ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჯანყებულები.

ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები არის სათავგადასავლო სერიალი, რომლის მთავარი გმირი მაწანწალა მოზარდი ბიჭუნაა, რომელსაც, შესაძლოა, აქვს ის, რაც დაეხმარება, გახდეს ჯედაი. იგი უერთდება აჯანყებულთა მცირე გუნდს, რომელიც ბოროტი გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ გაბედული მისიებით ილაშქრებს.
რეინ რობერტსი[25]

ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები არის ანიმაციური ტელესერიალი. მისი მოვლენები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების ორიგინალურ ტრილოგიამდე 2-5 წლით ადრე. სერიალის პრემიერა გაიმართა 2014 წლის 3 ოქტომბერს, სრულმეტრაჟიანი ეპიზოდით ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი, Disney Channel-ზე. 13 ოქტომბრიდან იმავე არხზე დაიწყო სტანდარტული ეპიზოდების ჩვენება.

სერიალის მთავარი პერსონაჟები არიან აჯანყებულები, რომლებიც ხომალდ „აჩრდილით“ მოგზაურობენ და გალაქტიკურ იმპერიას უპირისპირდებიან. გუნდში შედიან ეზრა ბრიჯერი (ლოთალიდან); კენან ჯარუსი (ჯედაი, რომელიც ბრძანება 66-ის გაცემისას გადარჩა), ჰერა სინდულა (ტვი'ლეკი მფრინავი), საბინ რენი (ასაფეთქებელ საშუალებათა მანდალორელი ექსპერტი), გარაზებ ორელიოსი (მეომარი ლასატიდან) და ასტრომექანიკოსი დროიდი C1-10P, იგივე „ჩოპერი“.

შესავალი[]

წინაპირობა[]

…ჩვენ ნამდვილად გიჩვენებთ, თუ როგორ წარმოიშვა აჯანყება. სერიალის დასაწყისისას აჯანყებულთა ალიანსის ჯერ არ არის შექმნილი; ყოველივე იწყება აჯანყებულთა რაზმით. ნამდვილად საინტერესო იქნება, ვაჩვენოთ ალიანსის ჩამოყალიბების განვითარება…
―მთავარი პროდიუსერი გრეგ უაიზმენი, Star Wars Insider 146[26]

სერიალი იწყება ახალ იმედამდე ხუთი წლით ადრე. გალაქტიკური იმპერიის გაბატონებიდან გასულია 14 წელი.[23][24] ოფიციალური წინაპირობა ასე ჟღერს:

„გალაქტიკას ბნელი დროება დაუდგა. ზედიზედ სამყაროებზე გაბატონებით, იმპერიის ძალაუფლება იზრდება. იმპერიული ძალები, შორეული პლანეტის ოკუპირებით, მასზე დესპოტურ რეჟიმს ამყარებენ. მაგრამ ჩნდებიან გაბედულები, რომლებიც მზად არიან, დაუპირისპირდნენ იმპერიულ ძალებს. ეს არის ხომალდ „აჩრდილის“ ეკიპაჟი! აჯანყებულები პირისპირ უნდა შეხვდნენ ახალ მრისხანე მოწინააღმდეგეებს, გადაიტანონ საუცხოო თავგადასავლები და იქცნენ გმირებად“.[27]

მთავარი პერსონაჟები[]

ერთ-ერთი გმირი ძირითადია, აგრეთვე არის ხუთი პერსონაჟი, რომელიც შეადგენს აჯანყებულთა რაზმსს. უკვე პირველი სეზონისას ეს გუნდი იზრდება და მეტი წევრი ჩნდება, მაგრამ ძირითადია აჯანყებულთა ეს მცირე ჯგუფი, რომელიც იმპერიისთვის თავის ტკივილად იქცევა.
―გრეგ უაიზმენი[28]
Rebels Crew

„აჩრდილის“ ეკიპაჟი: საბინ რენი, გარაზებ ორელიოსი, ჰერა სინდულა, კენან ჯარუსი, ეზრა ბრიჯერი და C1-10P.

აჯანყებულების ძირითადი გმირი ექვსი პერსონაჟია[2]. ისინი შეადგენენ ხომალდ „აჩრდილის“ ეკიპაჟს.

გუნდში შედიან: ეზრა ბრიჯერი[18], ყოფილი ჯედაი კენან ჯარუსი[19], „აჩრდილის“ პილოტი და მფლობელი, ტვი'ლეკი ჰერა სინდულა[20], ასაფეთქებლების ექსპერტი, მანდალორელი საბინ რენი[21], ლასატი გარაზებ „ზებ“ ორელიოსი[22][29] და ასტრომექანიკოსი დროიდი C1-10P, იგივე „ჩოპერი“[30]. სერიალის მოვლენათა განვითარებისას აგრეთვე ჩნდება მთელი რიგი მტრების[26], რომელთა შორის არის ინკვიზიტორიც.[23]

ეპიზოდები[]

SW Rebels Logo TCW style

სერიალის ლოგო, კლონების ომების სტილში, მესამე სეზონის მეექვსე ეპიზოდიდან

სეზონი ეპიზოდი პირველად უკანასკნელად
პირველი[31]
  • 4 მოკლემეტრაჟიანი[32]
  • 1 სრულმეტრაჟიანი ეპიზოდი[3]
  • 13 ეპიზოდი[33]
2 მარტი, 2015[33]
მეორე[17]
  • 1 სრულმეტრაჟიანი ეპიზოდი[34]
  • 20 ეპიზოდი[35][36]
30 მარტი, 2016[37]
მესამე[38]
  • 1 სრულმეტრაჟიანი ეპიზოდი[38]
  • 20 ეპიზოდი[39]
  • 24 სექტემბერი, 2016 (სრულმეტრაჟიანი ეპიზოდის პრემიერა)[38]
  • 1 ოქტომბერი, 2016 (ეპიზოდების პრემიერა)[40]
25 მარტი, 2017[41]
მეოთხე[42]
  • 1 სრულმეტრაჟიანი ეპიზოდი[43]
  • 14 ეპიზოდი[44]
5 მარტი, 2018[4]

შემადგენლობა[]

ტიპის მიხედვით
მსახიობები მსახიობები მითითების გარეშე გუნდი გუნდი მითითების გარეშე განსაკუთრებული მადლობა

მსახიობები

გუნდი

  • მთავარი პროდიუსერები — დეივ ფილონი, საიმონ კინბერგი და გრეგ უაიზმენი
  • შემოქმედებითი ხელმძღვანელი — რეინ რობერტსი[19]
  • მიმართულებით პროდიუსერი — ათენა ივეტ პორტილო[23]
  • დამდგმელი მხატვარი — კილიან პლანკეტი[23]
  • კომპიუტერული ეფექტების ზედამხედველი — ჯოელ არონი[23]
  • ანიმაციის ზედამხედველი — კით კელოგი[23]
  • ეპიზოდური რეჟისორები — სტიუარდ ლი და სტივენ ჯ. ლი[23]
  • კონცეპტუალური მხატვრები — ემი ბეტ კრისტენსონი, ანდრე კირკი, პეტ პრესლი და კრის გლენი
  • შემუშავების გუნდი — პოლ ზინესი
  • კომპოზიტორი — კევინ კაინერი


შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 StarWars.com ახალი ანიმაციური სერიალი 'ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები' გამოვა 2014 წლის შემოდგომაზეStarWars.com (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 გრეგ უაიზმენი საუბრობს აჯანყებულებზე და გვიჩვენებს აჯანყებულთა ალიანსის წარმოშობას საიტზე IGN (February 12, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 3, 2019)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი — პრემიერა გაიმართება პარასკევს, 3 ოქტომბერს, Disney Channel-ზეStarWars.com (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები, უკანასკნელი ეპიზოდების ჩვენება იწყება 19 თებერვალს Disney XD-ზეStarWars.com (არქივის ბმული)
  5. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიჰერას გმირები
  6. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიშეგირდის ბინდი
  7. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიუკანასკნელი ბრძოლა
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Launch PadStar Wars Insider 152
  9. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ძველი რესპუბლიკის რელიკვიები საიტზე WATCHDisneyXD.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი October 22, 2015)
  10. 10.0 10.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: დაკარგული მეთაურები საიტზე WATCHDisneyXD.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი October 17, 2015)
  11. Launch PadStar Wars Insider 154
  12. გერი უიტა (@garywhitta) Twitter-ზე (პუბლიკაცია)„@StarWars Rebels-ის ეპიზოდის სცენარს ვწერ, ჩემი ქალიშვილი კი კაბინეტში აჯანყებულთა პიჟამით ზის და "აჯანყებულებს" უყურებს“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  13. 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: გატეხილი რქის ძმები საიტზე WATCHDisneyXD.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 6, 2015)
  14. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიიმპერიელი სუპერკომანდოები
  15. 15.00 15.01 15.02 15.03 15.04 15.05 15.06 15.07 15.08 15.09 15.10 15.11 15.12 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ლოთალის ალყა
  16. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიმემკვიდრეობა
  17. 17.0 17.1 StarWars.com Disney XD უკვევთავს აჯანყებულების მეორე სეზონს ტელეპრემიერის წინStarWars.com (არქივის ბმული)
  18. 18.0 18.1 18.2 StarWars.com ეზრა, მაწანწალა გონებამახვილი გმირიStarWars.com (არქივის ბმული)
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 StarWars.com კენანი, კოვბოი ჯედაიStarWars.com (არქივის ბმული)
  20. 20.0 20.1 20.2 StarWars.com ჰერა, პილოტიStarWars.com (არქივის ბმული)
  21. 21.0 21.1 21.2 StarWars.com საბინი, ფეთქებადი მხატვარიStarWars.com (არქივის ბმული)
  22. 22.0 22.1 22.2 StarWars.com ზები, კუნთებიანიStarWars.com (არქივის ბმული)
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 23.6 23.7 StarWars.com NYCC 2013: გაიცანით ინკვიზიტორი, ბოროტების ახალი სახე აჯანყებულებშიStarWars.com (არქივის ბმული)
  24. 24.0 24.1 პაბლო იდალგო (@infinata) Twitter-ზე (პუბლიკაცია) (არქივის ბმული ხელმიუწვდომელია)
  25. აჯანყებულო მეგობრებო!Star Wars Insider 152
  26. 26.0 26.1 აჯანყების ხელახლა გაჩაღება!Star Wars Insider 146
  27. StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ცნობილი ხდება სათამაშო ფიგურების დეტალებიStarWars.com (ორიგინალური საიტი უმოქმედოა)
  28. WonderCon: აჯანყებულების ნაწყვეტის და ახალი დეტალების წარდგენა ავტორი: გოლდმენი, ერიკ საიტზე IGN (April 19, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 4, 2020)
  29. Launch PadStar Wars Insider 148
  30. StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: გაიცანით ჩოპერი, ბუზღუნა ასტრომექანიკოსი დროიდიStarWars.com (არქივის ბმული)
  31. Launch PadStar Wars Insider 147
  32. 32.0 32.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: გახსენებაStar Wars Insider 156
  33. 33.0 33.1 ტრეისი კანობიო (@Tcann13) Twitter-ზე (პუბლიკაცია)„მიხარია, როგორც იქნა, გამცნოთ, რომ #StarWarsRebels-ის პირველი სეზონის ფინალი ნაჩვენები იქნება 2 მარტს!! მანამდე რომელიმე პლატფორმაზე ხელმისაწვდომი არ იქნება.“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  34. 34.0 34.1 34.2 StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები, მეორე სეზონის პრემიერა 20 ივნისსStarWars.com (არქივის ბმული)
  35. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები, სეზონი ორი, დეტალები: ყველაფერი, რაც ვიცით საიტზე rebelsreport.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 14, 2016)
  36. StarWars.com SWCA: ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: წარსული, აწმყო და მომავალი, პირდაპირი ბლოგი პანელიდანStarWars.com (არქივის ბმული)
  37. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: შეგირდის ბინდი, ნაწილი II საიტზე Disney XD-ის ოფიციალური პროგრამა (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 6, 2016)
  38. 38.0 38.1 38.2 StarWars.com ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ გაგრძელდება აჯანყებულების მესამე სეზონშიStarWars.com (არქივის ბმული)
  39. ტრეისი კანობიო (@Tcann13) Twitter-ზე (პუბლიკაცია)„22. :)“ (არქივის ბმული)
  40. Zap2it: ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ბედის ჰოლოკრონები საიტზე Screener (არქივის ბმული დაარქივების თარიღი July 3, 2017)
  41. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: დარტყმის საათი, ნაწილი მეორე საიტზე Screener (February 8, 2017) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 10, 2017)
  42. StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები შემოდგომაზე დაბრუნდება მეოთხე სეზონისთვისStarWars.com (არქივის ბმული)
  43. 43.0 43.1 43.2 StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები, სეზონი ოთხი, პროგრამაStarWars.com (არქივის ბმული)
  44. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები დასრულდება მეოთხე სეზონით საიტზე IGN (April 15, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი February 24, 2020)
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 45.4 45.5 45.6 45.7 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიიმპერიის დღე
  46. 46.0 46.1 46.2 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიიმედის ხედვა
  47. ფილიპ ენტონი-როდრიგესი (@PhilAnthonyRod) Twitter-ზე (პუბლიკაცია)„ვამაყობ, რომ შევუერთდი #StarWarsRebels-ის გუნდს როგორც მეხუთე ძმა ინკვიზიტორის გამხმოვანებელი #DisneyXD-ზე! #dreamrole“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  48. 48.0 48.1 48.2 48.3 48.4 48.5 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიწყობის რღვევა
  49. 49.0 49.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიძალების შეკრება
  50. 50.0 50.1 50.2 50.3 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიიდიოტის წყობა
  51. 51.0 51.1 51.2 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიდაკარგული მეთაურები
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 52.4 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებისაიდუმლო ტვირთი
  53. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: შებიჯება წყვდიადში
  54. 54.00 54.01 54.02 54.03 54.04 54.05 54.06 54.07 54.08 54.09 54.10 54.11 54.12 54.13 54.14 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი
  55. 55.0 55.1 55.2 55.3 55.4 55.5 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიდროიდები საფრთხეში
  56. 56.0 56.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიმხატვრული თავდასხმა
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 57.4 57.5 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებისამოქმედოდ ხმობა
  58. 58.0 58.1 58.2 58.3 58.4 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიცეცხლი მთელ გალაქტიკაში
  59. ჰონდო ბრუნდება 'აჯანყებულებში' საიტზე bigshinyrobot.com (February 1, 2015) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი September 26, 2018)
  60. StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ხედი მომავალშიStarWars.com (არქივის ბმული)
  61. სარა მიშელ გელარი საუბრობს 'აჯანყებულებში' თავის იდუმალ როლზე საიტზე BuzzFeed (October 2, 2015) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 21, 2019)
  62. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიანტილესის ევაკუაცია
  63. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებისიბნელის საბურველი
  64. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები, სეზონი 3, პანელი | Star Wars Celebration Europe 2016ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  65. 65.0 65.1 65.2 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიგაფრენა გამანადგურებლით
  66. ექსკლუზივი: იოდა ბრუნდება აჯანყებულებში საიტზე TV Guide (December 15, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 22, 2019)
  67. 67.0 67.1 67.2 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიძველი ოსტატების აღზევება
  68. ექსკლუზიურად, გრანდ-მოფი ტარკინი 'აჯანყებულებში' საიტზე ew.com (February 3, 2014) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი September 10, 2015)
  69. სტივენ მელჩინგი (@stevenmelching) Twitter-ზე (პუბლიკაცია)„დიახ, გარ საქსონის როლში რეი სტივენსონია! იგი უერთდება რომის კიდევ ერთ ყოფილ ვარსკვლავ @TheRealKMcKidd-ს #StarWarsRebels-ის შემდეგ ეპიზოდში“ (არქივის ბმული)
  70. StarWars.com ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვრცელი რგოლიStarWars.com (არქივის ბმული)
  71. გრეგ უაიზმენი (@Greg_Weisman) Twitter-ზე (პუბლიკაცია)„@RebelsReport: სამხრის საპასუხო შეტევა. #StarWarsRebels pic.twitter.com/lnKdBigUA5” მე ვარ!“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  72. არამზადების სკოლა: ლენდო კალრისიანი ბრუნდება აჯანყებულებშივარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  73. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: სემ უიტუერი წარმოგიდგენთ დართ მოლის ობი-ვანთან ბრძოლის ნაწყვეტს საიტზე IGN (March 17, 2017) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 8, 2018)
Advertisement