- „საგა დასრულდება. ამბავი მარადია.“
- ―საბოლოო რგოლი
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება, დისტრიბუციაში ცნობილი როგორც ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება, არის 2019 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჯ.ჯ. აბრამსი, ხოლო სცენარის ავტორები — აბრამსი და კრის ტერიო. იგი არის რიგით მესამე და უკანასკნელი ფილმი ვარსკვლავური ომების სიკველების ტრილოგიაში. ფილმის პროდიუსერია Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი. სურათში გაგრძელდა აბრამსის მიერ გადაღებულ 2015 წლის ძალის გამოღვიძებაში და რაიან ჯონსონის 2017 წლის უკანასკნელ ჯედაიში განვითარებული ამბავი. თავად Lucasfilm სკაიუოკერის აღზევებას უწოდებს სკაიუოკერების საგის უკანასკნელ ფილმს.
სკაიუოკერის აღზევებაში მონაწილეობენ მსახიობები კერი ფიშერი, მარკ ჰემილი, ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი, ენტონი დენიელსი, ნაომი ეკი, დონალ გლისონი, რიჩარდ ე. გრანტი, ლუპიტა ნიონგ'ო, კერი რასელი, იონას სუოტამო, კელი მარი ტრანი, ისევე, როგორც იენ მაკდერმიდი და ბილი დი უილიამსი. კერი ფიშერი გამოჩნდა გარდაცვალებამდე, 2016 წელს გადაღებული გამოუყენებელი დუბლებით ძალის გამოღვიძებიდან. IX ეპიზოდის გამოშვების შესახებ პირველად ცნობილი გახდა, როდესაც The Walt Disney Company-მ 2012 წელს შეიძინა Lucasfilm Ltd.. თავდაპირველად ამ ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი უნდა ყოფილიყო კოლინ ტრევორო, მაგრამ 2017 წლის სექტემბერში მან დატოვა პროექტი Lucasfilm-თან „შემოქმედებითი უთანხმოებების“ საფუძველზე. 2017 წლის 12 სექტემბერს აბრამსი და ტერიო გამოაცხადეს რეჟისორად და სცენარისტად.
გადაღებები დაიწყო 2018 და დასრულდა 2019 წელს. სკაიუოკერის აღზევების კადრები პირველად აჩვენეს 2019 წლის 12 აპრილს Celebration Chicago-ზე. ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 2019 წლის 20 დეკემბერს.
შესავალი[]
ეპიზოდი IX ᲡᲙᲐᲘᲣᲝᲙᲔᲠᲘᲡ ᲐᲦᲖᲔᲕᲔᲑᲐ |
---|
სიუჟეტი[]
წყვდიადის აღზევება[]
- „როგორც იქნა. სნოუკმა კარგად მოგამზადა.“
- ―იმპერატორი პალპატინი ესაუბრება კაილო რენს
კრეიტის ბრძოლიდან გარკვეული დროის შემდეგ უზენაესი მეთაური კაილო რენი და მისი შტორმტრუპერები მუსტაფარზე ჩადიან, სადაც ებრძვიან კულტის მიმდევარ ალაზმეკ კოლონისტებს. პირველი ორდენის ახალი უზენაესი მეთაური ეძებს მგეზავს, რომელიც ერთ დროს ეკუთვნოდა დართ ვეიდერს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების განადგურების შემდეგ რენი სკივრში პოულობს მგეზავს, რომლის დახმარებით მიემგზავრება უცნობ სივრცეში. იგი მოხვდება ექსეგოლის სისტემაში, სადაც უახლოვდება უზარმაზარ კუბს. იქ იგი ლიფტის მსგავსი კონსტრუქციით ეშვება სიღრმეში. როდესაც ფეხს მიწაზე დგამს და გადაადგილდება, მას პალპატინის ხმა ესმის.
ხმის გაგონებაზე კაილო აქეთ-იქით იხედება. ხმა კვლავ მიმართავს და ეუბნება, რომ სნოუკმა იგი კარგად მოამზადა. კაილო პასუხობს, რომ სნოუკი მოკლა. პალპატინი ეუბნება, რომ სნოუკი მის მიერ შეიქმნა და რომ თავად იყო ყველა ის ხმა, რომელიც კაილოს საკუთარ გონებაში ჩაესმოდა — მათ შორის დართ ვეიდერის ხმაც.
რენი კვლავ დადის დარბაზში, სადაც აქა-იქ რეზერვუარებში მოთავსებულები არიან სნოუკის ზუსტი ასლები. იგი საბოლოოდ ამჩნევს სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემას, რომელიც მიერთებულია პალპატინის სხეულზე. რენი მისკენ მახვილს იშვერს. პალპატინი ეუბნება, რომ პირველი ორდენი მხოლოდ დასაწყისია და მას დაგეგმილი აქვს უფრო მეტი. კაილო ეუბნება, რომ თავდაპირველად მას მოკლავს, რაზეც სითი მიუგებს, რომ ძალის ბნელი მხარე უამრავი უჩვეულო უნარის გზაა — იგივეს, რაც მრავალი წლის წინ ანაკინს უთხრა.
რენის კითხვაზე, თუ რას მისცემს, პალპატინი ამბობს — „ყველაფერს“, მათ შორის — საბოლოო ორდენს ან, შესაძლოა, ახალ იმპერიას. ამ დროს ყინულოვანი ზღვიდან ჩნდებიან სითების ფლოტის ვარსკვლავური ნაღმოსნები, რომლებიც მთელ ცას ფარავენ.
პალპატინი რენს უბრძანებს, მოკლას რეი და ამით დაასრულოს ჯედაების ორდენის არსებობა, რათა გახდეს ის, რაც ვერ გახდა დართ ვეიდერი. სითი ლორდი აგრეთვე ჰპირდება, რომ იგი გალაქტიკაში გამეფდება როგორც ახალი იმპერატორი. ღიმილით პალპატინი აფრთხილებს კაილოს, რომ რეი ის არ არის, ვინც მას ჰგონია.
მნიშვნელოვანი მისია[]
- „აშკარად იტყუება.“
- ―ფინი საუბრობს ჩუბაკას დეჟარიკის თამაშზე
ამასობაში „ათასწლოვან შავარდენზე“ ფინი და პო დემერონი ვუკი ჩუბაკას ეთამაშებიან დეჟარიკს. ვუკი დიდხანს ფიქრობს, რაზეც პო და ფინი ფიქრობენ, რომ იგი უბრალოდ იტყუება. ვუკი ბრაზდება, მაგრამ მშვიდდება, როდესაც პო ეუბნება, რომ ფინი უბრალოდ ხუმრობს. ამ დროს გაისმის განგაში. სამივე გარბის ხომალდის დერეფანში. როდესაც ჩაურბენს კლოუდს, პო სთხოვს, მოაგვაროს პრობლემა.
„შავარდენი“ ჰიპერსივრცეს ტოვებს და ჩნდება სინტას მყინვარის კოლონიასთან, სადაც მათ უნდა შეხვდეს წინააღმდეგობის მაცნე, ოვისელი ბულიო, რომელიც უამბობს ჯაშუშის შესახებ და ლეიასთვის დაშიფრულ მონაცემებს გადასცემს. ფინი ინფორმაციას R2-D2-ის მეხსიერებაში ინახავს.
TIE გამანადგურებლების მთელი ესკადრილია „შავარდენს“ მისდევს. სანამ ფინი საარტილერიო კაბინისკენ მიემართება, ბულიო მას ომის მოგების სურვილით მიმართავს.
ბრძოლა ხანმოკლეა. ფინის ძალისხმევით დევნისას განადგურებულია ყველა TIE. მისივე ინიციატივით ხდება ნახტომი ჰიპერსივრცეში, რაც ნიშნავს, რომ ხომალდმა გადაინაცვლა როგორც ჰიპერსივრცეში, ასევე კოსმოსში. ფინი ეუბნება, რომ დაინტერესებულია ამ ეშმაკობის ათვისებით. მიუხედავად მათი გადარჩენისა, „შავარდენი“ დაზიანებულია.
ჯედაის აღზევება[]
- „იყავით ჩემთან. იყავით ჩემთან. ჩემთან არ არიან.“
- ―რეი მედიტაციის დროს.
ჯუნგლებით დაფარულ აჯან-კლოსზე, წინააღმდეგობის დროებით ბაზასთან, რეი მარტოობაშია და მედიტირებს. იგი ჰაერშია, რამდენიმე ქვასთან ერთად. რეი წარუმატებლად ცდილობს, შეინარჩუნოს თავშეკავებულობა და წონასწორობა და, საბოლოოდ, მიწაზე ეშვება. გენერალი ლეია ორგანა, რომელიც ახლოს იმყოფება, მას ამშვიდებს და არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია და რომ იგი მომავალში შეძლებს, დაუკავშირდეს წარსულის ჯედაებს.
გამხნევებული რეი იღებს ანაკინ სკაიუოკერის სინათლის მახვილს და განაგრძობს თვითწვრთნას. იგი უმკლავდება დაბრკოლებებს, იგერიებს საწვრთნელი დროიდის გასროლებს, მაგრამ შემდეგ ჩერდება და ხედავს კაილო რენს. პირველი ორდენის უზენაესი მეთაური ეხება დართ ვეიდერის ჩაფხუტს და რეის ძალის მეშვეობით ესაუბრება.
კაილოს მიერ შექმნილი ხილვა ჯედაის აოგნებს. მის თვალწინ არის მარადიული სითების ფლოტის აღზევება ექსეგოლზე; მისი მოკლული დამრიგებლის და რენის მამის, ჰან სოლოს სახე; მასწავლებლის, ლუკ სკაიუოკერის მტკივნეული სიტყვები, გაჟღერებული, როდესაც რეიმ ბნელ მხარეს მიმართა; მისი დუელი და ერთობლივი ბრძოლა რენთან სნოუკის პრეტორიანელების წინააღმდეგ; ჯაკუდან მისი მშობლების გამგზავრება; მისი დარჩენა უნკარ პლატთან. რისხვით აღსავსე, რეი საწვრთნელ დროიდს კვერთხით ანადგურებს და შემთხვევით აზიანებს BB-8-ს. დროიდის გადარჩენის შემდეგ იგი ბაზაზე ბრუნდება და ეუბნება ლეიას, რომ დაღლილია და უჭირს მასწავლებლის სამართებლის გამოყენება. BB-8 შესთავაზებს მოსასხამის აღებას, მაგრამ რეი უარს ეუბნება. ლეია ურჩევს, სათანადოდ დააფასოს დროიდი.
მოგვიანებით, როდესაც რეი აქ-ტოდან წამოღებულ ჯედაების ძველ ტექსტებს კითხულობს, ბრუნდება ალმოკიდებული „შავარდენი“. რეი ასეთ ავარიას დემერონს აბრალებს, თუმცა პო პასუხობს, რომ ВВ-8-ც ასეთივე მძიმე მდგომარეობაშია. რეი პილოტს ეუბნება, რომ იგი რთული ადამიანია, შემდეგ კი ეგებება ფინს, რომელიც ხუმრობით აკრიტიკებს პოს. რეი უფრო მეტად უკმაყოფილოა იმით, რომ პომ მანევრირებისას მიმართა სინათლის სიჩქარის ნახტომს, რასაც „შავარდენი“ ვერ უძლებს. პო აღნიშნავს, რომ სწორედ რეის არის „საუკეთესო მებრძოლი, რომელიც მათ ჰყავთ“, მაგრამ კრეიტის მოვლენების შემდეგ იგი ყოველ დღეს მხოლოდ ძალის შესწავლაში და არა ომში მონაწილეობაში ატარებს. „იქ გვჭირდები და არა აქ“, ამბობს დემერონი, რომელიც ამის შემდეგ აჯანყების შეკრებაზე მიდის, რათა შეატყობინოს, თუ რა ცნობები მოიპოვა.
.
პო მწუხარებით უამბობს შეკრებილებს, რომ მთელ გალაქტიკაში გავრცელებული ცნობა დადასტურებულია: პალპატინი დაბრუნდა და აღსავსე შურისძიებისა და დაპყრობის სურვილით, მართავს მანამდე წარმოუდგენელი მასშტაბების ფლოტს. როუზ ტიკოს არ მიაჩნია, რომ იმპერატორი ნამდვილად გაცოცხლდა. ბომონტ კინი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, გამოყენებული იყო კლონირება და ძალის ბნელი მხარის ისეთი თვისებები, რომელთა შესახებ მხოლოდ სითებმა იცოდნენ. დემერონი აგრეთვე განმარტავს, რომ პალპატინის ჩანაფიქრით, ჩამოყალიბდა საბოლოო ორდენი, იმპერიის ნამდვილი მემკვიდრე. თექვსმეტი საათის შემდეგ მისი ძალები ექსეგოლიდან დაიძრებიან, გალაქტიკის დასაპყრობად.
საუბარს უერთდება C-3PO. მისი თქმით, ექსეგოლი არ არის აღნიშნული ვარსკვლავთა რომელიმე ნუსხაში და უძველეს ხელნაწერებში აღწერილია როგორც სითების დამალული პლანეტა. წინააღმდეგობა ცდილობს, იპოვოს გამოსავალი. რეი იხედება ერთ-ერთ ძველ წიგნში და ლეიას ეუბნება, რომ მასთან პირადად გასაუბრება სურს. უჩვენებს რა წიგნის გარკვეულ გვერდებს, რეი განმარტავს, რომ შეიტყო ლუკის მიერ მგეზავის პოვნის მცდელობის შესახებ. იგივეს ცდილობდა რენი, ხოლო მიზანი ექსეგოლის პოვნა იყო. მიუხედავად ამისა, ლუკის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. თუკი ამას წინააღმდეგობა შეძლებს, ისინი მგეზავით ექსეგოლამდე მიაღწევენ. ლეიას არ სურს ამ მისიის წამოწყება, ვინაიდან, მისი აზრით, იგი ზედმეტად სახიფათოა. თუმცა რეი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება, ვინაიდან იცის, რომ ლეიაც ასევე მოიქცეოდა.
საბოლოოდ, ლეია ეთანხმება და მოსწავლეს უშვებს უდაბურ პლანეტა პასაანაზე, სადაც მას მოკავშირე შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ რეი თავდაპირველად ყველას გარეშე მიემართება, მას უერთდებიან ჩუი, პო და ფინი. თავდაპირველად გოგონა უარს უამბობს დახმარებაზე, მიაჩნია რა, რომ დავალება მხოლოდ მან უნდა შეასრულოს, თუმცა, ფინთან საუბრის შემდეგ სხვა გადაწყვეტილებას იღებს. მათ C-3PO-ც მიჰყვება, რომელიც დამშვიდობებამდე R2-D2-ს მიმართავს და სთხოვს, რომ თუკი ვერ გადარჩება, იცოდეს, რომ ასტრომექანიკოსი მისი „საუკეთესო მეგობარი იყო“.
ფინი სწრაფად ემშვიდობება ტიკოს, დარწმუნებული, რომ დაბრუნდება, ხოლო რეი კვლავ ესაუბრება ლეიას, გამოთქვამს რა სურვილს, უამბოს ალდერაანის პრინცესას ყოველივე, რაც სურს. ლეია კვლავ ამხნევებს მოწაფეს და ეუბნება: „მიამბე, როდესაც დაბრუნდები“. ისინი ერთმანეთს ეხვევიან და რეი, მეტი გამბედაობით, მეგობრებთან ერთად იქაურობას „შავარდენით“ ტოვებს.
ბნელი მეომრის აღზევება[]
- „ჩვენს რიგებში ჯაშუში შემოპარულა. ვინც არ უნდა იყოს ეს მოღალატე, ჩვენ ვერ შეგვაჩერებს.“
- ―რენი მიმართავს უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებს.
სიმეონგი მჭედელი და სითი ალქიმიკოსი ოლბრექი რენის ჩაფხუტს პატრონისა და რენის რაინდები თანდასწრებით აღადგენს. მოგვიანებით უზენაესი მეთაური აწყობს პირველი ორდენის საბჭოს შეკრებას. ვარსკვლავურ ნაღმოსანზე იკრიბებიან პირველი ორდენის წარმომადგენლები, მათ შორის — გენერალი არმიტიჯ ჰაქსი და თავდადებული გენერალი ენრიკ პრაიდი.
რენი მაგიდაზე აგდებს მოკლული ბულიოს მოკვეთილ თავს და აცხადებს, რომ მათ რიგებში ჯაშუშია, რასაც მომავლისთვის მაინც არავითარი მნიშვნელობა აქვს. დაძაბული სიჩუმისას იგი ეკითხება ჰაქსს, თავის ერთგვარ მეტოქეს, გაოგნებულია თუ არა მისი გამოჩენით. გენერალი ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს, ხოლო სხვა ოფიცერი ამბობს, რომ მოსწონს რენის აღდგენილი ჩაფხუტი.
კუინი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მარადიული სითები წარმოადგენენ „სექტას, ჯადოსნებს და წინასწარმეტყველებს“. პრაიდი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პირველი ორდენის შესაძლებლობები სითების ფლოტის დახმარებით გაიზრდება ათიათასჯერ. შეხედავს რა ბოროტად ჰაქსს, პრაიდი აღნიშნავს, რომ ამ უძველესი ძალის გავლენით „ბაზა „სტარკილერის“ შეცდომა გასწორდება“. კუინს კვლავ არ სწამს და ყველას გასაგონად ინტერესდება, წარმოადგენენ თუ არა ხომალდები საჩუქარს და რას მოითხოვს პალპატინი მათ სანაცვლოდ მომავალში. პასუხად რენი გენერალს ძალის მეშვეობით ახრჩობს და ჰაერში სწევს.
შემდეგ კაილო ოფიცრებს უბრძანებს, მოემზადონ ნებისმიერი პლანეტის დასანგრევად, რომელიც ორდენს წინ აღუდგება და რომ ის და მისი მომხრეები გაემგზავრებიან ნაგვის შემგროვებლის საძიებლად.
მისია პასაანაზე[]
- „აკი-აკების წინაპართა ფესტივალი! ეს ზეიმი ტარდება მხოლოდ ყოველ ორმოცდაორ წელიწადში ერთხელ!“
- ―C-3PO
„შავარდენი“ ჰიპერსივრციდან ეშვება უდაბურ პასაანაზე. ლუკის კოორდინატებით დაშვების შემდეგ მოგზაურები მოხვდებიან აკი-აკების წინაპართა ფესტივალზე. ისინი შეუმჩნევლად გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა რეი ადგილობრივ ბავშვს, ნამბი გიმას გაიცნობს, რომელიც მას მეგობრობის სიმბოლოს სახით გადასცემს ყელსაკიდს. როდესაც გიმა გვარს ეკითხება, რეი ეუბნება, რომ გვარი არ აქვს.
ამ დროს კაილო რენი ძალის მეშვეობით კვლავ უკავშირდება რეის. უზენაესი მეთაური ამცნობს, რომ პალპატინს მისი მოკვლა სურს. რეი ეუბნება, რომ იგი მორიგ ბატონს ემსახურება, მაგრამ დაცემული ჯედაი უარყოფს, აცხადებს რა, რომ საკუთარი გეგმები აქვს. იგი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მასაც ბნელ მხარეს მოაქცევს და ძალის მეშვეობით ყელსაკიდს ართმევს. რეი ხვდება, რომ პირველი ორდენი მათ მალე მიაგნებს და გარბის, რათა მეგობრებს ამის შესახებ შეატყობინოს.
როდესაც ისინი ერთად გაქცევას ცდილობენ, ზეიმზე ჩნდება შტორმტრუპერი, რომელსაც უმალვე იდუმალი პიროვნება კლავს. ნიღბიან უცნობს რეი და მისი მეგობრები თან მიჰყავს. მის მანქანაში მოხვედრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ იგი ლენდო კალრისიანია, ენდორის ბრძოლის გმირი, რომელიც მონაწილეობდა მეორე სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებაში. იგი მათ უჩვენებს სითების მგეზავის ჰოლოგრამას და განმარტავს, რომ არსებობს მხოლოდ ორი ასეთი.
ლენდო აგრეთვე იხსენებს, რომ ოდესღაც ლუკს გაჰყვა მისიაზე, რომლის დროს ისინი ეძებდნენ ოჩის — როგორც სწამდათ, ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობის პოვნის საშუალების მცოდნეს. მაგრამ მისი ხომალდი მიტოვებული დახვდათ. ლენდო, რომელიც განსხვავებით ლუკისგან, პასაანაზე დარჩა, მოგზაურებს ოჩის ხომალდის კოორდინატებს გადასცემს.
TIE-ების და პირველი ორდენის სადესანტო ხომალდების ესკადრილიები პლანეტას უახლოვდებიან. წარმოქმნილი აურზაურის დროს მეგობრები იპარავენ კარჭაპ სპიდერებს. მათ მალევე ამჩნევენ და მისდევენ პირველი ორდენის ტრედსპიდერებით, რეაქტიული შტორმტრუპერების თანხლებით. სასტიკი რბოლის დროს გმირები ყველას თავიდან იშორებენ, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდებიან ჩამთრევ ქვიშებში.
ისინი იძირებიან და ეშვებიან გამოქვაბულებში. სკაიუოკერის მახვილის და პოს სასიგნალო სინათლის მეშვეობით ისინი გვირაბებში გადაადგილდებიან და საბოლოოდ პოულობენ ოჩის ნარჩენებს, რაც ნიშნავს, რომ ჯედაებზე მონადირეს ამ გვირაბებისთვის თავი არ დაუღწევია და იგი იქვე დაიღუპა. მის ძვლებთან ერთად გდია სამართებელი, რომელსაც სითურად ტექსტია ამოტვიფრული. თრიპიო ამოიცნობს მას, მაგრამ დაპროგრამებაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ თარგმნის. დემერონი დანანებით აღნიშნავს: „სწორედ ახლა გვჭირდება, რომ ისაუბრო, მაგრამ ვერაფერს გვეუბნები“.
როდესაც გამოქვაბულიდან გასვლას აპირებენ, მათ წინ ჩნდება გველი ვექსისი. არსებასთან საბრძოლველად გამზადებულებს აჩერებს რეი, რომელიც მის ჭრილობას ამჩნევს. ძალით განკურნების გამოყენებით რეი მას ჭრილობას უხორცებს. არსება მათ ტოვებს და გვირაბებში ქრება. ამავე დროს პასაანაზე ჩნდებიან რენის რაინდები.
რაზმი ოჩის ხომალდისკენ მიიჩქარის. რეი ჩერდება, ვინაიდან კაილო მოახლოებას გრძნობ. იგი მეგობრებს ხომალდზე ასვლას სთხოვს, თავად კი უდაბნოს უბრუნდება. რენი შორიდან, ახალი TIE ხომალდით მოემართება. მისი მოახლოებისას რეი ჰაერში ხტება, მახვილით აზიანებს ფრთას და რენი ხომალდზე მართვას კარგავს. ყველაფერი ავარიული დაშვებით მთავრდება.
მაგრამ ამასობაში რაინდები იჭერენ ჩუბაკას, რომელიც ოჩის სამართებელს ატარებს. ფინი ხედავს, თუ როგორ გადაჰყავთ მათ ვუკი ცალკეულ ხომალდში და გარბის რეისკენ, რათა შეატყობინოს ამის შესახებ. რეი ცდილობს პლანეტაზე აფრენილი ხომალდის ძალის მეშვეობით დაბრუნებას, მაგრამ მას ამაში ხელს კაილო უშლის. ძალით შეჯიბრისას რეი შემთხვევით უშვებს ელვას, რომელიც ანადგურებს ხომალდს და, როგორც თავდაპირველად ჩანს, მასში მყოფებსაც. რენი მას და მის მოკავშირეებს უშვებს, რათა ოჩის ხომალდით პლანეტიდან გაიქცნენ, ვინაიდან თავად, პირველი ორდენის ძალებთან ერთად, უკვე ფლობს „შავარდენს“.
ოჩის ხომალდში რეი შეძრულია იმით, რომ ჩუბაკა შეცდომით დაღუპა. ფინი ცდილობს, დაამშვიდოს და ეუბნება, რომ იგი კარგი ადამიანია, მაგრამ რეი არ ეთანხმება, ამბობს რა, რომ სინამდვილეში არავინ იცის, თუ ვინ არის იგი. ვინაიდან სამართებელი ვუკის ჰქონდა, ნათელია, რომ ისინი ვეღარ მიაგნებენ ექსეგოლს. თუმცა, C-3PO მათ ატყობინებს, რომ სამართებლის ნაწერები მეხსიერებაში შეინახა. გადაწყდება, შეაღწიონ დროიდის დაპროგრამებაში და მოხსნან შეზღუდვები. პოს შეთავაზების თანახმად, ისინი მიემართებიან კიჯიმისკენ. მგზავრობისას BB-8 ხომალდზე პოულობს და უმეგობრდება დროიდ D-O-ს.
ახალი მისია[]
- „სუნელის კონტრაბანდისტი?!“
- ―ფინი, გაოგნებული ცნობით პოს ძველი საქმიანობის შესახებ
წინააღმდეგობის გმირები მიემართებიან კიჯიმის თოვლიან პლანეტაზე, სადაც სამართებლის წარწერის საიდუმლოს ამოხსნას აპირებენ. ქუჩაში მათ პოულობს ზორი ბლისი, რომელიც პოს წარსულს ახსენებს — სუნელის კონტრაბანდისტის საქმიანობას — და იმას, რომ პილოტს მისი ვალი ჰმართებს. მცირე დაპირისპირების დროს რეი მდგომარეობას განმუხტავს. ზორის ისინი მიჰყავს ბაბუ ფრიკთან, რომელიც დროიდის მეხსიერებაში შეღწევას შეძლებს. მაგრამ მათ ადგილსამყოფელს რენის რაინდებიც პოულობენ.
მცირე ბარის გავლით მოგზაურები შედიან ხომალდზე, სადაც ფრიკს გაიცნობენ. პატარა ბაბუ მათ განუმარტავს, რომ C-3PO-ს მეხსიერებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად აუცილებელია ყველა დანარჩენი მონაცემის წაშლა. კვლავ დამწუხრებულნი ჩუბაკას დაკარგვით, მეგობრები კამათობენ, ცდილობენ რა იპოვონ სხვა გამოსავალი, მაგრამ C-3PO თავად სთხოვს, გაბედულად იმოქმედონ. ფრიკი ახორციელებს გეგმას და მოგზაურები მიიღებენ იმპერატორის მგეზავის ადგილმდებარეობის კოორდინატებს. ცარიელი მეხსიერებით თრიპიო ახალ ცხოვრებას იწყებს.
ბართან ახლოს მყოფი ზორი და პო ძველ დროს იხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მათ შორის უსიამოვნება მოხდა, ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობები კვლავ აქვთ. პო ცდილობს, დაითანხმოს ზორი, რათა მათ რაზმს შეუერთდეს. მეომარი მას უარს ეუბნება, მაგრამ ხედავს, თუ რისთვის იბრძვის პილოტი. მიუხედავად იმისა, რომ სურდა პლანეტიდან თავის დაღწევა და სუნელთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა, ზორი მაინც გადასცემს ამისთვის შენახულ საშვებს — პირველი ორდენის კაპიტანის მედალიონს.
პირველი ორდენის გამოჩენისთანავე რეი გრძნობს, რომ ჩუი ცოცხალია. გმირები ოჩის ხომალდით პლანეტას ტოვებენ და გადაწყდება, გამოიყენონ მედალიონი, რათა შეაღწიონ ვარსკვლავურ ნაღმოსანზე, დაიბრუნონ „შავარდენი“ და გადაარჩინონ ჩუი. მედალიონის გამოყენების გეგმა წარმატებით ხორციელდება. გონების მოტყუების მეშვეობით რეი შტორმტრუპერებისგან შეიტყობს ჩუის ადგილსამყოფელს. აქ მათი გზები იყოფა — რეი და ფინი ვუკის საძიებლად მიემართებიან, ხოლო რეი — იქ, სადაც რაღაც უხმობს. თუმცა, როდესაც მეგობრები ჩუის პოულობენ, მათ პირველი ორდენის შტორმტრუპერები იჭერენ.
აღმოჩნდება, რომ რეის უხმობდა ოჩის სამართებელი, რომელიც კაილოს ოთახში ინახებოდა. როდესაც იგი სამართებელს ეხება, ხედავს, თუ რა ბედი ეწია მის მშობლებს. აღმოჩნდება, რომ ოჩიმ ისინი ამ სამართებლით მოკლა, მას შემდეგ, რაც გოგონა დაუმალეს. ხილვის შემდეგ მას კაილო უკავშირდება.
აღმოაჩენს რა, რომ რეი გამანადგურებელზეა, იგი მახვილს იშიშვლებს და მათ შორის, დიდი მანძილიდან, ბრძოლა იწყება. ამ შეტაკებისას კაილო უამბობს, რომ გოგონასა და მის მშობლებზე უფრო მეტი იცის. ოჩი სინამდვილეში რეისაც ეძებდა, რათა იგი წაეყვანა და არა მოეკლა. მშობლები მას მხოლოდ წინ აღუდგნენ, რის გამოც მოკლა. რეის კვლავ ეძებენ იმ ბნელი ძალის გამო, რომელიც მასში იმალება. ამ დროს ნათელია, რომ კაილო ასრულებს სითი ლორდის დავალებას.
ახალი ჭეშმარიტება[]
- „შენ პალპატინი ხარ.“
- ―კაილო რენი მიმართავს რეის
ფინს, პოს და ჩუის მოულოდნელად ეხმარება გენერალი ჰაქსი, რომელიც მათ აგრეთვე „შავარდენის“ ადგილსამყოფელისკენ უთითებს. აღმოჩნდება, რომ სწორედ იგი არის ახალი ჯაშუში, რომელზეც წინააღმდეგობას შეატყობინეს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამას აკეთებს არა წინააღმდეგობისთვის, არამედ იმისთვის, რომ კაილო რენმა გამარჯვება ვერ შეძლოს.
რენი საბოლოოდ ბრუნდება გამანადგურებელზე. პირველი ორდენის წინამძღოლი რეის უამბობს სიმართლეს — რომ იგი პალპატინის შვილიშვილია, ხოლო მამამისი იმპერატორის შვილი იყო. კაილო მას კვლავ სთავაზობს ერთად მოქმედებას, მაგრამ რეი უარს ეუბნება და „შავარდენით“ გამანადგურებელს ტოვებს.
პრაიდი ამის შემდეგ ჰაქსს ღალატისთვის კლავს და ხდება პირველი ორდენის შეიარაღებული ძალების მეთაური. მას უკავშირდება პალპატინი, რომელიც უბრძანებს, გამანადგურებლით გაანადგურონ კიჯიმი, რათა ერთგულება დაუმტკიცონ. პრაიდი კაილოს ამცნობს, რომ მიუხედავად სამართებლის დაკარგვისა, მათ იციან, თუ სად მიემართება წინააღმდეგობა, ვინაიდან იარაღზე არსებული წარწერების შესწავლა მოასწრეს.
მისია კეფ-ბირზე[]
- „მითხრა, რომ მოხვიდოდი. მითხრა, რომ უკანასკნელი იმედი იყავი.“
- ―ჯენა, რეის რაზმის შესახებ
C-3PO-ს მეხსიერებიდან მოპოვებული მითითებების თანახმად მეორე მგეზავი მეორე სიკვდილის ვარსკვლავის ნანგრევებშია, ოკეანეებით დაფარულ თანამგზავრ კეფ-ბირზე. იქ ჩასული მეგობრები გაიცნობენ ჯენას, რომელმაც მათ შესახებ ბაბუსგან უკვე შეიტყო. იგი ეუბნება, რომ მეორე დღეს დაეხმარება სასურველი ნივთის პოვნაში. სამართებლის ფორმებს რეი ადარებს სიკვდილის ვარსკვლავის ნანგრევებს.
ცნობილი ხდება, რომ ერთ დროს ჯენა იყო შტორმტრუპერი TZ-1719 — ისევე, როგორც მისი რაზმის წევრები. როგორც ფინმა, მან ვერ შეძლო მშვიდობიანი მოსახლეების მოკვლა, ამიტომ პირველივე ბრძოლის დროს, სხვებთან ერთად, აჯანყება მოაწყო. რეი ამასობაში მათ ტოვებს და იპარება მოსრიალე ტრანსპორტით, რომლითაც ზღვას გადალახავს.
სიკვდილის ვარსკვლავის ნანგრევებში რეი მალე პოულობს პალპატინის დარბაზს, რომლიდანაც მეორე ოთახში შედის და გესიზმაძიებელს იღებს. ამ დროს მის წინაშე წარდგება მისი ბნელი ორეული. მცირე ბრძოლის შემდეგ რეი კვლავ კაილოს შეეჯახება, რომელიც მგეზავს ანადგურებს. მათი ბრძოლა სიკვდილის ვარსკვლავის გარეთ გრძელდება. აბობოქრებული ტალღების ფონზე მძვინვარე ბრძოლისას ლეია კაილოს ნამდვილი სახელით, ბენით მიმართავს და ამ დროს რეი მას დაჭრის. გრძნობს რა ლეიას აღსასრულს, რეი მეორედ იყენებს ძალას განკურნების მიზნით და კაილოს ჭრილობას უხორცებს. ამის შემდეგ იგი რენის ხომალდში ჯდება და აქ-ტოსკენ მიემართება, შეძრული პალპატინთან კავშირით.
პლანეტაზე ჩასული, რეი აპირებს სკაიუოკერის მახვილის კაილოს აალებულ ხომალდში გადაგდებას, მაგრამ ამ დროს ჩნდება ლუკის ძალის სული. იგი უამბობს, თუ როგორ წვრთნიდა ლეიას და რეის უბიძგებს, შეხვდეს პირისპირ პალპატინს, როგორც ის წლების წინ დართ ვეიდერს შეხვდა. სკაიუოკერი მას გადასცემს ლეიას სინათლის მახვილს და თავის X-ფრთებიანს, რომელსაც ზღვიდან ძალის მეშვეობით ამოსწევს.
კეფ-ბირზე კაილოს ხილვაში ეცხადება მამა, ჰან სოლო. პირველი ორდენის წინამძღოლი ზღვაში ისვრის მახვილს და კვლავ ბენ სოლო ხდება.
პალპატინი ამასობაში უკავშირდება პრაიდს, პირველი ორდენის დე ფაქტო წინამძღოლს და კაილოს წარუმატებლობის შესახებ ესაუბრება. პრაიდი უდასტურებს, რომ მისი ერთგულია და პალპატინი უბრძანებს, ძალები ექსეგოლისკენ გადაიყვანოს. ყოფილი იმპერატორის განკარგულებით, სითების ფლოტის კუთვნილი „ზისტონის“ კლასის ნაღმოსანი პირველ ორდენს გადაეცემა. პრაიდის ბრძანებით არსებული გამანადგურებლის ღერძოვანი სუპერლაზერით ნადგურდება კიჯიმი.
შეტაკება ექსეგოლზე[]
- „იგი შურს იძიებს და მახვილის მოქნევით სითები აღდგებიან! ჯედაები მოკვდნენ!“
- ―დართ სიდიუსი მიმართავს რეის და მარადიულ სითებს
რეი ექსეგოლზე ჩადის და კოორდინატებს წინააღმდეგობას უგზავნის. იგი პოულობს პალპატინს და მარადიულ სითებს. ყოფილი იმპერატორი მისგან მოკვლას ელის, რათა სული გადაიტანოს რეის სხეულში. წინააღმდეგობა იწყებს ბრძოლას სითების ლორდის ფლოტთან, თუმცა მათი მხრიდან არის დანაკარგებიც, ტემინ უექსლის სახით.
პლანეტაზე ბენიც ჩადის, რომელიც შეტაკებისას ამარცხებს რენის რაინდებს და რეის დასახმარებლად უერთდება. პალპატინი თავს აღიდგენს მათგან სიცოცხლის ენერგიის გამოწოვით. ამის შემდეგ იგი ძალის ელვას წინააღმდეგობის ფლოტს უშენს. იგი უამბობს რენ უკანასკნელი სკაიუოკერის სახელს უქადის და ძალის მეშვეობით აგდებს ახლოს მდებარე უფსკრულში.
დასუსტებულ რეის ესმის წარსულის ჯედაების ხმები. ესენი არიან ობი-ვან კენობი, კვაი-გონ ჯინი, ასოკა ტანო, იოდა, მეის უინდუ, კენან ჯარუსი, ეილა სეკურა, ლუმინარა ანდული, ადი გალია, ლუკ სკაიუოკერი და ანაკინ სკაიუოკერი. მათი ძალისხმევით რეი დგება, რათა განაგრძოს ბრძოლა და, როდესაც პალპატინი, განრისხებული, ელვით მის განადგურებას ცდილობს, ჯედაი ორი მახვილით ეწინააღმდეგება. პალპატინის სხეული იშლება. იგი სამუდამოდ ნადგურდება. თუმცა, რეი უმალვე კარგავს ძალას და კვდება.
უფსკრულიდან ამოდის დაჭრილი და სიკვდილის პირას მყოფი ბენი. იგი მიმოხავს რეისკენ, ეხება მას და ძალით განკურნებას მიმართავს. რეი გონს მოდის, უღიმის და სახეზე ეხება, შემდეგ კი ეხვევა. კოცნის შემდეგ ბენი ძალას კარგავს და თავად კვდება. მისი სხეული ქრება, ვინაიდან იგი ძალას უერთდება და, ამავე დროს, იგივე ემართება ლეიას ცხედარს.
ლენდო „შავარდენით“ ჩნდება და ფინს და ჯენას ეხმარება. მაგრამ იგი მარტო არ არის — მასთან ერთად იბრძვის დიდი ფლოტი, რომელშიც აგრეთვე შედის ზორი ბლისი. ეს მოკავშირეები ანადგურებენ სითი ლორდის ძალის ყველა ნაწილს, რითაც საბოლოოდ მთავრდება პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომი და გალაქტიკაში იწყება მშვიდობიანი ეპოქა.
ომის დასასრული[]
- „მთელ გალაქტიკაში ერები ფეხზე დგებიან. პო, ჩვენ შევძელით.“
„ჩვენ ეს შევძელით.“ - ―ფინის და პოს საუბარი
წინააღმდეგობა და მთლიანი გალაქტიკა (მათ შორის — ენდორიც) გამარჯვებას ზეიმობენ. მაზ კანატა ჩუბაკას იავინის ბრძოლის შემდეგ ჰან სოლოს მიერ მიღებულ სიმამაცის მედალს გადასცემს. პო და ზორი ერთმანეთს მხოლოდ მზერით ესაუბრებიან. პილოტი მას თითქოს უფრო პირადულ გარემოში იწვევს, რაზეც ზორი უარს ეუბნება. ლენდო და ჯენა ერთად სხედან და ლენდო ეკითხება წარმოშობის შესახებ. ჯენა ეუბნება, რომ არაფერი იცის, რაზეც კალრისიანი პასუხობს: „მაშინ, დავადგინოთ.“ ამ დროს ბრუნდება რეი და სამი მეგობარი ერთმანეთს ეხვევა.
გარკვეული დროის შემდეგ რეი ტატუინზე ლარსების სახლს ეწვევა, სადაც ქვიშაში მარხავს ლეიას და ლუკის სინათლის მახვილებს. თავად ახალი მახვილი აქვს — შავი სახელურით, ოქროსფერი სამართებლით. ადგილობრივი მოხუცი იქვე გავლისას ჩერდება და ეუბნება, რომ იქ დიდი ხანია, არავინ უნახავს. იგი მას სახელს ეკითხება. რეი ამ დროს ხედავს ლუკის და ლეიას სულებს და მოხუცს პასუხობს: „რეი სკაიუოკერი“. ამის შემდეგ იგი და BB-8 ტატუინის ორი მზის ამოსვლას ხედავენ.
შემუშავება[]
- „კრის ტერიოსთან მუშაობის და კეთლინ ტერნერთან შექმნის მშვენიერება ის არის, რომ, როგორც ვფიქრობ, მივაგენით — იმედია, თავად გადაწყვიტეთ — საშუალებას, დავასრულოთ ეს ამბავი სასიამოვნოდ, მოულოდნელად, თავშესაქცევად, შოკისმომგვრელად, ყველა იმ შეგრძნებით, რომელიც უნდა მოგიტანოთ ამბავმა.“
- ―ჯ.ჯ. აბრამსი
Disney-ს მიერ Lucasfilm-ის 2012 წელს შეძენამდე ვარსკვლავური ომების შემქმნელი ჯორჯ ლუკასი აცხადებდა, რომ თავდაპირველად აპირებდა ცხრა ფილმის გადაღებას.[14] 1976 წელს რეჟისორმა მარკ ჰემილს სთხოვა, მონაწილეობა მიეღო ფილმში მიწვეული მსახიობის სახით („როგორც ობი-ვანს, რომელიც შემდეგ თაობას გადასცემდა სინათლის მახვილს“), რაც, მისი აზრით, მოხდებოდა „დაახლოებით 2011 წელს“[15] ჰემილის თქმით, ლუკასის ჩანაფიქრით, ლუკ სკაიუოკერი მეცხრე ეპიზოდის მოვლენების დროისთვის ცოცხალი იქნებოდა და ლეია ორგანას ძალის რაობას შეასწავლიდა[16] ჰემილს მოსწონდა ამბის ასეთი განვითარება.[17] 1999 წლის ინტერვიუში პროდიუსერმა გერი კერცმა ახსენა, რომ ლუკასის ჩანაფიქრებს შორის იყო იმპერატორის პირველი გამოჩენა — რაც საბოლოო მოხვდა ორიგინალური ტრილოგიის დასასრულში.[18] 1976 წელს ჯორჯმა დაახლოებით გათვალა, რომ ფილმს 2011 წელს გადაიღებდა და სურდა, მასში მარკ ჰემილი დაბრუნებულიყო და, როგორც, „ისევე, როგორც თავის დროზე ობი-ვან კენობი მოიქცა, მახვილი გადაეცა შემდეგი ახალი იმედისთვის“.[15] ჰემილის ერთ-ერთი ინტერვიუდან გამომდინარეობს, რომ სიკველების ტრილოგიისთვის ჯორჯს დაგეგმილი ჰქონდა ლუკის IX ეპიზოდის ჩათვლით დარჩენა და ლეიასთვის ძალის ფლობის ხელოვნების შესწავლა.[16] თავად ჰემილს მოსწონდა ამბის ასეთი განვითარება.[17]
ხმების თანახმად, ჯ.ჯ. აბრამსიც და რაიან ჯონსონიც მონაწილეობდნენ IX ეპიზოდის ადრეული ვარიანტის შემუშავებაში[19][20], თუმცა, ორივემ ასეთი ინფორმაცია უარჰყო[21][22], ხოლო აბრამსმა თთავისი მონაწილეობის შესახებ განაცხადა: „მონახაზზე არ ვმუშაობთ, უბრალოდ მრავალჯერ მომხდარა ისე, რომ რაღაც იდეა გვქონია და გვითქვამს, 'ო, ეს დიდებული იქნებოდა VIII ეპიზოდისთვის' ან 'ეს შეიძლება IX-ში მოხვდეს!' [21]. ძალის გამოღვიძების თანასცენარისტ ლორენს კესდენის თქმით, Lucasfilm-ის შემოქმედებითმა გუნდმა ადრეულ ეტაპზე უკვე შეიმუშავა იდეა, თუ როგორ დაასრულებდა ფილმს.[23] იგივეზე ისაუბრა კაილო რენის როლის შემსრულებელმა ადამ დრაივერმა: ''ვარსკვლავური ომების შემთხვევაში ვფლობდი ინფორმაციას, თუ რა ელოდა და სწორედ ამაზე ვფიქრობდი დიდი ხნის განმავლობაში და ყველაფერი ამისკენ მიდიოდა.“[24]
2015 წლის აგვისტოში IX ეპიზოდის რეჟისორად დაინიშნა კოლინ ტრევორო[25], რომელიც აგრეთვე მუშაობდა სცენარზე, თუმცა Lucasfilm-თან უთანხმოებების გამო მან პროექტი 2017 წელს დატოვა. ვინაიდან აუცილებელი იყო VII და VIII ეპიზოდების ერთიანი სახე, რაიან ჯონსონი და ჯ.ჯ. აბრამსი ერთად მუშაობდნენ, რათა დაეცვათ იგი.[26] ოპერატორ ჯონ შვარცმანთან ერთად ტრევორო აპირებდა 65 მმ-იან ფირზე გადაღებას და ზოგიერთი კადრის ნამდვილ კოსმოსშიც მომზადებას.[27][28] 2016 წლისთვის Lucasfilm-ში შემუშავდა სრული მონახაზი, რომელიც ტრევორომ სცენარის სახით გადაწერა. სრული სცენარი მან Lucasfilm-ს (ისევე, როგორც ლუკასს და ჰემილს[29]) წარუდგინა იმავე წლის დეკემბერში.[30] — როგორც ცნობილი იყო, სახელწოდებით ბედების დუელი.[31]
სხვადასხვა ცნობის თანახმად, IX ეპიზოდის სცენარზე მუშაობდნენ ჯ.ჯ. აბრამსიც და რაიან ჯონსონიც,[32][33] თუმცა ორივე ამას უარყოფდა.[21][22] აბრამსი: "მიმართვას არ ვამზადებთ, უბრალოდ ხშირად გვქონია რაღაც იდეა და გვითქვამს 'ო, ეს შესანიშნავი იქნებოდა VIII ეპიზოდისთვის' ან 'ეს IX ეპიზოდს მოუხდებოდა!'[21] ძალის გამოღვიძების თანასცენარისტ ლორენს კესდენის თანახმად, Lucasfilm-ის გუნდმა ადრეულ ეტაპზე უკვე შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ დაასრულებდნენ ფილმს.[23] ასეთი გეგმის არსებობა დადასტურდა კაილო რენის როლის შემსრულებელ ადამ დრაივერის მიერ: 'ვარსკვლავურ ომებში ვფლობდი მცირე ინფორმაციას, თუ როგორ განვითარდებოდა და ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობ და ყველაფერი ასე ვითარდება.[34] კერი ფიშერის ძმამ, ტოდ ფიშერმა, yahoo.com-ს უამბო, რომ ფილმში თავდაპირველად ლეიას მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა — იგი იქნებოდა „უკანასკნელი ჯედაი“, ნახსენები წინა ფილმის სახელწოდებაში.[35]
კერი ფიშერის გარდაცვალება[]
- „დაასრულა, ხელი მომკიდა და მითხრა: 'კარგი იქნებოდა, IX-ში წინა პლანზე ვყოფილიყავი!' იმიტომ, რომ VII-ში წინა პლანზე და მთავარი ჰარისონი იყო, VIII-ში კი მარკი. ელოდა, რომ IX მისი ფილმი იქნებოდა. და ასეც იქნებოდა.“
- ―კეთლინ კენედი კერი ფიშერის გარდაცვალებაზე
კერი ფიშერი გარდაიცვალა 2016 წლის 27 დეკემბერს. ვინაიდან პერსონაჟს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ტრევოროს სცენარში[35][36]
ამის გამო ტრევორო კეთლინ კენედის 2017 წლის იანვარში შეხვდა, რათა განეხილა ამბის განვითარების შესაძლო ვერსიები.[37] კენედის თქმით, გუნდმა მუშაობა „ფაქტობრივად, ხელახლა დაიწყო“[38]. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჯეკ თორნი მიიწვიეს თავდაპირველი სცენარის გადასამუშავებლად.[39] თუმცა 2017 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ტრევორომ პროექტი შემოქმედებითი უთანხმოებების გამო დატოვა[40] და მას ჩაენაცვლებოდა ძალის გამოღვიძების რეჟისორი ჯ.ჯ. აბრამსი[3] კენედის თანახმად, სცენარზე მუშაობის თავდაპირველ ეტაპზე მიხვდა, რომ ტრევორო არ იყო ამ მოვალეობის შესასრულებლად გამოსადეგი.[41] მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ტრევორო არ ესწრებოდა ძალის გამოღვიძების ამბის განხილვებს, რომელთა დროს შემუშავა ტრილოგიის ძირითადი მონახაზი.[42] როგორც ცნობილი იყო, Disney დათანხმდა, Paramount Pictures-ისთვის გარკვეული თანხა გადაეხადა, რათა მას ამ ფილმზე ემუშავა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღნიშნულ კომპანიასთან არსებულ კონტრაქტს დაარღვევდა).[43] აბრამსმა სიუჟეტის საკუთარი განვითარება Disney-ს ხელმძღვანელ ბობ აიგერს 2017 წლის დეკემბერში წარუდგინა[44] და სცენარი 2018 წლის თებერვლისთვის დაასრულა.[45] Rolling Stone-ს მან განუმარტა: „დაბრუნებას არ ვგეგმავდი. მაგრამ როდესაც მოგვეცა საშუალება, დაგვესრულებინა ამბავი, დაწყებული ახალი პერსონაჟებით, გვეამბო მათი ამბის უკანასკნელი თავი, ჩანდა, რომ იყო საშუალება, ეს გაგვეკეთებინა უფრო კარგად, ვიდრე მეშვიდეში გავაკეთეთ.“[46]
დროის გამო წარმოშობილი სირთულეების მიზეზით აბრამსმა კრის ტერიოს სთხოვა ფილმის სცენარზე მასთან ერთად ემუშავა[47]. მოგვიანებით მან სცენარის შექმნის პროცესი აღწერა როგორც „გიჟური გამოწვევა, რომელიც იქნებოდა იდეების საოცრად არასასიამოვნო დამახინჯება და პასუხების, გამოსავალის თუ კავშირების ძიება ... თითქოს ისეთი მიმართულებით წარიმართა, რამის გაფუჭების გარეშე, რომ რაღაც საოცრად გამორჩეული გვექნებოდა“[48] 2018 წლის მაისში მან The Wall Street Journal-ს უამბო: „თავიდანვე, VII-ზე მუშაობისას, მრავალი ჩანაფიქრი მქონდა, თუ როგორ შეიძლებოდა ამბის განვითარება. უბრალოდ, ჩემ ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც არ მიფიქრია, რომ მათ განხორციელებას შევძლებდი.“[49] აღსანიშნავია, რომ სცენარზე მუშაობამდე შემოქმედებითი გუნდი ჯორჯ ლუკასს[50], ჯონსონს და კესდენს გაესაუბრა.[51] აბრამსის თანახმად, ლუკასმა განმარტა ზოგიერთი რამ ძალის და მიდიქლორიანების შესახებ.[52]. ტერიომ აგრეთვე ვრცლად გამოიკვლია გაფართოებული სამყარო და უკანასკნელი დროის ანიმაციური ტელესერიალები[53]. სცენარზე მუშაობისას იგი შთაგონებული იყო სწორედ ასეთი პირველწყაროებით. პროცესი მან შეადარა არამხატვრული ჟანრის ნაწარმოებზე მუშაობას: „როდესაც ამბავთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ვღებულობდით, კარგად ვიცოდით, ეს შემდგომში იქცეოდა კანონიკურად და ამიტომ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ეს ამბავთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილება იყო? პერსონაჟების მხრივ დარწმუნებულნი ვიყავით? თემატური განხრით? თანხმობაშია ჯორჯის ორიგინალურ გეგმებთან, IV ეპიზოდიდან? თანხმობაში იმასთან, რაც შევიტვყვეთ წინაისტორიიდან და სიკველების ტრილოგიიდან?“[54] ძირითად პერსონაჟებში იგი ხედავდა 1812 წლის ომის მსგავსი მოვლენების რევოლუციონერთა შვილებს.[55]
აბრამსის და ტერიოს მიზანი იყო, შეექმნათ ფილმი, რომელიც დაასრულებდა სკაიუოკერების საგას და ერთად შეკრავდა წინა რვა თავს.[50][56] აბრამსმა და ტერიომ წერა დაიწყეს Bad Robot-ში, იდეების მთელი რიგის დაფაზე ჩამოწერით და მათი შემდგომში Microsoft Word-ის დოკუმენტში გადატანით[57] სცენარის განსახილველად მათი შეხვედრები აგრეთვე იმართებოდა კაფეებში, სადაც პერსონაჟებზე საუბრისას იყენებდნენ კოდურ სახელებს.[58] ამ პერიოდში ისინი მუშაობდნენ იდეებზე კენედისთან, მიშელ რეჟვანთან, კევინ ჯენკინსთან და როჯერ გაიეტთან ერთად[54]. კენედიმ და რეჟვანმა მიუთითეს თხრობის ისეთ ასპექტებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელი იყო.[59] კენედიმ Gizmodo-სთან საუბრისას პროცესი ასე აღწერა: „ზედმეტად მომთმენი არავინ ყოფილა. თუკი ვინმე ფიქრობდა, რომ რაღაც არასწორი იყო, თუკი ვერ ხვდებოდა, თუკი, მოყვარულის თვალთახედვიდან, ხდებოდა ზღვარის გადაკვეთა და მცდარი აზროვნება, არავის ეშინოდა, ეთქვა ამის შესახე, ვინაიდან ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს, რათა ყველაფერი სწორად წარმართულიყო. და არაფერი მივუშვით.“[42] აბრამსმა პროცესს უწოდა „გიჟური გამოწვევა, რომელიც შესაძლოა, ქცეულიყო იდეების არასასიამოვნო დამახინჯებად და პასუხების, გადაწყვეტილებებისა და ხიდების ჩაყრად...ვგრძნობ, რომ მივაღწიეთ — უსიამოვნებების გარეშე — იქ, სადაც რაღაც განსაკუთრებული გველის“.[47]
ტერიომ აბრამსთან ერთად თვალი შეავლო იდეებს, რომლებიც კესდენთან ერთად ძალის გამოღვიძებისთვის შეიმუშავა[60] და ისეთებსაც, რომლებიც ტრევოროს სცენარშიც იყო.[29] ამბის ზოგიერთი ასპექტი წარმოების წინა პროცესის დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა[61]. ყოველდღიურად იცვლებოდა დიალოგებიც.[41][62] პროდიუსერ კეთლინ კენედის თქმით, პალპატინის დაბრუნება დაგეგმილი იყო თავიდანვე[63], თუმცა, ტრევოროს აზრით, ეს აბრამსის ჩანაფიქრი იყო.[29] ტერიოს თქმით, აბრამსთან ერთად არაფერი გამოუყენებია ტრევოროს სცენარიდან, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ზოგიერთი ელემენტი მოხვდა მათ სცენარშიც. „ამის დადგენაზე მუშაობს გილდია“."[64] მიუხედავად ამისა, ტრევორო და დერეკ კონოლი, რომელიც მასთან ერთად სცენარზე მუშაობდა, მითითებულები არიან ფილმის ტიტრებში[4]. ამ ფილმზე უკანასკნელი ჯედაის გავლენასთან დაკავშირებით აბრამსმა Esquire-თან საუბარში განმარტავდა: „როგორც რეჟისორმა, IX ეპიზოდზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ მისი [რაიან ჯონსონის] 'უკანასკნელ ჯედაიში' შეტანილიდან არაფერი ყოფილა ჩემს გეგმებთან წინააღმდეგობაში, ასე, რომ...ამ ამბავს ხელი არ შეუშლია ჩემი ჩანაფიქრისთვის. სინამდვილეში, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შესაძლოა, მათ გაამყარეს კიდეც იგი, ვინაიდან უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ რაიანს არ გაუკეთებია ის, რასაც გავაკეთებდით ჩვენ.“[65]
Lucasfilm-მა უარყო ჭორი, თითქოს მომავალ ფილმებში ფიშერს ციფრულად შექმნიდნენ.[66] მსახიობის ძმა ტოდმა განაცხადა, რომ მან და კერის შვილმა, ბილი ლურდმა Lucasfilm-ს მისცეს ფიშერის უკვე გადაღებული კადრების გამოყენების უფლება.[67] თავდაპირველად კენედი აცხადებდა, რომ კერი ახალ ფილმში არ გამოჩნდებოდა,[68] მაგრამ აბრამსმა მოგვიანებით დაადასტურდა, რომ იგი მაინც მოხვდებოდა ახალ ფილმში, ძალის გამოღვიძებისთვის გადაღებული და გამოუყენებელი კადრების მეშვეობით[5]— ამ ჩანაფიქრის იდეის ავტორად ტოდ ფიშერი აბრამსს ასახელებდა.[69] უკანასკნელი ამბობდა: „ყველაფერი ჰგავდა შეუძლებელ კითხვაზე შეუძლებელი პასუხის პოვნას“.[70] ტოდ ფიშერი: ამონარიდი მისივე ინტერვიუდან: „უამრავი გადაღებული მასალაა. არა მხოლოდ წარუმატებელი კადრები. საუბარია გამოუყენებელ, ახალ კადრებზე, რომლებიც სიუჟეტში ჩაჯდებოდა. სწორედ ეს გააოგნებს ყველას. ისე გამოიყურება, თითქოს ასეც უნდა იყოს. თითქოს გუშინ გადაიღეს.“[71] (იგი აგრეთვე ამბობდა, რომ გამოიყენებდნენ უკანასკნელი ჯედაის გამოუყენებელ კადრებსაც[72] მოგვიანებით აბრამსმა განმარტა, რომ მსგავსი არაფერი გამოყენებულა, ვინაიდან ხელთ მნიშვნელოვანი არაფერი ჰქონიათ.[73]) ILM-მა სინამდვილეში ფიშერის მიმიკა გადაიტანა ციფრულ სხეულზე, ხოლო მსახიობები გადასაღებ მოედანზე აკვირდებოდნენ მოდელს. ასეთ გზით პერსონაჟი დაამატეს ახალ ადგილებში, ხოლო მსახიობები ატარებდნენ ახალ ვარცხნილობას, რათა ფილმში ლეიას გარეგნობა ყოფილიყო უფრო გამორჩეული.[74]
წარმოება[]
- „ჩვენ ამ ფილმზე მუშაობა დავიწყეთ იმაზე ფიქრით, რომ იგი უნდა ყოფილიყო დამაჯერებელი. უნდა იყოს. ზოგიერთ კითხვაზე პასუხები უნდა მიიღოთ. ზოგიერთი რამ უნდა შეიტყოთ.“
- ―ჯ.ჯ. აბრამსი
ფილმის ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა Pinewood Studios-ში 2018 წლის 1 აგვისტოდან[5][76], სამუშაო სახელწოდებით „trlXie“ (თავდაპირველი სამუშაო სახელწოდება იყო „შავი მარგალიტიც“.[77][78] სამი კვირის განმავლობაში მუშაობა აგრეთვე მიმდინარეობდა უადი-რუმში, იორდანიაში (სადაც განდგომილი ერთისთვის გადაიღეს ჯედაზე მიმდინარე სცენები).[79] ზოგიერთი სცენა გადაიღეს IMAX-ის კამერებით.[80] ვინაიდან ამ ფილმის წარმოების განრიგი წინა ფილმებთან შედარებით შემოკლებული იყო, გუნდს ყველა აუცილებელი სცენა უნდა გადაეღო ძირითადი გადაღებებისას[81] და მერიან ბრენდონმა მონტაჟი პირდაპირ სამუშაო მოედანზე დაიწყო.[82]
სკაიუოკერის აღზევებაზე მუშაობისას აბრამსი ნაკლებად დაძაბული იყო, ვიდრე ძალის გამოღვიძების შემთხვევაში[83] და შთაგონების წყაროდ უთითებდა ჯონსონის უკანასკნელ ჯედაის[84]. „რაიანის დახმარებით გამახსენდა, რომ სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამ ფილმებზე — არა მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნა ის, რაც მანამდე გინახავს.“[85] პო დემერონის როლის შემსრულებელ ოსკარ აიზეკის თანახმად, ამ ფილმზე მუშაობისას მსახიობებს მეტი იმპროვიზაციის საშუალება მიეცათ[86] აბრამსმა პერსონაჟების ურთიერთობების დიდი ნაწილი ხანგრძლივი დუბლებით გადაიღო, რომელთა დროს მსახიობები საკუთარ ტექსტს იგონებდნენ.[87] დეიზი რიდლი: „აი რა ხდებოდა: ჯ.ჯ. გვთხოვდა სცენის საუბრის გარეშე შესრულებას, უბრალოდ ემოციურ განწყობას... სულ ერთი იყო. უბრალოდ ასე გვეუბნებოდა: 'არ იცით, როდის რა მოხდება'. ასე რამდენიმეჯერ მოვიქეცით. მერე უკვე სახალისო გახდა, იმიტომ, რომ ძლიერ გვეცინებოდა.“[88]
გადაღებების დაწყებამდე მსახიობთა გუნდის წევრებმა სპეციალური მომზადება გაიარეს, მაგალითად, კიკბოქსინში[89], ცხენით ჯირითში, მშვილდ-ისრის გამოყენებაში და სხვა სასროლი იარაღის დაკავებაში[90][91] დეიზი რიდლი თავად ასრულებდა თავისი პერსონაჟის ილეთებს.[92] გადასაღებ მოედანს, ისევე, როგორც წინა ეპიზოდის შემთხვევაში, ეწვია რეჟისორი კევინ სმითიც, რომელმაც დანახული ასე აღწერა: „უდიდესი დეკორაცია, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. ეს ადამიანი არა უბრალოდ ფილმის რეჟისორია, არამედ, თითქოს პატარა ქვეყნის.“[93] წინა ფილმებისგან განსხვავებით, IX ეპიზოდის სცენარი კიდევ უფრო მეტი იდუმალებით იყო მოცული. მსახიობებს არ შეეძლოთ მისი ასლის შინ წაღებაც.[94][95][96] მიუხედავად ამისა, eBay-ზე მოხვდა სცენარის ასლი, მას შემდეგ, რაც იგი სასტუმროს ნომერში, საწოლის ქვეშ, შემთხვევით დატოვა ფინის როლის შემსრულებელმა, ჯონ ბოიეგამ. სცენარი იპოვა დამლაგებელმა. მიუხედავად ამისა, Lucasfilm-ში შეიტყვეს ამის შესახებ და სცენარი დააბრუნეს ვინმეს მიერ მის შეძენამდე.[97][98]
2018 წლის 11 დეკემბრისთვის ცნობილი იყო, რომ ჰემილს ფილმზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა უკვე ერთი კვირით ადრე და სცენები უნდა გადაეღო სერიალ რაინდების დაცემაში მონაწილეობის პარალელურად.[95]
გადაღება დასრულდა 2019 წლის 15 თებერვალს.[99] სცენების განმეორებით გადაღება, როგორც ცნობილი იყო, მიმდინარეობდა სექტემბერსა და ოქტომბრის შუა რიცხვებში, Bad Robot Productions-ში.[100]
წარმოების შემდგომი ეტაპი[]
ჯონ უილიამსა ფილმის მუსიკაზე მუშაობა დაიწყო 2019 წლის მაისისთვის[101], ხოლო ჩაწერა დაიწყო ივნისში.[102] ჩაწერა მიმდინარეობდა 11 დღის განმავლობაში, 2019 წლის ივლისიდან ნოემბრამდე.[103] თავად ჯონი აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, ეს იქნებოდა მისთვის ვარსკვლავური ომების უკანასკნელი პროექტი.[8]
სკაიუოკერის აღზევება იყო ILM-ის ახალი ავსტრალიური წარმომადგენლობის პირველი პროექტი.[104] ლუკის და ლეიას სცენა, რომლებიც ვითარდება წლებით ადრე, შეიქმნა იმპერიის საპასუხო შეტევის და ჯედაის დაბრუნების კადრების და მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე მსახიობების მეშვეობით (ბილი ლურდმა შეასრულა ახალგაზრდა ლეიას როლი).[105] აბრამსმა Entertainment Weekly-ს უამბო, რომ წარმოების შემდგომი ეტაპისას ფილმის დასასრულებლად შესამჩნევად ნაკლები დრო ჰქონათ და რომ „ეს მის დასასრულებლად პრაქტიკული რბოლა იყო“. თუმცა, იგი საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული იყო სკაიუოკერის აღზევების გადაღებისას, ვიდრე ძალის გამოღვიძებაზე მუშაობისას.[89] მონტაჟი დასრულდა 2019 წლის 24 ნოემბერს.[106] საერთო ჯამში, აბრამსმა ფილმი აღწერა როგორც „ყველაზე დიდი გამოწვევა“, რომელიც ოდესმე ჰქონია.[107][108]
გამოშვება[]
- „კრის ტერიოსთან მუშაობა და კეთლინ კენედისთან ერთად ამის შექმნა მშვენიერია იმით, რომ, ვფიქრობ, ვიპოვეთ გზა — იმედი მაქვს, თავად გადაწყვიტეთ — რათა დავასრულოთ ეს ამბავი ისე, რომ იყოს დამაკმაყოფილებელი, მოულოდნელი, გასართობი, შოკისმომგვრელი, ყველა სახის შეგრძნებით, რომელსაც ამბავი დაგიტოვებთ.“
- ―ჯ.ჯ. აბრამსი
თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფილმის 2019 წლის 24 მაისს გამოშვება,[109] მაგრამ მოგვიანებით 20 დეკემბრისთვის დაინიშნა[9]. ამრიგად, ალადინის პრემიერისთვის 24 მაისი გათავისუფლდა.[110] ფილმის პირველი კადრები 8 მარტს საჯაროდ უჩვენეს Disney-ს ინვესტორთა კონფერენციის დამსწრე პირებს[111], ხოლო 2019 წლის CinemaCon-ზე კადრები გამოჩნდა Disney-ს მომავალი ფილმების მონტაჟის ჩვენებისას.[112] ფილმს მიეძღვნა ღონისძიება Celebration Chicago-ზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯ.ჯ. აბრამსი და პროდიუსერი კეთლინ კენედი.[113] ღონისძიების დროს აგრეთვე აჩვენეს მცირე რგოლი[114], ფილმის სახელწოდებით, და დროებითი პოსტერიც.[115] კონვენციის დროს აბრამსი, კენედი და მსახიობები ჩაწერეს გადაცემისთვის Good Morning America.[51][116] 2019 წლის მაისსა და ნოემბერში მასალა ფილმის შესახებ გამოქვეყნდა Vanity Fair-ში და Empire-ში[83][117]. 2019 წლის D23 Expo-ზე ჩატარდა პანელი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფილმში მონაწილე მსახიობები და შემქმნელები. ღონისძიების ფარგლებში წარადგინეს ახალი წინასწარი პოსტერი და აჩვენეს ორი რგოლი ფილმიდან.[118][119] აქედან მეორე გამოქვეყნდა ინტერნეტში და ნაჩვენები იყო Good Morning America-ს ეთერში.[120]
მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები ფილმის პრომოკამპანიის ფარგლებში ტელეეთერში რამდენიმეჯერ გამოჩნდნენ, მათ შორის — Good Morning America-ს[97][121][122][123][124] The Late Show With Stephen Colbert-ის,[125] The Tonight Show Starring Jimmy Fallon-ის,[126][127] Live with Kelly and Ryan-ის,[128][129] Late Night with Seth Meyers-ის,[130] და Jimmy Kimmel Live!-ის ეთერში.[131] 2 დეკემბერს ისინი აგრეთვე მონაწილეობდნენ პირდაპირ ეთერში გამართულ კითხვების და პასუხების გადაცემაში[132], 4 დეკემბერს — პრეს-კონფერენციაში[133][134], 7 დეკემბერს — ბრაზილიის Comic Con Experience-ში[135] და იაპონური პრემიერის ცერემონიაში, 11 დეკემბერს.[136] 12 დეკემბერს Amazon.com-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური, კადრების მიღმა მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო.[137]
ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო 21 ოქტომბერს,[138] რასაც მოჰყვა Monday Night Football-ის დროს უკანასკნელი რგოლის ჩვენება და კინოპოსტერის გამოქვეყნება.[139][140] Lucasfilm Porsche-თან ერთად მუშაობს ვარსკვლავური ომების ხომალდის დიზაინზე, რომელიც შექმნილი იქნება ფილმის პრემიერისთვის.[141] 18 დეკემბრიდან, AMC Theaters-ის ქსელმა მოაწყო 27 საათზე მეტი ხანგრძლივობის მარათონი, რომელშიც შევიდა საგის ყველა წინა ეპიზოდის ჩვენება.[142] ადამ დრაივერის, გრენ გრანბერგის და მარკ ჰემილის ხელმძღვანელობით გაიმართა Omaze-ის ღონისძიება, რომლის ფარგლებში გამარჯვებულებმა შეძლეს აშშ-ში ფილმის კინოპრემიერაზე[143][144][145] 16 დეკემბერს დასწრება.[146] ისევე, როგორც ძალის გამოღვიძების შემთხვევაში[147], სიკვდილის პირას მყოფ თაყვანისმცემელს საშუალება მისცეს, ფილმი ენახა, რაც ბობ აიგერმა Twitter-ზე დაადასტურა.[148]
ნაწარმი[]
2018 წლის ნოემბერში Lucasfilm-მა გამოუშვა თავგადასავლების გალაქტიკის პირველი ეპიზოდები. ეს არის ვარსკვლავური ომების საგის საბავშვო ადაპტირება. კამპანია დაიწყო ფილმის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე.[149] იმავე წლის დეკემბერში Topps-მ დაიწყო კამპანია „Star Wars Galactic Moments: Countdown to Episode IX“, რომლის ფარგლებში ფილმის გამოსვლამდე თითო კვირაში გამოდიოდა სამი საკოლექციო თემატური ბარათი.[150] ფილმთან დაკავშირებული ნაწარმის გამოცემა დაიწყო 2019 წლის 4 ოქტომბერს, Triple Force Friday-ს აღსანიშნად. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი იყო მანდალორელის და ვიდეოთამაშ Star Wars Jedi: Fallen Order თემატური ნაწარმი.[151] აგრეთვე დაიგეგმა გამოცემების სერია ეგიდით „სათავეებიდან IX ეპიზოდამდე“.[152]
Lucasfilm-მა, ნაწარმის რვა სხვადასხვა ბრენდთან პარტნიორობით, ფილმის პრომოკამპანია წამოიწყო. ეს ბრენდებია Bose, Dannon, General Electric, General Mills, Porsche, Samsung, McDonald's და United Airlines[153]. ყოველი ბრენდი კამპანიას დაიწყებს 1 ნოემბერს.[154]
ისევე, როგორც წინა ფილმების შემთხვევაში, სკაიუოკერის აღზევების გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო პროგრამა მოგზაურობა სკაიუოკერის აღზევებამდე, რომელშიც შევიდა რომანები, მოთხრობები, კომიქსები, ენციკლოპედიები და სათამაშო წიგნები.[155] Star Wars Battlefront II-ს და Star Tours: The Adventures Continue-ს დაემატა ფილმთან დაკავშირებული ელემენტებიც.[156] Funko Pop-მა გამოუშვა ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი რგოლი, შთაგონებული ფილმით.[157][158] Lucasfilm-მა 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის იანვარში NBA-ს თამაშების ფარგლებში გამართა ვარსკვლავური ომების საღამოები.[159]
Disney-ს მფლობელობაში არსებულ რამდენიმე ვიდეოთამაშს დაემატა შიგთავსი ფილმიდან. ესენია Disney Emoji Blitz, Disney Magic Kingdoms, Star Wars: Commander, Star Wars: Galaxy of Heroes,[160] და Star Wars Battlefront II.[156] 12 დეკემბრიდან Fortnite-ში გამოჩნდა ფილმთან დაკავშირებული თემები და ემოციები,[161], ხოლო 14 დეკემბერს თამაშში გაიმართა ფილმის ერთ-ერთი სცენის ჩვენება.[162][163] (ღონისძიების დასასრულს გაიჟღერა პალპატინის ექსკლუზიურმა ტექსტმა, რომელიც ფილმის შესავალში ნახსენები დიალოგია).[164]) Roblox-მა აგრეთვე წარადგინა ფილმებთან დაკავშირებული მასალა.[165] 2020 წლის ვიდეოთამაშში LEGO Star Wars: The Skywalker Saga შეტანილი იქნება სკაიუოკერის აღზევების სცენებიც.
ვიდეოგამოცემა[]
ფილმი ციფრულად გამოიცა iTunes-ზე და Vudu-ზე, 14 მარტს,[166] და გამოვიდა ციფრულ HD და 4K Ultra HD ფორმატებში Movies Anywhere-ზე[167] და Disney+-ზე. ფიზიკური ვერსიები გამოიცემა 31 მარტს. მათ შორის იქნება მრავალეკრანიანი გამოცემა (Blu-ray და ციფრული კოდი), სრული საკოლექციო გამოცემა (4K, Blu-ray და ციფრული კოდი) და DVD ვარიანტი. Best Buy, Target და Wal Mart წარმოადგენენ ექსკლუზიურ კომპლექტს, ხოლო 27 დისკიანი ვერსია „სკაიუოკერების საგის“ სახელწოდებით (4K, Blu-ray, ციფრული კოდი) მხოლოდ Best Buy-ს ქსელში გაიყიდება[167].
გამოცემების დამატებით მასალებს შორის წარმოდგენილია:
- სკაიუოკერების მემკვიდრეობა — ამბავი მარად ცოცხლობს ამ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ასახავს სკაიუოკერის აღზევების შექმნას.
- დევნა პასაანაზე: სპიდერებით დევნის შექმნა — გაეცანით ფილმში სპიდერების ეპიკურ დევნას და აღმოაჩინეთ, როგორ გადაიღეს ეს გამაოგნებელი სცენა.
- უცხომიწელები უდაბნოში — იხილეთ, თუ როგორ შეიქმნა პასაანას უდაბნოს სცენები, გადაღებების სრული მასშტაბიდან და სირთულეებიდან ნაირფეროვან დეტალებამდე.
- D-O: წარსულის გასაღები — შეისწავლეთ გემი, რომელიც რეის აკავშირებს დაკარგული მშობლების საიდუმლოსთან და გაიცანით გალაქტიკის უახლესი, მიმზიდველი დროიდი.
- უორიკი და ძე – უორიკ დეივისი, ჯედაის დაბრუნებაში უიკეტის შემსრულებელი, კვლავ იცვამს ევოკის კოსტიუმს — ამჯერად მას უერთდება შვილი, ჰარისონი.
- არსებების შემადგენლობა — გუნდი, რომელსაც ეკუთვნის ფილმის აღსანიშნავი არსებები, საუბრობს თოჯინებზე, გრიმზე, ხელოვნურ კიდურებზე და ციფრულ ჯადოქრობაზე, რომელიც მათ აცოცხლებს!
- მაესტროს ფინალი — კომპოზიტორი ჯონ უილიამსი საუბრობს ვარსკვლავური ომების საგისთვის დაწერილ ნაშრომებზე და იხსენებს სკაიუოკერის აღზევებისთვის მუსიკის შექმნის დეტალებს (მხოლოდ ციფრულ ვერსიაში).
შეფასება და წარმატება[]
კომერციული წარმატება[]
Fandango-ს გამოკითხვით, სკაიუოკერის აღზევება 2019 წლის ყველაზე სასურველი იყო და ამ მხრივ მას ჩამორჩებოდნენ შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული და კაპიტანი მარველი.[168] 2019 წლის ნოემბერში ვარაუდობდნენ, რომ გამოსვლისთანავე ფილმის შემოსავალი შეადგენდა 175-დან 205 მილიონ აშშ დოლარამდე.[169][170][171]
საპრემიერო დღეებში ფილმის შემოსავალმა შეადგინა 177 მილიონი აშშ დოლარი შტატებში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით — 376 მილიონი.[172] ფილმს კომერციულად შესამჩნევად მცირე წარმატება ჰქონდა ჩინეთში, განსხვავებით ძალის გამოღვიძებისგან.[173] ფილმის შემოსავალი მსოფლიო გაქირავებიდან დღეისთვის შეადგენს 1.074 მილიარდ აშშ დოლარს.
კრიტიკული შეფასება[]
კრიტიკოსებმა ნამუშევარი არაერთგვაროვანი შეფასებებით განიხილეს. Rotten Tomatoes-ზე მას დადებითად კრიტიკოსთა მხოლოდ 52% პროცენტი აფასებს (472 მიმოხილვით), ხოლო მაყურებელთა საერთო შეფასება არის 6.17/10. კრიტიკული მიმოხილვების შეჯამება ასეთია: „ვარსკვლავური ომები, სკაიუოკერის აღზევება განიცდის ფანტაზიის იმედგამაცრუებელ არქონას, მაგრამ ამ საყვარელ საგას ასრულებს ფანატიკური ერთგულებით“[174]Metacritic-ზე ფილმი სამოცი კრიტიკული მიმოხილვის საფუძველზე ფლობს 100-დან 53 ქულას, რაც ნიშნავს შერეულ ან საშუალო შეფასებებს.[175] შემთხვევით კენჭისყრისას CinemaScore-ზე დასაშვები, „A+“-დან „F“-მდე არსებულ ფარგლებში, მაყურებლებმა ფილმს მიანიჭეს შეფასება „B+“ (საშუალო).[176]
CinemaScore-ის მიერ შერჩეულმა შემთხვევითმა მაყურებლებმა ფილმს საშუალოდ მიანიჭეს შეფასება „B+“ (დიაპაზონში „A+“-დან „F“-ამდე). შედარებისთვის, საგის წინა ორმა ფილმმა ამავე რესურსზე მიიღო შეფასება „A“, ხოლო პრიკველების ტრილოგიის ყოველმა ფილმმა — "A-."[176] Rotten Tomatoes-ზე დადასტურებული მომხმარებლების შეფასების საფუძველზე ფილმს ამჟამად აქვს 5-დან 4.31 ქულა, რაც ნიშნავს, რომ იგი მაყურებელთა 86%-ს მოსწონს.[174] საპირისპიროდ, Metacritic-ზე მომხმარებელთა მიმოხილვების მიხედვით ფილმს 10-დან 4.9 ქულა აქვს.[175]
ფილმი ამჟამად ნომინირებულია აკადემიის სამ ჯილდოზე: მუსიკის, ხმის მონტაჟის და ვიზუალური ეფექტენის კატეგორიებში.[177]
უწყვეტობა[]
სერიალის LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები ეპიზოდში გაქცევა ენდორიდან R2-D2-ს შენახული აქვს C-3PO-ს მეხსიერების ასლი. მისი ჩატვირთვისას დროიდის თვალები ციმციმებენ.[178]
მედია[]
პოსტერების გალერეა[]
გარეკანების გალერეა[]
შემადგენლობა[]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
მითითების გარეშე
|
გუნდი
|
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
მუსიკა[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
|