FANDOM


მალხმობა:
ვოვ:არა

ამ გვერდზე განმარტებულია, თუ რას არ წარმოადგენს ვარსკვლავური ომების ვიკი. ქვემოთ მოცემულ მეგზურში იგი შემოკლებით მითითებულია როგორც ვოვ.

გახსოვდეთ: ვოვ არავის ეკუთვნის

Wikia-ს პოლიტიკის დამატებით განმარტებაში Wikia:Ownership მოცემულია წესები, რომლებიც ეხება ვოვ-საც:

  • საიტის მფლობელია Wikia, Inc.. ვარსკვლავური ომების საავტორო უფლებების მფლობელია, შესაბამისად, Lucasfilm Ltd..
  • საავტორო უფლება ამა თუ იმ რედაქტირებაზე ეკუთვნის რედაქტორს, რომელმაც განახორციელა ესა თუ ის რედაქტირება.
  • ვიკიების მფლობელია საზოგადოება. ერთი მფლობელი ვიკის არ ჰყავს. დამაარსებლებმა მოითხოვეს მისი შექმნა, მაგრამ ვიკის მფლობელი კვლავ მთლიანი საზოგადოებაა და არა მხოლოდ ერთი მომხმარებელი. შესაბამისად, ბიუროკრატიც და ადმინისტრატორიც მათ შორის არიან.

მაშ, რა არ არის ვოვ

ვოვ, უპირველეს ყოვლისა, არ არის ვიკიპედია

ვიკიპედიისგან განსხვავებით, რომელზეც შეზღუდულია სტატიების თემატიკა, ვოვ-ში დაშვებულია ცალკე სტატიები მცირეოდენს საკითხზეც, როგორიც არის მესამეხარისხოვანი პერსონაჟი ან მცირე და ნაკლებად განხილული მოთხრობა, გამოქვეყნებული რომელიმე კრებულში.

მთელი რიგი წესების ვოვ-ში განსხვავდება ვიკიპედიისგან, რაც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: კატეგორია:ვარსკვლავური ომების ვიკის პოლიტიკა, სტატიის სტრუქტურა და სტილის სახელმძღვანელო.

ვოვ არცოფიციალური საიტია

ეს ნიშნავს, რომ, პირველ ყოვლისა, აქ მოცემული ინფორმაცია ოფიციალური ან საბოლოო არ არის. სტატიები, შესაძლოა, იყოს დაუსრულებელი, არაზუსტი ან არ იყოს განახლებული და არ შეესაბამებოდეს ვარსკვლავური ომების ამჟამინდელ კანონიკურობას. შესაბამისად, არც ერთმა მომხმარებელმა არ უნდა აღიქვას აქ წარმოდგენილი ინფორმაცია, როგორც საბოლოო და უტყუარი. მიუხედავად იმისა, რომ ვიკიზე მუშაობისას ხდება ფაქტების გადამოწმება, შეუძლებელია დაცული იყოს იგივე ავტორიტეტულობა, რომლითაც აღჭურვილია ოფიციალური წყაროები.

ამასთან, ნებისმიერი გვერდი ამ ვიკიში უკავშირდება Lucasfilm-ის და მის მიერ ლიცენზირებული კომპანიების მფლობელობაში არსებულ ნაწარმს და ისტორიებს. ვიკი იცავს მართლზომიერი გამოყენების წესს. ამიტომ, ნებისმიერი საიტიდან მთლიანი ტექსტების დაკოპირება დაუშვებელია. ეს წესი ეხება ინტერნეტში ქართულ ენაზე წარმოდგენილ ვრცელ მასალებსაც - თუკი ისინი თავად ავტორის შემოტანილი არ არის, რაც ცალკე პირობით დადასტურებას საჭიროებს.

ვოვ არც რამე სხვა სახის ოფიციალური საიტია

ინფორმაცია, წარმოდგენილი აქ, შემოტანილია სხვა საიტებიდან, წყაროების მითითებით, მაგრამ ვოვ-ში დაუშვებელია მთლიანი ტექსტების უცვლელად შემოტანა.

ვოვ-ში ფანფიკები და როლური თამაშების ადგილი არ არის

წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული როლური თამაშების და ფანფიკების ტრადიცია მისასალმებელია, მაგრამ არა ამ ვიკიში. ნებისმიერი სტატია, რომელიც შეეხება თქვენ ან რომელიმე ცალკე პიროვნების მიერ გამოგონილ პერსონაჟს ან მოვლენას, რომელიც არ შედის კანონის ან ლეგენდების კატეგორიაში და არ წარმოადგენს სამყაროს შიდა ან გარე საკითხს, წაიშლება სტატიის განხილვის გვერდზე დისკუსიის შემდეგ.

გამონაკლისია მხოლოდ ისეთი ფანფიკები, რომლებმაც ისტორიულად გავლენა იქონიეს როგორც ფანების სამყაროზე, ასევე კანონზეც. მაგალითია ცნობილი "TROOPS". ზოგადად, ფანების მიერ შექმნილ მასალებს ეძღვნება რამდენიმე სხვა ვიკი, მაგალითად Star Wars Fanon Wiki. თუმცა, ქართულ ენაზე იქმნება მხოლოდ ვოვ.

ამასთან, კანონიკურ სტატიებში როლური ელემენტების და სტატისტიკის მითითება გაუქმებული და წაშლილი იქნება.

ვოვ არ არის ფაქტების კოლექცია

სტატიებში დაშვებულია ისეთი სექციები, როგორიც არის კადრს მიღმა. ვარსკვლავური ომების სამყაროს უკავშირდება უამრავი საინტერესო ფაქტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მათგანი ენციკლოპედიურად მნიშვნელოვანია. ასეთ სექციაში ინფორმაციის შეტანისას კარგად დაფიქრდით. ფილმებთან და ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული ფაქტებისთვის არსებობს სპეციალური საიტები.

ვოვ არ არის ლექსიკონი

ვოვ არ არის ლინგვისტური ლექსიკონი და სიტყვებისა და გამონათქვამების გამოყენების სახელმძღვანელო. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელი არ არის, ყოველ სიტყვას მიეძღვნას ცალკე სტატია. თუმცა, არსებობს მცირე გამონაკლისები, მაგალითად ადამიანი, სქესი - ასეთი გამონაკლისები დაშვებულია, ვინაიდან, მაგალითისთვის, ადამიანს ვარსკვლავური ომების სამყაროში საკუთარი ევოლუცია ჰქონდა.

ვოვ არ არის სურათების/ფაილების ჰოსტინგი

იხილეთ აგრეთვე: მომხმარებლის სურათების პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის გვერდის თავისუფლად გამოყენება და მასზე საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის განთავსება, დაუშვებელია ვოვ-ში ფაილების ატვირთვა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი სხვა საიტზე განათავსოთ. ნებისმიერი ფაილი, რომელიც აიტვირთება და არ იქნება რომელიმე სტატიაში ჩასმული სამი (3) დღის განმავლობაში, წაიშლება ამტვირთავის გაფრთხილების გარეშე.

ვოვ-ში ცენზურა არ არის

ცენზურა ვოვ-ის სტატიებში არ მოქმედებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა პირადი შეურაცხყოფის შემთხვევებისთვის.

მეორე მხრივ, ბუნებრივია, ის, რომ ცენზურა არ მოქმედებს, არ ნიშნავს, რომ სტატიებში, საკითხის აღწერისას, დაშვებულია არაკორექტული სიტყვების სისტემატური გამოყენება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს არის ონლაინ-ენციკლოპედია და არა ბლოგი/ფორუმი/პირადი საიტი/სოციალური ქსელი.

ვოვ არ არის Wikia

ვოვ განთავსებულია Wikia-ზე, მაგრამ ეს არ არის თავად ვიკია. ეს არის ვიკი, რომლის ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია თავდაპირველად შეიქმნა Wikia-ზე, სანამ Wikia ყურადღებას გადაიტანდა სხვა ასპექტებზე. განსხვავებით Wikia-ზე განთავსებული სხვა ვიკიებისგან, ვოვ და ანალოგიური სხვაენოვანი პროექტები მიზნად ისახავენ მხოლოდ ენციკლოპედიის სახით არსებობას.

შესაბამისად, ისევე, როგორც სხვაენოვან ანალოგებს, ვოვ-ს არ აქვს მიზნად, დაბეჭდოს მაისურები და გამოუშვას სპეციალური სუვენირები. პროექტის მთავარი მიზანია საიტის სტაბილური მუშაობა (Wikia-ს ბაზაზე)

თუკი თქვენ გაქვთ საკუთარი იდეები ვიკის განვითარებასთან დაკავშირებით, არ მოგერიდოთ - განვიხილოთ ისინი ერთად და ჯანსაღი არგუმენტაციით განვმარტოთ, თუ რატომ ღირს ან არ ღირს მათი გამოყენება.

რა არ არის ვოვ-ის საზოგადოება

ვოვ არ არის ბრძოლის ველი

ყველასთვის ნაცნობია, რომ ვარსკვლავური ომების მოყვარულებში აზრთა სხვადასხვაობაა არა მხოლოდ ფილმების (ორიგინალური, ახალი და გაგრძელების ტრილოგიები) თუ პერსონაჟების (მაგალითად, პოპულარული ჯარ ჯარ ბინკსის), არამედ კანონიკურობის/არაკანონიკურობის თაობაზეც. არსებობს წმინდა სახის ფანური დაპირისპირებებიც — მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მოყვარულს სწამს სითების და ძალის ბნელი მხარის, ხოლო მის მეტოქეს — ნათელი მხარის და ჯედაების.

ვოვ არ არის ადგილი, სადაც ხდება მსგავსი საკითხების განხილვა. მეტიც — ასეთი განხილვები არ უწყობს ხელს ვოვ-ის, როგორც ენციკლოპედიის განვითარებას. ბუნებრივია, თქვენ, შესაძლოა, თვლიდეთ, რომ ეს მხოლოდ თამაშია, მაგრამ ვოვ, ამასთან ერთად, არ არის სათამაშო მოედანი. ფანური დისკუსიებისთვის არ გამოიყენება აქ არსებული ჩატიც. იგი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სწრაფად იქნას განხილული ვიკის ორგანიზება, სტატიების მოწესრიგება ან სხვა საჭირბოროტო თემა.

ამასთან, კვლავ გახსოვდეთ - განხილვისას დაუშვებელია პირადი შეურაცხყოფა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება ადმინისტრაციის მიერ.

ვოვ არ არის ფორუმი

სტატიების განხილვის გვერდები და მომხმარებლის განხილვის გვერდები, ბუნებრივია, არსებობს საკითხის განსახილველად. თუმცა, მათზე წარმოდგენილი განხილვები უნდა ეხებოდეს ვოვ-ის მუშაობას. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს პერსონაჟის ბიოგრაფიული დეტალების დადგენის მცდელობა ან რამე ფაქტის შემოწმება. პოპულარული კითხვებისთვის "ვინ არის ყველაზე მაგარი ჯედაი?", "ფილმები რა თანმიმდევრობით ვნახო?" ან "წიგნები საიდან გადმოვწერო?" გამოიყენეთ სოციალური ქსელები ან სხვა ფორუმები.

რა არის ვოვ-ის მომხმარებლის გვერდი

თქვენი გვერდი არ არის თქვენი წვლილი ამ ვიკიში

მომხმარებლის გვერდი და ნებისმიერი ქვეგვერდი შეიცავს ინფორმაციას თქვენ შესახებ. აქ შეგიძლიათ ვოვ-ში შეტანილი წვლილის აღრიცხვა, საკუთარი ინტერესების მითითება, საჭირო ბმულების შენახვა.

მომხმარებლის გვერდი არ არის პირადი საიტი. მაგალითისთვის, ვრცელი ბიოგრაფია, გაჯერებული გამოგონილი ფაქტებით, ისე, თითქოს თქვენ იყოთ ვარსკვლავური ომების სამყაროს პერსონაჟი, უბრალოდ არაფრის მომცემია ვოვ-ისთვის, როგორც ენციკლოპედიისთვის.

ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ პირად გვერდზე სტატიის შექმნა არ ნიშნავს, რომ სტატია უკვე შეტანილია ვოვ-ის სტატიების სივრცეში.

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.