციის გაცვლის საკითხებში) სხვაენოვან მსგავს ვიკიებთან.

ნაყოფიერი მუშაობა

2018 წლის 9 აგვისტოსთვის ვარსკვლავური ომების მთავარ ვიკიში, Wookieepedia-ში, წარმოდგენილი იყო 140.000-ზე მეტი გვერდი. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ღრმად არის მიმოხილული სამყარო და მასთან დაკავშირებული თემები აღნიშნულ რესურსზე. სტატიების რაოდენობით მსგავსი მასშტაბების შეძენა ნებისმიერი მსგავსი ვიკისთვის წარმოადგენს უკვე ნაგულისხმევ მიზანს. ადრე თუ გვიან, ნებისმიერი მათგანი ფართოვდება იმ მასშტაბებამდე, რომ შეეხება ამა თუ იმ, ხოლმე უმნიშვნელო თემასაც, მაგალითად — რამე აბსტრაქტულ საკითხს (თავისთავად — წერის ენციკლოპედიური სტილის ფარგლებში).

ციფრები

ვოვ-ში შემოსვლისას მომხმარებელი ამჩნევს, რომ ამ დროისთვის რესურსი შედგება 3,001 ვრცელი ან მოკლე სტატიისგან. თავისთავად, ეს რიცხვი მცირეა და ინფორმაციის საფუძვლიანად მიღების საშუალებას, სხვა ვიკიებთან შედარებით, არ იძლევა.

ვოვ-ში ინფორმაციის რაოდენობა განისაზღვრება მხოლოდ მომხმარებელთა (ნებისმიერი მოქმედი რედაქტორი) აქტიურობით. საშუალოდ, დღეში შესაძლებელია, თითო მომხმარებელმა შექმნას 10-მდე მოკლე სტატია (საწყისი ინფორმაციით — ინფოდაფით, შესავლის ტექსტით და კატეგორიებში ამ სტატიის განთავსებით). ასეთი ნაყოფიერება მიიღწევა უკვე აქტიური, ვოვ-ში რედაქტირების პრინციპების მცოდნე მომხმარებლის მიერ.

საშუალოდ 10 სტატია დღეში ნიშნავს 3650 სტატიას ერთ წელიწადში (დასვენების დღეები გამოკლებული არ არის). ეს ნიშნავს, რომ 10 წელიწადში მომხმარებელი შექმნის 36500 სტატიას. 4 მომხმარებელი იგივე პერიოდში შექმნის 146000 სტატიას. თუკი რესურსზე იმუშავებს 10 აქტიური მომხმარებელი და დღეში შექმნის 5 სტატიას, 10 წლის განმავლობაში სტატიების რაოდენობა მიაღწევს 182500-ს (თუკი ამის საშუალებას მოგვცემს ვარსკვლავური ომების სამყაროს მასშტაბები.

შესაბამისად, აქვე არის აუცილებელი, კვლავ ხაზი გაესვას, რომ ვოვ-ში სტატიების მცირე რაოდენობა ამოიხსნება მხოლოდ მომხმარებლის აქტიურობით და დროით, რომელიც იჯახჯება თითო სტატიის შედგენაზე. ვრცელი, სრულყოფილი სტატიის შექმნას, არაერთი დღე სჭირდება, სულ მცირე - ორი. რაც ნიშნავს, რომ ერთი მომხმარებელი ერთ კვირაში დაასრულებს მხოლოდ 5 სტატიას, თუკი იგი მიზნად დაისახავს ბოლომდე დასრულებული ვრცელი გვერდების შექმნას.

შეჯამების სახით: რაოდენობა ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც ვარსკვლავური ომების სამყაროს შესწავლის მასშტაბების მაჩვენებელი. რაც უფრო მეტი აქტიური რედაქტორი გვეყოლება, მით უფრო მალე და საფუძვლიანად მოხდება ვარსკვლავური ომების სამყაროს ქართულ ენაზე აღწერა. მხოლოდ 1-2 აქტიური რედაქტორი ვერ შეძლებს სტატიების რაოდენობის მკვეთრად გაზრდას.

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.