სპეციალური გამოცემის პრომოპლაკატი
- "და სპეციალური გამოშვებების მომზადებისას ერთ-ერთი დიდებული ის იყო, რომ შეგვეძლო დაბრუნება და ორიგინალური ახალი იმედის ისე შექმნა, როგორც ჯორჯს ჰქონდა ჩაფიქრებული. ისე, როგორც თავად დაწერა. მოსწონდა თუ არა ეს ხალხს, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ეს იყო მისი ფილმი და როდესაც თავდაპირველად შექმნა, ისეთი ვერ შექმნა, როგორიც სურდა, ვინაიდან უამრავ დათმობაზე წავიდა."
- ― რიკ მაკკალუმი I ეპიზოდის DVD-სთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე, 2001
ვარსკვლავური ომების ტრილოგიის სპეციალური გამოცემა იყო კინოთეატრებში წარმოდგენილი ორიგინალური ტრილოგია, საიუბილეო სახით. იგი გამოვიდა ახალი იმედის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
სამივე ფილმი აშშ-ში, იანვრიდან მარტამდე, კინოთეატრებში გამოვიდა. ახალი იმედი გამოვიდა 1997 წლის 31 იანვარს. მას 21 თებერვალს მოჰყვა იმპერიის საპასუხო შეტევა, ხოლო 7 მარტს დაგეგმილი იყო ჯედაის დაბრუნების გამოსვლა, თუმცა თარიღმა გადაიწია 14 მარტამდე. CNN-ის 1997 წლის რეპორტაჟების თანახმად ჯორჯ ლუკასი პირადი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 10 მილიონი აშშ დოლარი, რათა შეეტანათ ცვლილებები ორიგინალურ ფილმში — დაახლოებით ამდენივე სინამდვილეში დაჯდა მის თავდაპირველად წარმოება. 3 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ხმოვანი ნაწილის რედაქტირებაზე. 2.5 მილიონი აშშ დოლარი ლუკასს დაუჯდა V და VI ეპიზოდების გადამუშავება (თითოზე).
ტრილოგიის მიზანი იყო, ფილმების ვიზუალური განახლება როგორც ძველი, ასევე უფრო ნორჩი მაყურებლებისთვის, რათა ისინი უფრო ახლოს ყოფილიყო მომავალ ფილმთან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა.
- "იცით, მომწონდა ამაზე მუშაობა, არ მიფიქრია, რომ რამეს ვაფუჭებდით. ყოველთვის მეგონა, რომ ორიგინალური ვარიანტი კვლავ იარსებებდა და არ ვიცი, ასე მოხდა თუ არა. ჯორჯს არ უმუშავია HD, სუპერ მძლავრ HD ვერსიებზე და არ ვიცი, ოდესმე აპირებს თუ არა. მაგრამ, იცით, იმ დროს ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო იმ კადრების გაუმჯობესება. თვალი გადაავლო და აირჩია მთელი რიგი კადრების, მეც ავირჩიე კადრები და ისინი შევცვალეთ, რათა უფრო კარგი შესახედაობა ჰქონოდათ. მომწონდა ეს და, ვფიქრობ, ზედმეტიც აღმოჩნდა, იმდენჯერ შეიცვალა, მაგრამ, სანამ არსებობს ორიგინალური ვარიანტი, კარგია, დაუბრუნდე მოგვიანებით და დაფიქრდე — 'ახლა რა დავამატო?, ხვდებით?"
- ― დენის მარენი
განახლება ჩატარდა ციფრული მეთოდით, გამოსახულებისა და ჟღერადობის ღრმა დამუშავებით და გაწმენდით. ლუკასმა აგრეთვე შეიტანა ცვლილებები ფილმებში, რათა "დაესრულებინა ფილმი ისეთი სახით, როგორიც უნდა ჰქონოდა" (მან ასე 2004 წლის სექტემბერს განუცხადა Associated Press-ს), რათა ვინმეს, ვინც გაცნობას იწყებდა პრიკველების ტრილოგიით, არ შეემჩნია ესთეტიკური განსვავებები 20 წლიან შუალედს შორის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო კოსმეტიკური ხასიათის, ძირითადად სპეციალური ეფექტების დამატებით, რომელთა ჩასმა თავდაპირველი წარმოებისას ვერ მოხერხდა. ნათელი მაგალითია გადაღებული, მაგრამ ამოჭრილი სცენები (ჰან სოლო ხვდება ჰატ ჯაბას), ახალი ციფრულად შექმნილი სცენები (ობი-ვან კენობისა და ლუკ სკაიუოკერის ჩასვლა მოს-აიზლიში), ცალკეულ შემთხვევებში კი მოხდა ძველი სცენების მთლიანი ჩანაცვლება (ასეთი იყო გაფრენა სიკვდილის ვარსკვლავისკენ).
სხვა ცვლილებები, როგორც ითვლება, შეეხო სიუჟეტს ან პერსონაჟების ჩამოყალიბებას. ასეთი იყო ხშირი კრიტიკის საგანი, სცენა პირობითი სახელით ჰანმა პირველმა გაისროლა. მსგავსი შემთხვევები დავის საგნადაც იქცა და გამოიწვია მოყვარულთა მიერ ლუკასის კრიტიკა, რასაც მოჰყვა მისი პოლიტიკით უკმაყოფილების ერთ-ერთი პირველი და დიდი მაგალითი.
გარეკანები[]
კინოპლაკატი[]
კომპლექტი[]
სპეციალური კომპლექტი
2000 წლის VHS გამოცემა[]
იხილეთ აგრეთვე[]
- ცვლილებები ვარსკვლავური ომების განმეორებით გამოშვებებში
- ვარსკვლავური ომები: ჯადოქრობის შექმნა
წყაროები[]
"Around the Galaxy" — Star Wars Galaxy Magazine 3
"Around the Galaxy" — Star Wars Galaxy Magazine 5
"Around the Galaxy" — Star Wars Galaxy Magazine 6
"Around the Galaxy" — Star Wars Galaxy Magazine 7
"Around the Galaxy" — Star Wars Galaxy Magazine 8
"Around the Galaxy" — Star Wars Galaxy Magazine 9
Anatomy of a Dewback StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
A New Hope: Special Edition - What has changed? StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
The Empire Strikes Back: Special Edition - What has changed? StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Return of the Jedi: Special Edition - What has changed? StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Episode IV: What Has Changed? StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Episode V: What Has Changed? StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Episode VI: What Has Changed? StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
As Star Wars Insider Hits 200, a Look Back at Some of the Legendary Magazine's Most Memorable Issues StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
This Week! in Star Wars Obi-Wan Kenobi Leaves Tatooine, Deborah Chow and Moses Ingram Talk Reva, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
Jedi at 40 | 11 of the Strangest and Deadliest Denizens of Jabba's Palace StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
"Whatever You Think The Acolyte Is, It's Not": Star Wars Series Creator Leslye Headland Revels in the First Teaser Trailer StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Phantom at 25 | John Knoll Breaks Down 3 Iconic Visual Effects from Star Wars: The Phantom Menace StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Phantom at 25 | Ben Burtt Talks Sound Design and Picture Editing with George Lucas StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Phantom at 25 | Skywalker Sound's Matthew Wood Explains Why The Phantom Menace Was His Favorite Movie to Work On StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Behind the Bricks: Our Favorite Easter Eggs from LEGO Star Wars: Rebuild the Galaxy StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
"Launchpad" — Star Wars Insider 228
Wookiee Basketball, Kid Han Solo, and a Kenobi Dummy: 20 Fun Facts about Star Wars: Revenge of the Sith StarWars.com-ზე (არქივის ბმული)





