ვარსკვლავური ომები: აკოლიტი არის ვარსკვლავური ომების ტელესერიალი, რომელიც Disney+-ისთვის მომზადდა ლესლი ჰედლენდის მიერ. იგი არის მისი რეჟისორი, აღმასრულებული და წამყვანი პროდიუსერი. სერიალის მომზადების შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი 2020 წლის 4 მაისს, StarWars.com-ის მეშვეობით.[2] სერიალის თემაა ბნელი მხარის ძალების გაძლიერება აყვავებული რესპუბლიკის ეპოქის მიწურულს. აკოლიტის ეპიზოდები გამოდიოდა Disney+-ზე, 2024 წლის 4 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით.
ოფიციალური აღწერა[]
"აკოლიტი" არის მისტიკური თრილერი, რომელიც მაყურებელს ამოგზაურებს დიდი რესპუბლიკის მიწურულის წყვდიადით მოცული საიდუმლოებების და ცხადი ბნელი ძალების გალაქტიკაში. ყოფილი პადავანი მასწავლებელ ჯედაისთან ერთად იძიებს დანაშაულების მთელ რიგს, მაგრამ ძალები, რომლებსაც ეჯახებიან, უფრო სახიფათოა, ვიდრე ფიქრობდნენ.[6]
შემუშავება[]
- "ვფიქრობ, რომ ხედავთ მორალურად უფრო არაერთგვაროვან პერსონაჟებს, ვიდრე "ვარსკვლავური ომების" სხვა მასალებში გინახავთ. და ვფიქრობ, რომ თამამად შემიძლია, ეს ვთქვა: არ მგონია, რომ სხვა სერიალებში ისეთ მოქმედებას ნახავთ, რომელსაც ჩვენთან იხილავთ. უბრალოდ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა, გაგვეკეთებინა შოუ ცუდებზე და იმ პერიოდში ამის განვითარება ყველაზე სწორი ჩანდა, ასე, რომ, ამით განსხვავდება. თითქოს ამობრუნებულია. აქ უფრო მეტად ჯედაი გვყავს, ვიდრე "ვარსკვლავური ომების" სხვა მასალებში გინახავთ."
- ―ლესლი ჰედლენდი

ამანდლა სტენბერგი, ლი ჯონ-ჯე და რეჟისორი ლესლი ჰედლენდი
ლესლი ჰედლენდმა, რომელმაც მანამდე იმუშავა 2019 წლის სერიალ რუსულ თოჯინაზე, როგორც თავად ამბობდა, "ცივად დაურეკა Lucasfilm-ს" და წარუდგინა მომავალი აკოლიტი — Disney-ს 2013 წლის გაყინულის და კვენტინ ტარანტინოს 2003 წლის მოკალი ბილის ერთგვარი გადაკვეთა. მთავარი გმირები, ვეროშა ოშა ანისეია და მეი-ჰო მეი ანისეია შეიქმნა ჰედლენდის უმცროს დასთან ურთიერთობის გავლენით, ხოლო Lucasfilm-ის პრეზიდენტმა, კეთლინ კენედიმ, ჰედლენს ურჩია, ვარსკვლავური ომების ეს ამბავი მოერგო "საოცრად ემოციური" პიესის, დედმამიშვილობის თემატიკის სიყვარულის კულტის სტილისტიკაზე. ჰედლენდის თავდაპირველ სცენარებს იგი 2019 წელს გამოეხმაურა: "შენ ვარსკვლავური ომების დიდებული სერიალი დაწერე. აი ახლა კი მიდი და დაწერე ლესლი ჰედლენდის სერიალი."[12]
2020 წლის 22 აპრილს Variety-მ გამოაქვეყნა ცნობა, რომ Disney+-ისთვის რუსული თოჯინის თანაავტორ ლესლი ჰედლენდის, როგორც სცენარისტის და შოურანერის მიერ, მზადდებოდა ვარსკვლავური ომების სერიალი. ამ ინფორმაციის თანახმად, სერიალის მთავარი გმირები იქნებოდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და იგი განვითარდებოდა ვარსკვლავური ომების ახალ ქრონოლოგიაში.[13] სერიალის ანონსი ოფიციალურად გამოქვეყნდა 2020 წლის 4 მაისს, StarWars.com-ზე. ამ ანონსის თანახმად, ჰედლენდი იქნებოდა პროექტის ხელმძღვანელი პროდიუსერიც.[2] სერიალის სახელწოდება, ლოგო და ძირითადი აღწერა ცნობილი გახდა Disney-ს ინვესტორების შეხვედრაზე, 2020 წლის 10 დეკემბერს.[14] რეინ რობერტსი აგრეთვე მუშაობდა სერიალის შემუშავებაზე ჰედლენდთან ერთად.[15]
2022 წლის 22 ივლისს Instagram-ზე ოფიციალურად გამოქვეყნდა ინფორმაცია ამანდლა სტენბერგის სერიალში მონაწილეობის შესახებ.[8] 2022 წლის 7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთში დაიწყო სერიალის წარმოება, ისევე, როგორც მსახიობთა შემადგენლობის რამდენიმე სხვა წევრი.[6] 2023 წლის ივლისში ჰედლენდმა ისაუბრა სერიალის სტილზე და პერსონაჟებზე, გაუსვა ხაზი რა ვარსკვლავური ომების სამყაროს მორალური ნაცრისფერი ფერების ჩვენებას და გამორჩეულ მოქმედებით სცენებს.[11]
ეპიზოდები[]
# | სურათი | სახელწოდება | პირველად ეთერში | წარმ. # |
---|---|---|---|---|
1 | ![]() |
დაკარგული / ნაპოვნი | 1-1[1] | |
2 | ![]() |
შურისძიება / სამართლიანობა | 1-2[1] | |
3 | ![]() |
ბედისწერა | 11 ივნისი, 2024[16] | 1-3[1] |
4 | ![]() |
დღე | 18 ივნისი, 2024[16] | 1-4[1] |
5 | ![]() |
ღამე | 25 ივნისი, 2024[16] | 1-5[1] |
6 | ![]() |
ასწავლე / შეაცდინე | 2 ივლისი, 2024[17] | 1-6[1] |
7 | ![]() |
არჩევანი | 9 ივლისი, 2024[1] | |
8 | ![]() |
აკოლიტი | 16 ივლისი, 2024 | 1-8[1] |
მედია[]
ოფიციალური ტიზერ-პოსტერი ოფიციალური ტიზერ-პოსტერი 2 სოლი, პერსონაჟის პოსტერი ინდარა, პერსონაჟის პოსტერი მეი-ჰო ანისეია, პერსონაჟის პოსტერი კელნაკა, პერსონაჟის პოსტერი ჯეკი ლონი, პერსონაჟის პოსტერი იორდ ფანდარი character poster ტორბინი character poster ვერნესტრა რო, პერსონაჟის პოსტერი კაიმირი, პერსონაჟის პოსტერი უცნობი, პერსონაჟის პოსტერი |
შემადგენლობა[]
მსახიობები | მსახიობები მითითების გარეშე | გუნდი | გუნდი მითითების გარეშე | განსაკუთრებული მადლობა |
მსახიობები
|
გუნდი
|
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
დამატებითი ბმულები[]
The Acolyte Industrial Light & Magic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
Rayne Roberts Lucasfilm-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
The Acolyte StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
The Acolyte ვიკიპედიაში
Star Wars 스타워즈 (@starwarskorea) Instagram-ზე (პუბლიკაცია) (არქივის ბმული)