ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი არის 45 წუთიანი (ერთსაათიანი რეკლამების ჩათვლით) ორნაწილიანი სატელევიზიო ანიმაციური ფილმი, რომელიც არის ტელესერიალ აჯანყებულების შესავალი. ფილმის მსოფლიო ონლაინ-პრემიერა გაიმართა WatchDisneyXD.com-ის მაყურებლებისთვის, 2014 წლის 26 სექტემბერს, ხოლო 3 ოქტომბერს იგი Disney Channel-ის ეთერში გავიდა. აჯანყების ნაპერწკალი კომერციულად DVD-ზე გამოიცა 14 ოქტომბერს. იგი განმეორებით გავიდა ABC Network-ზე 26 ოქტომბერს — პროლოგით, რომელშიც დართ ვეიდერი გრანდ-ინკვიზიტორს ესაუბრება.

კანონიკური სიუჟეტი ვითარდება ახალ იმედამდე ოთხი წლით ადრე. მასში პირველად ჩნდებიან „აჩრდილის“ ეკიპაჟის წევრები, აჯანყებულები, რომლებიც უპირისპირდებიან გალაქტიკურ იმპერიას და შემდგომში იწვევენ აჯანყებულთა ალიანსის ჩამოყალიბებას. სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი გმირია დაახლოებით თოთხმეტი წლის ობოლი ეზრა ბრიჯერი, რომელიც უერთდება „აჩრდილის“ ეკიპაჟს და ეუფლება ძალის გამოყენებას. ამ ეპიზოდში ეზრა და აჯანყებულები — ბრძანება 66-ის გაცემისას გადარჩენილი პადავანი კენან ჯარუსი, პილოტი ჰერა სინდულა, მანდალორელი მეომარი საბინ რენი, ლასატი გარაზებ ორელიოსი და ასტრომექანიკოსი დროიდი ჩოპერი — შეიტყობენ, რომ მონობაში მყოფი ვუკიები იმპერიულ ძალებს გადაჰყავთ კესელზე, სუნელის მაღაროებში სამუშაოდ. ისინი იწყებენ მისიას მათ გადასარჩენად. ამავე დროს მათ დევნის იმპერიული უსაფრთხოების ბიუროაგენტი კალუსი.

აჯანყების ნაპერწკლის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან დეივ ფილონი, საიმონ კინბერგი და გრეგ უაიზმენი. სცენარის ავტორები არის კინბერგი, ხოლო რეჟისორები — სტიუარდ ლი და სტივენ ჯ. ლი. როლებს ახმოვანებენ ტეილორ გრეი (ეზრა), ვანესა მარშალი (ჰერა), ფრედი პრინს უმცროსი (კენანი), ტია სირკარი (საბინი), სტივ ბლუმი (ზები) და დეივიდ ოიელოვო (კალუსი). ჯეისონ აიზეკსი ახმოვანებს გრანდ-ინკვიზიტორს, ხოლო ჯეიმზ არნოლდ ტეილორი, ისევე, როგორც კლონების ომებშიობი-ვან კენობის (რომელიც ჰოლოგრამის სახით ჩნდება. ჯეიმზ ერლ ჯოუნსი სპეციალურ შესავალში ახმოვანებს დართ ვეიდერს. DVD-ისთვის და ტელეეთერისთვის ეს ეპიზოდი გამოვიდა ორ ნაწილად, მაგრამ ციფრულ მაღაზიებში წარმოდგენილი იყო უწყვეტი სახით.

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები ტრანსპორტი იარაღი და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

არსებები

  • ანუბა (ჩნდება გრაფიტიზე)
  • მონონგი (პირველი ხსენება)
  • ვირთხა (მხოლოდ ხსენება)
    • ლოთ-ვირთხა (მხოლოდ ხსენება)

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღი და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement