ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა (მრავალმნიშვნელოვანი).

"ძალა შენთანაა, ახალგაზრდა სკაიუოკერო, მაგრამ ჯედაი ჯერ არ ხარ."
დართ ვეიდერი[წყარო]

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა არის ირვინ კერშნერი1980 წლის ფილმი, გადაღებული ლი ბრეკეტის და ლორენს კესდენის სცენარის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, დაიწერა ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილ ამბავზე დაფუძნებით.

გადაღების მიხედვით რიგით ორიგინალური ტრილოგიის მეორე ფილმმა დაიმსახურა მაყურებლებს და კრიტიკოსებს შორის ყველაზე საყვარელი ფილმის სტატუსი. 1997 და 2004 წლებში იგი DVD-ზე გამოვიდა, ხოლო 2011 წელს — Blu-ray ფორმატში.  

შესავალი[]

ეპიზოდი V
იმპერიის საპასუხო დარტყმა
ამბოხებას მძიმე დრო დაუდგა. მართალია, სიკვდილის ვარსკვლავი განადგურდა, მაგრამ იმპერიულმა ჯარებმა ამბოხებულთა ძალები ფარული ბაზიდან გამოაძევეს და მთელ გალაქტიკაში დევნიან.

მრისხანე იმპერიული ვარსკვლავური ფლოტისგან თავის ასარიდებლად თავისუფლებისთვის მებრძოლმა ჯგუფმა ლუკ სკაიუოკერის მეთაურობით შორეულ ყინულოვან პლანეტა ჰოთზე ახალი საიდუმლო ბაზა ააშენა.

ბოროტმა ლორდმა დართ ვეიდერმა, შეპყრობილმა ახალგაზრდა სკაიუოკერის პოვნით, კოსმოსის ყველაზე შორეულ კუთხეებში ათასობით დისტანციური ზონდი გააგზავნა....

შინაარსი[]

დაკარგული ლუკი[]

"გალაქტიკაში ათასობით ზონდი გავუშვით. მტკიცებულებები მჭირდება და არა კვალი!"
ადმირალი კენდალ ოზელი[წყარო]

გავიდა სამი წელი ახალი იმედის მოვლენებიდან. ამბოხებულთა ალიანსი გაიქცა იავინ-4-იდან და ყინულოვან ჰოთზე ახალი ბაზა დააარსა.

იმპერიული ვარსკვლავური გამანადგურებელი, რომელიც დართ ვეიდერმა ლუკ სკაიუოკერის საძიებლად გააგზავნა, გალაქტიკაში ათასობით ზონდი გაუშვა. აქედან ერთ-ერთი ჰოთზეც მოხვდა. ლუკი, ტოუნტოუნზე ამხედრებული, პატრულირებს და აღმოაჩენს ზონდს, რომელიც თავდაპირველად მეტეორიტად ეჩვენება. შეატყობინებს რა ჰან სოლოს, რომ აპირებს იქაურობის დაზვერვას, იგი მოულოდნელად ეჯახება ვამპას, რომელიც მას აბრუებს და თავის ბუნაგში მიათრევს.

მას შემდეგ, რაც ლუკი არ უკავშირდება ბაზა "ექოს", ჰანი საკუთარი ტოუნტოუნით მის საძიებლად მიემართება, მიუხედავად საშინელი ქარიშხლისა. ლუკი, გამოქვაბულში ჩამოკიდებული, გონს მოდის და ხედავს, რომ ვამპა მის ტოუნტოუნს შეექცევა. ძალის დახმარებით ლუკი იზიდავს თოვლში გადაგდებულ სინათლის მახვილს და თავისუფლდება. იგი ასწრებს ვამპაზე იერიშს და თათს მოჰკვეთს, რის შემდეგაც გამოქვაბულს ტოვებს და კვლავ ჰოთის დათოვლილ გარემოში ამოჰყოფს თავს.

ლუკი, ამხედრებული ტოუნტოუნზე, დაზვერვაზეა.

ლუკი ცდილობს, ხმა მიაწვდინოს ბაზა "ექოს", მაგრამ ქარბუქში კვლავ გონებას კარგავს. ობი-ვან კენობის აჩრდილი, რომელიც მას ეცხადება, უთითებს, რომ იგი დაგობაზე უნდა გაემგზავროს და გაიაროს წვრთნა გრანდ-ოსტატ იოდას ზედამხედველობით. აჩრდილი უჩინარდება და ბენზე, იოდასა და დაგობაზე მობუტბუტე ლუკს ჰანი პოულობს. მისი ტოუნტოუნიც უგონოდ ეცემა და ჰანი იყენებს სინათლის მახვილს, რათა გაკვეთოს არსება და ლუკი თბილ შიგნეულობაში მოათავსოს. იგი აგებს დროებით თავშესაფარს, მეორე დილით კი მათ პოულობს ზევ სენესკა, განდევნილების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ბაზაზე გადაყვანილი ლუკი სამკურნალოდ მოთავსებულია ბაკტას აუზში, დროიდ 2-1B-ის ზედამხედველობის ქვეშ.

ჰან სოლოსა და ლეია ორგანას კამათი.

პრინცესა ლეია ორგანა ცდილობს, დაითანხმოს ჰანი, რათა იგი ამბოხებულებთან დარჩეს, ჰანი კი ეუბნება, რომ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ლეიას მისდამი გრძნობები აქვს. გაბრაზებული ლეია უწოდებს "თვითკმაყოფილ, დაუბანელ, ჭკუასუსტ, იდიოტური გარეგნობის მქონე ნერფების მეხრეს".

ამასობაში ზონდი ადგენს, რომ ჰოთი დასახლებულია და იმპერიულ ფლოტს უგზავნის სიგნალს, თუმცა მას მალევე ანადგურებენ ჰანი და ჩუბაკა. ჯალათზე ადმირალი კენდალ ოზელი არ თვლის, რომ ეს ამბოხებულთა იქ ყოფნის დამამტკიცებელია, მაგრამ დართ ვეიდერი ძალის მეშვეობით საპირისპიროს გრძნობს და ფლოტი ჰოთისკენ მიემართება. გენერალი რაიკენი, ხედავს რა, რომ იმპერიამ მათი ადგილმდებარეობა დაადგინა, გასცემს ბაზა "ექოს" ევაკუაციის ბრძანებას.

ბრძოლა და ევაკუაცია[]

ამბოხებულები ჰოთზე ემზადებიან მტერთან შესახვედრად.

დართ ვეიდერი და იმპერიული ძალები მიემართებიან ჰოთისკენ, რათა ამბოხებულებზე იერიში მიიტანონ. ამბოხებულები ამასობაში ტვირთავენ ხომალდებს, რათა ევაკუაცია განახორციელონ. ლუკი, რომელიც თავს უკეთ გრძნობს, ემშვიდობება ჩუბაკასა და სოლოს, რომლებმაც გადაწყვიტეს ალიანსის დატოვება და ჰატ ჯაბასთვის ვალის დაბრუნება. იმპერიული ძალების ჰოთზე გამოჩენისას გენერალი რაიკენის ბრძანებით ენერგეტიკული დამცველი ფარი ამოქმედდება, რათა ბაზა დაიცვას.

ჯალათზე გენერალი მაქსიმილიან ვირსი ვეიდერს ატყობინებს, რომ ადმირალი ოზელი ჰოთს ნაადრევად მიუახლოვდა. იგი გეგმავდა ამბოხებულთა მანამდე გამოჭერას, სანამ ისინი თავდაცვას შეძლებდნენ. თუმცა ვეიდერი ხვდება, რომ ამბოხებულებმა შეიტყვეს ფლოტის მოახლოების შესახებ. ვიდეოკავშირისას იგი გუდავს ოზელს ძალის მეშვეობით და ფირმუს პიეტს ახალ ადმირალად ნიშნავს. იმპერიული ძალები ეშვებიან პლანეტაზე და, ვირსის მეთაურობით, უახლოვდებიან ბაზას და ენერგოგენერატორს.

პრინცესა ლეია სხვებთან ერთად ემზადება გასაქცევად და გარე რგოლის მიღმა შეხვედრის წერტილში მოსახვედრად. რაიკენი თიშავს ფარებს, რათა ამბოხებულებმა ესროლონ ერთ-ერთ იმპერიულ ვარსკვლავურ გამანადგურებელს, ამასობაში კი მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ერთ-ერთმა ხომალდმა გაქცევა სცადოს. ბაზას უახლოვდებიან AT-ST-ებისგან და AT-AT-ებისგან შემდგარი ძალები, ვირსის წინამძღოლობით.

AT-AT ჰოთზე ბრძოლის დროს.

ესკადრილია "განდევნილის" თოვლის სპიდერების ჯგუფი ლუკის მეთაურობით შეტევაზე გადადის. ლუკი ხვდება, რომ AT-AT-სთვის ჩვეულებრივი გასროლები უსაფრთხოა, ამიტომ გადაწყვიტავს ერთ-ერთის ფეხების ჰარპუნებით შეკვრას. AT-AT-სთან პირველი მიახლოებისას მასთან ერთად მყოფი მსროლელი დაკ ბალტერი მოკლულია. უენ ანტილესი და მისი მსროლელი უეს ჯენსონი ანადგურებენ ერთ-ერთ AT-AT-ს, ხოლო ლუკი კიდევ ერთზე იერიშის მისატანად ემზადება, მაგრამ მისი სპიდერი ჩამოგდებულია იმპერიული ძალების მიერ და ავარიულად ეცემა თოვლში. სკაიუოკერი ასწრებს გაქცევას — რამდენიმე წამში AT-AT ამ სპიდერს ანადგურებს.

ამბოხებულთა ბაზაზე პირდაპირი დარტყმაა. მოიერიშეები შესულები არიან მასში და ჰანი, ლეია, ჩუბაკა და C-3PO ერთად გარბიან.

ლუკი ამასობაში ახერხებს ერთი AT-AT-ის განადგურებას, ამაგრებს რა მასზე თერმულ დეტონატორს. ამბოხებულთა მხრიდან ამ ბრძოლისას უამრავი მსხვერპლია. მთავარი AT-AT, გენერალ ვირსის მართვით, მაინც ასწრებს და სასროლი მანძილიდან ესვრის და ანადგურებს ენერგოგენერატორს.

ლუკი ემშვიდობება მეგობრებს და დაგობასკენ მიემგზავრება.

ჰანი, ლეია და სხვები, გარბიან "ათასწლოვანი შავარდენისკენ". როგორც კი იგი აფრინდება, ლუკი პოულობს R2-D2-ს და მასთან ერთად ასევე ტოვებს პლანეტას, თუმცა, ობი-ვანის მითითებით, მიემართება დაგობასკენ.

ჰანის ხომალდს მისდევენ იმპერიული TIE ხომალდები. ჰიპერძრავა დაზიანებულია, მისი შეკეთების მცდელობისას კი მოგზაურები მოხვდებიან ასტეროიდების ველში. საბოლოოდ, "შავარდენი" დროებით ეშვება ერთ-ერთი დიდი ასტეროიდის კრატერში.

ლუკის წვრთნა და "ათასწლოვანი შავარდენის" მოგზაურობა[]

ლეიას და ჰანის პირველი კოცნა "შავარდენზე".

პლანეტა დაგობაზე დაშვების შემდეგ ლუკის X-ფრთებიანს ჭაობი ითრევს, თავად სკაიუოკერი კი ძიებისას წააწყდება მომცრო არსებას, რომელიც მას ჰპირდება იოდასთან წაყვანას.

"შავარდენზე" ლეია ცდილობს დაზიანებების შეკეთებას. იგი უფრო მეტად უახლოვდება სოლოს, რაც საბოლოოდ კოცნით დასრულდება. ამასობაში სიკვდილის ესკადრილია ვეიდერის ბრძანებით ასტეროიდებს იკვლევს. მას შემდეგ, რაც იმპერიულ ფლოტს ერთ-ერთი ასტეროიდი ეჯახება, ვეიდერს უკავშირდება იმპერატორი პალპატინი, რომელიც მას აფრთხილებს ახალი მტრის, ლუკ სკაიუოკერის შესახებ. ვეიდერი თვლის, რომ ლუკის ძალის ბნელ მხარეს მიქცევით შეიძლება მძლავრი მოკავშირის შეძენა, რაშიც სიდიუსიც ეთანხმება.

უცნაურ არსებას ლუკი თავის ქოხში მიჰყავს, სადაც იგი საბოლოოდ შეიტყობს, რომ სწორედ ეს არსებაა იოდა. უკანასკნელი ესაუბრება კენობის, თუმცა ფიქრობს, რომ სკაიუოკერი ოდესმე მაინც შეუშინდება სწავლას.

მეორე დღეს სოლო და სხვები იძულები არიან, დატოვონ გამოქვაბული, რომელიც აღმოჩნდება გიგანტური კოსმოსური ჭია. ლუკი იწყებს წვრთნას იოდას ზედამხედველობით. ამჩნევს რა უცნაურ ადგილს, რომელიც სავსეა ბნელი მხარის ძალით, იგი, იოდას გაფრთხილებების მიუხედავად, შედის მასში და იხილავს დართ ვეიდერს, რომელსაც თავს ჰკვეთს. ნიღაბი ქრება და მის ადგილზე თავად ლუკის სახე ჩნდება. ეს გაფრთხილებაა, რომ ვეიდერთან ნამდვილი დაპირისპირებისას საკუთარი თავის უმართაობა ლუკს თავად აქცევს ვეიდერად, თუკი იგი ბნელ მხარეს გადავა.

ვარსკვლავურ გამანადგურებელზე ვეიდერის ბრძანებით ჯილდოზე მონადირეები, ბობა ფეტი, დენგარი, IG-88B, ბოსსკ'ვასსაკ'კრადოსსკი, 4-LOM და ზაკუსი მიემგზავრებიან "შავარდენის" საძიებლად. დევნის შემდეგ ხომალდი საბოლოოდ ჯდება თავად იმპერიულ კრეისერზე და, ამრიგად, იმპერიული ძალების თვალთახედვის არედან ქრება.

გადის დღეები და წვრთნისას ლუკის ყურადღებას იქცევს ტბაში თითქმის სრულად ჩაძირული X-ფრთებიანი. იგი დარწმუნებულია, რომ ვეღარ დაიბრუნებს მას. ძალის გამოყენების მიუხედავად, მისი მცდელობები ამაოა, თუმცა იოდა შეახსენებს, რომ "ზომას მნიშვნელობა არ აქვს". ჩანს, რომ ლუკი სასოწარკვეთილია.

იოდა ესაუბრება ლუკს.

"შავარდენის" ჰიპერძრავა დაზიანებულია, ამიტომ ჰანი გადაწყვიტავს, გეზი ღრუბლების ქალაქისკენ აიღოს, რომელსაც მართავს მისი "ძველი მეგობარი" ლენდო კალრისიანი. თუმცა, "შავარდენს" ფარულად მიჰყვება ბობა ფეტი.

იოდა ესაუბრება ლუკს ყოველივეზე, რასაც იგი იხილავს, აფრთხილებს მომავლის შესახებ, ახსენებს წარსულს და მეგობრებს. ლუკი კვლავ კარგავს საკუთარი თავის მართვას და ფიქრობს საფრთხეში მყოფ მეგობრებზე. მას სურს, დატოვოს დაგობა და მათ გადასარჩენად გაემგზავროს, თუმცა იოდა აფრთხილებს, რომ ამ შემთხვევაში ყოველივე, რისთვისაც მეგობრები იბრძოდნენ, ამაო იქნება და განადგურდება.

ბესპინი[]

ჰანი და მეგობრები ლენდოსთან ერთად, რომელიც იძულებული იყო, მათთვის ეღალატა, მას შემდეგ, რაც იგი, როგორც ღრუბლების ქალაქის მმართველი, დააშინეს ქალაქზე ზეწოლით.

ბესპინზე ჩასულებს თავად ლენდო ეგებება, თუმცა ყოველივე, რაც ქალაქში ხდება, საეჭვოა — დაწყებული C-3PO-ს დაჭერით და დაშლით.

იოდა ძალის მეშვეობით წყლიდან ამოათრევს X-ფრთებიანს. ლუკი დაგობადან გასაფრენად ემზადება, მაგრამ იოდა და კენობი აფრთხილებენ მას, რომ წვრთნის ნაადრევად შეწყვეტა სახიფათოა და ვეიდერთან შეჯახებისას ლუკი ეული იქნება. როდესაც X-ფრთებიანი პლანეტას ტოვებს, ობი-ვანი იოდას ეუბნება: "ეს ბიჭი ჩვენი უკანასკნელი იმედია", თუმცა იოდა არ ეთანხმება: "არა, კიდევ ერთი არის..."

კალრისიანი ღალატობს ჰანსა და მის თანმხლებებს, ვინაიდან იმპერიის წარმომადგენლები მას ეწვივნენ ჰანის გამოჩენამდე და დააშინეს. ამრიგად ისინი იქცნენ დართ ვეიდერის ტყვეებად, რომელიც გადაწყვიტავს, აწამოს ჰანი და ლეია, რათა ლუკმა იგრძნოს უწესრიგობა ძალაში და მათ დასახმარებლად მოვიდეს.

ჰანი გადაჰყავთ დარბაზში, რომელშიც მას ნახშირბადში ყინავენ. გაყინული სოლო ბობა ფეტის ხელში გადადის, რომელმაც იგი ჯაბასთან უნდა გადაიყვანოს, დაწესებული გასამრჯელოს სანაცვლოდ. ერთ-ერთი იმპერიული მეთაური ვეიდერს ამცნობს, რომ ლუკის ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი ბესპინზე დაეშვა. ლენდოს, ვეიდერის ბრძანებით, ლეია, ჩუბაკა და დროიდები მიჰყავს საკუთარ ვარსკვლავურ საბრძოლო ხომალდზე. თუმცა, სინამდვილეში მას სხვა გეგმები აქვს.

ბრძოლა დართ ვეიდერთან[]

დართ ვეიდერის და ლუკის პირველი შერკინება.

ლუკი უსაფრთხოდ იპარება ბესპინზე. ღრუბლების ქალაქის დერეფნებში იგი ხედავს ბობა ფეტს, რომელიც გაყინულ სოლოსთან ერთად ხომალდისკენ მიემართება. ბობა მას ამჩნევს, მაგრამ ლუკი გაურბის და გადაეყრება მოიერიშეების მიერ დაჭერილ მეგობრებს. მათი გადარჩენის მცდელობისას იგი აღმოჩნდება ნახშირბადის საყინულის დარბაზში.

ქალაქის უსაფრთხოების ძალები უტევენ მოიერიშეებს და ათავისუფლებენ ლენდოსა და მის მეგობარს. გათავისუფლებული ჩუბაკა თავს ესხმის ლენდოს, მაგრამ ქალაქის მმართველი განმარტავს, რომ ჰანის გადარჩენის საშუალება კვლავ არსებობს. ქალაქიდან გასულები, ისინი ეტაკებიან მოიერიშეებს, ხოლო ბობა გაფრენას ასწრებს.

ლუკი და ვეიდერი მახვილებით ერთმანეთს უპირისპირდებიან. ლუკი კინაღამ იყინება მაცივარში. ვეიდერი მის წინააღმდეგ იყენებს ძალის ბნელ მხარეს, ესვრის რა ტექნიკას, საბოლოოდ კი აგდებს ფანჯარაში, საიდანაც სკაიუოკერი ეცემა ავარიულ პლატფორმაზე. ლენდო გასცემს ქალაქის ევაკუაციის ბრძანებას და სხვებთან ერთად "შავარდენით" მიემგზავრება.

დართ ვეიდერი ლუკს ეუბნება, რომ მამამისია.

ბრძოლის მიწურულს ლუკის ხელი მოკვეთილია ვეიდერის მახვილით, რომელიც, მახვილთან ერთად, იკარგება. თავად ვეიდერი ლუკს საბოლოოდ უამბობს, რომ მამამისია.

დართ ვეიდერი: "ობი-ვანს არასოდეს უთქვამს, რა დაემართა შენს მამას."
ლუკ სკაიუოკერი: "საკმარისი მიამბო! მიამბო, რომ შენ მოკალი!"
დართ ვეიდერი: "არა, მე ვარ შენი მამა."
―ვეიდერი და ლუკი, ღრუბლების ქალაქი[წყარო]

თავზარდაცემული ლუკი არ იჯერებს მის სიტყვებს, ხოლო ვეიდერი ცდილობს, დაარწმუნოს იგი, შეუერთდეს და ბნელი მხარის მეშვეობით დაამარცხებინოს იმპერატორი. თუმცა ლუკი ეწინააღმდეგება და ხტება ღრმა გვირაბში, საიდანაც, ვენტილაციის გვირაბის გავლით, აღმოჩნდება ქალაქის გარეთ, ჩამოკიდებული მის ქვედა ნაწილზე. იგი უხმობს კენობის, შემდეგ კი ერთადერთს, ვინც ახსენდება — ლეიას.

ლეია გრძნობს ლუკის ძახილს. "შავარდენი" ბრუნდება ქალაქისკენ და ლენდოს დაჭრილი ლუკი ხომალდზე გადაჰყავს. იმპერიული TIE ხომალდები მათკენ მიემართებიან. "შავარდენი" ტოვებს ბესპინის გრავიტაციულ ველს, მაგრამ ჰიპერსივრცეში გადახტომის მცდელობისას ძრავა კვლავ შეფერხებით მუშაობს.

ლუკი, ლეია და დროიდები ფილმების საბოლოო კადრებში.

დაჭრილი ლუკი ტელეპათიური კავშირით ესაუბრება მამამისს და მიმართავს ობი-ვანს: "ბენ, რატომ არ მიამბე?"

R2 ახერხებს ხომალდის ჰიპერძრავის გააქტიურებას და "შავარდენი" ჰიპერსივრცეში იკარგება. განრისხებული ვეიდერი ბრუნდება ვარსკვლავურ გამანადგურებელზე მდებარე ოთახში.

ამბოხებულთა შეხვედრის წერტილში ლუკს EF76 ნებულონ-B ფრეგატაზე მკურნალობენ. ხელოვნური ხელით იგი თავს უკეთ გრძნობს. ლენდო და ჩუბაკა გეგმავენ ჰან სოლოს გადარჩენას. კალრისიანი ლეიას ჰპირდება, რომ დაუბრუნებს მას, ვინც უყვარს. ლუკი, ლეია და დროიდები იხედებიან კოსმოსში. "შავარდენი" უცნობი მიმართულებით მიემგზავრება.

წარმოება[]

ჯორჯ ლუკასმა ფილმისთვის სცენარისტად მიიწვია ლი ბრეკეტი, რომელსაც სცენარი უნდა დაეწერა თავად ლუკასის მიერ შემოთავაზებული სიუჟეტური განვითარების მიხედვით. პირველი ვერსია მზად იყო 1978 წლის 23 თებერვალს, მაგრამ ბრეკეტი მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა, თავად ჯორჯს კი სცენარის განვითარება არ მოსწონდა. არ ჰყავდა რა სხვა სცენარისტი, მეორე ვერსია თავად დაწერა.[6] ცვლილებები სცენარში მან შეიტანა პირველ ვერსიაზე დაყრდნობით და სწორედ ამ ვერსიაში განავითარა სიუჟეტი ისეთი სახით, როგორიც მან ფილმში შეიძინა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო ვეიდერს, ლუკის მამას.[6] ლორენს კესდენმა ამასობაში დაასრულა დაკარგული კიდობნის მაძიებლების სცენარზე მუშაობა და ლუკასის სცენარზე გადაერთო. რამდენიმე ვერსიის დასრულების შემდეგ სცენარის განხილვა გაიმართა ნოემბერში. მასში მონაწილეობდნენ ლუკასი, კესდენი, აგრეთვე ირვინ კერშნერი და გერი კერცი. დამატებითი ცვლილებების შემდეგ საბოლოო ვარიანტი დაამტკიცეს. დიალოგებში მცირე ცვლილებები შეიტანეს თავად კერშნერმა და მსახიობებმა გადაღებების დროს, ლუკასის თანხმობით.[6]

ფილმის მხატვრობაზე ძირითადად მუშაობდნენ რალფ მაკკუორი, ჯო ჯონსტონი და ნაილო როდის-ჯეიმერო, ლუკასის მიერ შემოთავაზებული იდეების მიხედვით.[6] იოდას თოჯინა შეიქმნა ბრიტანელ გრიმიორ სტიუარტ ფრიბორნის მიერ. იგი აღნიშნავდა, რომ იოდას სახე საკუთარის მიხედვით შეიმუშავა, დაამატა რა აინშტაინის სახის ელემენტები.[7]

გადაღებები გაგრძელდა 1979 წლის 5 მარტიდან 24 სექტემბრამდე. ჰოთის სცენების ნაწილი გადაიღეს ნორვეგიაში. დაგობას, ღრუბლების ქალაქის და ბაზა "ექოს" ინტერიერის სცენები გადაიღეს Elstree Studios-ში, ინგლისში.

ფილმის საწარმოო ბიუჯეტმა დაგეგმილს გადააჭარბა და დაგვიანდა მისი გამოშვებაც. როდესაც თანხა 10 მილიონამდე გაიზარდა, ბანკს სურდა დაფინანსების შეწყვეტა. დამატებითი ბიუჯეტის მისაღებად ლუკასი იძულებული გახდა, 20th Century Fox-ისთვის მიემართა. საბოლოოდ, სტუდიამ ფილმისგან მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე მოელოდა გაცემული სესხის სანაცვლოდ. ამასთან, ლუკასმა შეინარჩუნა უფლება ამ ფილმსა და დაკავშირებულ ნაწარმზე.[7]

გამოშვება[]

ფილმის გამოსვლამდე ზოგიერთი მსახიობი ტელეეთერში მასზე სასაუბროდ გამოჩნდა. პიტერ მეიჰიუ და მარკ ჰემილი მონაწილეობდნენ გადაცემაში Jim'll Fix It[8], ენტონი დენიელსიSesame Street-ში, ხოლო დენიელსი, ჰემილი და მეიჰიუ ერთად — The Muppet Show-ში.

ფილმის პრემიერა გაიმართა 1980 წლის 17 მაისს, ვაშინგტონში, კენედის ცენტრში. იგი, ისევე, როგორც ლონდონში, Odeon Cinema-ში გამართული პრემიერა, საქველმოქმედო იყო. ამ დღეს ბრიტანულ დღესასწაულს, ერთა თანამეგობრობის დღეს, აგრეთვე ეწოდა "იმპერიის დღე" (მას ასე ერქვა 1958 წლამდე), ხოლო ქალაქში დადიოდნენ იმპერიული მოიერიშეების ლეგიონები.[9] 19 და 20 მაისს საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა სხვა ადგილებშიც. ფილმი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში 1980 წლის 21 მაისს გამოვიდა (მისი პირველი ჩვენებისას გამოიყენებოდა 126 ცალი 70 მმ-იანი ფირი, ხოლო 1980 წლის ივნისში მასალა წარმოდგენილი იყო 35 მმ-იან ფირებზე).[10]1980 წლის სექტემბერში CBS-ზე გამოვიდა სპეციალური დოკუმენტური ფილმი, SPFX: იმპერიის საპასუხო დარტყმა.

საქონელი[]

ფილმის რომანად ადაპტირებული ვერსია დაიწერა დონალდ ფ. გლატის მიერ გამოიცა 1980 წლის 12 აპრილს. Marvel-მა გამოსცა მისი ადაპტირება კომიქსების სახით. მისი ტექსტის ავტორი იყო არჩი გუდვინი, ხოლო მხატვარი — ელ უილიამსონი. 1998 წელს იაპონიაში აგრეთვე გამოვიდა მანგა-ვერსია, დახატული ტოსიკი კუდოს მიერ (აშშ-ში იგი გამოიცა 1999 წელს). Kenner-მა ფილმის მიხედვით გამოუშვა სათამაშოების მთელი ხაზი. აუდიოდადგმა დაიწერა ბრაიან დეილის მიერ და ჩაიწერა ეროვნული საზოგადო რადიოს ეთერისთვის, 1983 წელს გასაშვებად.

განმეორებითი გამოშვებები[]

2010 წელს იყო ფილმის 30 წლიანი იუბილე.

ისევე, როგორც ორიგინალური ტრილოგიის სხვა ფილმების შემთხვევაში, ლუკასმა 1997 წელს გამოუშვა ფილმის სპეციალური გამოცემა, შეიტანა რა ახალ ვარიანტში მრავალი ცვლილება და დამატება, მათ შორის — საბოლოო სცენაში მუსიკალური თემის ჩანაცვლებით.

2004 წლის 21 სექტემბერს სამივე ორიგინალური ფილმი პირველად გამოიცა DVD-ზე. ამ შემთხვევაში ფილმში შეცვლილი იყო ხმოვანი ეფექტები და გაუმჯობესებული იყო ზოგიერთი ვიზუალური ელემენტი. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო ვარდისფერ ნათებას, რომელიც ამჯერად ღრუბლების ქალაქის გამოჩენის სცენიდან ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ 1997 წლის კინოთეატრების ვერსიაში ღრუბლების ქალაქის სატრანსპორტო საშუალებას ჩაენაცვლა ტიბანას გადამამუშავებელი ქარხანა.

გარდა ამისა, სცენა, რომელშიც ვეიდერი ესაუბრება იმპერატორს, DVD-ისთვის შეცვალეს. ორიგინალურ ვერსიაში პალპატინს განასახიერებდა ნიღბიანი ქალი, რომელსაც აგრეთვე დამაგრებული ჰქონდა შიმპანზეს თვალები, ხოლო მოგვიანებით მის გახმოვანებაზე კლაივ რევილი მუშაობდა. ისიც და მერჯორი იტონიც, რომელმაც პალპატინი ფიზიკურად განასახიერა, ჩაანაცვლა იენ მაკდერმიდმა, რომელმაც იგივე როლი შეასრულა ჯედაის დაბრუნებაში და წინაისტორიის ტრილოგიაში. თუმცა, რევილის სახელი კვლავ დარჩა ფილმის ტიტრებში. მაკდერმიდმა დიალოგი განმეორებით ჩაწერა ჯეიმზ ერლ ჯოუნსის თანამონაწილეობით და ამ სცენას კიდევ რამდენიმე ფრაზა დაამატა.

ტემუერა მორისონის მიერ განახლებული ვერსიისთვის ჩაიწერა ბობა ფეტის ახალი ხმა და ხაზი გაესვა იმას, რომ მისი პერსონაჟი ჯენგო ფეტიკლონი იყო.

ტრილოგიის განახლებული ვარიანტი, ორდისკიანი შეზღუდული გამოცემების სახით, გამოიცემოდა 2006 წლის 12 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე. დამატებით დისკებზე წარმოდგენილია ფილმების ორიგინალური ვერსიები. თუმცა, ამ გამოცემით უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ უცვლელი ვარიანტები აიღეს 1993 წლის არაანამორფული ლაზერული დისკების პირველწყაროებიდან და არ დაამუშავეს თანამედროვე ტექნოლოგიებით.[11]

ფილმი Blu-ray-ზე პირველად გამოიცა 2011 წლის სექტემბერში.[12]

2015 წლის 7 აპრილს The Walt Disney Studios-მა, 20th Century Fox-მა და Lucasfilm-მა გამოაცხადეს ექვსი ფილმის ციფრული ვერსიების გამოსვლის შესახებ. Lucasfilm ინარჩუნებდა უფლებას I-VI ეპიზოდების ციფრული სახით დისტრიბუციაზე, ამიტომ Walt Disney Studios Home Entertainment-მა იმპერიის საპასუხო დარტყმა ციფრულად გამოუშვა 2015 წლის 10 აპრილს.[13]

მიუხედავად Walt Disney Company-ს მიერ 2012 წელს Lucasfilm Ltd.-ის შეძენის და ყველა მომავალი ფილმის გამოშვებაზე უფლებების მიღებისა, Fox-მა შეინარჩუნა V ეპიზოდის დისტრიბუციის უფლება, ვინაიდან კომპანია მისი თანამწარმოებელი და თანადამფინანსებელი იყო. Fox-ს აგრეთვე დარჩა ფრანშიზის იმ ხუთი შემდგომი ფილმის კინოთეატრებსა და მათ გარეთ, აგრეთვე სახლის ვიდეოფორმატებში გამოშვების უფლება, რომლებსაც Lucasfilm 2020 წლის მაისამდე დამოუკიდებლად აწარმოებდა — ამ დროიდან მოყოლებული მფლობელი Disney გახდებოდა. ასეთი რთული ურთიერთობა Fox-სა და Disney-ს შორის, განსაკუთრებით Fox-ის მიერ IV ეპიზოდზე უფლებების გამო, წარმოშობს მომავალში ყველა ფილმის კომპლექტის სახით გამოცემის სირთულეს.[14] 2017 წლის 14 დეკემბერს The Walt Disney Company-მ გამოაცხადა, რომ გახდა Fox-ის მშობელ კომპანია 21st Century Fox-ის მფლობელი, რაც ნიშნავდა, რომ მას უკვე ეკუთვნოდა აღნიშნული კინოსტუდია და ახალი იმედის დისტრიბუციის უფლებებიც[15]

გამოხმაურება[]

ფილმს გამოსვლისთანავე მრავალფეროვანი შეფასებები ხვდა წილად. კრიტიკოსების ნაწილს არ მოსწონდა სიუჟეტი, თუმცა აღნიშნავდნენ მის ტექნიკურ მიღწევებს. ფილმის რედაქტირებულ ვერსიებსაც არანაკლები განხილვა მოჰყვა.

მსახიობთა თანახმად, ირვინ კერშნერი მსახიობების მიერ სცენარის განხილვის სესიებს მართავდა და უფლებას აძლევდა, დიალოგებში ცვლილებები შეეტანათ და იმპროვიზაციულად ეთამაშათ. იგი იღებდა სცენის მრავალ დუბლს, განსხვავებით ლუკასისგან, რომელიც ყოველთვის მკაცრად მიჰყვებოდა სცენარს და იღებდა დაახლოებით სამ დუბლს, მსახიობებს კი მითითებებს ნაკლებად აძლევდა.

იმპერიის საპასუხო დარტყმა ამჟამად არის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი გაგრძელება, ინფლაციის პირობების გათვალისწინებით. ზოგიერთი მას თვლის საგის ფილმებს შორის განწყობით ყველაზე ბნელ ნაშრომად.

2010 წელს V ეპიზოდი ფილმების ეროვნული რეესტრის ინიციატივით მოხვდა კონგრესის ბიბლიოთეკაში.[16]

ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და სკანდინავიაში V ეპიზოდის ჩვენებას წინ უსწრებდა მოკლემეტრაჟიანი შავი ანგელოზი. იგი იყო როჯერ კრისტიანის, ახალი იმედის დამდგმელი მხატვრის სადებიუტო სარეჟისორო ნაშრომი. გადაღებული შოტლანდიაში, 1979 წლის შემოდგომაზე, 25,000 გირვანქა სტერლინგად, იგი იყო ჯორჯის მხრიდან კრისტიანისთვის საჩუქარი ვარსკვლავურ ომებზე მუშაობაზე მადლიერების ნიშნად.[17][18] შავი ანგელოზი განმეორებით 2015 წლის 12 მაისს ოფიციალურად გამოვიდა.

წაშლილი სცენები[]

გენერალ ვირსის დაღუპვა[]

გენერალი ვირსი აპირებს დამცავი ფარის გენერატორების განადგურებას, მაგრამ ამ დროს ჰობი, ამბოხებულთა პილოტი, დაზიანებული ხომალდით მისი მოსიარულისკენ მიფრინავს. ვირსის თანმხლები პირებიდან ერთ-ერთი ამბობს: "შეხედეთ! ის ახლა..." ჰობის ხომალდი ეჯახება ვირსის AT-AT-ს კაბინას, რომელიც ფეთქდება და შეიწირავს ჰობისაც და ვირსსაც. გაფართოებული სამყაროს თანახმად ისინი ჰოთის ბრძოლას გადაურჩნენ). ეს სცენა, როგორც ჩანს, ამოიჭრა, ვინაიდან ვირსი ანადგურებს გენერატორებს და ფილმის ავტორებმა ვერ შეცვალეს სცენა.

ვამპას სცენა[]

R2-D2 ვამპას გაურბის

ფილმის სცენარის მეოთხე ვერსიის თანახმად, არსებობდა დამატებითი სცენები ვამპების შესახებ. R2-D2-ს კი ერთ-ერთი მათგანი მისდევდა, ხოლო ამბოხებულები მას ესროდნენ. ერთ-ერთი სამხედრო გენერალ რაიკენს ატყობინებს: "შევასრულეთ, მაგრამ სხვებიც დარჩნენ". ამ დროს გაისმის განგაშის სიგნალი და ლეია ეკითხება, შეისწავლეს თუ არა არსება. გენერალი ეუბნება, რომ სწორედ ამას აკეთებენ. ამ დროს ამბოხებულებს აღმოაჩენს იმპერიული ზონდი და ლეიაც აღნიშნავს, რომ "შეუძლებელია, იგი იყოს ერთ-ერთი ასეთი არსებებიდან".

ვამპები ბაზა "ექოზე"[]

2-1B მოკლულ ტოუნტოუნს ათვალიერებს.

სცენაშიც, რომელშიც ჰან სოლო ტოუნტოუნზე ამხედრებული მიემგზავრება ლუკის საძებნელად, სამედიცინო დროიდი 2-1B აკვირდება ლუკის მკვდარ ტოუნტოუნს. სცენარის მეოთხე ვერსიით, ტოუნტოუნი სამი იყო და არა ერთი. ვამპები ამ დროისთვის თავად იჭრებიან ბაზაზე და კლავენ რამდენიმე ტოუნტოუნს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჰანი და ლეია კამათობენ დერეფანში, ხოლო C-3PO და R2-D2 მიემართებიან ანგარისკენ და საუბრობენ ტემპერატურაზე. მოგვიანებით, როდესაც ჰანი ცდილობს, დაადგინოს, თუ სად არის ლუკი, იგი ხვდება ამბოხებულებს, რომლებიც ტოუნტოუნს დასტრიალებენ. მათ აინტერესებთ, თუ რა დაემართა არსებას, ვინაიდან ჯერ არ იციან, რომ ბაზაზე სხვა ვამპები შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ეს სიუჟეტური განვითარება შეტანილია თამაშში Star Wars: Battlefront II, ხოლო ბედისწერის ძალების ეპიზოდში ბაზა "ექოს" მხეცები ასევე ჩნდება ბაზა "ექოზე" შეპარული ვამპა.

ვამპას გამოქვაბული[]

მოიერიშეები ცდილობენ ვამპებიან დარბაზში შეღწევას.

ვამპების მონაწილეობით გადაღებულ სცენებს შორის, ეს ერთ-ერთი ცნობილია, ვინაიდან ყველაზე სრულყოფილია შემორჩენილებიდან. ჰოთის სცენის დროს აღმოჩნდება, რომ R2-D2-ის ხმა იზიდავს ვამპებს. ამიტომ იგი მათ შეიტყუებს დიდ დარბაზში, ხოლო კარზე აკრავენ გამაფრთხილებელ ნიშანს, რათა სხვები არ მიუახლოვდნენ. ეს სცენა გადაიღეს, მაგრამ საბოლოო მონტაჟისას აღარ გამოიყენეს. სამედიცინო ცენტრში, ლუკის სანახავად მიმავალი დროიდები მოგვიანებით კვლავ საუბრობენ ვამპებზე.

ფილმის საბოლოო ვერსიაში ნაჩვენებია, თუ როგორ ჩაუვლიან სოლო და სხვები აღნიშნულ კარს. თუმცა, არ არის შეტანილი კადრი, რომელშიც C-3PO ჩერდება და გაფრთხილების ნიშანს ხევს. V ეპიზოდის ოფიციალურ რგოლში ეს მომენტი ნაჩვენებია.

მას შემდეგ, რაც იმპერიული ძალები ბაზაზე შედიან, მოიერიშეები ხედავენ კარს, რომელზეც დარჩენილია ნიშნის ნაგლეჯი. შიგნით შესულებს ვამპები ესხმიან.

ლუკი როგორც მსროლელი[]

ლუკ სკაიუოკერი საარტილერიო იარაღს ვამპებს უმიზნებს.

მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა ვარაუდი ერთ-ერთი სცენის შესახებ, რომელშიც ლუკი ზარბაზანს ვამპებს უმიზნებდა. ამის ერთადერთი ნამდვილი მტკიცებულება არის Star Wars Insider 33-ში (გვერდი 59) გამოქვეყნებული სტატია Nintendo 64-ისთვის გამოსულ თამაშ Shadows of the Empire-ზე:

"მაგალითად, ვიცოდით, რომ არსებობდა სცენა, რომელშიც ვამპა შეიჭრა ბაზა "ექოზე" და ტოუნტოუნი მოკლა (ამბოხებულთა რამდენიმე მოიერიშესთან ერთად) და სცენა, რომელშიც სადაც ლუკი ავტოლაზერის ზარბაზანთან დადგა და რამდენიმე ვამპას ესროლა. ამ სცენაში ვამპა შესანიშნავად გამოიყურებოდა, ბეწვიანი და ლითონის თვალებით. ეს სურათი შეგვხვდა Kodak Shoebox Photo CD-ზე, რომელიც Lucasfilm Ltd.-მ ერთხელ მოგვაწოდა".

მუსიკა[]

გამოცემების გალერეა[]

შემადგენლობა[]

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

იმპერიული ოფიცრები
ამბოხებულთა ოფიცრები —
  • ნორმან ჩენსერიტემიზანდერ რეი
  • ნორუიჩ დაფიჯეროენ უები
  • რეი ჰესეტიტიგრან ჯამირო
  • ბრიჯიტ კანიტორინ ფარი
  • ბერნელ ტაკერიუაირონ სერპერი
  • მორის ბუშიდენგარი
სხვა პერსონაჟები —
  • მარკ კაპრი — ოფიცერი მ'კეი
  • ალან ჰარისი — მერილი და ბოსსკ'ვასსაკ'კრადოსსკი
  • რალ მაკკუორი — გენერალი მაკკუორი
  • რალფ მორსიმოიერიშე/იმპერიული კომუნიკაციების ოფიცერი/ამბოხებულთა მოიერიშე
  • კეითი მანროზაკუსი და ვიორკეტლი
  • კრის პარსონსი4-LOM, K-3PO და მოიერიშე
  • კვენტინ პაირიისდამ ედიანი
  • ტრიტ უილიამსი — ბაზა ექოს მოიერიშე
  • სტეფანი ინგლიში — ამბოხებულთა ტექნიკოსი
  • შონ კარი — ამბოხებულთა მეთაური

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები (დაბრუნება ↑)


ლეგენდარული პერსონაჟები (დაბრუნება)

  • 2-1B
  • 4-LOM
  • კელ ალდერი
  • უეკ ანტილესი
  • არდანი
  • ბაჩენკალი
  • ბიუილი
  • ჯეროლ ბლენდინი
  • ვილდარ ბლინი
  • ბოსსკი
  • ბრენდეი
  • ბერსკი
  • კებელი
  • ტრეი კალუმი
  • ლენდო კალრისიანი
  • C-3PO
  • სესიუსი
  • ჩუბაკა
  • ბერილ შიფონიჯი
  • ტიან ჩაილერი
  • დეინსომი
  • ტერინ დეტჩი
  • დენგარი
  • დერდრემი
  • ჯენ დერემი
  • ბრენ დერლინი
  • დესანი
  • დრეზინი
  • E-3PO
  • ისდემ იდაიენი
  • გირ ენდაკი
  • ტორინ ფარი
  • ბობა ფეტი
  • FX-7
  • გრაგნაკი
  • ჰაპნიქსი
  • ნალა ჰეტსაიმი
  • დანკან ჰიკმეტი
  • რეიე ჰოლისი
  • უილროუ ჰუდი
  • ტრევა ჰორმი
  • ჰერდისი
  • IG-88B
  • ჯაბა დესილიჯიკ ტიურე (მხოლოდ ხსენება)
  • ტაიგრენ ჯამირო
  • ტაიგრენ ჯამიროს თანაშემწე
  • უეს ჯენსონი
  • კორმენ ჯეინი
  • ტიაან ჯერჯეროდი
  • K-3PO
  • ვეკოზევ კებირი
  • ვაიგრეტ პომონერი (მხოლოდ საბრძოლო ხომალდი)
  • სამარა კებიკი
  • ობი-ვან კენობი (ჩნდება აჩრდილის ან სულის სახით)
  • დრაკონგველების მეფე
  • დერეკ კლივიანი
  • ზემიუელ ლენოქსი
  • ტენკ ლენსო
  • ლობოტი
  • ფინ მაკ'ლეთი
  • ალეკ მარდი
  • ფანტის მერ'დარო
  • ბისლავ მერილი
  • ტარნ მისონი
  • ემ'კეი
  • უტრის მ'ტოკი
  • ნართაქსი
  • რომას ნავანდერი
  • ლორთ ნიდა
  • ალენ ნეფი
  • ნემეტი
  • "ცალხელა"
  • უცნობი ვამპა
  • ლეია ორგანა
  • კენდალ ოზელი
  • პალპატინი/დართ სიდიუსი (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
  • ნაიჩოს პენიბი
  • ლი ფენიტსი
  • ფირმუს პიეტი
  • ჯეკ პაგილო
  • კორმენ კუაინი
  • R-3PO
  • R2-D2
  • R3-A2
  • R3-Y2
  • R5-M2
  • ბერიან რელიგი
  • დაკ რელტერი
  • რეტვინი
  • ტემიზანდერ რეი
  • კარლისტ რაიკენი
  • არკ რუტენდო
  • ბაიელერ სელისი
  • ჯეიკ სირომი
  • უილ სკოუშენი
  • ზევ სენესკა
  • უაირონ სერპერი
  • შეკილი
  • სკორი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • ლუკ სკაიუოკერი
  • გემერ სოჯენი (პირველი გამოჩენა) (რეტკონი)
  • პედარ სოლარდო
  • ჰან სოლო
  • ჯელ სპაილი
  • ჰელდერ სპინოზა
  • სუბა
  • ადამ სვიფტგეილი
  • რეზელ ტემერონი
  • პელო ტორშანი
  • აგლოსტი
  • დართ ვეიდერი
  • შონ ვალდეზი
  • კიტ ველენტი
  • ვენდოლი
  • მაქსიმილიან ვირსი
  • ვენკა
  • ჯეროინ უები
  • დროიდი WED-1016 "ტექი"
  • უაიორკეტლი
  • იოდა
  • კალბერტ ზემუნი
  • ჰაბირ ზიგნიანი
  • ზაკუსი

უცნობი პერსონაჟები

  • უცნობი ასტეროიდის მსხვერპლი ოფიცერი
  • ღრუბლების ქალაქის უცნობი ტექნიკოსი
  • უცნობი იმპერიელი კაპიტანი
  • უცნობი იმპერიელი ოფიცერი
  • ამბოხებულთა უცნობი მაიორი
  • ამბოხებულთა უცნობი ტექნიკოსი

კანონიკური პერსონაჟები (დაბრუნება)

  • 2-1B (პირველი გამოჩენა)
  • 4-LOM (პირველი გამოჩენა)
  • უეჯ ანტილესი
  • კელ ალდერი (პირველი გამოჩენა)
  • ბიუილი (პირველი გამოჩენა)
  • ბოსსკი (პირველი გამოჩენა)
  • C-3PO
  • კებელი (პირველი გამოჩენა)
  • ტრეი კალუმი (პირველი გამოჩენა)
  • ლენდონის ბალთაზარ კალრისიანი (პირველი გამოჩენა)
  • კენონჰაუსი (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
  • ჩუბაკა
  • შიფონაჟი (პირველი გამოჩენა)
  • CR978 (პირველი გამოჩენა)
  • დენგარი (პირველი გამოჩენა)
  • ბრენ დერლინი (პირველი გამოჩენა)
  • ჯაბა დესილიჯიკ ტიურე (მხოლოდ ხსენება)
  • E-3PO (პირველი გამოჩენა)
  • ტორინ ფარი (პირველი გამოჩენა)
  • ბობა ფეტი (პირველი გამოჩენა)
  • ლედიკ ფაირესტი (პირველი გამოჩენა)
  • FS-451 (პირველი გამოჩენა)
  • FX-7 (პირველი გამოჩენა)
  • უილროუ ჰუდი (პირველი გამოჩენა)
  • IG-88B (პირველი გამოჩენა)
  • JA189 (პირველი გამოჩენა) (ირიბი გამოჩენა)
  • ტაიგრენ ჯამირო (პირველი გამოჩენა)
  • ტაიგრენ ჯამიროს თანაშემწე (პირველი გამოჩენა)
  • უეს ჯენსონი (პირველი გამოჩენა)
  • ტიაან ჯერჯეროდი (პირველად გამოჩნდა სპეციალურ გამოცემაში)
  • K-3PO (პირველი გამოჩენა)
  • ობი-ვან კენობი (ჩნდება აჩრდილის ან სულის სახით)
  • დერეკ კლივიანი (პირველი გამოჩენა)
  • L3-37 (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება) (რეტკონი)
  • ლესტოკი (პირველი გამოჩენა)
  • ლენოქსი (პირველი გამოჩენა)
  • ლობოტი (პირველი გამოჩენა)
  • დინა ლორნი (პირველი გამოჩენა)
  • ემ'კეი (პირველი გამოჩენა)
  • ფარლ მაკკუორი (პირველი გამოჩენა)
  • მარა (პირველი გამოჩენა)
  • რომას ნავანდერი (პირველი გამოჩენა)
  • ლორთ ნიდა (პირველი გამოჩენა)
  • ნემეტი (პირველი გამოჩენა)
  • ნევარი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ მოსიარულე)
  • OL701 (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი)
  • ლეია ორგანა
  • კესინ ომისი (პირველი გამოჩენა)
  • კენდალ ოზელი (პირველი გამოჩენა)
  • შივ პალპატინი (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
  • ფირმუს პიეტი (პირველი გამოჩენა)
  • პენრი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი)
  • R-3PO (პირველი გამოჩენა)
  • R2-D2
  • R3-A2 (პირველი გამოჩენა)
  • R3-Y2 (პირველი გამოჩენა)
  • R5-M2 (პირველი გამოჩენა)
  • დაკ რელტერი (პირველი გამოჩენა)
  • საიენა რი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • რიბა (პირველი გამოჩენა)
  • კარლისტ რაიკენი (პირველი გამოჩენა)
  • უილ სკოუშენი (პირველი გამოჩენა)
  • ზევ სენესკა (პირველი გამოჩენა)
  • უაირონ სერპერი (პირველი გამოჩენა)
  • შეკილი (პირველი გამოჩენა)
  • სკორი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • ლუკ სკაიუოკერი
  • ჰან სოლო
  • სტარკი] (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ მოსიარულე)
  • სუბა (პირველი გამოჩენა)
  • საი-ო (პირველი გამოჩენა)
  • ტერინი (პირველი გამოჩენა)
  • ტიგი (პირველი გამოჩენა)
  • TK-5187 (პირველი გამოჩენა)
  • ტრედუელი (პირველი გამოჩენა)
  • TS-4068 (პირველი გამოჩენა)
  • აგლოსტი (პირველი გამოჩენა)
  • ბაზა "ექოს" გემბანის უცნობი ოფიცერი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ამბოხებული (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ხმა)
  • უცნობი ვამპა (პირველი გამოჩენა)
  • დართ ვეიდერი (პირველად ნახსენებია როგორც ენეკინ სკაიუოკერი)
  • კიტ ველენტი (პირველი გამოჩენა)
  • მაქსიმილიან ვირსი (პირველი გამოჩენა)
  • ჩეის უილსორი (პირველი გამოჩენა)
  • ნეშ უინდრაიდერი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • XJ9-CS14 (პირველი გამოჩენა)
  • იოდა (პირველი გამოჩენა)
  • იოგზგიტი (პირველი გამოჩენა)
  • ზაკუსი (პირველი გამოჩენა)

არსებები (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული არსებები (დაბრუნება)

  • ჭაობფრთა
  • დრაკონგველი
  • ექსოგორთი
  • განდარკი (მხოლოდ ხსენება)
  • მაინოკი
  • ნერფი (მხოლოდ ხსენება)
  • ნაჯი
  • სლინი
  • ტოუნტოუნი
  • ხვიარის გველი
  • ვამპა

კანონიკური არსებები (დაბრუნება)

  • ექსოგორთი (პირველი გამოჩენა)
  • განდარკი (ნახსენებია პირველად)
  • ნერფი (ნახსენებია პირველად)
  • პარაზიტი (პირველი გამოჩენა)
  • რეპტოფრინველი (პირველი გამოჩენა)
    • ჭაობფრთა (პირველი გამოჩენა)
  • რეპტილია
    • დრაკონგველი (პირველი გამოჩენა)
    • ხვლიკი (პირველი გამოჩენა)
      • ნაჯი (პირველი გამოჩენა)
      • სლინი (პირველი გამოჩენა)
      • ტოუნტოუნი (პირველი გამოჩენა)
    • გველი (პირველი გამოჩენა)
      • დაგობას პითონი (პირველი გამოჩენა)
      • ხვიარის გველი (პირველი გამოჩენა)
  • ვამპა (პირველი გამოჩენა)

დროიდები (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული დროიდები (დაბრუნება)

  • მკვლელი დროიდი
    • მკვლელი დროიდი IG-88
  • დიდი თაგვი დროიდი
  • მედიკოსი დროიდი
    • სერია 2-1B-ის მედიკოსი დროიდი
    • თანაშემწე მედიკოსი დროიდი FX-7
  • კვების დროიდი
    • კვების დროიდი EG-4
  • პროტოკოლური დროიდი
    • სერია 3PO-ს პროტოკოლური დროიდი
    • სერია LOM-ის პროტოკოლური დროიდი
  • სერია R2-ის ასტრომექანიკოსი დროიდი
  • მზვერავი დროიდი "გველგესლა"
  • დროიდი WED-1016 "ტექი"

კანონიკური დროიდები (დაბრუნება)

  • მკვლელი დროიდი (პირველი გამოჩენა)
    • სერია IG (პირველი გამოჩენა)
      • მკვლელი დროიდი IG-88 (პირველი გამოჩენა)
  • ასტრომექანიკოსი დროიდი
  • მედიკოსი დროიდი (პირველი გამოჩენა)
    • სერია 2-1B-ის მედიკოსი დროიდი (პირველი გამოჩენა)
    • სერია FX-ის თანაშემწე მედიკოსი დროიდი (პირველი გამოჩენა)
    • განდური სამედიცინო დროიდი (პირველი გამოჩენა)
  • პილოტი დროიდი (პირველი გამოჩენა)
    • პილოტირების დროიდი (პირველი გამოჩენა)
  • კვების დროიდი
    • სერია EG-ის კვების დროიდი
    • სერია GNK-ის კვების დროიდი
  • პროტოკოლური დროიდი
    • სერია 3PO-ს პროტოკოლური დროიდი
    • სერია LOM-ის პროტოკოლური დროიდი (პირველი გამოჩენა)
  • ზონდი (პირველი გამოჩენა)
    • მზვერავი დროიდი "გველგესლა" (პირველი გამოჩენა)
  • შემკეთებელი დროიდი
    • სერია MSE
      • სერია MSE-6-ის შემკეთებელი დროიდი
    • ტრედველი შეკვეთებელი დროიდი WED
      • ინსტრუმენტების ნაკრები ტრედველი "სეპტოიდი 2" WED 15 (პირველი გამოჩენა)

მოვლენები (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული მოვლენები (დაბრუნება)

  • იავინის ბრძოლა (მხოლოდ ხსენება)
  • მისია ორდ-მანტელზე
  • იავინის ევაკუაცია (მხოლოდ ხსენება)
  • ჰოთის ბრძოლა
  • დუელი ღრუბლების ქალაქში
  • ბესპინის ოკუპაცია

კანონიკური მოვლენები (დაბრუნება)

ადგილები (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული ადგილები (დაბრუნება)

  • ანოატის სისტემა
  • ბესპინის სისტემა
    • ბესპინი
      • ბესაირი სამი
      • ღრუბლების ქალაქი
        • ადმინისტრატორის სასახლე (პირველი გამოჩენა)
        • ბელდონის თვალი
        • კარბონიტური გაყინვის დარბაზი
        • ღრუბლების ქალაქის ბირთვი
        • ღრუბლების ქალაქის სასადილო
        • ბირთვის გვირაბი
        • აღმოსავლეთის პლატფორმა
        • ნაგავსაწვავი ოთახი
        • ჩრდილოეთის გვირაბი
        • პლატფორმა 327
        • პორტის ქალაქის რაიონი
        • უსაფრთხოების კოშკი
          • დონე 139
            • სადამსჯელო საკანი 5305
        • დასავლეთის გალერეა
        • იარით ბესპინი
      • მფრინავი გამაჯანსაღებელი ცენტრი
  • დაგობას სისტემა
    • დაგობა
      • დრაკონგველების ჭაობი
      • ბნელი ძალის გამოქვაბული
      • იოდას ქოხი
  • ნავსადგური
  • ჰოთის სისტემა
    • ჰოთის ასტეროიდული ველი
      • დიდი
    • ჰოთი
      • კლებბერნის ქედი
        • სამხრეთის ქედი
          • ბაზა "ექო"
            • ნაკვეთური 3
            • ბაზა "ექოს" სამედიცინო ლაბორატორია
        • ჩრდილოეთის ქედი
          • ლანტილის მყინვარი
      • სადგური "ექო 3-8"
      • სადგური "ექო 3-T-8"
      • სადგური "ექო 5-7"
      • ზონა თორმეტი
  • იონური სისტემა
  • ორდ-მანტელი (მხოლოდ ხსენება)
  • კეიმეტის სისტემა
  • ტატუინი (მხოლოდ ხსენება)

კანონიკური ადგილები (დაბრუნება)

  • გალაქტიკა
    • სათადარიგო შეხვედრის ადგილი გამა-ცხრა (პირველი გამოჩენა)
    • ორდ-მანტელი (ნახსენებია პირველად)
    • გარე რგოლის ტერიტორიები
      • ანოატის სექტორი (პირველი გამოჩენა)
        • ანოატის სისტემა (პირველი გამოჩენა)
        • ბესპინის სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • ბესპინი (პირველი გამოჩენა)
            • სიცოცხლის ზონა (პირველი გამოჩენა)
              • ღრუბლების ქალაქი (პირველი გამოჩენა)
                • ადმინისტრატორის სასახლე (პირველი გამოჩენა)
                  • რინეტას სასადილო (პირველი გამოჩენა)
                • აღმოსავლეთის პლატფორმა (პირველი გამოჩენა)
                • იმპერიული გარნიზონი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
                • პლატფორმა 327 (პირველი გამოჩენა)
        • ჰოთის სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • ჰოთი (პირველი გამოჩენა)
            • კეიანური დიაპაზონი (პირველი გამოჩენა)
            • კლებბერნის ქედი (პირველი გამოჩენა)
              • ბაზა "ექო" (პირველი გამოჩენა)
              • სამხრეთის ქედი (პირველი გამოჩენა) (პირველად ნახსენებია როგორც სამხრეთის დაქანება)
            • სადგური ექო 3-T-8 (პირველი გამოჩენა)
            • სადგური "ექო" 5-7 (პირველი გამოჩენა)
            • ლანტილის მყინვარი (პირველი გამოჩენა)
            • ნევის ყინულოვანი დინება (პირველი გამოჩენა)
            • ჩრდილოეთის ქედი (პირველი გამოჩენა)
            • სადგური 3-8 (ნახსენებია პირველად)
            • ზონა თორმეტი (პირველი გამოჩენა)
          • სექტორი ოთხი (პირველი გამოჩენა)
          • ჰოთი (პირველი გამოჩენა)
          • ჰოთის ასტეროიდული სარტყელი (პირველი გამოჩენა)
      • სლუისის სექტორი (პირველი გამოჩენა)
        • დაგობას სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • დაგობა (პირველი გამოჩენა)
            • ბოროტების გამოქვაბული (პირველი გამოჩენა)
            • დრაკონგველების ჭაობი (პირველი გამოჩენა)
            • იოდას ქოხი (პირველი გამოჩენა)
      • ტატუინი (მხოლოდ ხსენება)
        • იუნდტის მასივი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
      • იავინ-4 (ირიბი ხსენება, შესავალში)
        • დიდი ტაძარი (ირიბი ხსენება, შესავალში)
    • შეხვედრის ადგილი დელტა-სამი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)

ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება)

  • რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი
    • ალიანსის ჯარი
    • ალიანსის სპეცდანიშნულების ძალები
    • ალიანსის ფლოტი
    • ალიანსის ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდების კორპუსი
      • ესკადრილია "განდევნილი"
  • ბარონი ადმინისტრატორი
  • ღრუბლების ქალაქის მართვა
    • [[ბესპინის ფრთის გუშაგი/ლეგენდები|ბესპინის ფრთის გუშაგი]]
  • გალაქტიკური იმპერია
    • გალაქტიკური იმპერატორი (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
    • იმპერიული ჯარი
      • Thundering Herd
      • მოიერიშე
        • 501-ე ლეგიონი
        • Snowtrooper
          • Blizzard Force
          • თოვლის ქორები
    • |იმპერიული ვარსკვლავური ფლოტი
      • სიკვდილის ესკადრილია
  • ჯედაების ორდენი
    • დიდი ოსტატი
    • ოსტატი ჯედაი
  • მაღაროელთა გილდია
  • სითი ლორდების ორდენი
    • სითების ბნელი ლორდი
    • სითი შეგირდი
    • ოსტატი სითი (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)

კანონიკური ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება)

  • ადმინისტრატორი (პირველი გამოჩენა)
  • რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი
    • ალიანსის შეიარაღებული ძალები
      • ამბოხებულთა ალიანსის შეიარაღებული ფლოტი
        • ამბოხებულთა ალიანსის ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდების კორპუსი
          • ესკადრილია "განდევნილი" (პირველი გამოჩენა)
            • განდევნილი თერთმეტი (ნახსენებია პირველად)
            • განდევნილი ოთხი (პირველი გამოჩენა)
            • განდევნილის მეთაური (პირველი გამოჩენა)
            • განდევნილი ათი (ნახსენებია პირველად)
            • განდევნილი სამი (პირველი გამოჩენა)
            • განდევნილი ორი (პირველი გამოჩენა)
        • ამბოხებულთა პილოტი
      • ამბოხებულთა ალიანსის დაზვერვის სამსახური (პირველი გამოჩენა)
      • ბაზა "ექოს" უმაღლესი სარდლობა (პირველი გამოჩენა)
      • ექო შვიდი (პირველი გამოჩენა)
      • ექო სამი (პირველი გამოჩენა)
      • ალიანსის ჯარი
        • ცივი ამინდისთვის არჭურვილი სამხედრო (პირველი გამოჩენა)
        • ამბოხებულთა სამხედრო
        • ტოუნტოუნის მხედარი (პირველი გამოჩენა)
      • ალიანსის ოფიცერი
  • ბარონი ადმინისტრატორი (პირველი გამოჩენა)
  • ბესპინის ფრთის გუშაგი (პირველი გამოჩენა)
  • ჯილდოზე მონადირე
  • უსაფრთხოების უფროსი (პირველი გამოჩენა)
  • მაკონტროლებელი (პირველი გამოჩენა)
  • მპოვნელი (პირველი გამოჩენა)
  • გალაქტიკური იმპერია
    • გალაქტიკური იმპერატორი (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
    • იმპერიული შეიარაღებული ძალები
      • იმპერიული ჯარი
        • იმპერიული საბრძოლო მემანქანე (პირველი გამოჩენა)
          • AT-AT-ის პილოტი (პირველი გამოჩენა)
        • მოიერიშეთა კორპუსი
          • 501-ე ლეგიონი
            • რაზმი "ქარბუქი" (პირველი გამოჩენა)
            • დინას რაზმი (პირველი გამოჩენა)
            • მქუხარე ჯოგი (პირველი გამოჩენა)
          • ცივი ჰავის დამრტყმელი მოიერიშე (პირველი გამოჩენა)
          • მოიერიშე
        • საბრძოლო მანქანის მეთაური (პირველი გამოჩენა)
      • იმპერიული ფლოტი
        • სიკვდილის ესკადრილია (პირველი გამოჩენა)
        • იმპერიული ფლოტის სამხედრო
        • იმპერიული ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდების კორპუსი
          • ესკადრილია "ობსიდიანი" (პირველი გამოჩენა)
          • TIE ხომალდის პილოტი
    • იმპერიელ ოფიცერთა კორპუსი

გონიერი რასები (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული გონიერი რასები (დაბრუნება)

  • ბალოსარები (რეტკონი)
  • განდი
  • ადამიანები
  • იმზიგი (ამოჭრილი)
  • ლუტრილელი
  • სნივიანი
  • ტრანდოშანი
  • Ugnaught
  • ვუკი
  • იოდას რასა

კანონიკური გონიერი რასები (დაბრუნება)

ტრანსპორტი (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული ტრანსპორტი (დაბრუნება)

  • ყველგან მავალი ჯავშნიანი ტრანსპორტი
  • ყველგან მავალი სადაზვერვო ტრანსპორტი
  • LC-10bW
  • ამბოხებულთა პირადი გადამყვანი
  • ორკაფსულიანი ღრუბლების ტრანსპორტი "ქარიშხალი IV"
  • საჰაერო სპიდერი T-47
  • კოსმოსური ხომალდი
    • მოდელ EF76-ის ნებულონ-B-ის ტიპის საესკორტო ფრეგატები
      • "გამოსყიდვა"
    • "ცეცხლმფრქვევ-31"-ის კლასის საპატრულო და მოიერიშე ტრანსპორტი
      • "მონა I"
    • სატვირთო ხომალდი
      • მსუბუქი სატვირთო ხომალდი YT-1300
        • "ათასწლოვანი შავარდენი"
    • საშუალო ტრანსპორტი GR-75
    • მაქო
      • "ლამბდას" კლასის მაქო T-4a (1997 წლის შემდეგ გამოსულ ვერსიებში)
        • "ST 321" (1997 წლის შემდეგ გამოსულ ვერსიებში)
      • TIE მაქო
    • ვარსკვლავური გამანადგურებელი
      • "ჯალათის" კლასის ვარსკვლავური დრედნოუტი
      • "იმპერიული I"-ის კლასის ვარსკვლავური გამანადგურებელი
      • "იმპერიული II"-ის კლასის ვარსკვლავური გამანადგურებელი
    • ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი
      • Y-ფრთებიანი ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი
      • X-ფრთებიანი ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი T-65
      • X-ფრთებიანი ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი T-65B
      • ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი TIE
      • ბომბდამშენი TIE/sa

კანონიკური ტრანსპორტი (დაბრუნება)

  • სიკვდილის ვარსკვლავი (მხოლოდ ხსენება)
  • ჰიპერძრავის კაფსული (პირველი გამოჩენა)
  • რეპულსორული ტექნიკა
    • კარბონიტის შემნახველი რეპულსორული ურიკა (პირველი გამოჩენა)
    • ღრუბლების ტრანსპორტი (პირველი გამოჩენა)
      • ორკაფსულიანი ღრუბლების ტრანსპორტი "ქარიშხალი IV" (პირველი გამოჩენა)
    • სპიდერი
      • საჰაერო სპიდერი
        • საჰაერო სპიდერი T-47 (პირველი გამოჩენა)
          • თოვლის სპიდერი (პირველი გამოჩენა)
    • ქვეითების მზიდი (პირველი გამოჩენა)
      • ამბოხებულთა ქვეითების მზიდი (პირველი გამოჩენა)
  • კოსმოსური ხომალდი
    • ბომ­ბდამ­შე­ნი
      • მსუბუქი ბომბდამშენი (პირველი გამოჩენა)
    • დიდი ხომალდი
      • დრედნოუტი (პირველი გამოჩენა)
        • ვარსკვლავური დრედნოუტი (პირველი გამოჩენა)
          • "ჯალათის" კლასის ვარსკვლავური დრედნოუტი (პირველი გამოჩენა)
            • "ჯალათი" (პირველი გამოჩენა)
      • ფრეგატი (პირველი გამოჩენა)
        • მოდელ EF76-ის ნებულონ-B-ის ტიპის საესკორტო ფრეგატები (პირველი გამოჩენა)
          • "გამოსყიდვა" (პირველი გამოჩენა)
      • ვარსკვლავური გამანადგურებელი
        • "იმპერიული" კლასის ვარსკვლავური გამანადგურებელი
          • "იმპერიული I"-ის კლასის ვარსკვლავური გამანადგურებელი
            • ამაოხრებელი
          • "იმპერიული II"-ის კლასის ვარსკვლავური გამანადგურებელი (პირველი გამოჩენა)
            • "შურისმაძიებელი" (პირველი გამოჩენა)
            • "ტირანი" (პირველი გამოჩენა)
            • "ულტიმატუმი" (პირველი გამოჩენა) (რეტკონი)
    • "ცეცხლმფრქვევ-31"-ის კლასის საპატრულო და მოიერიშე ხომალდი (პირველი გამოჩენა)
      • "მონა I" (პირველი გამოჩენა)
    • სატვირთო ხომალდი
    • ხომალდი საავადმყოფო (პირველი გამოჩენა)
    • მაქო
    • ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი
    • ტრანსპორტი
      • საშუალო ტრანსპორტი GR-75 (პირველი გამოჩენა)
        • ნათელი იმედი (პირველი გამოჩენა)
        • "კვანტუმის ქარიშხალი" (პირველი გამოჩენა)
    • ამბოხებულთა ალიანსის უცნობი ნავი (პირველი გამოჩენა)
  • მატარებელი (პირველი გამოჩენა) (პირველად გამოჩნდა სპეციალურ გამოცემაში)
  • მოსიარულე (პირველი გამოჩენა)
    • ყველგან მავალი ტრანსპორტი (პირველი გამოჩენა)
      • ყველგან მავალი ჯავშნიანი ტრანსპორტი (პირველი გამოჩენა)
        • გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდის ყველგან მავალი ჯავშნიანი ტრანსპორტი (პირველი გამოჩენა)
          • "ქარბუქი 2" (პირველი გამოჩენა)
          • "ქარბუქი 6" (პირველი გამოჩენა)
          • "ქარბუქი 8" (პირველი გამოჩენა)
          • "ქარბუქი 9" (პირველი გამოჩენა)
          • "ქარბუქი ერთი" (პირველი გამოჩენა)
          • "ქარბუქი ოთხი" (პირველი გამოჩენა)
      • ყველგან მავალი სადაზვერვო ტრანსპორტი (პირველი გამოჩენა)

იარაღი და ტექნოლოგიები (დაბრუნება ↑)

ლეგენდარული ტექნოლოგიები (დაბრუნება)

  • ჯავშანი
    • აფეთქების საწინააღმდეგო ჯავშანი
    • დართ ვეიდერის ჯავშანი
    • მანდალორული ჯავშანი
  • კოშკი 1.4 FD P
  • ალუვიური ჰაერის დამატენიანებელი
  • სენსორული ანტენის კომპიუტერი ANq-51
  • ძალური ჰარპუნი (პირველი გამოჩენა)
  • ბლასტერი
    • ბლასტერული ქვემეხი
      • "სახმელეთო სირენის" მოდელის ბლასტერული ქვემეხი Ax-108
    • ბლასტერული პისტოლეტი
      • ბლასტერული პისტოლეტი DL-21
      • მძიმე ბლასტერული პისტოლეტი DL-44
      • მოდელ 57-ის ბლასტერული პისტოლეტი
      • ბლასტერული პისტოლეტი "რელბი-k23"
    • ბლასტერული შაშხანა
      • ბლასტერული შაშხანა A295
      • მძიმე ბლასტერული შაშხანა DLT-19
      • ბლასტერული შაშხანა DLT-20A
      • ბლასტერული შაშხანა E-11
      • კარაბინური შაშხანა EE-3
    • გრძელლულიანი ბლასტერი
    • II მარკის საშუალო ავტომატური ბლასტერული ქვემეხი
    • მძიმე ავტომატური ბლასტერი E-Web
  • ბაქტა
  • ბაქტა-ნიღაბი (ჩნდება ამოჭრილ სცენებში)
  • ბაქტა-კამერა
  • სავაზნე ლენტი
  • გამაყრუებელი სამაჯეები
  • აფეთქების საწინააღმდეგო კარი
  • ბორგულუ სტრუქტურა AJ^6
  • ენერგოარბალეტი
  • შესანიღბავი მოწყობილობა (ნახსენებია პირველად)
  • კომლინკი
    • პირადი კომლინკი C1
  • კონდენსატორული ბლოკი
  • დართ ვეიდერის სამედიტაციო კამერა
  • ნეიროშემაფერხებელი DAS-430
  • ამრეკლი ფარის გენერატორი
    • ფარის გენერატორი DSS-02
  • DF.9
  • მუქი დამცავი სათვალე
  • შეპირაბების მომჭერი
  • შემაერთებელი მილი (პირველი გამოჩენა)
  • მაჯის ლაზერი Dur-24
  • [ელექტროდურბინდი
    • მოდელ TD2.3-ის ელექტროდურბინდი
  • მატყუარა თვალი
  • მატყუარა კონტაქტი
  • ცეცხლსაქრობი
  • ცეცხლისმფრქვევი
    • ცეცხლის მინიატურილი პროექტორი ZX
  • ძალის ველი
  • დნობის ღუმელი
  • ფუზიური მჭრელი
  • ჭურვმტყორცნი (პირველი გამოჩენა)
    • მიკროჭურვების გამშვები დანადგარი "რელბი-v10" (პირველი გამოჩენა)
  • სინათლის ღერო
  • მარყუჟიანი შაშხანა GRS-1
  • ჰარპუნის და ბუქსირის ბაგირი
  • მძიმე ტურბოლაზერული კოშკურა
  • ჭურვების გამშვები HH-15
  • ჰოლოკამერა
  • ჰორიზონტალური გამაძლიერებელი
  • იონური ქვემეხი
    • იონური ქვემეხი NK-7
    • იონური ქვემეხი SW-4
    • პლანეტის დამცველი V-150
  • კამა
  • კაირომასტერი
  • ლაზერული ქვემეხი
    • ორმაგი ლაზერული ქვემეხი Ap/11
    • ოთხმაგი ლაზერული ქვემეხი AG-2G
    • ლაზერული ქვემეხი DF.9
    • ლაზერული ქვემეხი KX9
  • L-ხელი 980
  • სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემის აღჭურვილობა
  • სიცოცხლის ფორმების სკანერი
  • სინათლის მახვილი
  • მეხსიერების ბირთვი
  • სარაკეტო სისტემა MM9
  • OrC-19 კომ-სკანი
  • პლასტექსი
  • პლასტოიდი
  • პორტატული სკანერი
    • ძირითადი მოხმარების სკანერი "სკანირების გადიდება"
  • ენერგოქურო
  • პროტონული ყუმბარა
  • იმპულსური ქვემეხი
  • არბალეტის ისარი
  • მანძილსაზომი
  • სასუნთქი ნიღაბი "მოხეტიალე-6"
  • სკანირების ბადე
  • თვითგანადგურების მექანიზმი
  • გამაფრთხილებელი მოსანიშნი (ნახსენებია პირველად)
  • ხმოვანი სხივის იარაღი
  • ხმოვანი გამაყრუებელი
  • დამრტყმელი რაკეტა ST2-ის მტყორცნი
  • მოიერიშის ჯავშანი
  • გადარჩენის დანა
  • ავტოქვესადებიანი შტატივი TR-62
  • გადაცემის სქემა