ვარსკვლავური ომების საგა, რომელსაც ხოლმე ეწოდება სკაიუოკერების საგა, არის ვარსკვლავური ომების ფილმების მთავარი სერია, რომელიც დაიწყო 1977 წელს ახალი იმედით (თავდაპირველად ეწოდებოდა უბრალოდ ვარსკვლავური ომები). მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ვითარდება სიუჟეტების და პერსონაჟების დიდი ნაწილი, საგის ფილმების ძირითადი თემაა სკაიუოკერების ოჯახი, ხოლო ამბავი მოიცავს სამ ტრილოგიას. ორიგინალური ტრილოგია გამოვიდა 1977—1983 წლებში, წინაისტორიის ტრილოგია — 1999—2005 წლებში, ხოლო გაგრძელების ტრილოგია დაიწყო 2015 და დასრულდა 2019 წელს.
სიუჟეტის შეჯამება[edit | edit source]
ამბავი ქრონოლოგიურად იწყება ენეკინ სკაიუოკერით, ჯედაების წინასწარმეტყველებით, რჩეულით. აღწერილია, თუ როგორ გახდა იგი რაინდი ჯედაი და როგორ დაეცა და გახდა დართ ვეიდერი. წინაისტორიის ტრილოგიის შემდეგ, ორიგინალურ ტრილოგიაში აღწერილია მისი შვილების, ლუკ სკაიუოკერის და ლეია ორგანას ამბავი. ისინი ებრძვიან გალაქტიკურ იმპერიას. ლუკი საკუთარ მამას იხსნის ბნელი მხარიდან და თავად ხდება რაინდი ჯედაი. გაგრძელების ტრილოგიის მთავარი გმირია რეი, ძალის გამოყენების უნარით დაჯილდოებული გოგონა, რომლებსაც სკაიუოკერებთან კავშირი არ აქვს. თუმცა, იგი ხდება ახალი გალაქტიკური კონფლიქტის თანამონაწილე და ხვდება ენეკინის, ასევე დაცემულ შვილიშვილ კაილო რენი|კაილო რენს, თავად კი იქცევა ჯედაების ახალი თაობის პირველ წარმომადგენლად.
შემუშავება[edit | edit source]
სერიის შემქმნელია ჯორჯ ლუკასი, რომელიც, როგორც ახალი იმედის და მთელი წინაისტორიის ტრილოგიის რეჟისორი და სცენარისტი, არის სკაიუოკერების საგის ყველაზე მეტი ფილმის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც. სხვა რეჟისორებს შორის აღსანიშნავია ირვინ კერშნერი, რიჩარდ მარკუანდი, ჯ.ჯ. აბრამსი და რაიან ჯონსონი. ფილმების სხვა სცენარისტები იყვნენ ლი ბრეკეტი, ლორენს კესდენი, მაიკლ არნდტი, აბრამსი, ჯონსონი და კრის ტერიო. გერი კერცი და ჰოვარდ ჯ. კაზანიანი ორიგინალურ ტრილოგიაზე პროდიუსერებად მუშაობდნენ. რიკ მაკკალუმი იყო წინაისტორიის ტრილოგიის პროდიუსერი, ხოლო კეთლინ კენედი არის გაგრძელების ტრილოგიის პროდიუსერი.
ფილმები[edit | edit source]
ამბის განვითარების მიხედვით:
ბიბლიოგრაფია[edit | edit source]
Lucasfilm-ის მიმოხილვა—The Lucasfilm Fan Club Magazine 1
ვარსკვლავური ომების 10 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი კონვენცია!!—The Lucasfilm Fan Club Magazine 1
კოლექციები—The Lucasfilm Fan Club Magazine 2
მარკ ჰემილი: 10 წლის შემდეგ—The Lucasfilm Fan Club Magazine 3
უორუიკ დეივისი: მოულოდნელი გმირი—The Lucasfilm Fan Club Magazine 4
ჯორჯ ლუკასი: ძალა Lucasfilm-ის მიღმა—The Lucasfilm Fan Club Magazine 6