Jurassic World: Dominion Dominates Fandom Wikis - The Loop
Do you like this video?
Play Sound
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია სატელევიზიო ფილმი სერიალიდან ამბოხებულები. იხილეთ აგრეთვე ფილმში აღწერილი კონფლიქტი.
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ლოთალის ალყა არის ერთსაათანი ანიმაციური სატელევიზიო ფილმი, ტელესერიალ ამბოხებულებისმეორე სეზონის შესავალი. მისი სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერის თანაშემწეა ჰენრი გილროი, ხოლო რეჟისორები — ბოსკო ენჯი და ბრედ რაუ. ფილმის პრემიერა გაიმართა 2015 წლის 18 აპრილს, Celebration Anaheim-ის ფარგლებში, ხოლო ტელეპრემიერა — 20 ივნისს, Disney XD-ზე.
ამ ფილმში ცნობილი ხდება, როგორ განვითარდა მოვლენები წინა სეზონის ეპიზოდების შემდეგ. ამბოხებულები გადაწყვიტავენ, განახორციელონ უფრო მასშტაბური მისია. მას შემდეგ, რაც მინისტრიმაკეთ ტუაიმპერიას ტოვებს და ამბოხებულებს იმპერიის მნიშვნელოვან საიდუმლოებათა სანაცვლოდ დახმარებას სთხოვს, ისინი ბრუნდებიან ლოთალზე, თუმცა აღმოაჩენენ, რომ მათ მახე დაუგეს. ლოთალი ალყაშია, იმპერია კი ამბოხებულებს მისდევს, რომლებმაც გასაქცევი გზა უნდა იპოვონ და თანამოაზრეებს დაუბრუნდნენ. ისინი ამასობაში პირველად ხვდებიან დართ ვეიდერს, სითების საზარელ ბნელ ლორდს.