FANDOM


Premium-Eras-canonPremium-Era-real

ვარსკვლავური ომების სპეციალური გამოშვება: C-3PO 1: ფარული კიდური არის Marvel-ის ცალკეული კომიქსი, რომელიც გამოიცა 2016 წლის 13 აპრილს. თავდაპირველად იგი უნდა ყოფილიყო კამპანიის სათავებიდან ძალის გამოღვიძებამდე ნაწილი, მაგრამ გამოცემა რამდენიმეჯერ გადაიდო. მიუხედავად ამისა, მისი გარეკანის ვარიანტებზე გამოყენებულია ძალის გამოღვიძების ბანერი.

ეს კომიქსი, რომლის ტექსტის ავტორია ჯეიმზ რობინსონი, ხოლო მხატვარი — ტონი ჰარისი, აღწერს, თუ როგორ შეუცვალეს C-3PO-ს თავისი ხელი ახალი, წითელი ფერის ხელით. მოგვიანებით, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს კომიქსი შევიდა მაგარყდიანი კრებულის მოგზაურობა ძალის გამოღვიძებამდე — დამსხვრეული იმპერია შემადგენლობაში. უკანასკნელი, თავის მხრივ, შედის მინისერიაში ვარსკვლავური ომები: დამსხვრეული იმპერია.

მედია

გარეკანების გალერეა

შეტანილია კრებულებში

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 SWCustom-2011 საიდან აქვს C-3PO-ს წითელი ხელი? შეიტყვეთ გამოშვებაში ვარსკვლავური ომების სპეციალური გამოშვება: C-3PO #1 საიტზე StarWars.com
  2. 2.0 2.1 MARVEL COMICS December 2015 Solicitations. Newsarama.com (15 სექტემბერი, 2015). წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 15, 2015.
  3. ვარსკვლავური ომების სპეციალური გამოშვება: C-3PO 1. PREVIEWSworld. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 18, 2015.
  4. ენციკლოპედიის ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი თანახმად, ძალის გამოღვიძების მოვლენები მიმდინარეობს იავინის ბრძოლიდან 34 წელს, ხოლო რომანის გამოღვიძებამდე მოვლენები ვითარდება ფილმის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე. ამ რომანში პო დემერონი უერთდება წინააღმდეგობას, ხოლო სერიაში ვარსკვლავური ომები: პო დემერონი C-3PO-ს უკვე აქვს წითელი ხელი. ვინაიდან ფარულ კიდურში პო უკვე წინააღმდეგობის წევრია და დროისაც წითელი ხელი აქვს, მოვლენები აღნიშნული რომანისა და კომიქსების სერიის შუალედში უნდა ვითარდებოდეს.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.