ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავური ომები, ტომი 1 (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარსკვლავური ომები, ტომი 1: ბედისწერის გზა არის რბილყდიანი კრებული, რომელიც Marvel Comics-ის მიერ გამოიცა 2020 წლის 10 ნოემბერს. მასში შეტანილია #1–6-ე გამოშვებები 2020 წელს დაწყებული სერიიდან ვარსკვლავური ომები.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

"არა...მე ვარ შენი მამა."

იმპერიის საპასუხო შეტევის შემდგომი მოვლენების შემდეგ აჯანყების გმირებს ბნელი დროება დაუდგათ. აჯანყებულთა ფლოტი...მიმოფანტულია ჰოთზე საზარელი დამარცხების შემდეგ. ჰან სოლომ...წააგო ბრძოლა ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტთან და კარბონიტშია გაყინული. ხოლო ღრუბლების ქალაქში მახეში მოქცეული და ბოროტ დართ ვეიდერთან სინათლის მახვილებით სასტიკ ბრძოლაში შერკინებული ლუკ სკაიუოკერი...შეიტყობს საშინელ სიმართლეს თავის ჯედაის წარმომავლობაზე. ვეიდერმა არ მოკლა მისი მამა, ენეკინი — ვეიდერი თავადაა ლუკის მამა! ახლა, ბნელი ლორდისგან რის ვაი-ვაგლახით გაქცევის შემდეგ, ნაიარევებით და ამ გამომჟღავნებისგან აფორიაქებულებმა, ლუკმა, პრინცესა ლეიამ, ლენდო კალრისიანმა, ვუკი ჩუბაკამ და დროიდებმა, C-3PO-მ და R2-D2-მა, ბრძოლით უნდა დაიბრუნონ აჯანყებულთა ალიანსი — ვინაიდან მთელი გალაქტიკის ბედი ბეწვზე ჰკიდია! არის თუ არა გამარჯვება შესაძლებელი ამდენი დამარცხების შემდეგ? მაგრამ ლეია, ლუკი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯგუფი ვერ ხვდებიან, რომ ერთ იმპერიულ მახეს მეორე ჩაენაცვლა! გაიცანით გამჭრიახი და შურისძიებით აღსავსე იმპერიული მეთაური ზარა, ტარკინის წარმომადგენელი! მწერალი ჩარლზ სოული ('დართ ვეიდერი') და მხატვარი ხესუს საისი ('დოქტორი სტრეინჯი') მომავალ წელს წაგვიყვანენ სრულიად შორეულ გალაქტიკაში! რ.ბ. სილვას გარეკანებით ('X-ის ძალები')! ყველა დროის უდიდესი კოსმოსური თავგადასავალი იწყება...იანვარში!

შეტანილია: ვარსკვლავური ომები (2020) 1-6[1]

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

შეტანილი გამოშვებები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

გარე ბმულები[]


Advertisement