- "დამამარცხებ და უფრო ძლიერი გავხდები, ვიდრე ამას წარმოიდგენ."
- ―ობი-ვან კენობი
ვარსკვლავური ომები, მოგვიანებით ცნობილი სახელწოდებით ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი, არის 1977 წლის ფილმი, გადაღებული ჯორჯ ლუკასის მიერ, მისივე სცენარის მიხედვით.
ორიგინალური ტრილოგიის ამ, რიგით პირველ ფილმში, მაყურებელი ეცნობა საგის ძირითად პერსონაჟებს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკ სკაიუოკერის წარსულზე ბევრი რამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ნათელია, რომ მის მამას კავშირი ჰქონდა კლონთა ომების მოვლენებთან. ობი-ვან კენობი ლუკს ამზადებს ჯედაის ხელოვნების ასათვასებლად, თუმცა ხვდება, რომ მისი ჟამი აღესრულა და შემდეგ ფილმში ლუკს მიუთითებს იოდაზე, რომელთანაც სკაიუოკერი შეისწავლეს ხელოვნების სხვა ასპექტებს. ვარსკვლავური ომების კულმინაციაა იავინის ბრძოლა, რომელიც აღინიშნება სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებით. სწორედ აქედან იწყება გალაქტიკური მოვლენების ახალი წელთაღრიცხვა.
ფილმი გამოვიდა 1977 წლის 25 მაისს, თუმცა შემდგომში არა ერთხელ გამოიცა, მათ შორის — 1997 და 2004 წელს, სპეციალურ DVD ფორმატებში და 2011 წელს — Blu-ray-ზე.
Contents
შესავალი[edit | edit source]
| ||
შინაარსი[edit | edit source]

შეტევა ტანტივი IV-ზე და დროიდების გაქცევა[edit | edit source]

ამაოხრებელი, რომელიც უტევს პრინცესა ლეიას ხომალდ ტანტივი IV-ს.
გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებიდან დაახლოებით ცხრამეტი წლის შემდეგ გალაქტიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ამბოხებულთა ალიანსი წარმატებით იპარავს გალაქტიკური იმპერიის საიდუმლო ზეიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის გეგმებს. იმ იმედით, რომ ამ გეგმებით საკუთარ ხალხს დაეხმარება და გალაქტიკაში თავისუფლებას აღადგენს, პრინცესა ლეია ორგანა, რომელსაც გეგმებს გადასცემენ, ცდილობს ხომალდ ტანტივი IV-ით შინ დაბრუნებას. თუმცა, მის ხომალდს იმპერიული I-კლასის დამანგრეველი, ამაოხრებელი უტევს — ზუსტად პლანეტა ტატუინის მახლობლად.
იმპერიული მოიერიშეები ხომალდზე გადადიან და, მცირერიცხოვანი ამბოხებული მოიერიშეების დამარცხების შემდეგ, სითი ლორდი დართ ვეიდერიც ტანტივი IV-ზე ჩნდება. იგი დაკითხავს და კლავს კაპიტან ანტილესს. ხომალდზე დამალულ ლეიას ამასობაში პოულობენ ვეიდერის მოიერიშეები და აბრუებენ სპეციალური ბლასტერით, შემდეგ კი ვეიდერთან მიჰყავთ. თუმცა, დაჭერამდე, ლეიამ მოასწრო ჰოლოგრაფული გზავნილის დროიდ R2-D2-ის მეშვეობით ჩაწერა და დროიდს დაავალა, გზავნილი ეჩვენებინა გადახვეწილი ჯედაისთვის, რომელიც ტატუინზე ცხოვრობს. იმპერიულ სენატში ვეიდერი აგზავნის შეტყობინებას და ამცნობს, რომ ხომალდი განადგურდა, ხოლო მის ბორტზე ყველა მოკლეს. R2-D2 და კიდევ ერთი დროიდი, C-3PO, ამასობაში ლეიას ხომალდს საევაკუაციო კაფსულით ტოვებენ და ტატუინისკენ მიფრინავენ.
ლუკის ბედის გადაწყვეტა[edit | edit source]

ლუკ სკაიუოკერი და მისი მამის სინათლის მახვილი.
დროიდებს, რომლებსაც იტაცებენ ჯავები, ყიდულობენ ტენიანობის მომპოვებელი ფერმერი ოუენ ლარსი და მისი ძმიშვილი, ლუკ სკაიუოკერი. R2-D2 იპარება ფერმიდან და ეძებს მოხუც ბენ კენობის, რომლის საკუთრებად საკუთარ თავს წარადგენს. დილით ლუკი და C-3PO მას პოულობენ, მაგრამ ამ დროს ორივეს ესხმის ქვიშის ხალხი. ბიჭუნას და დროიდებს გადაარჩენს თავად კენობი, რომელსაც ისინი თავისთან მიჰყავს.
ლუკს ობი-ვან კენობი (რაც მისი ნამდვილი სახელია) გადასცემს მამამისის კუთვნილ სინათლის მახვილს. იგი მას უამბობს, რომ ჯედიამ, რომელსაც დართ ვეიდერი ერქვა, უღალატა და მოკლა მისი მამა. R2-D2-ის მეხსიერებაში შენახული ლეიას გზავნილიდან ნათელი ხდება, რომ პრინცესა ითხოვს დახმარებას და კენობის მის ერთადერთ იმედად ასახელებს. ობი-ვანი ცდილობს, დაითანხმოს ლუკი, გაჰყვეს მას ალდერაანზე. ლუკი არ არის დაინტერესებული ასეთი მოგზაურობით, მაგრამ, შინ დაბრუნებული, აღმოაჩენს, რომ ბიძამისიც და დეიდამისიც მოკლეს იმპერიულმა მოიერიშეებმა — დროიდების ძიებისას. ამიერიდან მას შინ აღარაფერი აკავებს და იგი, ობი-ვანთან და ორ დროიდთან ერთად, მოს-აიზლისკენ მიემართება, სადაც მოგზაურებმა უნდა იპოვონ ალდერაანზე მოხვედრის საშუალება.
17000 კრედიტის (აქედან წინასწარ გადახდილი 2000-ის) სანაცვლოდ კონტრაბანდისტი ჰან სოლო და მისი მეგობარი, ვუკი ჩუბაკა, თანხმდებიან, გადაიყვანონ ისინი ალდერაანზე საკუთარი ხომალდით, ათასწლოვანი შავარდენით". იმპერიულ ძალებთან ხანმოკლე უსიამოვნებით და ჰატ ჯაბას მიერ მოგზავნილი ხალხის თავიდან აცილების შემდეგ "შავარდენი" არღვევს იმპერიულ ბლოკადას და ჰანი გეზს ალდერაანისკენ იღებს. მაგრამ მათ არ იციან, რომ ამასობაში პლანეტა უმოწყალოდ გაანადგურეს იმპერიულმა ძალებმა — სიკვდილის ვარსკვლავის მეშვეობით.
ლეიას დახსნა[edit | edit source]

მოგზაურები "ათასწლოვან შავარდენზე".
ალდერაანის სანაცვლოდ მოგზაურები აღმოაჩენენ ასტეროიდების ველს. პლანეტა განადგურდა სიკვდილის ვარსკვლავის მიერ, გრანდ-მოფ ტარკინის ბრძანებით, რათა იმპერიის ძალაუფლების დემონსტრირება მოეხდინათ. ათასწლოვანი შავარდენი კი სიკვდილის ვარსკვლავზე სწორედ სადგურის მიმზიდველი სხივით მოხვდება.
სოლო ხომალდზე ასულ ორ მოიერიშეს ესხმის და, ლუკთან ერთად, მოიერიშეებად გადაცმული, ტოვებს ხომალდს და შედის სადგურზე ვუკისთან. ობი-ვანი ამასობაში მოწყდება გუნდს, რათა გათიშოს მიმზიდველი სხივი. იმპერიულ ქსელზე შეერთებით R2-D2 დაადგენს, რომ ლეია სადგურზე იმყოფება. ლუკი დაარწმუნებს ჰანს და ჩუბაკას, რომ ღირს ლეიას გადარჩენა, რაც დიდი გასამრჯელოთი ანაზღაურდება. ჰანი და ჩუბაკა თანხმდებიან. ლუკი მათ სთავაზობს საპყრობილის ბლოკ აა-23-ში შეღწევას, ხოლო ვუკის ისე წარმოჩენას, თითქოს იგი დაპატიმრებულია. C-3PO და R2-D2 რჩებიან ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესას პოულობენ საკანში, გასაქცევი გზის შესახებ არავინ არაფერი იცის, ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს ლეია, ესვრის რა ახლოს მდებარე კედელს. გვირაბით ისინი მოხვდებიან ნაგვის დამაგროვებელში, სადაც კედლები იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას. C-3PO-სთან დაკავშირებით ლუკი გადასცემს შეტყობინებას R2-D2-ს და დროიდის ძალისხმევით დამაგროვებლის კედლები ჩერდება. საბოლოოდ, ყველა ერთად გარბის გასასვლელისკენ და ის-ისაა, უნდა დაბრუნდნენ შავარდენზე, ამჩნევენ და თვალს ადევნებენ დართ ვეიდერის და ობი-ვანის სინათლის მახვილებით ორთაბრძოლას.
ობი-ვანი სინამდვილეში თავად აპირებდა ვეიდერთან შეხვედრას. ხანმოკლე შერკინების შემდეგ ობი-ვანი საკუთარ თავს გასწირავს და უერთდება ძალას. ლუკი და სხვები წარმატებით ტოვებენ სიკვდილის ვარსკვლავს.
იავინის ბრძოლა[edit | edit source]
TIE გამანადგურებლების მოგიერიების და მათი განადგურების შემდეგ შავარდენი ეშვება იავინ-4-ზე, სადაც მდებარეობს ამბოხებულთა ბაზა. ინფორმაცია, შენახული R2-D2-ში, ნაჩვენებია საერთო კრებაზე. გენერალი დოდონა გეგმავს გადაუდებელ იერიშს სიკვდილის ვარსკვლავზე, თუმცა პილოტები ამ გადაწყვეტილებას ენთუზიაზმით არ ხვდებიან. ლუკისთვის მოულოდნელად, ჰანი ბაზას გასამრჯელოს მიღების შემდეგ ტოვებს.

ამბოხებულთა ესკადრილია უახლოვდება სიკვდილის ვარსკვლავს.
ამბოხებულები იწყებენ შეტევას მტრის სადგურზე, რომელიც უახლოვდება იავინ-4-ს. გამანადგურებელთა ჯგუფი მიემართება სადგურის ყველაზე სუსტი წერტილისგან, რომლის აფეთქებით თავად სადგურსაც გაანადგურებს. ამ მანევრირებისას მფრინავების დიდი ნაწილი, მათ შორის ლუკის მეგობარი, ბიგზ დარკლაიტერი, განადგურებულები არიან თავად დართ ვეიდერის მიერ. იმ დროს, როდესაც ვეიდერმა ლუკსაც უნდა გაუხსნას ცეცხლი, შავარდენი ბრუნდება და ჰანი თავს ესხმის იმპერიულ ძალებს.
შედეგად ვეიდერის ხომალდი მოწყდება გეზს და ლუკი, კენობის ხმის დარიგებით და ძალის მხარდაჭერით, სიკვდილის ვარსკვლავის რეაქტორთან დაკავშირებულ ქიმს ესვრის ორ პროტონულ ტორპედოს. მთლიანი სადგური ფეთქდება და ნადგურდება.
რამდენიმე დარჩენილი ხომალდი და მფრინავი, უეჯ ანტილესის, ლუკის, ჰანის და Y-ფრთებიანის პილოტის სახით), ბრუნდება იავინ-4-ზე. გამარჯვების აღნიშვნის დროს ლუკს და ჰანს ლეიასგან გადაეცემა მედლები.
შემადგენლობა[edit | edit source]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
მუსიკა[edit | edit source]
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ ახალი იმედი
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები (1977). Box Office Mojo. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: October 12, 2020. მოძიებულია: March 2, 2012.
- ↑ კირიაკ ლამარი (13 იანვარი, 2012). ყურადღება, აი ვარსკვლავური ომების 1977 წლის ბიუჯეტი. io9. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: February 26, 2020. მოძიებულია: March 3, 2016.
- ↑
ლილანდ ჩი (@HolocronKeeper) Twitter-ზე: "0 10 10-13 13 27 32 35 36" (ეკრანის ანაბეჭდი)—ეს ტვიტი აღნიშნავს სამყაროს შიდა წლების რაოდენობას კანონიკურ ფილმებს და ტელესერიალებს შორის არსებულ შუალედში. მარტივი მათემატიკური გამოანგარიშებით ირკვევა, თუ რა დროს მიმდინარეობს ახალი იმედის მოვლენები ქრონოლოგიის მიხედვით.
- ↑
წითელი მეთაური საიტზე Databank (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; შენახული ვერსიის ბმული)