ვარსკვლავური ომები: ამბის სიუჟეტის შეჯამება, იგივე ვარსკვლავური ომების პირველი განხილვა, იყო ახალი იმედის სცენარის უშუალო შემუშავების პირველი მცდელობა. ჯორჯ ლუკასი მასზე მუშაობდა 1973 წლის ზაფხულში და United Artists-ს ეს იდეა წარუდგინა 1973 წლის 7 მაისს. კომპანიამ ფილმზე უარი თქვა 1973 წლის 29 მაისს, მიზეზი კი იყო 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავარაუდო ბიუჯეტი. ეს შეჯამება გაიგზავნა Universal-შიც, რომელსაც ლუკასისთვის შემდგომი ათი დღის განმავლობაში არ უპასუხია. 13 ივლისს შეთავაზება მიიღო Twentieth Century Fox-მა. მათ ეს ჩანაფიქრი მოეწონათ და ლუკასს სცენარის დაწერა დაევალა. ერთი წლის შემდეგ, 1974 წლის მაისში, დასრულდა მუშაობა სცენარზე, რომელსაც ვარსკვლავური ომები: შავი მონახაზი ეწოდა.
უწყვეტობა[]
მონახაზის მხოლოდ ამ ვერსიაშია ნახსენები, რომ ამბავი ვითარდება არა მხოლოდ მომავალში (როგორც აღნიშნულია — XXXII საუკუნეში), არამედ — ირმის ნახტომის გალაქტიკაში. მოგვიანებით დაწერილ ვარიანტებში ირმის ნახტომი იქცა შორეულ, შორეულ გალაქტიკად, ხოლო მოვლენები ვითარდებოდა უხსოვარ დროს.
წყაროები[]
დამატებითი ბმულები[]
- სამი გაიძვერა მიმალულ ციხესიმაგრეში ვიკიპედიაში