Template:Eras გაფრთხილება: ამ ინფოდაფას აკლია შემდეგი პარამეტრები: title, music და მითითებული აქვს უცნობი პარამეტრები: show name, era
- „ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები არის სათავგადასავლო სერიალი, რომლის მთავარი გმირი მაწანწალა მოზარდი ბიჭუნაა, რომელსაც, შესაძლოა, აქვს ის, რაც დაეხმარება, გახდეს ჯედაი. იგი უერთდება აჯანყებულთა მცირე გუნდს, რომელიც ბოროტი გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ გაბედული მისიებით ილაშქრებს.“
- ―რეინ რობერტსი, Star Wars Insider 152
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები არის ანიმაციური ტელესერიალი. მისი მოვლენები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების ორიგინალურ ტრილოგიამდე 2-5 წლით ადრე. მისი პრემიერა გაიმართა 2014 წლის 3 ოქტომბერს, სრულმეტრაჟიანი ეპიზოდით ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი, Disney Channel-ზე. 13 ოქტომბრიდან იმავე არხზე დაიწყო სტანდარტული ეპიზოდების ჩვენება.
სერიალის მთავარი პერსონაჟები არიან აჯანყებულები, რომლებიც ხომალდ აჩრდილით მოგზაურობენ და გალაქტიკურ იმპერიას უპირისპირდებიან. გუნდში შედიან ეზრა ბრიჯერი (ლოთალიდან); კენან ჯარუსი (ჯედაი, რომელიც ბრძანება 66-ის გაცემისას გადარჩა), ჰერა სინდულა (ტვი'ლეკი მფრინავი), საბინ რენი (ასაფეთქებელ საშუალებათა მანდალორელი ექსპერტი), გარაზებ ორელიოსი (მებრძოლი ლასატიდან) და ასტრომექანიკოსი დროიდი C1-10P, იგივე ჩოპერი.
სიუჟეტის შეჯამება
წინაპირობა
- „…ჩვენ ნამდვილად გიჩვენებთ, თუ როგორ წარმოიშვა აჯანყება. სერიალის დასაწყისისას აჯანყებულთა ალიანსის ჯერ არ არის შექმნილი; ყოველივე იწყება აჯანყებულთა რაზმით. ნამდვილად საინტერესო იქნება, ვაჩვენოთ ალიანსის ჩამოყალიბების განვითარება…“
- ―აღმასრულებელი პროდიუსერი გრეგ უაისმენი, Star Wars Insider 146
სერიალი იწყება ახალ იმედამდე ხუთი წლით ადრე. გალაქტიკური იმპერიის გაბატონებიდან გასულია 14 წელი.[23][24] ოფიციალური წინაპირობა ასე ჟღერს:
"გალაქტიკას ბნელი დრო დაუდგა. ზედიზედ სამყაროებზე გაბატონებით, იმპერიის ძალაუფლება იზრდება. იმპერიული ძალები, შორეული პლანეტის ოკუპირებით, მასზე დესპოტურ რეჟიმს ამყარებენ. მაგრამ ჩნდებიან გაბედულები, რომლებიც მზად არიან, დაუპირისპირდნენ იმპერიულ ძალებს. ეს არის ხომალდ აჩრდილის ეკიპაჟი! აჯანყებულები პირისპირ უნდა შეხვდნენ ახალ მრისხანე მოწინააღმდეგეებს, გადაიტანონ საუცხოო თავგადასავლები და იქცნენ გმირებად".[25]
მთავარი პერსონაჟები
- „ერთ-ერთი გმირი ძირითადია, აგრეთვე არის ხუთი პერსონაჟი, რომელიც შეადგენს აჯანყებულთა რაზმსს. უკვე პირველი სეზონისას ეს გუნდი იზრდება და მეტი წევრი ჩნდება, მაგრამ ძირითადია აჯანყებულთა ეს მცირე ჯგუფი, რომელიც იმპერიისთვის თავის ტკივილად იქცევა.“
- ―გრეგ უაისმენი
სერიალის ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები ძირითადი გმირი ექვსი პერსონაჟია[2]. ისინი შეადგენენ ხომალდ აჩრდილის ეკიპაჟს.
გუნდში შედიან: ეზრა ბრიჯერი[18], ყოფილი ჯედაი კენან ჯარუსი[19], აჩრდილის პილოტი და მფლობელი, ტვი'ლეკი ჰერა სინდულა[20], ასაფეთქებლების ექსპერტი, მანდალორელი საბინ რენი[21], ლასატი გარაზებ "ზებ" ორელიოსი[22][26] და ასტრომექანიკოსი დროიდი C1-10P, იგივე "ჩოპერი"[27]. სერიალის მოვლენათა განვითარებისას აგრეთვე ჩნდება მთელი რიგი მტრების[28], რომელთა შორის არის ინკვიზიტორიც.[23]
ეპიზოდები
სეზონი | ეპიზოდი | პირველად | უკანასკნელად |
---|---|---|---|
პირველი[29] |
|
2 მარტი, 2015[32] | |
მეორე[17] |
|
30 მარტი, 2016[36] | |
მესამე[37] |
|
25 მარტი, 2017[40] | |
მეოთხე[41] |
|
5 მარტი, 2018[4] |
შემადგენლობა
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
გუნდი
|
შენიშვნები და სქოლიო
აჯანყებულები