ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება.

"ძალამ გაიღვიძა. გრძნობ?"
― უზენაესი მეთაური სნოუკი — 20?cb=20250202123958&path-prefix=ka ▶️ (ინფორმაცია ფაილზე)[6]

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება, რომელიც გამოვიდა როგორც ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება, არის ვარსკვლავური ომების 2015 წლის ფილმი. მისი რეჟისორია ჯ.ჯ. აბრამსი, ხოლო სცენარისტები — აბრამსი, ლორენს კესდენი და მაიკლ არნდტი. ფილმის პროდიუსერია კეთლინ კენედი.

ძალის გამოღვიძება არის პირველი ფილმი სიკველების ტრილოგიაში. მთავარ როლებს მასში ასრულებენ ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი. ძველი მსახიობებიდან საკუთარი როლების შესასრულებლად დაბრუნდნენ ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი, ენტონი დენიელსი და პიტერ მეიჰიუ.

ამბავი იწყება ჯედაის დაბრუნების მოვლენებიდან 30 წლის თავზე. გალაქტიკური იმპერია აღარ არსებობს, მაგრამ მისგან წარმოიშვა პირველი ორდენი. ახალ ბოროტ ძალას უპირისპირდებიან გენერალი ლეია ორგანა და მისი წინააღმდეგობა. ამავე დროს ისინი ეძებენ ლუკ სკაიუოკერს.

რეი, ჯართის შემგროვებელი, პოულობს დროიდ BB-8-ს, რომელშიც დამალულია ლუკის ადგილსამყოფელის აღმნიშვნელი რუკის ნაწილი. გოგონას პოულობს ფინი, პირველი ორდენიდან გაქცეული შტურტრუპერი. უკანასკნელთან ერთად პირველი ორდენის ტყვეობიდან გარბის პო დემერონიც, წინააღმდეგობის საუკეთესო პილოტი. მოპარული ათასწლოვანი შავარდენით" მოგზაურობისას რეი და ფინს ხვდება ჰან სოლო (ჩუბაკასთან ერთად). პირველი ორდენი მზად არის, გამოსცადოს ბაზა სტარკილერი, რომელიც აღჭურვილია მთელი პლანეტების გამანადგურებელი ახალი სუპერიარაღით. კაილო რენი პირველ ორდენშია და არის ბნელი მებრძოლი იდუმალებით მოცული წარსულით. ბაზას მეთაურობს გენერალი არმიტიჯ ჰაქსი. ამ ფილმში მოთხრობილი მოვლენები გრძელდება შემდეგ ფილმში, ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VIII უკანასკნელი ჯედაი და შემდგომ, IX ეპიზოდში.

მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდა, თითქოს სკაიუოკერების ამბავი დასრულდებოდა VI ეპიზოდით, ჯორჯ ლუკასი მუშაობდა VII ეპიზოდზე, მაგრამ მოგვიანებით Lucasfilm მიჰყიდა The Walt Disney Company-ს. საბოლოოდ, მუშაობა სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებზე გაგრძელდა Disney-ს ძალისხმევით და გამოიკვეთა ძირითადი კანონიკური მედია — საგის ფილმები, წიგნები, ანიმაციური ტელესერიალები და თამაშები. ყოველივე დანარჩენი, მათ შორის ასობით კომიქსი, გადავიდა ლეგენდების კატეგორიაში.

ფილმი გამოვიდა 2015 წლის 17 დეკემბერს ბრიტანეთში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ქვეყნებში. 18 დეკემბერს იგი გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2016 წლის 9 იანვარს — ჩინეთში.

შესავალი ტიტრი[]

ეპიზოდი VII
ᲫᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲦᲕᲘᲫᲔᲑᲐ
ლუკ სკაიუოკერი გაუჩინარებულია. მისი არყოფნისას იმპერიის ფერფლიდან აღზევდა ბოროტი ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲝᲠᲓᲔᲜᲘ, რომელიც არ მოისვენებს, სანამ არ გაანადგურებს სკაიუოკერს, უკანასკნელ ჯედაის.

ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ მხარდაჭერით გენერალი ლეია ორგანა სათავეში ჩაუდგა ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝᲑᲐᲡ. იგი სასოწარკვეთილი ეძებს თავის ძმას, რათა მისი დახმარებით გალაქტიკაში მშვიდობა და სამართლიანობა აღადგინოს.

ლეიამ თავისი ყველაზე გაბედული მფრინავი საიდუმლო მისიით გააგზავნა პლანეტა ჯაკუზე, სადაც ძველმა მოკავშირემ მოიპოვა ლუკის ადგილსამყოფელის მინიშნება....

შინაარსი[]

თავდასხმა ტუანულზე[]

"სტუმრები გვყავს."
― პო დემერონი[6]
 ტუანულს ცეცხლში ახვევენ.

შტორმტრუპერები ტუანულს ცეცხლში ახვევენ.

მეორე სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებიდან დაახლოებით 30 წლის თავზე ლუკ სკაიუოკერი, უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი ოსტატი ჯედაი, გაუჩინარებულია. მას ეძებენ როგორც გალაქტიკური იმპერიის მემკვიდრე პირველი ორდენი, ასევე წინააღმდეგობა, სამხედრო ძალა, შექმნილი ლუკის დის, გენერალ ლეია ორგანას მიერ.

ლეიას დავალებით ლუკის ადგილსამყოფელს ეძებს პო დემერონი, წინააღმდეგობის მამაცი პილოტი. ტუანულში, უდაბურ პლანეტა ჯაკუზე იგი ხვდება ლორ სან ტეკას, ადგილობრივ მკვიდრს, რომელმაც მოიპოვა რუკა ლუკის ადგილსამყოფელის მითითებით. ამ შეხვედრისას სოფელს თავს ესხმიან პირველი ორდენის შტორმტრუპერები, კაილო რენისა და კაპიტან ფაზმას მეთაურობით. პო და მისი ასტრომექანიკოსი დროიდი BB-8 გაქცევას ცდილობენ, მაგრამ რამდენიმე შტორმტრუპერი ბლასტერებით ანადგურებს პოს X-ფრთებიანის ძრავას. არჩევანის გარეშე დარჩენილი დემერონი რუკას BB-8 გადასცემს და მას გაქცევის მითითებას აძლევს, თავად კი რჩება, რათა დროიდს გასაქრობად საკმარისი დრო მისცეს.

FN-2187-ის თვალწინ FN-2003 პოს მიერ სასიკვდილოდ არის დაჭრილი. FN-2187 ცდილობს მის დახმარებას, მაგრამ თანარაზმელი მის თვალწინ იღუპება. შეშინებული FN-2187 შეძრულია ყოველივეს ხილვით. ამასობაში სოფლის მოსახლეებს პირველი ორდენი თავს უყრის. კაილოსთან ტეკაც მიჰყავთ, მაგრამ იგი ეუბნება, რომ იცის, თუ ვინ იყო ერთ დროს რენი და იმას, რომ მას არ შეუძლია თავისი ნამდვილი ვინაობისგან გაქცევა. განრისხებული რენი მას მახვილით კლავს.

პო რენს შორიდან ესვრის, მაგრამ უკანასკნელი გასროლას ჰაერში ძალის მეშვეობით აჩერებს. პოს იჭერენ და რენი გადაწყვიტავს, იგი საკუთარ ხომალდზე დაჰკითხოს. წასვლამდე ფაზმა ეკითხება რენს, თუ როგორ მოექცნენ ადგილობრივ მკვიდრებს და კაილო მათ დახოცვას ბრძანებს. FN-2187 კიდევ უფრო შეძრულია ამ ხოცვა-ჟლეტვით და იარაღსაც ვერ აღმართავს.

დაბრუნება "ბოლოს მომღებზე"[]

"წინააღმდეგობას ვერაფერს დაუშავებ!"
― პო დემერონი მიმართავს კაილო რენს[6]
კაილო რენი ცდილობს, პოსგან შეიტყოს, თუ სად ინახება რუკა.

კაილო რენი ცდილობს, პოსგან შეიტყოს, თუ სად ინახება რუკა.

აღორძინებულის კლასის ვარსკვლავურ ნაღმოსან ბოლოს მომღებზე დაბრუნებული FN-2187 კვლავ ფიქრებშია, როგორც თანარაზმელის, ასევე დაღუპული სოფლელების გამო. იგი იხსნის ჩაფხუტს და მძიმედ სუნთქავს, თუმცა მას ფაზმა ამჩნევს, უახლოვდება და უბრძანებს, შესამოწმებლად ჩააბაროს ბლასტერი (ვინაიდან მანამდე შეამჩნია, რომ FN-2187-ს არ გაუსროლია). სასჯელის მოლოდინში და, პირველი ორდენის ფასეულობებში რწმენის შერყევის გამო, FN-2187 გადაწყვიტავს, გაიქცეს. რენი ამასობაში პოს აწამებს, მაგრამ ვერაფრით გამოსტყუებს ინფორმაციას ლუკის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა მას ეხმარება გონების წამება. შედეგად იგი შეიტყობს, რომ რუკა შენახულია დროიდში, რომელიც სოფლიდან გაიქცა. იგი ამის შესახებ გენერალ არმიტიჯ ჰაქსს ატყობინებს.

შეხვედრა ჯართის შემგროვებელთან[]

"კლასიფიცირებული? მართლა? მეც. დიდი საიდუმლოა."
― რეის საუბარი BB-8-სთან[6]
რეის და BB-8-ის შეხვედრა ჯაკუს უდაბნოში.

რეის და BB-8-ის შეხვედრა ჯაკუს უდაბნოში.

სადღაც ჯაკუზე ჯართის შემგროვებელი რეი დახეტიალობს ვარსკვლავურ ნაღმოსანში. იგი პოულობს ღირებულ დეტალს და ჩანთაში აგდებს. შემდეგ რეი მიემართება ნიიმას ავანპოსტისკენ, უნკარ პლატთან, რომელიც ნაპოვნის სანაცვლოდ დღიური ულუფის მეოთხედს აძლევს. რეი ბრუნდება შინ, სახლად გადაკეთებულ AT-AT-ში და საკვებს ამზადებს. მოგვიანებით იგი თვალს ადევნებს ვარსკვლავურ ხომალდს, რომელიც პლანეტას ტოვებს და რაღაც ხმა ესმის.

იგი პოულობს BB-8-ს, რომელიც გამოჭერილია ნაგვის სხვა შემგროვებლის, ტიდოს მიერ. გოგონა ათავისუფლებს დროიდს, რომელიც არ შორდება და ყველგან მიჰყვება. რეი კვლავ პლატთან მიდის და ცდილობს, გაცვალოს ნაგვის მორიგი ნაწილი ულუფაში, მაგრამ კროლუტი მას მოულოდნელად BB-8-ის სანაცვლოდ სთავაზობს სამოც ულუფას. მიუხედავად ასეთი ცდუნებისა, რეი უარს ეუბნება და უნკარი დროიდის მოსატაცად ორ ყაჩაღს აგზავნის.

გაქცევა "ბოლოს მომღებიდან"[]

"გააკეთე, როგორც გეუბნები და აქედან გამოაღწევ."
― FN-2187 მიმართავს პო დემერონს[6]
FN-2187 და პო დემერონი ბოლოს მომღების დერეფანში.

FN-2187 და პო დემერონი ბოლოს მომღების დერეფანში.

ვინაიდან გაქცევა პილოტის გარეშე შეუძლებელია, FN-2187 პოულობს და ათავისუფლებს პო დემერონს. ისინი იტაცებენ TIE-ს, FN-2187 კი თანარაზმელებს ქვემეხების გასროლით ანადგურებს, ისევე როგორც ბოლოს მომღების ტურბოლაზერებს. გაქცევისას დემერონი შტორმტრუპერს სახელს ეკითხება, მაგრამ უკანასკნელმა მხოლოდ ის იცის, რომ პატარაობიდან ზრდიდნენ როგორც შტორმტრუპერს, ამიტომ მისი ვინაობის აღმნიშვნელი მხოლოდ სერიული ნომერი "FN-2187" არის. დემერონი მას უბრალოდ "ფინს" უწოდებს, რაც ყოფილ შტორმტრუპერს მოსწონს. პო მას აგრეთვე გაანდობს, რომ მისი მისიის მთავარი მიზანი, რუკა, ინახება ასტრომექანიკოს დროიდში. ფრენისას TIE-ს არტყამენ და იგი ავარიულად ეშვება ახლომდებარე ჯაკუზე.

ფაზმა ჰაქსს ამცნობს, რომ ეს FN-2187-ის დაუმორჩილებლობის პირველი შემთხვევა იყო. ერთ-ერთი ტექნიკოსი ამ დროს გენერალს აუწყებს, რომ TIE ხომალდი გოაზონის ვერანებზე, ჯაკუს კანიონურ ზონაში ჩამოვარდა. ხვდება რა, რომ პო და ფინი დროიდს ეძებენ, ჰაქსი იქ საკუთარ ესკადრილიას აგზავნის.

გაქცევა ჯაკუდან[]

"ეს ხომალდი?
ეგ ნაგავია!
"
― ფინი და რეი ხედავენ "ათასწლოვან შავარდენს"[6]
ფინი და რეი ხედავენ შტორმტრუპერებს, რომლებიც BB-80ს ეძებენ.

ფინი და რეი ხედავენ შტორმტრუპერებს, რომლებიც BB-80ს ეძებენ.

ფინი და პო TIE-ს მის პლანეტასთან შეჯახებამდე ტოვებენ. ყოველი მათგანი ეშვება ნამსხვრევებისგან მოშორებით. ფინი პოულობს პოს ქურთუკს, მაგრამ თავად პილოტის ადგილმსამყოფელის დადგენა შეუძლებელია. დარწმუნებულია რა, რომ დემერონი დაიღუპა, ფინი ქურთუკით უდაბნოს მიუყვება, ხოლო შტორმტრუპერის აბჯარს ქვიშაში ტოვებს. საბოლოოდ, იგი ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებულ წერტილთან ჩერდება, წყლის პოვნის იმედით.

ვინაიდან სხვა ადგილს ვერ პოულობს, ფინი ცდილობს, მოიკლას წყურვილი პირუტყვთან ერთად საერთო ჭიდან სმით. ამ დროს იგი ამჩნევს ყაჩაღებს, რომლებიც ცდილობენ დროიდის გატაცებას. ფინი მიხვდება, რომ იგი პოს დროიდია, მაგრამ მას რეი დაასწრებს, რომელიც ყაჩაღებს თავისი კვერთხით იგერიებს. BB-8 ამჩნევს ფინს, რომელიც პოს ქურთუკს ატარებს და რეის სთხოვს, დაედევნოს ამ უცნობს. რეი თავს ესხმის ფინს, ფიქრობს რა, რომ იგი ქურდია. ფინი უამბობს მტრის ხომალდზე მომხდარ ამბავს და შემდგომ პლანეტაზე ჩამოვარდნის შესახებ. ამ დროს ჩნდებიან პირველი ორდენის ძალები, რომლებიც დროიდს საჰაერო შეტევის მეშვეობით დაედევნებიან. რეი, ფინი და BB-8 თავდაპირველად კვადმხტომისკენ მიემართებიან, რომელსაც TIE-ები ანადგურებენ. რჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი — ისინი შერბიან იქვე მდგარ ათასწლოვან შავარდენში. რეი იწყებს ჰაერში აფრენილი ხომალდის მართვას, ხოლო ფინი TIE-ებს ქვემეხებით იგერიებს. ამის შემდეგ "შავარდენი" კოსმოსში მიემგზავრება.

ბოლოს მომღებზე ლეიტენანტი დოფელდ მიტაკა კაილო რენს ამცნობს, რომ დროიდმა პლანეტა დატოვა გატაცებული სატვირთო ხომალდით, დეზერტირ FN-2187-თან ერთად. გაღიზიანებული რენი იყენებს სინათლის მახვილს და ამსხვრევს სამართავ პანელებს. მიტაკა მას აგრეთვე უამბობს, რომ გაქცეულებს ეხმარებოდა ადგილობრივი ჯართის შემგროვებელი გოგონა. კიდევ უფრო განრისხებული კაილო მას ძალის მეშვეობით ისვრის ოთახის ბოლოს და ეკითხება, თუ ვინ იყო ეს გოგონა.

კვლავ "შავარდენზე"[]

"ჩუი, დავბრუნდით."
― ჰან სოლო და ჩუბაკა[6]
ჰანი და ჩუი ბრუნდებიან "ათასწლოვან შავარდენზე".

ჰანი და ჩუი ბრუნდებიან "ათასწლოვან შავარდენზე".

გახარებული ფინი და რეი ზეიმობენ ჯაკუდან გაქცევას, მაგრამ ამ დროს ხომალდის სისტემაში ავარია ხდება. იგი საჭიროებს შეკეთებას, ამიტომ სამივე ცდილობს, გაერკვეს, თუ რა მოხდა. სანამ ისინი "შავარდენის" მწყობრში მოყვანით არიან დაკავებულნი, მას უეცრად იზიდავს სხვა, უფრო დიდი სატვირთო ხომალდის მიზიდვის სხივი. მართალია, თავდაპირველად ეჩვენებათ, რომ ისინი პირველმა ორდენმა დაიჭირა და იმალებიან ხომალდის ქვედა დონეზე, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში "შავარდენი" შეაჩერა ორმა ყოფილმა მფლობელმა, ჰან სოლომ და ჩუბაკამ. ისინი პოულობენ დამალულებს და ჰანი ჩათვლის, რომ სწორედ მათ გაიტაცეს "შავარდენი", მაგრამ მას შემდეგ, რაც რეი და ფინი განუმარტავენ, რომ აუცილებელია დროიდის წინააღმდეგობასთან მიყვანა — ვინაიდან სწორედ იგი ინახავს ინფორმაცია ლუკის ადგილმსამყოფელის შესახებ — ჰანი და ჩუი გადაწყვიტავენ, დაეხმარონ მათ.

შეტაკება ერავანაზე[]

"ხრიკები დაგიძველდა. გალაქტიკაში ვეღარავის მოატყუებ."
― ბალა-ტიკი მიმართავს ჰან სოლოს[6]
ჰანი ესაუბრება ერთდროულად ორ ბანდას.

ჰანი ესაუბრება ერთდროულად ორ ბანდას.

ჰანის ხომალდ ერავანაზე ამ დროს ეშვებიან ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიმინალური ფრაქციის წარმომადგენლები, გუავიანური სიკვდილის ბანდა და კანჯიკლაბი, რომლებიც სოლოსგან ვალის დაბრუნებას ცდილობენ. არ სურს რა, რომ ამაში გარიოს რეი და ფინი, ჰანი მათ ხომალდის ქვედა დერეფანში მალავს. იგი ცდილობს, დაარწმუნოს ორივე მხარე, რომ ყველა პრობლემას აღმოფხვრის, მაგრამ ბალა-ტიკი, გუავიანური სიკვდილის ბანდის წარმომადგენელი, მიხვდება, თუ რომელი დროიდია BB-8, ვინაიდან პირველმა ორდენმა მისი პოვნისთვის გასამრჯელო დააწესა. ისინი მოითხოვენ დროიდის და ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსების გადაცემას. ამ შეკამათების დროს რეი შემთხვევით აღებს სამ კარს, საიდანაც გამორბიან რათტარები. ვინაიდან მთელი ყურადღება ორივე დაჯგუფებას მათზე გადააქვს, ჰანი და ჩუი დროიდთან ერთად გარბიან. ერთ-ერთი რათტარი ფინს იჭერს, მაგრამ რეი პოულობს სამართავ პანელს და მის საცეცზე კარს ამხობს, რითაც ყოფილ შტორმტრუპერს ათავისუფლებს. ისინი "შავარდენში" ჩუის და ჰანს უერთდებიან და ჰიპერსივრცეში ხტებიან. ბალა-ტიკი უბრძანებს სხვებს, ამცნონ პირველ ორდენს ჰან სოლოს და მოდელ BB-ის პოვნის შესახებ.

შეხვედრა უზენაეს მეთაურთან[]

"სტრატეგია უნდა შევცვალოთ."
― სნოუკი მიმართავს გენერალ არმიტიჯ ჰაქსს[6]
კაილო რენი და უზენაესი მეთაური სნოუკი განიხილავენ მომხდარ მოვლენებს.

კაილო რენი და უზენაესი მეთაური სნოუკი განიხილავენ მომხდარ მოვლენებს.

ბაზა სტარკილერზესუპერიარაღად ქცეულ პლანეტაზე, რომელიც მნათობის ენერგიით იკვებება და შეუძლია მთელი ვარსკვლავური სისტემების განადგურება — კაილო რენი და გენერალი ჰაქსი ესაუბრებიან უზენაესი მეთაურ სნოუკის ჰოლოგრამას. ჰაქსი სთავაზობს, გამოიყენონ სტარკილერი და გაანადგურონ ახალი რესპუბლიკის მთავრობა და წინააღმდეგობა, რაზეც სნოუკი თანხმდება. იგი რენს ეუბნება, რომ ასტრომექანიკოსი დროიდი მოგზაურობს "შავარდენით", ისევე, როგორც მისი მამა, ჰან სოლო. რენი ეუბნება, რომ მამა მისთვის არაფერს ნიშნავს და, სნოუკის წვრთნის შედეგად, იგი ვერ დაბრუნდება ძალის ნათელ მხარეზე.

მოგზაურობა ტაკოდანაზე[]

"გინდა, BB-8 წინააღმდეგობასთან მოხვდეს? მაზ კანატა ჩვენი საუკეთესო გამოსავალია."
― ჰან სოლო მიმართავს ფინს და რეის[6]
ჰანი, რეი, ფინი და BB-8 ტაკოდანას ციხე-დარბაზთან.

ჰანი, რეი, ფინი და BB-8 ტაკოდანას ციხე-დარბაზთან.

ჰიპერსივრცეში მოძრაობისას "შავარდენს" ექმნება ჰიპერძრავის პრობლემა, თუმცა რეი გამოავლენს ხომალდების ცოდნის ნიჭს — კომპრესორის გარეშე ფრენის გაგრძელებით და პრობლემის გადაწყვეტით. ამასობაში ფინი ცდილობს, "ერავანაზე" დაჭრილი ჩუის თათი მოარჩინოს. ხომალდის შეკეთების შემდეგ ჰანი გამოჰკითხავს მას და რეის მათი მიზნების შესახებ, რაზეც ისინი უამბობენ პირველ ორდენზე და დროიდში დამამულ რუკაზე.

BB-8 მათ უჩვენებს რუკის ნაწილს და ჰანი მოგზაურებს უამბობს, რომ გაუჩინარების შემდეგ ლუკს უამრავი ვინმე ეძებდა. ლუკმა სცადა ჯედაების ორდენის აღდგენა, მაგრამ მისი შეგირდი მოექცა ძალის ბნელ მხარეს, გაანადგურა ყოველივე, რაც ლუკმა შექმნა და მოკლა სხვა პადავანები. გრძნობდა რა პასუხისმგებლობას და ადანაშაულებდა საკუთარ თავს ამ შეცდომისთვის, ლუკი ყველას განერიდა. ჰანი აგრეთვე ამბობს, რომ არსებობდა ვარაუდი, თითქოს ლუკი ეძებდა ჯედაების პირველ ტაძარს.

სოლოს თქმით, "შავარდენს" მიაგნო მას შემდეგ, რაც იგი ჰიპერსივრცეში გადახტა, ვინაიდან ჩუბაკასთან ერთად მის სიგნალს იჭერდნენ. ამიტომ კრიმინალურმა ჯგუფებმაც ხომალდს ასე მალე მიაგნეს, რაც ნიშნავს, რომ მათ პირველი ორდენიც აღმოაჩენდა. BB-8-ის წინააღმდეგობისთვის გადასაცემად მათ სჭირდებათ ახალი ხომალდი, რომელიც, როგორც ჰანი ამტკიცებს, შეუძლია ითხოვოს ძველი ნაცნობისგან.

ისინი ჩადიან პლანეტა ტაკოდანაზე, რათა შეხვდნენ მაზ კანატას, მის ციხე-დარბაზში. ჰანი ამბობს, რომ იგი ამ ციხე-დარბაზს ფლობდა ათასზე მეტი წლის განმავლობაში და საკუთარი კანტინაც აქვს. ყველასთვის მოულოდნელად მათ ჯაშუშებიც უთვალთვალებენ. GA-97 წინააღმდეგობას ამცნობს, რომ BB მოდელის დროიდი აღმოჩენილია. იგივე ინფორმაციას ბაზინი ნეტალი გადასცემს პირველ ორდენს.

შიდა კონფლიქტი[]

"მაპატიე. კვლავ ვგრძნობ... სინათლის მხარეს მიხმობს. უზენაესი მეთაური გრძნობს. კვლავ მიჩვენე სიბნელის სიმძლავრე და წინ არაფერი აღმიდგება. მიჩვენე, ბაბუა, და შენ მიერ დაწყებულს დავასრულებ."
― კაილო რენი მიმართავს დართ ვეიდერის ჩაფხუტს[6]
კაილო რენი ცდილობს, მიიღოს პასუხი დართ ვეიდერისგან.

კაილო რენი ცდილობს, მიიღოს პასუხი დართ ვეიდერისგან.

კაილო რენი ცდილობს, მიიღოს რამე ნიშანი ბაბუისგან, დართ ვეიდერისგან და გამოკეტილია თავის ოთახში. წინ უდევს ვეიდერის დამწვარი ჩაფხუტი, მოპოვებული ენდორიდან. მამაზე და სნოუკზე ფიქრისას კაილო საკუთარ თავში წინააღმდეგობას გრძნობს. იგი ჩაფხუტს მიმართავს და აღიარებს, რომ სინათლე მას კვლავ თავისკენ უხმობს, რაც სნოუკმაც იგრძნო. იგი სთხოვს ვეიდერს, კვლავ უჩვენოს ბნელი ძალა, რათა დააბრუნოს ბნელ მხარეს და დაეხმაროს, გაუმკლავდეს მომავალ განსაცდელს.

ძალის მიერ ხმობა[]

"რეი... ეს შენი პირველი ნაბიჯებია."
ობი-ვან კენობის ხმა რეის ხილვაში[6]

სანამ ჩუი და ჰანი მაზს ესაუბრებიან, ფინი შეუთანხმდება სიდონ ითანოსა და კუიგგოლდს, რომ ისინი მას გარე რგოლის ტერიტორიებში გადაიყვანენ. რეი სთხოვს ფინს, არ დატოვოს ისინი და დაეხმაროს წინააღმდეგობის პოვნაში. მაგრამ ფინს წასვლა გადაწყვეტილი აქვს, ვინაიდან, მისი აზრით, პირველი ორდენის დამარცხება შეუძლებელია. იგი აგრეთვე აღიარებს, რომ მოატყუა, თითქოს წინააღმდეგობაშია და უამბობს, რომ სინამდვილეში პირველი ორდენის შტორმტრუპერი იყო, რომელმაც პირველივე მნიშვნელოვანი ბრძოლისას ველი დატოვა, ვინაიდან არ სურდა ვინმეს მოკვლა. როდესაც ფინი მიდის, რეის ესმის გოგონას კივილი და ჩადის სასახლის სარდაფში, რომელიც სავსეა წარსულის რელიკვიებით. იგი უახლოვდება ვროშირისგან დამზადებულ სკივრს, რომელშიც აღმოაჩენს ანაკინ სკაიუოკერისა და მისი ძის, ლუკის კუთვნილ სინათლის მახვილს.

ლუკ სკაიუოკერი და R2-D2 რეის ხილვიდან.

ლუკ სკაიუოკერი და R2-D2 რეის ხილვიდან.

ეხება რა მახვილს, იგი ხილვებში ეშვება. თავდაპირველად იგი ხედავს ღრუბლების ქალაქს, რომელშიც ლუკი პირველად შეერკინა ვეიდერს. იმავე წამს ხილვას ენაცვლება მეორე — ლუკით, რომელიც თავისი რკინის ხელით ეხება R2-D2-ს. მათ წინ ხანძარია — იწვის ჯედაების ტაძარი. მორიგი ხილვისას მის წინაშე ჩნდებიან რენის რაინდები, ირგვლივ კი — მათ მიერ მოკლული ხალხი. ამ დროს კაილო რეის ამჩნევს, მაგრამ, სანამ გოგონას შეეხება, უკანასკნელი საკუთარ თავს ხედავს — ბავშვობისას. ამ სცენაში იგი მშობლებს უკანასკნელად ხედავს და სთხოვს, დაბრუნდნენ, მაგრამ მას ამშვიდებს უნკარ პლატი. მას აგრეთვე ეწვევა მომავლის ხილვები — კაილოს მიერ დათოვლილ ტყეში დევნა. შეშინებული რეი ხილვებიდან გამოდის. მას პოულობს მაზ კანატა, რომელიც უამბობს მახვილის ამბავს და ეუბნება, რომ იარაღი მას თავად უხმობდა. იგი აგრეთვე ეუბნება, რომ თავად ძალისადმი მგრძნობიარეა, თუმცა ჯედაი არასოდეს ყოფილა. მას შეუძლია, დახუჭოს თვალები და ძალის სინათლე იგრძნოს და ხედავს, რომ რეისაც იგივე შეუძლია. შეშინებული ყოველივეთი, რეი მახვილზე უარს ამბობს და BB-8-სთან ერთად ტყეში გარბის.

ჰოსნიანის კატაკლიზმი[]

"დღეს რესპუბლიკის აღსასრულია! აღსასრული რეჟიმის, რომელიც ხელს უწესრიგობას უწყობს!"
― გენერალი არმიტიჯ ჰაქსი[6]
გენერალი ჰაქსის ბრძანებით იწყება სტარკილერის ამოქმედება.

გენერალი ჰაქსის ბრძანებით იწყება სტარკილერის ამოქმედება.

სნოუკის მხრიდან სტარკილერის გამოყენების ნებართვის მოპოვების შემდეგ ჰაქსი ირჩევს ჰოსნიურ სისტემას, რომელშიც მდებარეობს ახალი რესპუბლიკის დედაქალაქი, ჰოსნიან-პრაიმი, ისევე, როგორც მთელი ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტი. ამ ნაბიჯს პირველი ორდენი დგამს ახალი რესპუბლიკის "არალეგიტიმური" ძალაუფლების ერთი ხელის მოსმით გასანადგურებლად. ოპერაცია წარმატებულად ჩაივლის — ჰოსნიან-პრაიმი, Galactic Senate, სისტემის სხვა ასტრონომიული ობიექტები და ახალი რესპუბლიკის უცნობი რაოდენობა სრულიად განადგურებულია. სისტემის გაქრობას თვალს ადევნებენ ტაკოდანადან. შეძრული ამ განადგურებით, ფინი გადაწყვიტავს, რეისთან დარჩეს.

ტაკოდანას ბრძოლა[]

""იარაღი მჭირდება!"
"
უკვე გაქვს!"
― ფინი და მაზ კანატა[6]
რეის თვალწინ პირველი ორდენი ანადგურებს ტაკოდანას ციხე-დარბაზს.

რეის თვალწინ პირველი ორდენი ანადგურებს ტაკოდანას ციხე-დარბაზს.

პირველი ორდენი მოემართება BB-8-სკენ. მისი ძალები თავს ესხმიან ტაკოდანას ციხე-დარბაზს. TIE ხომალდებით და AAL-1971/9.1-ებით ისინი კლავენ ადგილზე მყოფთა დიდ ნაწილს. მაზი მახვილს შესანახად ფინს გადასცემს, ეუბნება რა ჰანს, რომ არ აქვს დრო, უამბოს, თუ როგორ მოიპოვა იგი. BB-8 ამასობაში რეისთან ერთად ტყეშია, ამიტომ პირველი ორდენი მას ვერ პოულობს, თუმცა ერთ-ერთი შტორმტრუპერი რენს ამცნობს გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ და კაილო მისკენ მიემართება.

ციხე-დარბაზთან ბრძოლისას ფინი იყენებს მახვილს, მაგრამ მას უპირისპირდება FN-2199, მისი ყოფილი თანარაზმელი. ფინს გადაარჩენს ჰანი, რომელიც ჩუბაკას ენერგეტიკული არბალეტით FN-2199-ს ესვრის. ჩუბაკა და ჰანი ერთად კლავენ რამდენიმე შტორმტრუპერს, მაგრამ მათ, ფინთან ერთად, პირველი ორდენი აპატიმრებს. ამ დროს ჩნდებიან წინააღმდეგობის X-ფრთებიანები, გადარჩენილი პო დემერონის მეთაურობით. საჰაერო შეტაკებას მოჰყვება მრავალი TIE-ს და შტორმტრუპერთა განადგურება.

რეი კაილოს ტყეში ხვდება და ესვრის ბლასტერული პისტოლეტიდან, მაგრამ კაილო მას ძალის მეშვეობით აჩერებს. მის გონებაში შეღწევით იგი აღმოაჩენს, რომ გოგონას ნანახი აქვს რუკა და პირველ ორდენს უბრძანებს, იქაურობა დატოვონ, ვინაიდან დროიდი აღარ სჭირდებათ. ციხე-დარბაზთან დატრიალებული ბრძოლისას პირველი ორდენის უკანასკნელი რაზმები ხომალდებით გარბიან, ჰანი კი ხედავს, თუ როგორც მიჰყავს მის შვილს უგონოდ მყოფი რეი. წინააღმდეგობა ამ ბრძოლაში იმარჯვებს, ჰანი, ჩუბაკა და ფინი კი თავისუფლდებიან. ჰანი უბრუნდება ლეიას, რომელსაც უამბობს, რომ შვილი დაინახა.

წინააღმდეგობის ბაზა[]

"მე როგორ ვუშველიდი, თუკი ლუკმა ვერ შეძლო?
ლუკი ჯედაია, შენ კი — მისი მამა.
"
― ჰანი და ლეია[6]
ლეია, ჰანი, C-3PO და წინააღმდეგობის წევრები ათვალიერებენ რუკის ნაწილს.

ლეია, ჰანი, C-3PO და წინააღმდეგობის წევრები ათვალიერებენ რუკის ნაწილს.

ჰანი, ჩუბაკა და ფინი დ'ქარის წინააღმდეგობის ბაზაზე იმყოფებიან. BB-8 პოულობს R2-D2-ს, მაგრამ, როგორც C-3PO განმარტავს, უკანასკნელი ლუკის გაუჩინარების შემდეგ უმოქმედო მდგომარეობაშია. BB-8-ის მიერ ნაჩვენები რუკა მხოლოდ საერთო რუკის მცირე ნაწილი აღმოჩნდება. ცნობილი ხდება, რომ ლეიამ და ჰანმა იციან, რომ კაილო მათი შვილია და რომ იგი ბნელ მხარეზეა გადასული, მიუხედავად ლუკის მცდელობისა. სწორედ ეს იქცა მათი განშორების მიზეზად. შედეგად ჰანი დაუბრუნდა კონტრაბანდისტულ საქმიანობას, ხოლო ლეია წინააღმდეგობას სათავეში ჩაუდგა.

წინააღმდეგობის ბაზის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ პირველი ორდენი იწყებს სტარკილერის მომზადებას, რათა დ'ქარი გაანადგუროს. ამასობაში წინააღმდეგობა მათზე შეტევის განხორციელებას გეგმავს. ფინი მათ გადასცემს ინფორმაციას ბაზის აგებულობის შესახებ და ცნობილი ხდება, რომ ბაზის სიმძლავრე დამოკიდებულია მნათობის ენერგიაზე. ამისთვის იგი იყენებს თერმულ ოსცილატორს, რომლის განადგურების შემთხვევაში პლანეტის ბირთვი ბაზას გაანადგურებს. თუმცა, აუცილებელია მოასწრონ ამ ოპერაციის ჩატარება, სანამ დ'ქარზე დარტყმა განხორციელდება. ფინი, ჰანი და ჩუი აპირებენ ბაზის დამცავი ფარის შიგნიდან გამორთვას და მისიისთვის ემზადებიან. დამშვიდობებისას ლეია ჰანს ეხვევა და სთხოვს, დააბრუნოს მათი შვილი.

რეის შესაძლებლობები[]

"გეშინია... რომ არასოდეს იქნები დართ ვეიდერივით ძლიერი!"
― რეი კაილო რენს მიმართავს[6]

რეი სტარკილერის ბაზაზეა, სადაც მას კაილო რენი დაკითხვას უტარებს, რათა დაადგინოს ლუკის ადგილსამყოფელი. რენი იხსნის ჩაფხუტს და გოგონას ნამდვილ სახეს უჩვენებს. თავდაპირველად იგი აღწევს მის გონებაში და ხედავს კუნძულს. თუმცა, მას უჭირს ფიქრების ბოლომდე წაკითხვა და რეი მოულოდნელად თავად შედის მის ფიქრებში. იგი გრძნობს, რომ კაილოში შიშია — შიში, რომ ვეიდერივით ძლევამოსილი ვერასოდეს გახდება. დამცირებული რენი ოთახიდან გადის, რათა სნოუკს გაესაუბროს.

რეი გონების მოტყუებით შტორმტრუპერზე მოქმედებს.

რეი გონების მოტყუებით შტორმტრუპერზე მოქმედებს.

გაოგნებული იმით, თუ რა მოხდა, რეი ხვდება, რომ კანატა მართალი აღმოჩნდა — იგი ძალისადმი მგრძნობიარეა. ჯედაის გონების მოტყუებით იგი ცდილობს იქვე მდგომი შტორმტრუპერის დათანხმებას, რათა უკანასკნელმა გაათავისუფლოს და გაუშვას. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შტორმტრუპერი უარს ეუბნება. თუმცა, შემდეგ მცდელობას მოჰყვება ბრძანების შესრულება. ზემოქმედების ქვეშ მოწინააღმდეგე ბლასტერსაც კი უტოვებს. შეიარაღებული, გოგონა ბაზაზე გზას იკვლევს და ძალას მიჰყვება. კაილო ამასობაში სნოუკს უამბობს, რომ რეის ძალასთან სიახლოვე აქვს, მაგრამ წვრთნა ესაჭიროება და სნოუკი მას უბრძანებს, გოგონა უჩვენოს. აღმოაჩენს რა, რომ რეი გაიქცა, რენი განრისხდება და ანგრევს სავარძელს, რომელზეც პატიმარი იჯდა.

ბაზა სტარკილერის ბრძოლა[]

ბრძოლა სტარკილერის თხრილებში.

ბრძოლა სტარკილერის თხრილებში.

ჰან სოლო და სხვები "შავარდენით" ბაზაზე ეშვებიან. ფინის მთავარი მიზანია რეის გათავისუფლება. ვინაიდან ბაზის დამცავი ფარები განახლების სიხშირით გამოირჩევიან, ჰანი სინათლის სიჩქარით მათ გასცდება და ხომალდი კლდის პირას ჩერდება. ჩუბაკა, ფინი და ჰანი ბაზაზე შედიან და იჭერენ კაპიტან ფაზმას. ფარების გამორთვის შემდეგ ისინი ფაზმას ნაგვის მამჭიდროებელში აგდებენ.

სანამ ბაზაზე მივლენილები რეის პოულობენ, შეტევას იწყებენ ლურჯი და წითელი ესკადრილიების პილოტები, შავი მეთაურის, პოს ხელმძღვანელობით. ისინი ოსცილატორს ესვრიან, მაგრამ TIE-ების კონტრეშეტევის გამო მას ვერ აჩერებენ. წინააღმდეგობა დაბნეულია.

ჰანის უკანასკნელი შეხვედრა შვილთან.

ჰანის უკანასკნელი შეხვედრა შვილთან.

ჩუბაკა, ფინი, რეი და ჰანი ცდილობენ თერმული ყუმბარების ბაზაზე განთავსებას. გრძნობს რა მამის მოახლოებას, კაილო მისკენ თავად მიემართება. ჰანი მას უახლოვდება და მიმართავს ნამდვილი სახელით როგორც "ბენს". ჰანი შვილს სთხოვს, დაივიწყოს სნოუკი და დაუბრუნდეს ძალის ნათელ მხარეს. ბენი იხსნის ჩაფხუტს და ჩანს, რომ შეშინებულია. იგი მამისკენ მახვილს იშვერს და სთხოვს, დაეხმაროს. ჰანი ჰპირდება, რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებს და, როდესაც ცდილობს, შვილს მახვილი წაართვას, უკანასკნელი ეწინააღმდეგება. იგი იარაღს აამოქმედებს და კლავს მამას, რომელიც მის სახეს უკანასკნელად ეხება, შემდეგ კი ხიდიდან ეცემა. განრისხებული ჩუბაკა, რეი და ფინი იწყებენ შტორმტრუპერთა მისამართით სროლას. დ'ქარზე ლეია ამ დროს ძალის მეშვეობით ჰანის აღსასრულს გრძნობს და აცრემლებულია. რენი დაჭრილია ჩუბაკას არბალეტით, მაგრამ ფინს და რეის ტყის მიმართულებით მისდევს.

კაილო რენის და ყოფილი შტორმტრუპერის მახვილებით შერკინება.

კაილო რენის და ყოფილი შტორმტრუპერის მახვილებით შერკინება.

რეი რენს უწოდებს მონსტრს და ბლასტერით ესვრის, მაგრამ ძალის მეშვეობით რენი მას ხისკენ ისვრის და გონებას აკარგვინებს. სასოწარკვეთილი და შეშლილი ფინი მოულოდნელად იღებს ლუკის მახვილს. რენი მას მოღალატეს უწოდებს, ფინი კი განრისხებული უპირისპირდება. რენი უკვე დაჭრილია და, ამრიგად, დასუსტებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფინი ეცემა, ასევე დაჭრილი. კაილო ტელეკინეზის მეშვეობით ბაბუის მიერ აწყობილი მახვილის მიზიდვას ცდილობს, მაგრამ ამ დროს უკანასკნელი გონს მოსული რეის ხელთ აღმოჩნდება.

პო ანადგურებს ბაზის თერმულ ოსცილატორს.

პო ანადგურებს ბაზის თერმულ ოსცილატორს.

ამავე დროს ჩუი აფეთქებს ბაზაზე დატოვებულ ყუმბარებს და პო, X-ფრთებიანებთან ერთად, სტარკილერის თხრილებში აღწევს. იგი პოულობს ოსცილატორში შესასვლელს და მასში აღწევს, განსხვავებით ადევნებული TIE-სგან, რომლის პილოტი მანევრირებისას შეცდომას უშვებს. პო ტორპედოებს ისვრის და ანადგურებს ოსცილატორს სუპერიარაღის მზადყოფნაში მოყვანამდე ოცდაათი წამით ადრე. ჯაჭვური რეაქციისას ბაზა განადგურებულია, რაც იწვევს მთლიანი პლანეტის ზედაპირის შენჯღრევას და მის შიგნიდან ნგრევას.

რეის და კაილო რენის დუელი სტარკილერზე.

რეის და კაილო რენის დუელი სტარკილერზე.

რეი და რენი კვლავ იბრძვიან. რენი უფრო მეტად დაჭრილია, ახლა უკვე რეის მიერ, მაგრამ თავდაპირველად უპირატესობა მის მხარეს არის, ვინაიდან მრისხანებით გამოვლენით ივიწყებს ტკივილს. მას იმდენად მოსწონს რეის უნარები, რომ ცდილობს, შეაცდინოს და ჰპირდება, რომ ძალის გამოყენებას შეასწავლის. თუმცა, ამაზე პასუხად რეი ძალას იყენებს მასზე დარტყმების განსახორციელებლად და უფრო გაშმაგებულად უტევს კაილოს. საბოლოოდ კაილოს ხმალი ორად იხლიჩება, თავად რენი კი უკანასკნელ ნაიარევს სახეზეც მიიღებს. მათ ბრძოლას მხოლოდ ფეხქვეშ ორად გაყოფილი მიწა აჩერებს.

რეი ბრუნდება დაჭრილ ფინთან. მათ დასახმარებლად "შავარდენით" ჩუბაკა მოდის. მთავარ ბაზაზე არეულობაა, ვინაიდან გენერალი ჰაქსი უკვე გაქცეულია და შენობის დატოვებას სხვა ოფიცრებიც ცდილობენ. ჰაქსი ამასობაში სნოუკს ესაუბრება, რომელიც უბრძანებს რენის გადარჩენას. "შავარდენი" და წინააღმდეგობის ფლოტი ტოვებენ პლანეტას, რომელიც, ცეცხლში გახვეული, განადგურებულია. ჰიპერსივრცის მეშვეობით გამარჯვებულები დ'ქარზე ბრუნდებიან.

ლუკ სკაიუოკერის პოვნა[]

"დაე, ძალა იყოს შენთან."
― ლეია მიმართავს რეის[6]

წინააღმდეგობა აღნიშნავს გამარჯვებას, თუმცა ლეია, ჩუბაკა და რეი ჰანის დაკარგვას განიცდიან. R2-D2 მოულოდნელად აქტიური ხდება და ამბობს, რომ ლუკის ადგილსამყოფელის რუკის ნაწილს ინახავს. ორი დროიდის მიერ პროეცირებული გაერთიანებული რუკით ცნობილი ხდება აქ-ტოს მდებარეობა. კვლავ უგონოდ მყოფ ფინს რეი დახედავს, შუბლზე ჰკოცნის და ყველაფრისთვის მადლობას უხდის.

რეი და ლუკი პლანეტა აქ-ტოზე.

რეი და ლუკი პლანეტა აქ-ტოზე.

R2-D2-ის და ჩუბაკას თანხლებით რეი "შავარდენით" მიემგზავრება შორეულ, ზღვით გარშემორტყმულ პლანეტაზე, რომელიც მანამდე მხოლოდ თავის ხილვებში უნახავს. იგი უახლოვდება კუნძულს, რომელზეც ჩანს ქვის დასახლება. ქვით აგებული კიბით იგი მთის წვერზე ადის, სადაც ლუკს პოულობს. რეი არაფერს ეუბნება და მხოლოდ მამამისის მახვილს აწვდის.

შემუშავება[]

"ჯ.ჯ. აბრამსს ვეუბნები, რომ ეს ფილმი 4 მილიარდად ღირს. მას უნდა გავუფრთხილდეთ. დაუჯერებელი უპირატესობა და პასუხისმგებლობაა, აიღო განძი და მოეპყრო ისე, რომ პატივისცემით მოეკიდო მის წარსულს და, იმავე დროს, მის მომავალს."
― ბოიბ აიგერი[7]
Disney-ს მიერ Lucasfilm-ის შეძენას მოჰყვა ძალის გამოღვიძების შემუშავება.

Disney-ს მიერ Lucasfilm-ის შეძენას მოჰყვა ძალის გამოღვიძების შემუშავება.

2012 წლის 30 ოქტომბერს The Walt Disney Company-მ გამოაცხადა, რომ 4.05 მილიარდ აშშ დოლარად ჯორჯ ლუკასისგან შეიძინა Lucasfilm, ვარსკვლავური ომების ფრანშიზის მწარმოებელი კომპანია.[8] შეძენა მოჰყვა ლუკასის მხრიდან 31 მაისს კომპანიის დატოვებას[9] და 1 ივნისის განცხადებას, რომ ვეტერანი კინოპროდიუსერი კეთლინ კენედი Lucasfilm-ის თანათავმჯდომარე გახდებოდა.[10] ამ შერწყმის ფარგლებში Disney-მ გამოაცხადა, რომ 2015 წლიდან გეგმავდა ფილმების სიკველების ტრილოგიის გამოშვებას, ხოლო კენედი იქნებოდა მათი მთავარი პროდიუსერი.[8]

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

ჩრდილოამერიკული გამოცემები[]

სხვა ქვეყნები[]

პოსტერების გალერეა[]

შემადგენლობა[]

ტიპის მიხედვით
მსახიობები მსახიობები მითითების გარეშე გუნდი გუნდი მითითების გარეშე განსაკუთრებული მადლობა

მსახიობები



გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • 1138 (პირველი გამოჩენა)
  • 4B-EG-6 (პირველი გამოჩენა)
  • ჯიალ აკბარი
  • აპ'ლეკი (პირველი გამოჩენა) (რეის ხილვაში)
  • ალიუმი (პირველი გამოჩენა)
  • ილო ესტი
  • B-U4D (პირველი გამოჩენა)
  • BB-8 (პირველი გამოჩენა)
  • ჯაგა ბადური (პირველი გამოჩენა)
  • გველის ბაგნორო (პირველი გამოჩენა)
  • ბალა-ტიკი (პირველი გამოჩენა)
  • ბასტიანი (პირველი გამოჩენა)
  • სარა ბელ-სანი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
  • თადლე ბერენკო (პირველი გამოჩენა)
  • ბობაჯო
  • BR-BA (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
  • ტასლინ ბრენსი (პირველი გამოჩენა)
  • ზიგლი ბრუსი (პირველი გამოჩენა)
  • C-3PO
  • კარდო (პირველი გამოჩენა) (რეის ხილვაში)
  • ჰობინ კარსამბა (პირველი გამოჩენა)
  • ჩუბაკა
  • ინფრალურჯი ზედბედი კოგინსი (პირველი გამოჩენა)
  • კეიდელ კო კონიქსი (პირველი გამოჩენა)
  • კრატინუსი (პირველი გამოჩენა)
  • საიპრესი (პირველი გამოჩენა)
  • პო დემერონი (პირველი გამოჩენა)
  • ვობერ დანდი
  • დათანი (პირველი ხსენება) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • ერიხ ს. დატუ (პირველი გამოჩენა)
  • ბოლივარ დენაი (პირველი გამოჩენა)
  • ანოფ დენგი (პირველი გამოჩენა)
  • თენლის დეპალო (პირველი გამოჩენა)
  • ჯაბა დესილიჯიკ ტიურე (ნახსენებია სიმღერის ტექსტში)
  • დრეგო
  • ტრინტო დუაბა
  • გენის დუკეინი (მხოლოდ ხსენება)
  • ლემა ილიაკი (პირველი გამოჩენა)
  • EGL-21 (პირველი გამოჩენა)
  • კალუან ემატი
  • ფინი (პირველი გამოჩენა)
  • ომარლინ ფისკერი (პირველი გამოჩენა)
  • FN-1824 (პირველი გამოჩენა)
  • FN-417 (პირველი გამოჩენა)
  • FN-2003 (პირველი გამოჩენა)
  • FN-2199 (პირველი გამოჩენა)
  • FN-3181 (პირველი გამოჩენა)
  • FN-9330 (პირველი გამოჩენა)
  • ფურილო (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
  • GA-97 (პირველი გამოჩენა)
  • ნაჰანი გილენი (პირველი გამოჩენა)
  • სადსუოტერ დილიფეი გლონი (პირველი გამოჩენა)
  • პამიჩ ნერო გუდი (პირველი გამოჩენა)
  • გრამგარი (პირველი გამოჩენა)
  • GTAW-74 (პირველი გამოჩენა)
  • გუიჩი (პირველი გამოჩენა)
  • ჰელი (პირველი ხსენება) (მხოლოდ უნიფორმაზე)
  • დარტილ ჰაზა (პირველი გამოჩენა)
  • ბარის მდედრობითი სქესის უცნობი კლიენტი (პირველი გამოჩენა)
  • პირველი ორდენის უცნობი ოფიცერი ქალი (პირველი გამოჩენა)
  • პირველი ორდენის უცნობი შტორმტრუპერი (ბაზა სტარკილერი) (პირველი გამოჩენა)
  • ჯაკუს მდედრობითი სქესის უცნობი სოფლელი (პირველი გამოჩენა)
  • პირველი ორდენის უცნობი შტორმტრუპერი (ბოლოს მომღები) (პირველი გამოჩენა)
  • პირველი ორდენის უცნობი ოფიცერი (ბაზა სტარკილერი) (პირველი გამოჩენა)
  • პირველი ორდენის უცნობი ოფიცერი (ბაზა სტარკილერი) 2 (პირველი გამოჩენა)
  • პირველი ორდენის უცნობი ოფიცერი (ბაზა სტარკილერი) 3 (პირველი გამოჩენა)
  • ბარის მამრობითი სქესის უცნობი კლიენტი (პირველი გამოჩენა)
  • ბარის მამრობითი სქესის უცნობი კლიენტი 2 (პირველი გამოჩენა)
  • პირველი ორდენის მამრობითი სქესის უცნობი ოფიცერი (პირველი გამოჩენა)
  • მამრობითი სქესის უცნობი ჰოსნიელი (პირველი გამოჩენა)
  • წინააღმდეგობის უცნობი ტექნიკოსი (პირველი გამოჩენა)
  • უშარი (პირველი გამოჩენა) (რეის ხილვაში)
  • V8-R (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
  • პალარის ვენი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ვარსკვლავური გამანადგურებელი)
  • ლანივერ ვილჩემი (პირველი გამოჩენა)
  • როსერ უენო (პირველი გამოჩენა)
  • ტემინ უექსლი (პირველი ვიზუალური გამოჩენა) (პირველად ნახსენები როგორც სნეპი)
  • ვენალო უინტზი (პირველი გამოჩენა)
  • ვიკრული (პირველი გამოჩენა) (რეის ხილვაში)
  • ვოლივანი (პირველი გამოჩენა)
  • რაიტი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • XA-LX (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • ჯურა იანაი (პირველი გამოჩენა)
  • იოდა (მხოლოდ ხმა) (რეის ხილვაში)
  • იოლო ზიფი (პირველი გამოჩენა)
  • ტაბალა ზო (პირველი გამოჩენა)
  • ზუვიო

ორგანიზმები

  • ბარგესტი (პირველი გამოჩენა)
  • ფრინველი
  • ბოდარი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ძვლები)
  • ძაღლი (მხოლოდ ხსენება)
  • დუნის ზეივარი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ეშვი)
  • ფანტაბუ (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ბეწვი და ტყავი)
  • გჰჰჰკი (როგორც დეჟარიკის ფიგურა)
  • გორნტი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ხორცი)
  • გორამატლი (პირველი გამოჩენა) (როგორც ტყავი)
  • გოვათი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ტყავი)
  • გრიმტააში (როგორც დეჟარიკის ფიგურა)
  • განდარკი (მხოლოდ ძვლები)
  • ჰაპაბორი
  • ჰუჯიქსი (როგორც დეჟარიკის ფიგურა)

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

  • გალაქტიკა
    • ცენტრალური სამყაროები
      • ჰოსნიანის სისტემა (პირველი გამოჩენა)
        • კარდოტა (პირველი გამოჩენა)
        • კორტსილიუსი (პირველი გამოჩენა)
        • ჰოსნიანი (პირველი გამოჩენა)
        • ჰოსნიან-პრაიმი (პირველი გამოჩენა)
          • რესპუბლიკის ქალაქი (პირველი გამოჩენა)
            • სენატის მოედანი (პირველი გამოჩენა)
              • ახალი რესპუბლიკის სენატორული კომპლექსი (პირველი გამოჩენა)
        • რეიშო (პირველი გამოჩენა)
    • შიდა რგოლის ტერიტორიები
      • ჯაკუს სექტორი
        • ჯაკუს სისტემა
          • ჯაკუ
            • გოაზონის უნაყოფო მიწები
              • მერყევი მინდვრები (პირველი გამოჩენა)
            • კელვინის ხეობა (პირველი გამოჩენა)
            • კელვინის ქედი (პირველი ხსენება)
            • ნიიმას ავანპოსტი
              • ნაკვეთური სამი (პირველი გამოჩენა)
              • სავაჭრო ჯიხური (პირველი გამოჩენა)
            • წმინდა სოფლები (პირველი გამოჩენა)
            • ვარსკვლავური ხომალდების სასაფლაო
          • ჯაკუს მზე (პირველი ვიზუალური გამოჩენა)

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 1.39 1.40 1.41 1.42 1.43 1.44 1.45 1.46 1.47 1.48 1.49 1.50 1.51 1.52 1.53 1.54 1.55 1.56 1.57 1.58 1.59 1.60 1.61 1.62 1.63 1.64 1.65 1.66 1.67 1.68 1.69 1.70 1.71 1.72 1.73 1.74 1.75 1.76 1.77 1.78 1.79 1.80 1.81 1.82 1.83 1.84 1.85 1.86 1.87 1.88 1.89 1.90 1.91 1.92 1.93 1.94 1.95 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII ძალის გამოღვიძება, ტიტრები
  2. StarWars.com Star Wars: Episode VII to Open December 18, 2015 StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. Premium-Era-real Star Wars: The Force Awakens — Fandango (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 8, 2020)
  4. Premium-Era-real Star Wars Episode 7 script still not finalized - Movies News - Digital Spy ავტორი: არმიტიჯი, ჰიუ — Digital Spy (December 16, 2013) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 22, 2019)
  5. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ფილმის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან 30 წლის შემდეგ. როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ამ უკანასკნელი ფილმის მოვლენების განვითარების დროა 4 იბშ, ამრიგად ძალის გამოღვიძების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 34 წელს.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  7. Premium-Era-real 'Star Wars' Theme Park Attractions to Be Based on New Films, Not Old (EXCLUSIVE) ავტორი: გრეისერი, მარკ, ავტორი: variety.com — Variety (December 10, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი July 1, 2020)
  8. 8.0 8.1 DisneyCompany-favicon DISNEY TO ACQUIRE LUCASFILM LTD. the Walt Disney Company-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  9. Premium-Era-real George Lucas Announces Retirement, ავტორი: pastemagazine.com — Paste Magazine (May 31, 2012) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 2, 2012)
  10. StarWars.com Kathleen Kennedy to become Co-Chair of Lucasfilm Ltd. StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)

დამატებითი ბმულები[]