ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ფაზა III, ტომი 2: ნადირობის სამიზნეები არის კანონიკური რბილყდიანი კრებული, რომელშიც შეტანილია გამოშვებები კევან სკოტის ავტორობის კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა და ცალკეული გამოშვება აკოლიტი: კელნაკა 1. იგი გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2024 წლის 19 ნოემბერს.[1]
შეტანილი გამოშვებები[]
- აყვავებული რესპუბლიკა (2023) 6
- აყვავებული რესპუბლიკა (2023) 7
- აყვავებული რესპუბლიკა (2023) 8
- აყვავებული რესპუბლიკა (2023) 9
- აყვავებული რესპუბლიკა (2023) 10
- აკოლიტი: კელნაკა 1
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781302955007; 19 ნოემბერი, 2024; Marvel Comics; აშშ, რბილი ყდა[1]
გარეკანების გალერეა[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7
STAR WARS: THE HIGH REPUBLIC PHASE III VOL. 2 – THE HUNTED Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.
დამატებითი ბმულები[]
STAR WARS: THE HIGH REPUBLIC PHASE III VOL. 2 – THE HUNTED Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
სხვა ენებზე


