FANDOM


მალხმობა:
WP:სპო
Information icon ეს გვერდი ან სექცია წარმოადგენს ვარსკვლავური ომების ვიკის ოფიციალურ პოლიტიკას.
იგი ეფუძნება სხვა ვიკიებში არსებულ მრავალწვლოვან პრაქტიკას და ითვლება საწყის სტანდარტად, რომელიც უნდა იყოს დაცული.
ვარსკვლავური ომების
ვიკის პოლიტიკა

(იხ. მანიფესტი)
სტატიების პოლიტიკა
წყაროები
· თავისუფალი მუშაობა
· წაშლა
·სტატიის სტრუქტურა
· სტილი:ნამდვილი სამყარო
·სტილი
· სტილი:ტირე
·მნიშვნელოვნობა
(ფანების პროექტები)
· დაცვის პოლიტიკა
· წყაროს მითითება
·სპოილერი
· განხილვის გვერდები
· სამმაგი გაუქმება
· ფაქტები
· ვანდალიზმი
მომხმარებელთა პოლიტიკა
ადმინისტრაციული ავტონომია
· ბლოკირების პოლიტიკა
· თანასწორობა
·პირადული თავდასხმები
·კონფიდენციალურობა
· ხელმოწერები
· ორი ანგარიში
· მომხმარებლის სურათები
·მომხმარებლის გვერდი
· კენჭისყრა
საიტის პოლიტიკა
ბოტები
· პოლიტიკა
· თავაზიანობა · თანხმობა
· საავტორო უფლებები
·სურათები
· საიტის ფუნქციები
· რა არ არის ეს საიტი
წესები
რთული ინსტრუქციები
· თვითციტირება
·უთანხმოება
·ვიკის ბოროტად გამოყენება
· სხვა საიტზე გადამისამართება

ვარსკვლავური ომების ვიკიში სპოილერი არის ამა თუ იმ ნაწარმის შესახებ წინასწარ გამჟღავნებული შინაარსი. იგი უკავშირდება აშშ-სა თუ სხვა ქვეყანაში გამოსაცემად დაგეგმილ ან გამოსულ ნაწარმს. ინფორმაცია სპოილერად ითვლება გამოსვლამდე რამდენიმედან ერთ თვემდე განთავსებისას, ისევე, როგორც ნაწარმის ოფიციალურ გამოსვლიდან ერთი ან მეტი თვის განმავლობაში. ამიტომ ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას უნდა ახლდეს მითითება, რომ სტატია შეიცავს სპოილერს და სპოილერის თარგი სტატიაში უნდა დარჩეს ნაწარმის გამოსვლიდან ერთი თვის ვადის ამოწურვამდე.

არსებული თარგები

თარგი:დიდისპოილერი

გამოიყენეთ {{დიდისპოილერი|სტატიის სახელწოდება|წყაროს ფორმატირებული სახელწოდება}}.

თარგი:ფილმისსპოილერი

გამოიყენეთ {{ფილმისსპოილერი}}.

ეს თარგი გამოიყენება სტატიებში, რომელთა თემაა მნიშვნელოვანი კინოფილმები. სტატიები საკითხებზე, რომლებიც არა მხოლოდ ამ ფილმებს უკავშირდება, მაგრამ შეიცავს მათთან დაკავშირებულ დეტალებსაც, ასევე უნდა შეიცავს თარგს {{დიდისპოილერი}}.

სხვა წყაროებისგან განსხვავებით, ძირითადი ფილმების შემთხვევაში სპოილერის მოქმედების პერიოდი ორ თვეს შეადგენს.

თარგი:სპოილერისდაწყება

გამოიყენეთ {{სპოილერისდაწყება}}.

ეს თარგი გამოიყენება ძირითადი სპოილერების შემთხვევაში — ნებისმიერი სპოილერის, რომლის წყაროს არ შეესაბამება უფრო კონკრეტული თარგი.

სტატიებში ინფორმაციის დამატება

ვარსკვლავური ომების მომავალ ნაწარმთან დაკავშირებული სამყაროს შიდა ინფორმაცია სტატიებს ემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით ვრცელდება. მაგალითია ფრენჩაიზის ოფიციალური საიტი ან ამბები, გამოქვეყნებული პრესის ოფიციალურ წყაროებში. ამრიგად, აკრძალულია ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომელმაც გაჟონა ამა თუ იმ წყაროდან.

ვარსკვლავური ომების ფილმების, ტელესერიალების, რომანების და მსგავსი ნაწარმის სიუჟეტური დეტალები სტატიებს ემატება მხოლოდ მათი მსოფლიოს ძირითად ნაწილებში გამოსვლის შემდეგ. გამონაკლია ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად ვრცელდება პრომომასალების მეშვეობით — ასეთია ტრეილერები და წიგნების ნაწყვეტები. ამ შემთხვევაში მოქმედებს წესები:

  • ფილმები. ინფორმაცია შეიძლება დაემატოს მხოლოდ ჰავაი-ალეუტის დროით შუაღამისას, აშშ-ში პრემიერის შემდეგ.
  • ტელესერიალები. ინფორმაცია შეიძლება დაემატოს მხოლოდ ეპიზოდის ჩრდილოამერიკული აღმოსავლური დროით ეთერში გასვლისას.
  • სხვა მასალა. რომანების, ვიდეოთამაშებისა თუ სხვა ნაწარმის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ემატება მათი გამოსვლის დღეს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ემატება პოსტერი, გარეკანები, გამოცემების სია და ა.შ.).
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.