FANDOM


Premium-Eras-canonPremium-Era-real
Yoda icon შენ მომავალს ხედავ.
ამ გვერდზე აღწერილია მომავალი ფილმი. სტატიის შიგთავსი დროდადრო შეიცვლება, ამა თუ იმ ნაწარმის გამოსვლის მოახლოებასთან ერთად.
ROTS logo transparent არავინ მიდის სამუდამოდ
ყურადღება! გვერდი შეიცავს ე.წ. სპოილერებს ფილმიდან სკაიუოკერის აღმასვლა. თუკი არ გსურთ მათი წაკითხვა, დატოვეთ გვერდი ახლავე!
"კრის ტერიოსთან მუშაობის და კეთლინ ტერნერთან შექმნის მშვენიერება ის არის, რომ, როგორც ვფიქრობ, მივაგენით — იმედია, თავად გადაწყვიტეთ — საშუალებას, დავასრულოთ ეს ამბავი სასიამოვნოდ, მოულოდნელად, თავშესაქცევად, შოკისმომგვრელად, ყველა იმ შეგრძნებით, რომელიც უნდა მოგიტანოთ ამბავმა."
ჯ.ჯ. აბრამსი[წყარო]

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღმასვლა არის მომავალი, 2019 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჯ.ჯ. აბრამსი, ხოლო სცენარის ავტორები — აბრამსი და კრის ტერიო. იგი იქნება რიგით მესამე და უკანასკნელი ფილმი ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგიაში. ფილმის პროდიუსერია Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი. სურათში გაგრძელდება აბრამსის მიერ გადაღებულ 2015 წლის ძალის გამოღვიძებაში და რაიან ჯონსონის 2017 წლის უკანასკნელ ჯედაიში განვითარებული ამბავი. თავად Lucasfilm სკაიუოკერის აღმასვლას უწოდებს სკაიუოკერების საგის უკანასკნელ ფილმს.

სკაიუოკერის აღმასვლაში მონაწილეობენ მსახიობები დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ადამ დრაივერი, ოსკარ აიზეკი, ლუპიტა ნიონგ'ო, დონალ გლისონი, კელი მარი ტრანი, იონას სუოტამო, ბილი ლურდი, ნაომი ეკი, რიჩარდ ე. გრანტი, კერი რასელი, მარკ ჰემილი, ენტონი დენიელსი, იენ მაკდერმიდი და ბილი დი უილიამსი, ლენდო კალრისიანის როლში. ფილმში აგრეთვე გამოჩნდება ლეია ორგანა კერი ფიშერის მონაწილეობით — მის გარდაცვალებამდე გადაღებული გამოუყენებელი სცენები ძალის გამოღვიძებიდან. IX ეპიზოდის გამოშვების შესახებ პირველად ცნობილი გახდა, როდესაც The Walt Disney Company-მ 2012 წელს შეიძინა Lucasfilm. თავდაპირველად ამ ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი უნდა ყოფილიყო კოლინ ტრევორო, მაგრამ 2017 წლის სექტემბერში მან დატოვა პროექტი Lucasfilm-თან "შემოქმედებითი უთანხმოებების" საფუძველზე. 2017 წლის 12 სექტემბერს აბრამსი და ტერიო გამოაცხადეს რეჟისორად და სცენარისტად.

გადაღებები დაიწყო 2018 და დასრულდა 2019 წელს. სკაიუოკერის აღმასვლის კადრები პირველად აჩვენეს 2019 წლის 12 აპრილს Celebration Chicago-ზე. ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2019 წლის 20 დეკემბრისთვის.

შემუშავება

"სცენარით და გამოსვლის თარიღით, აგრეთვე ორწლიანი ფანჯრით, როდესაც (საკუთარ თავს) ეუბნები, რომ გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, ორი წელი გაქვს, სინამდვილეში არაფერი გაქვ.... არ არის ამბავი, არ არიან მსახიობები, არ გყავს დიზაინერები, არ გაქვს დეკორაციები. გვყავდა გუნდი და გვქონდა მასალა, რომელზეც მუშაობდნენ ჩვენს ვერსიამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერს ხელახლა ვიწყებდით."
―ჯ.ჯ. აბრამსი, კოლინ ტრევოროს მიერ დაწყებულის გაგრძელებაზე[წყარო]

Disney-ს მიერ Lucasfilm-ის 2012 წელს შეძენამდე ვარსკვლავური ომების შემქმნელი ჯორჯ ლუკასი აცხადებდა, რომ თავდაპირველად აპირებდა ცხრა ფილმის გადაღებას.[13] 1999 წლის ინტერვიუში პროდიუსერმა გერი კერცმა ახსენა, რომ ლუკასის ჩანაფიქრებს შორის იყო იმპერატორის პირველი გამოჩენა — რაც საბოლოო მოხვდა ორიგინალური ტრილოგიის დასასრულში.[14] 1976 წელს ჯორჯმა დაახლოებით გათვალა, რომ ფილმს 2011 წელს გადაიღებდა და სურდა, მასში მარკ ჰემილი დაბრუნებულიყო და, როგორც, "ისევე, როგორც თავის დროზე ობი-ვან კენობი მოიქცა, მახვილი გადაეცა შემდეგი ახალი იმედისთვის".[15] ჰემილის ერთ-ერთი ინტერვიუდან გამომდინარეობს, რომ გაგრძელების ტრილოგიისთვის ჯორჯს დაგეგმილი ჰქონდა ლუკის IX ეპიზოდის ჩათვლით დარჩენა და ლეიასთვის ძალის ფლობის ხელოვნების შესწავლა.[16] თავად ჰემილს მოსწონდა ამბის ასეთი განვითარება.[17]

2015 წლის აგვისტოში IX ეპიზოდის რეჟისორად დაინიშნა კოლინ ტრევორო[2], რომელიც აგრეთვე მუშაობდა სცენარზე, თუმცა Lucasfilm-თან უთანხმოებების გამო მან პროექტი 2017 წელს დატოვა. ვინაიდან აუცილებელი იყო VII და VIII ეპიზოდების ერთიანი სახე, რაიან ჯონსონი და ჯ.ჯ. აბრამსი ერთად მუშაობდნენ, რათა დაეცვათ იგი.[18] ოპერატორ ჯონ შვარცმანთან ერთად ტრევორო აპირებდა 65 მმ-იან ფირზე გადაღებას და ზოგიერთი კადრის ნამდვილ კოსმოსშიც მომზადებას.[19][20] 2016 წლისთვის Lucasfilm-ში შემუშავდა სრული მონახაზი, რომელიც ტრევორომ სცენარის სახით გადაწერა. სრული სცენარი მან Lucasfilm-ს (ისევე, როგორც ლუკასს და ჰემილს[21]) წარუდგინა იმავე წლის დეკემბერში.[22]

სხვადასხვა ცნობის თანახმად, IX ეპიზოდის სცენარზე მუშაობდნენ ჯ.ჯ. აბრამსიც და რაიან ჯონსონიც,[23][24] თუმცა ორივე ამას უარყოფდა.[25][26] აბრამსი: "მიმართვას არ ვამზადებთ, უბრალოდ ხშირად გვქონია რაღაც იდეა და გვითქვამს 'ო, ეს შესანიშნავი იქნებოდა VIII ეპიზოდისთვის' ან 'ეს IX ეპიზოდს მოუხდებოდა!'[25] ძალის გამოღვიძების თანასცენარისტ ლორენს კესდენის თანახმად, Lucasfilm-ის გუნდმა ადრეულ ეტაპზე უკვე შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ დაასრულებდნენ ფილმს.[27] ასეთი გეგმის არსებობა დადასტურდა კაილო რენის როლის შემსრულებელ ადამ დრაივერის მიერ: "ვარსკვლავურ ომებში ვფლობდი მცირე ინფორმაციას, თუ როგორ განვითარდებოდა და ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობ და ყველაფერი ასე ვითარდება."[28] პროდიუსერ კეთლინ კენედის თქმით, პალპატინის დაბრუნება დაგეგმილი იყო თავიდანვე.[29]

კერი ფიშერის გარდაცვალება

"დაასრულა, ხელი მომკიდა და მითხრა: 'კარგი იქნებოდა, IX-ში წინა პლანზე ვყოფილიყავი!' იმიტომ, რომ VII-ში წინა პლანზე და მთავარი ჰარისონი იყო, VIII-ში კი მარკი. ელოდა, რომ IX მისი ფილმი იქნებოდა. და ასეც იქნებოდა."
კეთლინ კენედი კერი ფიშერის გარდაცვალებაზე[წყარო]

კერი ფიშერი გარდაიცვალა 2016 წლის 27 დეკემბერს. ამის გამო ტრევორო კეთლინ კენედის 2017 წლის იანვარში შეხვდა, რათა განეხილა ამბის განვითარების შესაძლო ვერსიები.[30] კენედის თქმით, გუნდმა მუშაობა "ფაქტობრივად, ხელახლა დაიწყო"[31]. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჯერკ თორნი მიიწვიეს თავდაპირველი სცენარის გადასამუშავებლად.[7] თუმცა 2017 წლის სექტემბრში ცნობილი გახდა, რომ ტრევორომ პროექტი შემოქმედებითი უთანხმოებების გამო დატოვა[3] და მას ჩაენაცვლებოდა ძალის გამოღვიძების რეჟისორი ჯ.ჯ. აბრამსი[1] (Disney დათანხმდა, Paramount Pictures-ისთვის გარკვეული თანხა გადაეხადა, რათა მას ამ ფილმზე ემუშავა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღნიშნულ კომპანიასთან არსებულ კონტრაქტს დაარღვევდა).[32] აბრამსა სიუჟეტის საკუთარი განვითარება Disney-ს ხელმძღვანელ ბობ აიგერს 2017 წლის დეკემბერში წარუდგინა[33] და სცენარი 2018 წლის თებერვლისთვის დაასრულა.[34] დროის გამო წარმოშობილი სირთულეების მიზეზით მან კრის ტერიოს სთხოვა ფილმის სცენარზე მასთან ერთად ემუშავა. მოგვიანებით აბრამსმა სცენარის შექმნის პროცესი აღწერა როგორც "გიჟური გამოწვევა, რომელიც იქნებოდა იდეების საოცრად არასასიამოვნო დამახინჯება და პასუხების, გამოსავალის თუ კავშირების ძიება ... თითქოს ისეთი მიმართულებით წარიმართა, რამის გაფუჭების გარეშე, რომ რაღაც საოცრად გამორჩეული გვექნებოდა"[35] 2018 წლის მაისში მან The Wall Street Journal-ს უამბო: "თავიდანვე, VII-ზე მუშაობისას, მრავალი ჩანაფიქრი მქონდა, თუ როგორ შეიძლებოდა ამბის განვითარება. უბრალოდ, ჩემ ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც არ მიფიქრია, რომ მათ განხორციელებას შევძლებდი."[36] აღსანიშნავია, რომ სცენარზე მუშაობამდე შემოქმედებითი გუნდი ჯორჯ ლუკასს[37], ჯონსონს და კესდენს გაესაუბრა.[38] მიზანი იყო, შეექმნათ ფილმი, რომელიც დაასრულებამდე სკაიუოკერების საგას და ერთად შეკრავდა წინა რვა თავს.[37][39] რეის როლის შემსრულებელ დეიზი რიდლის თანახმად, სიუჟეტი წარმოების დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა.[40]

Lucasfilm-მა უარყო ჭორი, თითქოს მომავალ ფილმებში ფიშერს ციფრულად შექმნიდნენ.[41] მსახიობის ძმა ტოდმა განაცხადა, რომ მან და კერის შვილმა, ბილი ლურდმა Lucasfilm-ს მისცეს ფიშერის უკვე გადაღებული კადრების გამოყენების უფლება.[42] თავდაპირველად კენედი აცხადებდა, რომ კერი ახალ ფილმში არ გამოჩნდებოდა,[43] მაგრამ აბრამსმა მოგვიანებით დაადასტურდა, რომ იგი მაინც მოხვდებოდა ახალ ფილმში, ძალის გამოღვიძებისთვის გადაღებული და გამოუყენებელი კადრების მეშვეობით[8]— ამ ჩანაფიქრის იდეის ავტორად ტოდ ფიშერი აბრამსს ასახელებდა.[44] ამონარიდი მისივე ინტერვიუდან: "უამრავი გადაღებული მასალაა. არა მხოლოდ წარუმატებელი კადრები. საუბარია გამოუყენებელ, ახალ კადრებზე, რომლებიც სიუჟეტში ჩაჯდებოდა. სწორედ ეს გააოგნებს ყველას. ისე გამოიყურება, თითქოს ასეც უნდა იყოს. თითქოს გუშინ გადაიღეს."[45] პო დემერონის როლის შემსრულებელ ოსკარ აიზეკის The Daily Beast-თან ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ, მიუხედავად ფილმში ფიშერის მცირე როლისა, იგი მსახიობს პატივს "ლამაზად" მიაგებს."[46]

წარმოება

"დაბრუნებას არ ვაპირებდი. მაგრამ შემდეგ გაჩნდა საშუალება, დაგვესრულებინა ამბავი, რომელიც ამ ახალი პერსონაჟებით წამოვიწყეთ, გვეამბა მათი ამბის უკანასკნელი თავი, თითქოს, მოგვეცა საშუალება, უფრო მეტი გაგვეკეთებინა, უკეთ, ვიდრე ეს მეშვიდეში გავაკეთეთ."
ჯ.ჯ. აბრამსი ვარსკვლავურ ომებში დაბრუნების შესახებ[წყარო]
Episode IX Wrap

დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი ფილმის გადაღების უკანასკნელ დღეს

ფილმის ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა Pinewood Studios-ში 2018 წლის 1 აგვისტოდან[8][47], სამუშაო სახელწოდებით "trlXie" (თავდაპირველი სამუშაო სახელწოდება იყო "შავი მარგალიტიც".[48][49] სამი კვირის განმავლობაში მუშაობა აგრეთვე მიმდინარეობდა უადი-რუმში, იორდანიაში (სადაც განდევნილი ერთისთვის გადაიღეს ჯედაზე მიმდინარე სცენები).[50] ზოგიერთი სცენა გადაიღეს IMAX-ის კამერებით.[51] ვინაიდან ამ ფილმის წარმოების განრიგი წინა ფილმებთან შედარებით შემოკლებული იყო, გუნდს ყველა აუცილებელი სცენა უნდა გადაეღო ძირითადი გადაღებებისას[52] და მერიან ბრენდონმა მონტაჟი პირდაპირ სამუშაო მოედანზე დაიწყო.[53]

სკაიუოკერის აღმასვლაზე მუშაობისას აბრამსი ნაკლებად დაძაბული იყო, ვიდრე ძალის გამოღვიძების შემთხვევაში[54] და შთაგონების წყაროდ უთითებდა ჯონსონის უკანასკნელ ჯედაის[55]. ოსკარ აიზეკის თანახმად, ამ ფილმზე მუშაობისას მსახიობებს მეტი იმპროვიზაციის საშუალება მიეცათ[56] დეიზი რიდლი თავად ასრულებდა თავისი პერსონაჟის ილეთებს.[57] გადასაღებ მოედანს, ისევე, როგორც წინა ეპიზოდის შემთხვევაში, ეწვია რეჟისორი კევინ სმითიც, რომელმაც დანახული ასე აღწერა: "უდიდესი დეკორაცია, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. ეს ადამიანი არა უბრალოდ ფილმის რეჟისორია, არამედ, თითქოს პატარა ქვეყნის."[58] წინა ფილმებისგან განსხვავებით, IX ეპიზოდის სცენარი კიდევ უფრო მეტი იდუმალებით იყო მოცული. მსახიობებს არ შეეძლოთ მისი ასლის შინ წაღებაც.[59][60][61] 2018 წლის 11 დეკემბრისთვის ცნობილი იყო, რომ ჰემილს ფილმზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა უკვე ერთი კვირით ადრე და სცენები უნდა გადაეღო სერიალ რაინდების დაცემაში მონაწილეობის პარალელურად.[60]

გადაღება დასრულდა 2019 წლის 15 თებერვალს.[62]

წარმოების შემდგომი ეტაპი

2013 წლის 9 თებერვალს, ახალგაზრდა მუსიკოსების ფონდის სადებიუტო ორკესტრის მონაწილეობით გამართული კონცერტის ფარგლებში, ჯონ უილიამსმა განაცხადა, რომ იმედოვნებდა გაგრძელების ტრილოგიისთვის მუსიკის შექმნას.[63] ძალის გამოღვიძებაზე და უკანასკნელ ჯედაიზე მუშაობის შემდეგ იგი დაბრუნდა IX ეპიზოდის მუსიკის დასაწერად[8], თუმცა აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, ეს იქნებოდა მისთვის ვარსკვლავური ომების უკანასკნელი პროექტი.[11] მუშაობა მან დაიწყო 2019 წლის მაისში[64] და დაასრულა ივნისში.[65]

სკაიუოკერის აღმასვლა იქნება ILM-ის ახალი ავსტრალიური წარმომადგენლობის პირველი პროექტი.[66]

გამოშვება

თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფილმის 2019 წლის 24 მაისს გამოშვება,[67] მაგრამ მოგვიანებით 20 დეკემბრისთვის დაინიშნა[12]. ამრიგად, ალადინის პრემიერისთვის 24 მაისი გათავისუფლდა.[68] ფილმის პირველი კადრები 8 მარტს საჯაროდ უჩვენეს Disney-ს ინვესტორთა კონფერენციის დამსწრე პირებს[69], ხოლო 2019 წლის CinemaCon-ზე კადრები გამოჩნდა Disney-ს მომავალი ფილმების მონტაჟის ჩვენებისას.[70] ფილმს მიეძღვნა ღონისძიება Celebration Chicago-ზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯ.ჯ. აბრამსი და პროდიუსერი კეთლინ კენედი.[71] ღონისძიების დროს აგრეთვე აჩვენეს მცირე ტრეილერი[72], ფილმის სახელწოდებით, და დროებითი პოსტერიც.[73] 2019 წლის მაისში მასალა ფილმის შესახებ გამოქვეყნდა Vanity Fair-ში[54].

2018 წლის ნოემბერში Lucasfilm-მა გამოუშვა თავგადასავლების გალაქტიკის პირველი ეპიზოდები. ეს არის ვარსკვლავური ომების საგის წარდგენა ბავშვებისთვის. კამპანია დაიწყო ფილმის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე.[74] იმავე წლის დეკემბერში Topps-მ დაიწყო კამპანია "Star Wars Galactic Moments: Countdown to Episode IX", რომლის ფარგლებში ფილმის გამოსვლამდე თითო კვირაში გამოდიოდა სამი საკოლექციო თემატური ბარათი.[75] ფილმთან დაკავშირებული საქონელი გამოიცემა 2019 წლის 4 ოქტომბერს, Triple Force Friday-ს აღსანიშნავად. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი იქნება მანდალორელის და ვიდეოთამაშ Star Wars Jedi: Fallen Order თემატური ნაწარმი.[76] აგრეთვე დაიგეგმა გამოცემების სერია ეგიდით "სათავეებიდან IX ეპიზოდამდე".[77] ისევე, როგორც წინა ფილმების შემთხვევაში, სკაიუოკერის აღზევების გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყება პროგრამა სათავეებიდან სკაიუოკერის აღმასვლამდე, რომელშიც შევა რომანები, მოთხრობები, კომიქსები, ენციკლოპედიები და სათამაშო წიგნები.[78] United Airlines განახორციელებს მთელ რიგ რეისებს თვითმფრინავებზე სკაიუოკერის აღმასვლის გრაფიკით.[79]

შეფასება

Forbes-ის აზრით, IX ეპიზოდი კინოთეატრებში გამოსვლისთანავე შემქმნელებს უფრო მაღალ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე ქალი საოცრება 1984, ჯეიმზ ბონდის 25-ე ფილმი და სიკვდილი ნილოსზე, რომელთა გამოსვლა დაგეგმილია 2020 წლისთვის. ამჟამინდელი მდგომარეობით, სკაიუოკერის აღმასვლის გამოსვლა დაემთხვევა ფილმების ჯუმანჯი: შემდეგი ეტაპი და კატები კინოთეატრებში გამოჩენას.[80] Fandango-ს გამოკითხვით, მომავალი ფილმი 2019 წლის ყველაზე სასურველია და ამ მხრივ მას ჩამორჩებიან შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული და კაპიტანი მარველი.[81]

შემადგენლობა

ტიპით 
მსახიობები გუნდი

მსახიობები

გუნდი

გამოჩენები

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

არსებები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა


შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 SWCustom-2011 ჯ.ჯ. აბრამსი დაწერს და გადაიღებს IX ეპიზოდს საიტზე StarWars.com
  2. 2.0 2.1 SWicon კოლინ ტრევორო იქნება ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდის რეჟისორი საიტზე StarWars.com (ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 SWCustom-2011 განცხადება ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდის შესახებ საიტზე StarWars.com
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 დისნეი შეიძენს Lucasfilm Ltd.-ს. The Walt Disney Company. thewaltdisneycompany.com (2012-10-30). წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 31, 2012.
  5. ჩიტვუდი, ადამ (5 თებერვალი, 2015). ექსკლუზიური ინფორმაცია: ჯ.ჯ. აბრამსი საუბრობს ძალის გამოღვიძებაზე და ახალ სინათლის მახვილზე. Collider. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 6, 2015.
  6. 6.0 6.1 ჩიტვუდი, ადამ (2016-01-12). IX ეპიზოდის რეჟისორი კოლინ ტრევორო რეის თეორიების შესახებ დამაკმაყოფილებელ პასუხს გვპირდება. Collider. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 27, 2016.
  7. 7.0 7.1 კიტი, ბორის (1 აგვისტო, 2017). ეპიზოდ IX-ს ახალი სცენარისტი ჰყავს (ექსკლუზიურად). The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 1, 2017.
  8. 8.000 8.001 8.002 8.003 8.004 8.005 8.006 8.007 8.008 8.009 8.010 8.011 8.012 8.013 8.014 8.015 8.016 8.017 8.018 8.019 8.020 8.021 8.022 8.023 8.024 8.025 8.026 8.027 8.028 8.029 8.030 8.031 8.032 8.033 8.034 8.035 8.036 8.037 8.038 8.039 8.040 8.041 8.042 8.043 8.044 8.045 8.046 8.047 8.048 8.049 8.050 8.051 8.052 8.053 8.054 8.055 8.056 8.057 8.058 8.059 8.060 8.061 8.062 8.063 8.064 8.065 8.066 8.067 8.068 8.069 8.070 8.071 8.072 8.073 8.074 8.075 8.076 8.077 8.078 8.079 8.080 8.081 8.082 8.083 8.084 8.085 8.086 8.087 8.088 8.089 8.090 8.091 8.092 8.093 8.094 8.095 8.096 8.097 8.098 8.099 8.100 8.101 SWCustom-2011 ვარსკვლავური ომები: IX ეპიზოდის როლების შემსრულებლები ცნობილი ხდება საიტზე StarWars.com
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 TwitterLogo @jamescdyer (ჯეიმზ დაიერი) Twitter-ზე "თუკი ტრეილერიდან რამე გაუგებრობა შეიქმნა (და პანელზე მაკდერმიდის გამოჩენიდან!), შემიძლია 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ პალპატინი სკაიუოკერის აღმასვლაში ბრუნდება, რაზეც ახლა ჯ.ჯ.-ს ვკითხე. ის აღფრთოვანებული და ფრიად შეცბუნებულიც, რომ მაკდერმიდის გადაღებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას არ გაუჟონავს." (ეკრანის ანაბეჭდი)
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 TwitterLogo @realjimmyvee (ჯიმი ვი) Twitter-ზე "დიახ, იმედია, ამიერიდან ყველა მათგანში ვითამაშებ."
  11. 11.0 11.1 ჯონ უილიამსი აცხადებს, რომ IX ეპიზოდის შემდეგ ვარსკვლავურ ომებთან მუშაობას დაასრულებს. Nerdist (2 მარტი, 2018). წაკითხვის თარიღი: მარტი 4, 2018.
  12. 12.0 12.1 TwitterLogo @starwars (ვარსკვლავური ომები) Twitter-ზე "ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX გამოვა 2019 წლის 20 დეკემბერს." (ეკრანის ანაბეჭდი)
  13. შოუბიზნესი: ჯორჯ ლუკასის გალაქტიკური იმპერია. Time. content.time.com (6 მარტი, 1978). წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 24, 2018.
  14. TheForce.net. TheForce.Net - უკანასკნელი სიახლეები - ინტერვიუები - გერი კერცი საუბრობს I-IX ეპიზოდების თავდაპირველ გეგმებზე. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 28, 2018.
  15. ბ., ბრაიან (10 სექტემბერი, 2004). მარკ ჰემილი საუბრობს ვარსკვლავური ომების VII, VIII და IX ეპიზოდებზე!. MovieWeb. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 26, 2018.
  16. სკრებელსი, ჯო (26 მარტი, 2018). მარკ ჰემილი საუბრობს ჯორჯ ლუკასის ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდის დასასრულზე. IGN. წაკითხვის თარიღი: მარტი 27, 2018.
  17. აგარი, კრის (13 მარტი, 2018). მარკ ჰემილს თავდაპირველად სურდა ლუკის აღსასრული IX ეპიზოდში. Screen Rant. screenrant.com. წაკითხვის თარიღი: მარტი 19, 2018.
  18. ბუნი, ჯონ (11 იანვარი, 2016). ექსკლუზიური: კოლინ ტრევოროს გამოხმაურება ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდისთვის ჯორჯ ლუკასის დაბრუნების პეტიციაზე. Entertainment Tonight. etonline.com. წაკითხვის თარიღი: იანვარი 12, 2016.
  19. სკირეტა, პიტერ (11 ნოემბერი, 2016). ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდი გადაღებული იქნება 65 მმ-იან ფირზე. Slashfilm. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 12, 2016.
  20. ლი, ეშლი (28 იანვარი, 2016). ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდის რეჟისორს სურს, ფილმი გადაიღოს ფირზე და არა ციფრულად — და ღია კოსმოსში. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: იანვარი 30, 2016.
  21. ტრეივისი, ბენ; დე სემლიენი, ნიკ (2018-05-29). კოლინ ტრევორო საუბრობს ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდის დატოვების შესახებ. Empire. empireonline.com. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: ივლისი 4, 2019. წაკითხვის თარიღი: ივლისი 4, 2019.
  22. კემპი, დევიდ (25 მაისი, 2017). კეთლინ კენედი კერი ფიშერის გარდაცვალებაზე და ვარსკვლავური ომების მომავალზე. Vanity Fair. vanityfair.com.
  23. სკრებელსი, ჯო (2 მარტი, 2018). ჯ.ჯ. აბრამსმა დაწერა VIII და IX ვარსკვლავური ომების სცენარების მონახაზები, ამბობს დეიზი რიდლი. IGN. წაკითხვის თარიღი: მარტი 5, 2018.
  24. კიგანი, რებეკა (2014-06-20). რაიან ჯონსონი 'ვარსკვლავური ომების' ფრენჩაიზს უერთდება როგორც სცენარისტი და რეჟისორი. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: ივნისი 23, 2014.
  25. 25.0 25.1 სკირეტა, პიტერ (14 დეკემბერი, 2015). როგორ თანამშრომლობდნენ ჯ.ჯ. აბრამსი და რაიან ჯონსონი ვარსკვლავური ომების' მომავლის შესაქმნელად. /Film. slashfilm.com.
  26. TwitterLogo @rianjohnson (რაიან ჯონსონი) Twitter-ზე "ინფორმაცია მოძველებულია, მე IX არ დამიწერია."
  27. როტენბერგი, ჯოშ (3 დეკემბერი, 2015). ლორენს კესდენი 'შეშლილ განსხვავებულ' ფილმზე ჰან სოლოს შესახებ და 'ვარსკვლავური ომების' მომავალზე. Los Angeles Times. latimes.com.
  28. გრობარი, მეტ (12 იანვარი, 2019). 'შავი კლანის' მსახიობ ადამ დრაივერის ბავშვობის მოგონებები კუ კლუქ კლანზე; რით არის 'ვარსკვლავური ომები' თეატრალური ნამუშევრის მსგავსი. deadline.com.
  29. ბუი, ოაი-ტრანი (15 აპრილი, 2019). კეთლინ კენედის თქმით, პალპატინის დაბრუნება დიდი ხნის წინ დაიგეგმა. slashfilm.com.
  30. კიტი, ბორის (5 იანვარი, 2017). 'ვარსკვლავური ომების' ანალიტიკური ცენტრი გეგმავს შეხვედრას კერი ფიშერის გარდაცვალების შემდეგ ლეიას ამბის განვითარების თაობაზე. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: იანვარი 5, 2017.
  31. ბრეზნიკანი, ენტონი (14 აპრილი, 2017). კეთლინ კენედი აცხადებს, რომ 'ვარსკვლავური ომების' IX ეპიზოდის გადაღება კერი ფიშერის გარდაცვალების შემდეგ ახლიდან დაიწყეს. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: მაისი 6, 2017.
  32. მასტერსი, კიმ (20 სექტემბერი, 2017). ვარსკვლავური ომების რეჟისორის დრამა: როგორ უთხრა ჯ.ჯ. აბრამსმა უარი Paramount-ს 'IX ეპიზოდის' სასარგებლოდ. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 20, 2017.
  33. ევანჯელისტა, კრის (15 დეკემბერი, 2017). ჯ.კ. აბრამსმა დღეს წარადგინა 'ვარსკვლავური ომების' IX ეპიზოდის სიუჟეტი. slashfilm.com.
  34. კილკენი, კეიტი (21 თებერვალი, 2018). ნახეთ, როგორ უჩვენებენ სტივენ კოლბერტი და ჯ.ჯ. აბრამსი 'Late Show'-ს მაყურებლებს ბროდვეულ დადგმას. The Hollywood Reporter. hollywoodreporter.com.
  35. ლაპორტი, ნიკოლ; იფეანი, კეისი (8 აპრილი, 2019). ექსკლუზივი: ჯ.ჯ. აბრამსი ვარსკვლავურ ომებზე, Apple-ზე და Bad Robot-ის ჰოლივუდის ძალად გადაქცევის შესახებ. Fast Company. fastcompany.com.
  36. ჩიტვუდი, ადამ (11 მაისი, 2018). აი რატომ გააგდეს კოლინ ტრევორო 'ვარსკვლავური ომების' IX ეპიზოდის გადაღებებიდან. collider.com.
  37. 37.0 37.1 იელი, ჯოშუა (12 აპრილი, 2019). როგორ დაეხმარა ჯორჯ ლუკასი სკაიუოკერის აღმასვლის დასრულებას. ign.com.
  38. დეივისი, გრანტ (აპრილი 2019). ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღმასვლა — ჯ.ჯ. აბრამსი ესაუბრებოდა ჯორჯ ლუკასს, ლორენს კესდენს და რაიან ჯონსონს. starwarsnewsnet.com.
  39. შარფი, ზაკ (15 აპრილი, 2019). ჯ.ჯ. აბრამსი აფასებს 'ვარსკვლავური ომების' ახალ სადაო სახელწოდებას: 'ვიცი, რომ იგი პროვოკაციულია'. indiewire.com.
  40. ჯექსონი, მეთიუ (2019-06-27). ჯ.ჯ. აბრამსმა სკაიუოკერის აღმასვლის მთელი სიუჟეტი უამბო დეიზი რიდლის, ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით. SYFY WIRE. syfy.com. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: ივნისი 28, 2019. წაკითხვის თარიღი: ივნისი 28, 2019.
  41. SWCustom-2011 განცხადება ახალი ჭორების შესახებ საიტზე StarWars.com
  42. დესბორო, ჯეიმზ (2017-04-07). გარდაცვლილი კერი ფიშერი გამოჩნდება 'ვარსკვლავური ომების' IX ეპიზოდში, აცხადებს მისი ძმა ტოდ ფიშერი. New York Daily News. წაკითხვის თარიღი: აპრილი 8, 2017.
  43. პარკერი, რაიან (14 აპრილი, 2017). კერი ფიშერი არ გამოჩნდება 'ვარსკვლავური ომების' IX ეპიზოდში. hollywoodreporter.com.
  44. პარკერი, რაიან (28 ივლისი, 2018). კერი ფიშერის ძმა ლეიას 'ვარსვლავურ ომებში' დარჩენას მიაწერს ჯ.ჯ. აბრამსს. hollywoodreporter.com.
  45. სენდელი, კლეიტონ (December 28, 2018). ტოდ ფიშერი კერის კვალზე: 'წინ კიდევ ბევრია'. goodmorningamerica.com.
  46. ლეონი, მელისა (20 ნოემბერი, 2018). ოსკარ აიზეკი კერი ფიშერის დაკარგვით გამოწვეულ 'ტკივილზე' და ტრამპის ეპოქაში ანტილათინურ ისტერიაზე. The Daily Beast.
  47. 47.00 47.01 47.02 47.03 47.04 47.05 47.06 47.07 47.08 47.09 47.10 TwitterLogo @jjabrams (ჯ.ჯ. აბრამსი) Twitter-ზე "ამაღელვებელია ახალი თავის კერის გარეშე დაწყება, მაგრამ, არაჩვეულებრივი მსახიობებისა და გუნდის დახმარებით, მზად ვართ. მადლიერი ვარ @rianjohnson-ის და განსაკუთრებული მადლობა ჯორჯ ლუკასს ამ წარმოუდგენელი სამყაროს შექმნისთვის და იმ ამბის დაწყებისთვის, რომლის ნაწილად ყოფნა ბედნიერებაა. #IX"
  48. კემერონი, ბრაიან (1 ივნისი, 2018). ექსკლუზიური: IX ეპიზოდს ახალი სამუშაო სახელწოდება აქვს. fanthatracks.com.
  49. კემერონი, ბრაიან (17 დეკემბერი, 2017). ექსკლუზიური: Fantha Tracks-ისგან შეიტყობთ IX ეპიზოდის სამუშაო სახელწოდებას. fanthatracks.com. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  50. IX ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს იორდანიაში, უადი-რუმის უდაბნოში. en.royanews.tv (27 ნოემბერი, 2018).
  51. ორენჯი, ბ. ალან (22 თებერვალი, 2016). უკანასკნელი ჯედაისთვის ლუკის სცენები გადაიღეს IMAX-ში. MovieWeb. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 22, 2016.
  52. SWYTlogo ჯ.ჯ. აბრამსი და კელი მარი ტრანი SWCC 2019-ზე | The Star Wars Show Live! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
  53. Kitchener, Shaun (June 5, 2019). ვარსკვლავური ომები 9: 'ძალიან ვიწრო განრიგი გვაქვს', ამბობს სკაიუოკერის აღმასვლის მემონტაჟე მჭიდრო ვადებზე. express.co.uk.
  54. 54.00 54.01 54.02 54.03 54.04 54.05 54.06 54.07 54.08 54.09 54.10 54.11 54.12 54.13 54.14 54.15 54.16 54.17 54.18 54.19 54.20 54.21 გროსმანი, ლევ (22 მაისი, 2019). ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღმასვლა, სრული გადახედვა. Vanity Fair. vanityfair.com. წაკითხვის თარიღი: მაისი 22, 2019.
  55. რობინსონი, ჯოანა (22 მაისი, 2019). სკაიუოკერების შესახებ უკანასკნელი ფილმის დიდი ნაწილი დაგეგმილი იყო "თავიდანვე". Vanity Fair. vanityfair.com.
  56. კონი, ერიკ (12 ოქტომბერი, 2018). ოსკარ აიზეკი IX ეპიზოდის შემდეგ ერთი წლით დაისვენებს, ამიტომ ყველაფერზე უარს ამბობს. indiewire.com.
  57. რაიანი, პატრიკ (2019-07-01). დეიზი რიდლის 'არ გაუკვირდა', რომ ფანებს არ მოეწონათ 'უკანასკნელი ჯედაი'; საუბრობს 'ვარსკვლავური ომების' 'ემოციურ' დასასრულზე. USA Today. usatoday.com. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: ივლისი 2, 2019. წაკითხვის თარიღი: ივლისი 2, 2019.
  58. შმიდტი, ჯკ. კევინ სმითი ამბობს, რომ ეპიზოდი IX ფანტასტიკურია და ააცრემლა. comicbook.com.
  59. კიჩნერი, შონ (11 იანვარი, 2019). IX ეპიზოდის მსახიობმა რიჩარდ ე. გრანტმა დაადასტურა დიდი დეტალი მომავალი ფილმის შესახებ.
  60. 60.0 60.1 ჰიბერდი, ჯეიმზ (11 დეკემბერი, 2018). მარკ ჰემილი საუბრობს IX ეპიზოდის დეტალების დაცვის ტაქტიკაზე. ew.com.
  61. დეივისი, მეგან (21 იანვარი, 2019). ვარსვლავური ომების მსახიობი რიჩარდ ე. გრანტი აღწერს IX ეპიზოდის დეტალების დაცვის უკიდურეს ზომებს. digitalspy.com.
  62. TwitterLogo @jjabrams (ჯ.ჯ. აბრამსი) Twitter-ზე "წარმოუდგენელია, მაგრამ დღეს დასრულდა IX ეპიზოდის გადაღება. ამ გუნდისა და მსახიობებისადმი მადლიერების სათანადოდ გამოხატვა შეუძლებელია. თქვენ წინაშე ვალში ვარ."
  63. უილიამსი ამბობს, რომ 'ვარსკვლავური ომების' ახალ ტრილოგიაზე მუშაობის იმედი აქვს. JWFan (11 თებერვალი, 2013). წაკითხვის თარიღი: თებერვალი 21, 2013.
  64. ევანჯელისტა, კრის (13 მაისი, 2019). ჯონ უილიამსის რეაქცია 'სკაიუოკერის აღმასვლაზე', 'ვარსკვლავური ომების' მისთვის უკანასკნელ ფილმზე მუშაობისას. slashfilm.com.
  65. პლაკის-ჩენგი, პაკსი. სენდი დეკრესენტის გავლენა მხატვრული ფილმების ინდუსტრიაზე. LinkedIn. linkedin.com.
  66. ჯარდინა, კეროლინ (14 ივლისი, 2019). Lucasfilm-ის Industrial Light & Magic ხსნის სტუდიას სიდნეიში. The Hollywood Reporter. hollywoodreporter.com.
  67. SWCustom-2011 ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდის და ინდიანა ჯონსის შემდეგი ნაწილის გამოსვლის თარიღები საიტზე StarWars.com
  68. ჰარპი, ჯასტინ (17 სექტემბერი, 2017). ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდის გამოსვლამ გადაიწია შვიდი თვით, მას შემდეგ, რაც Disney-მ გადმოწია 'ალადინის' თარიღი. Digital Spy. www.digitalspy.com. წაკითხვის თარიღი: მაისი 3, 2018.
  69. 69.0 69.1 69.2 69.3 69.4 69.5 69.6 69.7 69.8 69.9 კავანო, პატრიკ (7 მარტი, 2019). 'IX ეპიზოდის' კადრები ნაჩვენებია Disney-ს მეწილეთა შეხვედრაზე. comicbook.com.
  70. ვამპლერი, სკოტ (3 აპრილი, 2019). CinemaCon 2019: დღეს ნანახი IX ეპიზოდის ორი წამის განხილვა.
  71. SWCustom-2011 IX ეპიზოდის პანელი იქნება Celebration Chicago-ზე საიტზე StarWars.com
  72. 72.00 72.01 72.02 72.03 72.04 72.05 72.06 72.07 72.08 72.09 72.10 72.11 72.12 72.13 72.14 72.15 72.16 72.17 72.18 72.19 72.20 72.21 72.22 72.23 72.24 72.25 72.26 72.27 72.28 72.29 72.30 72.31 72.32 72.33 SWYTlogo IX ეპიზოდის პანელი | Star Wars Celebration Chicago 2019 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
  73. SWCustom-2011 SWCC 2019: 13 რამ, რაც შევიტყვეთ სკაიუოკერის აღმასვლის პანელიდან საიტზე StarWars.com
  74. SWCustom-2011 ვარსკვლავური ომები: თავგადასავლების გალაქტიკა გამოვა Star Wars Kids-ის ახალ საიტზე და YouTube-ის არხზე საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  75. კრეკნელი, რაიან. 2018-19 წლის Star Wars Galactic Moments-ის მარათონული ათვლა IX ეპიზოდამდე. beckett.com.
  76. SWCustom-2011 Triple Force Friday-ს ანონსი საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  77. SWCustom-2011 SWCC 2019: 12 დეტალი და ანონსი Lucasfilm Publishing-ის პანელიდან საიტზე StarWars.com
  78. SWCustom-2011 Lucasfilm წარადგენს გამოცემების პროგრამას 'სათავეებიდან სკაიუოკერის აღმასვლამდე' - ექსკლუზიურად საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  79. მაკგინისი, კრის (12 აპრილი, 2019). United Airlines-ის ვარსკვლავური ომების ახალი დიზაინი. sfgate.com.
  80. მენდელსონი, სკოტ (24 ოქტომბერი, 2018). კინოთეატრებში IX ეპიზოდის შემოსავლების შანსები უფრო გაიზარდა. forbes.com.
  81. უილისი, კიმ (28 დეკემბერი, 2018). Fandango-ს გამოკითხვით, ფანების აზრით 'შურისმაძიებლები' და 'კაპიტანი მარველი' ყველაზე სასურველი ფილმებია. USA Today. usatoday.com.
  82. 82.0 82.1 82.2 82.3 82.4 TwitterLogo @APEntertainment (AP Entertainment) Twitter-ზე "ჰემილის უკანასკნელი იმედი: #MarkHamill (@HamillHimself) იმედოვნებს, რომ დატოვებს ჯედაის საქმიანობას @StarWars-ის შემდეგ ნაწილში #RiseOfSkywalker"
  83. 83.0 83.1 83.2 TwitterLogo @BrianHezza (ბრაიან ჰერინგი) Twitter-ზე "პატარა ბიჭუნას გადაღებების პირველი დღე! აღფრთოვანებული ვარ, რომ კვლავ 'ვიგორავებ' @jjabrams-თან და მთელ ბანდასთან ერთად, შორს, შორს! შესანიშნავი გადაღებებისთვის. #StarWars #IX #BB8 #puppeteer"
  84. კაუჩი, აარონ (2018-08-24). დომინიკ მონაგანი უერთდება ვარსკვლავური ომების IX ეპიზოდს. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 24, 2018.
  85. TwitterLogo @DomsWildThings (დომინიკ მონაგანი) Twitter-ზე "ბუმ! ხომ გითხარით. @starwars #becurious https://ift.tt/2NlL5NW"
  86. 86.0 86.1 86.2 TwitterLogo @greggrunberg (გრეგ გრანბერგი) Twitter-ზე "ჯანდაბა! @GregGrunberg ბრუნდება, სიახლეები IX ეპიზოდის როლების შერჩევაზე!!!"
  87. მარკი, კრისტოფერ (2018-02-12). 'IX ეპიზოდს' დაემატა 'სატახტოთა თამაშის' და 'სამართებელზე მორბენალ 2049'-ის დამდგმელი მხატვარი პოლ ინგლისი. OmegaUnderGround.com. წაკითხვის თარიღი: მარტი 20, 2018.
  88. ექსკლუზიური: IX ეპიზოდში გამოჩნდება გაფართოებული სამყაროს მნიშვნელოვანი პერსონაჟი. That Hashtag Show. http://thathashtagshow.com+(2018-04-20).+წაკითხვის თარიღი: აპრილი 21, 2018.
  89. SWCustom-2011 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX - ტიზერი საიტზე StarWars.com
  90. SWCustom-2011 იხილეთ სითების ახალი მოიერიშე 'სკაიუოკერის აღმასვლიდან' SDCC 2019-ზე საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  91. 91.0 91.1 91.2 91.3 TwitterLogo @DiscussingFilm (Discussing Film) Twitter-ზე "'სკაიუოკერის აღმასვლიდან' პირველი ორდენის ტრედსპიდერის პირველი გამოსახულება ოფიციალურად ნაჩვენებია #SWCC-ზე."
  92. 92.0 92.1 92.2 TwitterLogo @Ladewig (სკოტ ლეიდვიგი) Twitter-ზე "ვნახეთ ბლოკადის დროს მორბენალი ანგარში, რომელიც მიტოვებულს ჰგავდა. აფეთქება, რომელმაც ვარსკვლავური ხომალდის დასაჯდომ სივრცეში აქეთ-იქით მიაგდო მოიერიშეები. კაილო რენი თეთრ ოთახში, ვეიდერის ჩაფხუტის შემყურე. რეი, ფინი, პო შავარდენის კაბინაში."
  93. Amazon favicon ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღმასვლა: ილუსტრირებული ლექსიკონი Amazon.com-ზე
  94. 94.0 94.1 TwitterLogo @Ladewig (სკოტ ლეიდვიგი) Twitter-ზე "ლენდოს მოკლე სცენა. რეი ჩუის ენერგოარბალეტით. ფინი რაღაც მიტოვებულ ხომალდში."

ბმულები

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღმასვლა
წიგნები შექმნა: მხატვრობა
ცნობარები და ენციკლოპედიები: ფილმის ოფიციალური სპეციალური გამოშვება · გალაქტიკური ცნობარი · ილუსტრირებული ლექსიკონი
სათამაშო წიგნები: საოცარი ნაწებებიანი თავგადასავალი · ვარსკვლავური ომები: გალაქტიკას სჭირდები
სხვა მასალა და საქონელი სათავეებიდან სკაიუოკერის აღმასვლამდე · Triple Force Friday· სათამაშოების ხაზი
რედ.
StarWarsOpeningLogo
ვარსკვლავური ომების საგა I: ფარული საფრთხე · II: კლონთა იერიში · III: სითების შურისძიება
· IV: ახალი იმედი · V: იმპერიის საპასუხო დარტყმა · VI: ჯედაის დაბრუნება
· VII: ძალის გამოღვიძება · VIII: უკანასკნელი ჯედაი · IX: სკაიუოკერის აღმასვლა
ანთოლოგიური ფილმები განდევნილი ერთი · სოლო
ფილმების უსათაურო სერია უსათაურო ფილმი (2022)
ცალკეული ფილმები კანონი: კლონთა ომები · უსათაურო ტრილოგია · უსათაურო ფილმი (2020) · უსათაურო ფილმი (2024) · უსათაურო ფილმი (2026)
ლეგენდები: სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები კანონი: კლონთა ომები · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა · თავგადასავლების გალაქტიკა · მანდალორელი · ტელესერიალი კასიან ანდორზე
ლეგენდები: დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა მედია აუდიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები · პაროდიული ნამუშევრები · როლური თამაშები · თემატური პარკების ატრაქციონები · ვიდეოთამაშები
გაუქმებული დამნაშავეთა სამყარო
რედ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.