ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აყვავებული რესპუბლიკა და კაშკაშა.

"ძალა ჯედაის შესაძლებლობებს ანიჭებს. იგი ენერგიის ველია, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება ქმნის..."
― ციტატა, რომლითაც პროექტი წარადგინეს Celebration Chicago-ზე[19]

ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა, მანამდე ცნობილი როგორც პროექტი "კაშკაშა", არის მიმდინარე პროექტი, რომელზეც ძირითადად მუშაობენ კევან სკოტი, ჩარლზ სოული, კლაუდია გრეი, დენიელ ხოსე ოლდერი და ჯასტინა აირლენდი. იგი მოიცავს მედიის სხვადასხვა ფორმატს, რომანების, კომიქსების და აუდიოსპექტაკლების ჩათვლით, რომლებიც ფარულ მუქარამდე ორასი წლით ადრინდელ, აყვავებული რესპუბლიკის ეპოქის ამბებს აღწერენ[4]. პროექტთან დაკავშირებული პირველი მასალა ოფიციალურად გამოიცა 2021 წელს[15], თუმცა 2020 წლის დეკემბერში უკვე გამოქვეყნდა დაკავშირებული მოთხრობა. პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი გახდა პრესისთვის გამართულ ღონისძიებაზე, 2020 წლის 24 თებერვალს[20], ხოლო გაშვება იგეგმებოდა იმავე წლის ბოლოს.[16] თუმცა, COVID-19-ის პანდემიის ფონზე თარიღებმა გადაიწია.[15]

ისტორია[]

შემუშავება[]

პროექტის იდეის ავტორი იყო Lucasfilm Publishing-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, მაიკლ სიგლეინი, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ყოველ მწერალს გაესაუბრა და შესთავაზა, ემუშავათ პროექტზე, რომელსაც იმ დროს უწოდებდა ყველა ვარსკვლავის ინიციატივას. კევან სკოტს მან პროექტის არსი განუმარტა საუზმის დროს, როდესაც ორივე ესწრებოდა San Diego Comic-Con 2018-ს, მაგრამ არ უთქვამს, ვინ იმუშავებდა "კაშკაშაზე" მის გარდა.[21]

აირლენდი, გრეი, სოული, ოლდერი და სკოტი რანჩო "სკაიუოკერზე".

აირლენდი, გრეი, სოული, ოლდერი და სკოტი რანჩო "სკაიუოკერზე".

რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში, ხუთივე მწერალი გაემგზავრა რანჩო სკაიუოკერზე, კალიფორნიაში, სადაც დაიწყო ამბის შემუშავება.[22] მათ აგრეთვე შეუერთდნენ Lucasfilm Publishing-ის რედაქტორთა გუნდი და Lucasfilm Story Group. ერთად რამდენიმე დღე იმუშავეს, პროექტის განხილვაში, მაგრამ აგრეთვე იხილეს ახალი იმედის 4K ვერსია. რანჩოს მოგვიანებით, 2019 წლის მარტში, კვლავ ეწვივნენ[4] — ამჯერად მათ უჩვენეს იმპერიის საპასუხო შეტევის 4K ვარიანტი.[21]

მარკეტინგი[]

პროექტის ოფიციალური ანონსი გაიმართა ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 15 აპრილს, Star Wars Celebration Chicago-ზე, Lucasfilm Publishing-ის პანელზე[4]. ხოლო უფრო ვრცელი განხილვა,

 ნახატი აყვავებული რესპუბლიკის პერსონაჟებით

ფილ ნოტოს ნახატი აყვავებული რესპუბლიკის პერსონაჟებით

პროექტ "კაშკაშას" წარდგენა, წიგნების და კომიქსების სახელწოდებების, გარეკანების და მცირე დეტალების მითითებით, გაიმართა 2020 წლის 24 თებერვალს.[16] ანონსის რგოლში პროექტის სახელწოდება საბოლოოდ შეიცვალა აყვავებული რესპუბლიკით. ჯეიმზ ვომ, Lucasfilm-ის ფრანშიზის შიგთავსის და სტრატეგიების განყოფილების წარმომადგენელმა, განმარტა, რომ სკაიუოკერების საგის დასრულების, ფილმ სკაიუოკერის აღზევების შემდეგ, კომპანიის გამომცემლობის განყოფილებაში გადაწყდა ფილმების და სკაიუოკერების მიღმა თემების შესწავლა. პაბლო ჰიდალგომ, Lucasfilm Story Group-ის წევრმა, რომელიც მონაწილეობდა პროექტის მწერლების შეკრებაში, პროცესის ადრეული ეტაპი აღწერა როგორც მწერლებისთვის ცარიელი ფურცლის გადაცემა და არჩევანის გაკეთების საშუალება, თუ რაზე დაწერდნენ და როდის. საბოლოოდ, ობი-ვან კენობის მიერ ახალ იმედში ჯედაების შესახებ ნათქვამი ფრაზიდან — საიდანაც ირკვევა, რომ "ძველ რესპუბლიკაში ჯედაები იყვნენ მშვიდობისა და სამართლიანობის მცველები" — წარმოიშვა პროექტის დედააზრი და მაიკლ სიგლეინმა განმარტა, რომ ამბის ჩამოყალიბება დაიწყო კითხვით "რა აშინებს ჯედაებს".[11]

პროექტში მონაწილეობდნენ Lucasfilm-ის სხვა წარმომადგენლები, მაგალითად — ჯეისონ დ. სტაინი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი[23] და ჯეფრი ტომასი, ილუსტრაციების განყოფილების უმცროსი ხელმძღვანელი.[23]

ფაზა I[]

Star Wars Insider-იდან ცნობილი გახდა, რომ აყვავებული რესპუბლიკის მოთხრობების მთელი სერია მხოლოდ ჟურნალში დაიბეჭდებოდა, რაც დაიწყებოდა მოთხრობით "ვარსკვლავური ნათება: მხარდამხარ", Star Wars Insider 199-ში.[24]

აყვავებული რესპუბლიკის გაშვების წინა დღეს, სანამ Del Rey-ს მიერ 2021 წლის 5 იანვარს გამოიცემოდა ჩარლზ სოულის აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება (თავდაპირველად დაგეგმილი წინა წლის 25 აგვისტოსთვის), YouTube-ზე კრისტინ ბევერის ხელმძღვანელობით გაიმართა პირდაპირი ეთერი, რომლის ფარგლებში გამოჩნდნენ აყვავებული რესპუბლიკის ხუთი ავტორი და მაიკლ სიგლეინი, Disney–Lucasfilm Press-ის შემოქმედებითი ფრანშიზების დირექტორი. პანელის დროს აჩვენეს რგოლი, განიხილეს თანამშრომლობა, წარადგინეს გარეკანები, მოთხრობების დეტალები და კონცეპტუალური ნახატები. გარდა ამისა, სიგლეინმა ახსენა, რომ ამბავი დაიყოფოდა სამ ფაზად. ეს ფაზებია:

იმავე ანონსიდან გაირკვა, რომ ახალი ისტორიები გამოიცემოდა ყოველ თვეში, ხოლო The High Republic Show, რომელსაც წარუძღვებოდა კრისტინა არიელი, გამოვიდოდა ორ თვეში ერთხელ და შეეხებოდა აყვავებული რესპუბლიკის შემოქმედებით პროცესს, მწერლების, მხატვრების და გამომცემლების ინტერვიუებით.[8]

ზრდასრული მკითხველებისთვის წარადგინეს რომანები:

ახალგაზრდა მკითხველებისთვის წარადგინეს რომანები:

ნორჩი მკითხველებისთვის წარადგინეს რომანები:

ფაზა II[]

2022 წლის 4 იანვარს, აყვავებული რესპუბლიკის გაშვებიდან ერთი წლის თავზე, ხუთივე ძირითადი მწერალი გამოჩნდა The High Republic Show-ში. იქ მათ განიხილეს პირველი ფაზის საბოლოო პროექტები, რომელთა შორის ორი საბოლოო იყო კევან სკოტის კომიქსების საბოლოო გამოშვებით და ჩარლზ სოულის გამოშვებით ქარიშხლის თვალი 2). მათ აგრეთვე ისაუბრეს მეორე ფაზის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ პროექტს შეუერთდა ოთხი ახალი მწერალი — ზორაიდა კორდოვა, ჯორჯ მენი, ტესა გრეტონი და ლიდია კენგი. ხუთმა ძირითადმა მწერალმა აგრეთვე ისაუბრა საკუთარ მომავალ პროექტებზე, რომელთა შორის ახსენეს Dark Horse Comics-ის თავგადასავლების სერია, სკოტის ძირითადი კომიქსები და სოულის კომიქსების ახალი სერია ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: სამართებელი, რომლის მთავარი გმირია პორტერ ენგლი. ხუთივე მწერალმა აგრეთვე განაცხადა, რომ მეორე ფაზის მოვლენები განვითარდებოდა ჯედაების ნათებამდე 150 წლით ადრე.[3]

ზრდასრული მკითხველებისთვის წარადგინეს რომანები:

ახალგაზრდა მკითხველებისთვის წარადგინეს რომანები:

ნორჩი მკითხველებისთვის წარადგინეს რომანები:

ფაზა III[]

2023 წლის აპრილში, ლონდონში გამართულ Star Wars Celebration-ზე, დიდი რესპუბლიკის პანელზე წარადგინეს პირველი ცნობები III ფაზის შესახებ. შემოქმედებით ჯგუფს დაემატა ალისა ვონგი (დოქტორი აფრა) — ცნობილი გახდა, რომ იგი დაწერდა მოთხრობას კრებულისთვის ნათებისა და სიცოცხლის ისტორიები და იქნებოდა თანაავტორი ნორჩი მკითხველისთვის განკუთვნილი რომანის გაქცევა ველოდან (დენიელ ხოსე ოლდერთან ერთად). ისევე, როგორც I ფაზაში, III ფაზაში წარმოდგენილია რომანების სამი ტრილოგია.

ზრდასრულებისთვის განკუთვნილი რომანების სერია დაიწყო 2023 წლის ნოემბერში და დასრულდება 2025 წლის გაზაფხულზე:

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი რომანების გამოცემა დაიწყება 2024 წლის გაზაფხულზე და 2025 წლის გაზაფხულზე დაასრულებს III ფაზას.

საყმაწვილო რომანების სერიაში გამოიცემა:

გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბრიდან გაგრძელდა კევან სკოტის კომიქსების სერია აყვავებული რესპუბლიკა, ხოლო Star Wars Insider-ში დაიწყო II ფაზის მწერალ ლიდია კენგის მოთხრობების ახალი სერია, ისტორიები დაშორების ზონიდან[9]. ამასთან, გაგრძელდა კომიქსების მინისერია აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები

Celebration-ზე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ აყვავებული რესპუბლიკის პერსონაჟი ვერნესტრა რო გამოჩნდებოდა მხატვრულ სერიალ აკოლიტში[9].

ეპოქის ხსენება[]

ხსენება მანამდე გამოსულ მედიაში[]

აყვავებული რესპუბლიკა პირველად ნახსენებია 2019 წლის 30 აპრილს გამოცემულ აუდიოსპექტაკლში დუკუ: დაკარგული ჯედაი, რომლის ავტორია კევან სკოტი.[25] "აყვავებული რესპუბლიკის ეპოქა" მას პირველად ეწოდა 2020 წლის 8 იანვარს გამოცემულ ჩარლზ სოულის კომიქსში კაილო რენის აღზევება 2.[26]

დაკარგულ ჯედაიში აგრეთვე ნახსენებია პადავანი კლაიას ტერადაინი და ოსტატი ჯედაი ტრენისი. ტერადაინმა აღმოაჩინა აკრძალული არტეფაქტების არქივი და იგი ჯედაების ორდენიდან გააგდეს. ტრენისი იქცა დაკარგული ოცეულის წარმომადგენელი, მას შემდეგ, რაც ჯედაების ორდენი დატოვა.[25] კივ ტრენისი არის Marvel-ის აყვავებული რესპუბლიკის კომიქსების პერსონაჟი, თუმცა არ არის ნათქვამი, რომ იგი იგივე გმირია.[27]

ნიჰილები პირველად ჩნდებიან სკოტის მოკლე კომიქსში "დაკარგული ისტორიები, ნაწილი 1", IDW Publishing-ის 2020 წლის 29 იანვრის გამოშვებიდან ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 30.[28][29]

შუქურა ვარსკვლავური ნათება ირიბად არის ნახსენები სოულის კომიქსში ვარსკვლავური ომები (2020) 2 (Marvel Comics, 29 იანვარი, 2020)[30][31], ხოლო მისი სახელწოდება ცნობილი გახდა პროექტის 2020 წლის 24 თებერვალს წარდგენისას.[32]

ქალი ჯედაი, რომელიც კომიქსში კაილო რენის აღზევება 3 (სოული, მხატვარი უილ სლაინი[33]) 2020 წლის 12 თებერვალს გამოჩნდა[34], შემდგომში აღმოჩნდა (როგორც სოულმა დაადასტურა) ევარ კრისი, რომელიც პირველად ჩნდება რომანში აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება.[35]

აყვავებული რესპუბლიკის ანონსის რგოლში ჩნდება უსახელოთა" დიზაინი.[11] ეს არსებები პირველად ნახსენებია კლაუდია გრეის რომანში მასწავლებელი და შეგირდი,[36][37], რომელიც გამოიცა 2019 წლის 16 აპრილს.[38] ისინი აგრეთვე აღწერილია სკოტის ნამუშევრებში, როგორც ნახსენებ დაკარგულ ჯედაიში[25], ასევე მეოთხე გამოშვებაში კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის ციხე-დარბაზში.[39]

კომიქსში დოქტორი აფრა (2020) 2 ჩელი აფრა ახსენებს, რომ ვეელის ბეჭდების კედლის ნახატებზე ჩანს აყვავებული რესპუბლიკის დროის ნახატები.[40]

გავლენა სხვა ისტორიებზე[]

"თუკი ყურადღებით წაიკითხავთ #StarWars #TheLivingForce-ს, შეამჩნევთ კავშირს აყვავებულ რესპუბლიკასთან (THR). THR-ის ერთ-ერთი უნარია ის, თუ როგორ აღწერენ ეს ისტორიები ჯედაებს უფრო სპეციფიკური ისტორიით, რომელიც გვიზიდავს"
ტომ ჰელერი Twitter-ზე[41]

აყვავებულმა რესპუბლიკამ ვარსკვლავური ომების სამყაროს დაამატა კონტექსტი და წარმომავლობა, განსაკუთრებით — ჯედაების ორდენის შემთხვევაში.[41] როგორც რედაქტორი ტომ ჰელერი ამბობს, გალაქტიკის ისტორიის კანონში მეტი "ტექსტურით"[42] აყვავებულ რესპუბლიკას შეუძლია გვიანდელ ეპოქებზე "ტალღები გაავრცელოს", ისევე, როგორც ამას ახდენს ვარსკვლავური ომების ბევრი ნამუშევარი. ჯონ ჯექსონ მილერის 2024 რომანი ცოცხალი ძალა არ შედის აყვავებულ რესპუბლიკაში. ჰელერი ამბობს, რომ მკითხველისთვის არ არის აუცილებელი, იცნობდეს აყვავებულ რესპუბლიკას იმისთვის, რომ ის მოეწონოს, მაგრამ წიგნი ეფუძნება მის მიერ დაწყებულ იდეებს.[43]

ცოცხალ ძალაში ოსტატ ოპო რენსისისის ზედამხედველობით პლანეტა კვენზე მიმდინარეობდა დიდი განახლება, აყვავებული რესპუბლიკის დროის გარემოს განახლება. იგი მოიცავდა ერთმანეთზე მიბმული მთების ფორმების შეცვლას და მათ კვენის ძვირფას ქალაქებად გარდაქმნას. ეს იყო უზენაესი კანცლერის, ლინა სოს მიერ წამოწყებული დიდი სამუშაოების ნაწილი. ჯედაებმა კვენის თავშესაფრის მთაზე დააარსეს ავანპოსტიც.[44] ამასთან, ოსტატი იადლი ჯედაების ორდენის მიერ კვენზე გამართულ ორასწლიან ზეიმს ადარებს ტენუს კაბლოპის წყაროებში ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც პირველად ჩნდება 2023 წლის ანიმაციურ სერიალში ნორჩი ჯედაების თავგადასავლები.[44]

დაკავშირებული მედია[]

ფერების განმარტება:
რზ რომანი ზრდასრულებისთვის რა რომანი ახალგაზრდებისთვის მოთხრობა მკ მოთხრობების კრებული
ხან კომიქსების ხანგრძლივი სერია კმს კომიქსების მინისერია კკ კომიქსების კრებული ვიდეოთამაში
ფაზა I: ჯედაების ნათება
ტიპი სახელწოდება ავტორი გამოცემის თარიღი
პირველი ტალღა
"მწარე მკა" — ბნელი ლეგენდები ჯორჯ მენი 30 აგვისტო, 2020[45]
Temple of DarknessStar Wars: Tales from the Galaxy's Edge ILMxLAB 19 ნოემბერი, 2020[46]
რზ ვერცხლისფერი განთიადის ფიცი His Majesty the King 17 დეკემბერი, 2020[47]21 სექტემბერი, 2021[48]
მეორე ტალღა
ხან "ბოროტების ისტორიები: "დამუხტული მზერა"" — ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2020) 6 დენიელ ხოსე ოლდერი 7 ივლისი, 2021[49]
"ბუნიობა კორუსანტზე" — სიცოცხლის დღის საგანძური name=კევან სკოტი 7 სექტემბერი, 2021[50]
The Sacred GardenStar Wars: Tales from the Galaxy's Edge – Last Call ILMxLAB 15 სექტემბერი, 2021[51]
კმს "მორთეთ სახლი" — სიცოცხლის დღე 1 ჯასტინა აირლენდი 24 ნოემბერი, 2021[52]
მესამე ტალღა
მს ვარსკვლავური ომები (2020) 20 name=ჩარლზ სოული 12 იანვარი, 2022[53]
კმს "ქარიშხალი ჰორიზონტზე" — "უშფოთველის" მემკვიდრეობა name=ითენ საკსი 2 თებერვალი, 2022[54]
ხან "ბოროტების ისტორიები: ძალიან ნიჰილური ანტრაქტი" — ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2020) 14 ჯასტინა აირლენდი 9 თებერვალი, 2022[55]
"ჯედაის ქმნის რა" — ჯედაების და სითების ისტორიები მაიკლ კოგი 7 ივნისი, 2022[56]
სხვა
კკ "გაცოცხლებული ან ცოცხალი" — ვარსკვლავური ომები: ისტორიები რანკორის ორმოდან კევან სკოტი[57] 23 ნოემბერი, 2022 (კომიქსების მაღაზიებში)
3 იანვარი, 2023 (წიგნების მაღაზიებში)
კმს ვარსკვლავური ომები: იოდა: სინათლე და სიცოცხლე name=კევან სკოტი 23 ნოემბერი, 2022[58]25 იანვარი, 2023[59]
Star Wars Jedi: Survivor Respawn Entertainment 28 აპრილი, 2023[60]
კმს "აჯაქსის წიგნი" — ბნელი დროიდები: რაზმი D 1 name=მარკ გუგენჰაიმი 20 სექტემბერი, 2023[61]
პირველი ტალღა
"გალაქტიკური ისტორიები: მემკვიდრეობა" — Star Wars Insider 211 ჯორჯ მენი 7 ივნისი, 2022[62]
ფაზა II: ჯედაების მოგზაურობა
ფაზა III: ჯედაების გამოცდები
პირველი ტალღა
კმს ვარსკვლავური ომები: იოდა: გამოქვაბული კევან სკოტი[63] 2 აგვისტო, 2023[64]
ხან "მთელი რესპუბლიკა" — გამჟღავნებები (2023) 1 name=კევან სკოტი 20 დეკემბერი, 2023[65]

ჩინური ვებნოველა ვერცხლისფერი განთიადის ფიცი (რომელიც ქვეყნდებოდა 2020 წლის 17 დეკემბრიდან) — ეპოქის მიწურულის ამბებს.[47] მოთხრობები "მწარე მკა" და "ბუნიობა კორუსანტზე", კრებულებიდან ბნელი ლეგენდები და სიცოცხლის დღის საგანძური, ასევე აყვავებული რესპუბლიკის მოვლენებს აღწერს.[66] კომიქსსტრიპი "ბოროტების ისტორიები: დამუხტული მზერა", გამოშვებიდან ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები 6, დაწერილი ოლდერის მიერ, ნიჰილებს ეხება და ქრონოლოგიურად წინ უსწრებს კომიქსს აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 1.[67]

ენციკლოპედია ვარსკვლავური ომები: ჯედაების არტეფაქტები შეიცავს ვრცელ ინფორმაციას აყვავებული რესპუბლიკის ეპოქის არტეფაქტებზე, თუმცა, იგი არ ითვლება ამ პროექტის ნაწილად.[68] ცალკეული კომიქსი სიცოცხლის დღე 1 შეიცავს ჯასტინა აირლენდის სადღესასწაულო თემატიკის მოთხრობას "მორთეთ სახლი". მის მოვლენებს წინ უსწრებს აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის დასაწყისი. მოთხრობის გმირები არიან ოსტატი ჯედაი ნიბ ასიკი და მისი პადავანი ვუკი ბარიაგა აგაბარი, რომლებიც კაშიიიკზე დრენგირთა არსებობას იძიებენ.[52]

Disney+-ის 2023 წელს დაწყებულ საბავშვო ანიმაციურ სერიალში ნორჩი ჯედაების თავგადასავლები მოვლენები ვითარდება აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში.[69] იმავე არხზე 2024 წელს გამოსულ აკოლიტშიც მოვლენები ამავე პერიოდში ვითარდება[70], ხოლო ერთ-ერთი გმირია ჯედაი ვერნესტრა რო.[9]

პრომომასალა[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: განსაცვიფრებელი გალაქტიკური კულინარული შეჯიბრი
  2. Amazon-Favicon The Art of Star Wars: The High Republic: (Phase One) Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 StarWars.com 10 Things We Learned from the Star Wars: The High Republic Anniversary Special StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 The star wars show logo The Star Wars Show: Star Wars Celebration Chicago 2019 Live Stream - Day 4 | The Star Wars Show LIVE! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  5. Amazon-Favicon Star Wars: The High Republic: An Illustrated Archive Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  6. EdelweissPlus-Logo Star Wars The High Republic 8x8 #2 Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  7. Amazon-Favicon Star Wars: The High Republic, The Edge of Balance: Precedent (1) Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  8. 8.0 8.1 8.2 The star wars show logo The Star Wars Show: Star Wars: The High Republic | Live Stream Launch Event ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 StarWars.com SWCE 2023: 9 Things We Learned from the Star Wars: The High Republic Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 StarWars.com NYCC 2019: 'Project Luminous' Details and More Revealed at the Lucasfilm Publishing Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 SWYT-Logo Star Wars: The High Republic | Announcement Trailer ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  12. Hardie Grant logo The High Republic: The Great Jedi Rescue Hardie Grant Publishing-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  13. PenguinRandomHouse-Logo Star Wars: Tempest Runner (The High Republic) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  14. PenguinRandomHouse-Logo Random House Launches New Imprint, Random House Worlds Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  15. 15.0 15.1 15.2 StarWars.com Star Wars: The High Republic Sees Revised Release Dates StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  16. 16.0 16.1 16.2 StarWars.com Lucasfilm to Launch Star Wars: The High Republic Publishing Campaign in 2020 StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  17. StarWars.com Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (არქივის ბმული; შიგთავსი არ არის ხელმისაწვდომი საიტზე მიმდინარე ვერსია) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკის მეორე ფაზის მედია ქრონოლოგიურად იწყება რომანით აყვავებული რესპუბლიკა: მოგზაურობა დამალულ ქალაქში. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია განსაზღვრავს, რომ რომანის მოვლენების და მეორე ფაზის დასასრულის წელია 382 იბ, ფაზა II-ის სერია აყვავებული რესპუბლიკის (რომელშიც შედის აყვავებული რესპუბლიკის გამოშვებები) ამავე წლის მოვლენებს აღწერს.
  18. ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია
  19. Celebration-favicon ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობაCelebration Chicago, ექსკლუზიური ტრეილერი
  20. This Week in Star Wars logo This Week! in Star Wars Star Wars: The Rise of Skywalker Comes Home, the Child Lands at New York Toy Fair, and More! | This Week! In Star Wars ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  21. 21.0 21.1 Premium-Era-real What is Project Luminous? ავტორი: კევან სკოტი — cavanscott.com (April 20, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი February 24, 2020)
  22. Premium-Era-real What is Star Wars: PROJECT LUMINOUS? ავტორი: ჩარლზ სოული — charlessoule.com (April 15, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი February 24, 2020)
  23. 23.0 23.1 HighRepublicShow Logo Star Wars: The High Republic Show: A Step Into the Dark, Art of The High Republic, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
  24. RedTitanThingy Star Wars Insider 199 Titan Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  25. 25.0 25.1 25.2 დუკუ: დაკარგული ჯედაი
  26. კაილო რენის აღზევება 2
  27. Premium-Era-real Star Wars: Cavan Scott Reveals What Scares the Jedi in The High Republic Phase III FinaleComicBook.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 17, 2025)
  28. IDWStarWarsAdventuresLogoSmaller დაკარგული ისტორიები, ნაწილი 1ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 30
  29. Amazon-Favicon Star Wars Adventures #30 Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  30. ვარსკვლავური ომები (2020) 2
  31. Marvel-TemplateLogo Star Wars (2020) #2 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  32. StarWars.com 5 Things We Learned About Star Wars: The High Republic StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  33. კაილო რენის აღზევება 3
  34. Marvel-TemplateLogo Star Wars: The Rise of Kylo Ren (2019) #3 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  35. TwitterLogo ჩარლზ სოული (@CharlesSoule) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "That's Avar Kriss." (ეკრანის ანაბეჭდი)
  36. მასწავლებელი და შეგირდი
  37. StarWars.com Inside Star Wars: The High Republic: The Nameless Strike Back in Phase III StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  38. PenguinRandomHouse-Logo Master & Apprentice (Star Wars) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა )
  39. ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის ციხე-დარბაზში 4
  40. დოქტორი აფრა (2020) 2
  41. 41.0 41.1 TwitterLogo ტომ ჰელერი (@DarthInternous) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "If you read the copy for #StarWars #TheLivingForce closely, you may notice a connection to the High Republic (THR). One of THR's gifts is how those stories now ground the Jedi with a more specific history, one we can engage with (1/3)" (არქივის ბმული)
  42. TwitterLogo ტომ ჰელერი (@DarthInternous) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Which is to say that, while we could have told a Jedi Council story at any point, this specific story would not have been possible to tell even a few years ago. It would have lacked specificity, had less "texture" to it. Esp for long-lived characters like Yoda/Yaddle/Yarael/Oppo." (არქივის ბმული)
  43. TwitterLogo ტომ ჰელერი (@DarthInternous) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "To be 1000% clear. TLF is not "part of" the High Republic, and doesn't require any previous THR reading to enjoy. This was merely to illustrate how that era can now ripple forward to open up new story possibilities, the same way all sorts of SW media does (movies, tv, etc) (3/3)" (არქივის ბმული)
  44. 44.0 44.1 ცოცხალი ძალა
  45. Amazon-Favicon Star Wars Dark Legends Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  46. StarWars.com How Tales from the Galaxy's Edge Will Expand the World of Batuu…and Interactive Star Wars Storytelling StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  47. 47.0 47.1 Premium-Era-real 星球大战:白银誓约 (ჩინური (გამარტივებული)) — book.qidian.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 18, 2020)
  48. Premium-Era-real 国王陛下全部作品_国王陛下作家主页_起点中文网 (ჩინური (გამარტივებული)) — my.qidian.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 18, 2020)
  49. PreviewsWorldLogo Star Wars Adventures (2020) #6 CVR A Francavilla Previews World-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  50. Disney.com Star Wars Life Day Treasury Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  51. ILMxLAB-YTLogo Official Trailer | Star Wars: Tales from the Galaxy's Edge – Last Call ILMxLAB-ის YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
  52. 52.0 52.1 Marvel-TemplateLogo Star Wars: Life Day (2021) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  53. Marvel-TemplateLogo Star Wars (2020) #20 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  54. Marvel-TemplateLogo Star Wars: The Halcyon Legacy (2022) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  55. Amazon-Favicon Star Wars Adventures (2020-) #14 Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  56. Disney.com Stories of Jedi and Sith Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  57. Amazon-Favicon Star Wars: Tales from the Rancor's Pit HC Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  58. Premium-Era-real All of Marvel's November 2022 comics and covers revealedGamesRadar (არქივის ბმული დაარქივების თარიღი August 18, 2022)
  59. StarWars.com Boushh Blasts His Way to New Allies in Marvel's Star Wars: Doctor Aphra #28 – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  60. StarWars.com Star Wars Jedi: Survivor Is Here! StarWars.com-ზე (April 28, 2023): "Star Wars Jedi: Survivor, the sequel to 2019's modern classic Star Wars Jedi: Fallen Order, has arrived for PlayStation 5, Xbox Series X and S, and PC." (არქივის ბმული)
  61. Marvel-TemplateLogo Star Wars: Bounty Hunters (2020) #38 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  62. StarWars.com Star Wars Insider to Celebrate 20th Anniversary of Star Wars: Attack of the Clones with "Galactic Tales" StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  63. StarWars.com SWCA 2022: Marvel's Star Wars: Yoda Miniseries Revealed StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  64. Premium-Era-real Full Marvel Comics August 2023 Solicits & SolicitationsBleedingCool (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 15, 2023)
  65. StarWars.com Marvel's New Star Wars: Revelations to Offer a Glimpse at What's to Come – First Look StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  66. StarWars.com Celebrate the Star Wars Galaxy's Greatest Holiday with Life Day Treasury - Exclusive Reveal StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  67. IDWAdventures2020LogoSmaller ბოროტების ისტორიები: დამუხტული მზერავარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2020) 6
  68. simonandschuster.com Star Wars: Jedi Artifacts Simon & Schuster-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  69. StarWars.com SWCA 2022: Gather Your Younglings for the Young Jedi Adventures Series StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  70. StarWars.com Future Lucasfilm Projects Revealed StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  71. Disney.com The High Republic Free Digital Sampler Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  72. SWYT-Logo Jedi Knight Vernestra Rwoh: Characters of Star Wars the High Republic ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
  73. Premium-Era-real Full Line-Up of Free Comic Book Day 2021 Comic Books Announced! — freecomicbookday.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 17, 2021)

დამატებითი ბმულები[]