- „ბრმანი ვყოფილვართ, თუკი ამ კლონების ჯარის შექმნა გამოგვეპარა.“
- ―იოდა
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში არის 2002 წლის ფილმი, გადაღებული ჯორჯ ლუკასის მიერ, უკანასკნელის და ჯონათან ჰეილსის სცენარის მიხედვით.
მოქმედება ამ ფილმში მიმდინარეობს ნაბუზე ბრძოლის შემდგომ. ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი გმირია განდგომილი ჯედაი გრაფი დუკუ. პადმე ამიდალა და ანაკინ სკაიუოკერი მის ტყვეობაში აღმოჩნდებიან და ჯედაები მათ დასახმარებლად მოემართებიან, ხოლო თავად რესპუბლიკა ამ პერიოდში ზრუნავს დროიდების ჰუმანოიდური კლონებით ჩანაცვლებით. გალაქტიკა ახალი საფრთხის წინაშეა, რომელსაც კლონთა ომები დაერქმევა.
ფილმის შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით 600 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა იგი ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე საგის სხვა სურათები.
Contents
შესავალი[]
ეპიზოდი II: გალაქტიკურ სენატში არეულობაა. რესპუბლიკის დატოვების შესახებ განაცხადა მზის რამდენიმე ათასმა სისტემამ. იდუმალი გრაფ დუკუს მიერ მართულმა ამ სეპარატისტულმა მოძრაობამ რაინდ ჯედაებს გაურთულა გალაქტიკაში მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნების ამოცანა. სენატორი ამიდალა, ნაბუს ყოფილი დედოფალი, ბრუნდება გალაქტიკურ სენატში, რათა შემცბარი ჯედაების დასახმარებლად მხარი დაუჭიროს ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ ᲯᲐᲠᲘᲡ შექმნას. |
შინაარსი[]

ანაკინის და ამიდალას შეხვედრა.
ფარული მუქარის მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ გალაქტიკური რესპუბლიკა კრიზისშია. სეაპარატისტული მოძრაობა, რომლის სათავეშია ყოფილი ოსტატი ჯედაი გრაფი დუკუ, იგივე სითი ლორდი დართ ტირანუსი, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და გალაქტიკურ სენატს აიძულებს, განიხილოს ჯარის შექმნის კანონი, რათა რესპუბლიკა დაცული იყოს. სენატორი პადმე ამიდალა, ნაბუს ყოფილი დედოფალი, ბრუნდება კორუსანტზე და ეწინააღმდეგება ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის დასაცავად ჯედაების რაოდენობა მცირეა.
კორუსანტზე მასზე თავდასხვა ხორციელდება, რომელსაც ეწირება მოახლე, კორდე. ამიტომ უზენაესი კანცლერი, შივ პალპატინი ითხოვს, პადმეს დაცვა უზრუნველყონ ჯედაებმა, ობი-ვან კენობიმ და მისმა შეგირდმა, ანაკინ სკაიუოკერმა.
იმავე ღამით დაქირავებული მკვლელი ზემ უესელი კვლავ ცდილობს ამიდალას მოკვლას, თუმცა გეგმას ჯედაები ჩაშლიან. ისინი მას გალაქტიკურ ქალაქში მისდევენ და საბოლოოდ განიარაღებენ. დაკითხვისას მას კლავს ტოქსიკური ხელშუბი, რომელსაც უცნობი ისვრის. ჯედაების ტაძარში დაბრუნებულ ობი-ვანს ჯედაების საბჭო აგზავნის მკვლელის მოსაძებნად. ანაკინი ამასობაში კვლავ განაგრძობს სენატორის დაცვას და მიჰყვება ნაბუზე. მას სიამოვნებს ასეთი საშუალება, დაუახლოვდეს ამიდალას, თანაც უკმაყოფილოა, რომ ობი-ვანი მას მუდმივად აკრიტიკებს. უმცროსი წარმომადგენელი ჯა ჯა ბინკსი ამიდალას სანაცვლოდ სენატში ნაბუს წარმომადგენელი ხდება.

ობი-ვანი კამინოზე.
გამოძიებისას, დექსტერ ჯეტსტერის დახმარებით ობი-ვანი პოულობს ჯედაების არქივებიდან წაშლილ იდუმალ პლანეტა კამინოს, რომელზეც რესპუბლიკისთვის იწარმოება კლონთა ჯარი. პრემიერ-მინისტრი ლამა სუ ჯედაის განუმარტავს, რომ ჯარის შექმნა წლების წინ დაიწყო ოსტატ-ჯედაი საიფო-დიასის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ობი-ვანი ხვდება, საიფო-დიასი მანამდე მოკლეს. ჯილდოზე მონადირე ჯენგო ფეტი აიყვანეს კლონთა პირველწყაროს სახით. კამინოზე ობი-ვანი ხვდება ბობას და მის, შვილად აღზრდილ კლონ ბობას, მოგვიანებით კი ჯენგო, მანდალორულ აბჯარში გამოწყობილი, მას თავს ესხმის და კამინოს ტოვებს. ობი-ვანი მის ხომალდ მონა I-ზე ფარულად ათავსებს გადამცემს და ჯეონოსისისკენ მიჰყვება.
ანაკინი და პადმე ამასობაში ნაბუზე ერთად დროის დიდ ნაწილს ატარებენ. სკაიუოკერი ამიდალას საბოლოოდ გამოუტყდება სიყვარულში და შეჰფიცებს, რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებს. პადმე ეწინააღმდეგება, ვინაიდან თვლის, რომ ჯედაის და სენატორს ერთად ყოფნა არ შეუძლიათ. ანაკინს არ მოსწონს ასეთი განვითარება, მასში მძვინვარებს უთანხმოება პადმესადმი ლტოლვასა და ჯედაის მოვალეობებს შორის.
ანაკინს აგრეთვე აწუხებს ფიქრები დედაზე, რომელიც, როგორც ეჩვენება, საფრთხეშია. იგი სთხოვს პადმეს, გაჰყვეს მას ტატუინზე, რაზეც ამიდალა თანხმდება, მიუხედავად ობი-ვანის განკარგულებისა, დარჩნენ ნაბუზე. ტატუინზე ანაკინი პოულობს თავის ყოფილ ბატონს, უოტოს და მისი მითითებით მიემგზავრება კლიგ ლარსის, დედამისის ქმრის საძიებლად. ლარსების ფერმაზე ამიდალას და ანაკინს ხვდება C-3PO, რომელიც მათ გააცნობს ოუენს, ანაკინის ნახევარძმას. კლიგი სკაიუოკერს ამცნობს, რომ დედამისი ერთი თვის წინ ტასკენებმა გაიტაცეს. ანაკინი მარტო მიემგზავრება და მათ ბანაკში პოულობს შმის, რომელიც მის ხელთ კვდება. განრისხებული, იგი მთელ ბანაკს კლავს, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. კორუსანტზე ამ დროს იოდა გრძნობს არეულობას ძალაში. მას ესმის კვაი-გონ ჯინის ხმა, რომელიც ანაკინს მოუხმობს. ანაკინი ფერმაზე დედის ცხედართან ერთად ბრუნდება და მას მარხავს.
ჯეონოსისზე ობი-ვანი დუკუსა და სავაჭრო გილდიების მეთაურებს შორის საუბრიდან შეიტყობს, რომ ისინი ფარულად მართავენ სეპარატისტებს და შექმნეს დროიდების ახალი ჯარი. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ სწორედ ნუტ განრეიმ გასცა ამიდალას მოკვლის ბრძანება, პასუხად სავაჭრო ფედერაციის ათი წლის წინანდელ დამარცხებაზე. ჯედაი ამ ინფორმაციას გადასცემს საბჭოს. სიგნალი ანაკინის ხომალდზეც მოხვდება, მაგრამ ამასობაში კენობის თავს დროიდეკები ესხმიან და იჭერენ.

დუკუ ესაუბრება შეპყრობილ ობი-ვანს.
ვინაიდან ჯედაების საბჭომ შეიტყო დუკუს ჯარის შესახებ, ოსტატი ჯედაი მეის უინდუ გეგმავს იერიშს ჯეონოსისზე. მათგან დამოუკიდებლად ანაკინი და პადმე პლანეტაზე ჩადიან ობი-ვანის გადასარჩენად. წარმომადგენელი ბინკსი სენატში ამასობაში ითხოვს სენატორ პალპატინისთვის განსაკუთრებული ძალაუფლების გადაცემას, რომლის მეშვეობით იგი შეძლებს კლონთა ჯარის საბრძოლველად გაგზავნას.
ჯეონონისზე დუკუ ცდილობს, დაითანხმოს ობი-ვანი, შეუერთდეს მის ზრახვებს, აფრთხილებს რა, რომ ვინმე დართ სიდიუსი სენატს მართავს. ობი-ვანი მას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ჯედაებს მტრის შესახებ უკვე უხსოვარ დროში ეცოდინებოდათ. ჯეონონისზე ანაკინი და პადმე ჩადიან, რომლებსაც იჭერს ჯენგო ფეტი. ორივე, სიკვდილმისჯილი, გადის ჯეონონისის არენაზე. მათ დასჯას ელოდებიან დუკუ, განრეი, რუნ ჰააკო და პოგლ უმცირესი, ისევე, როგორც ჯენგო და ბობა ფეტები. ობი-ვანის, ანაკინის და ამიდალას წინააღმდეგ გამოჰყავთ რიკი, ნექსუ და აკლაი.

ბობა ფეტი მოკლული ჯენგოს ჩაფხუტით.
ბრძოლისას ჩნდება უინდუ, ჯედაების დამრტყმელ გუნდთან ერთად. იწყება დიდი ბრძოლა, რომლის დროს არენაზე შედის დუკუს დროიდების ჯარი. ერთად ამდენი ჯედაის ხილვისას ჯენგო ფეტი არენაზე ეშვება და უინდუს თავს ესმის, რომელიც მას მალევე კლავს. მოულოდნელად ჩნდება იოდა, კლონთა ჯარსთან ერთად, თუმცა ამ დროისთვის გადარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ჯედაი, ხოლო იღუპებიან სტა-დენ იკინი, სეფჯეტ ჯოსალი, სარ ლაბუდა, ხაატ კიინი, კვე-მარს რედათ-გომი. ფი-ეკ სირჩი, გალდოს სტოუფი, ნიკანას ტასუ, კოულმან ტრებორი და კიდევ 160-მდე სხვა ჯედაი. სასწრაფოდ მიმდინარეობს პადმეს და გადარჩენილი ჯედაების ევაკუცია. თუმცა, ჯედაი ჯოკლად დანვა ამ ოპერაციისას იღუპება, ისევე, როგორც ტარადოს გონი.
უფრო მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობს არენის ფარგლებს მიღმა, რესპუბლიკის კლონთა და სეპარატისტთა დროიდების ჯარებს შორის. განრეი და ჰააკო გარბიან, პოგლი კი დუკუს გადასცემს სიკვდილის ვარსკვლავის ადრეულ გეგმებს. გაქცევას დუკუც ცდილობს, თუმცა ობი-ვანი და ანაკინი მას პოულობენ საიდუმლო ანგარში. გრაფი ფლობს ბრძოლის სტილს, რომლის წინააღმდეგ ისინი უძლურები არიან. იგი ანაკინის წინააღმდეგ იყენებს ძალის ელვას, დაჭრის ობი-ვანს, შემდეგ კი ანაკინს ჰკვეთს მარჯვენა ხელს. წარმატების შემდეგ იგი კვლავ ცდილობს გაქცევას, მაგრამ მას დროებით აყოვნებს იოდა. ღირსეული დუელის მიუხედავად, ნათელია, რომ დუკუ ვერ ამარცხებს ოსტატ ჯედაის, ამიტომ იგი დაამხობს სვეტებს და თავად საბოლოოდ ტოვებს იქაურობას იალქნიანი ხომალდით. კორუსანტის სამრეწველო ნაწილში მოხვედრილი, იგი ხვდება თავის ბატონს, დართ სიდიუსს, რომელიც მოხარულია დაგეგმილის თანახმად ომის დაწყებით.

ანაკინის და ამიდალას საიდუმლო ქორწინება.
ჯედაების ტაძარში ობი-ვანი, მეისი და იოდა განიხილავენ დუკუს გაფრთხილებას. იოდას არ სწამს ამ ცნობის, ვინაიდან ძალის ბნელი მხარე ყოველთვის ამოიცნობა შიშით და უნდობლობით. იგი და უინდუ თანხმდებიან, რომ სენატს მაინც უნდა დააკვირდნენ. ამასობაში პალპატინი და სხვა სენატორები, ბეილ პრესტორ ორგანას ჩათვლით, თავად უდგებიან სათავეში კლონთა ძალების ჩამოყალიბებას.
ნაბუზე ანაკინი, ახალი მექანიკური ხელით და პადმე საიდუმლოდ ქორწინდებიან, მხოლოდ C-3PO-ს და R2-D2-ის თანდასწრებით.
შემადგენლობა[]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები (დაბრუნება ↑)
კანონიკური პერსონაჟები (დაბრუნება)
ლეგენდარული პერსონაჟები (დაბრუნება)
| ||
არსებები (დაბრუნება ↑) ლეგენდარული არსებები (დაბრუნება)
კანონიკური არსებები (დაბრუნება)
| ||
დროიდები (დაბრუნება ↑) ლეგენდარული დროიდები (დაბრუნება)
კანონიკური დროიდები (დაბრუნება)
| ||
მოვლენები (დაბრუნება ↑) ლეგენდარული მოვლენები (დაბრუნება)
კანონიკური მოვლენები (დაბრუნება)
| ||
ადგილები (დაბრუნება ↑) ლეგენდარული ადგილები (დაბრუნება)
კანონიკური ადგილები (დაბრუნება)
| ||
ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება ↑) ლეგენდარული ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება)
კანონიკური ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება)
| ||
გონიერი რასები (დაბრუნება ↑) ლეგენდარული გონიერი რასები (დაბრუნება)
კანონიკური გონიერი რასები (დაბრუნება)
| ||
ტრანსპორტი (დაბრუნება ↑) ლეგენდარული ტრანსპორტი (დაბრუნება)
კანონიკური ტრანსპორტი (დაბრუნება)
| ||
იარაღი და ტექნოლოგიები (დაბრუნება ↑) ლეგენდარული ტექნოლოგიები (დაბრუნება)
კანონიკური ტექნოლოგიები (დაბრუნება)
| ||
სხვა (დაბრუნება ↑) სხვა ლეგენდებიდან (დაბრუნება)
სხვა კანონიდან (დაბრუნება)
|
მუსიკა[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში (2002). boxofficemojo.com. Box Office Mojo. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო October 12, 2020.
- ↑
ლილანდ ჩი (@HolocronKeeper) Twitter-ზე: „0 10 10-13 13 27 32 35 36“ (ეკრანის ანაბეჭდი)—ეს ტვიტი აღნიშნავს სამყაროს შიდა წლების რაოდენობას კანონიკურ ფილმებს და ტელესერიალებს შორის არსებულ შუალედში. მარტივი მათემატიკური გამოანგარიშებით ირკვევა, თუ რა დროს მიმდინარეობს კლონთა იერიშის მოვლენები ქრონოლოგიის მიხედვით.
ბმულები[]
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში Internet Movie Database-ში
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში | |
წიგნები | სრული ადაპტაციები: რომანი · საბავშვო რომანი · Mighty Chronicles · ფილმის მოთხრობების წიგნი · შექსპირი · Golden Book · წიგნი და CD · წინაისტორიის ტრილოგიის მოთხრობები ნაწილობრივი ადაპტაციები:ბრძოლა არენაზე · კლონი სამხედროები მოქმედებაში · მე ვარ ჯედაის შეგირდი · ჯენგო ფეტი: ჯილდოზე მონადირე · ვარსკვლავური ომების 5 წუთიანი მოთხრობები · ვარსკვლავური ომების 5 წუთიანი მოთხრობების საპასუხო დარტყმა |
კომიქსები | PhotoComic · წინაისტორიის ტრილოგია: გრაფიკული რომანი · გრაფიკული რომანი კომიქსების სერია: 1 · 2 · 3 · 4 · რბილყდიანი კრებული |
ვიდეოთამაშები | Bounty Hunter · Episode II: Attack of the Clones · Galactic Battlegrounds: Clone Campaigns · Jedi Starfighter · The Clone Wars |
სათამაშო წიგნები | ნაწებების დიდი წიგნი · პადმე ამიდალას ქაღალდის თოჯინის წიგნი · Punch-Outs · ვიქტორინა |
კადრს მიღმა | მხატვრობა · მითების შექმნა: კადრს მიღმა · ვარსკვლავური ომების ქრონიკები: წინაისტორიები · ვარსკვლავური ომების კადრირებები: წინაისტორიის ტრილოგია |
ცნობარები და ენციკლოპედიები | ილუსტრირებული თანამგზავრი · დაუჯერებელი პროფილები · სამყაროები · ფილმის ამონაჭრების წიგნი · ილუსტრირებული ლექსიკონი (გაფართოებული) |
სხვა მასალა და საქონელი | ბარათების თამაში · საუნდტრეკი |