ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

"ყოველ გალაქტიკაში არსებობს დამნაშავეთა სამყარო."
―ოფიციალური ტრეილერი[12]

ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი არის მხატვრული ტელესერიალი, რომლის მთავარი გმირია ბობა ფეტი. სერიალის ჩვენება დაიწყო Disney+[1], 2021 წლის 29 დეკემბრიდან[3]. მასზე მინიშნებები პირველად გამოჩნდა ტელესერიალ მანდალორელის მეორე სეზონის საბოლოო ეპიზოდში[13].

ოფიციალური აღწერა[]

ბობა ფეტის წიგნში, ვარსკვლავური ომების ამაღელვებელ თავგადასავალში, ლეგენდარული ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტი და დაქირავებული მეომარი ფენეკ შენდი გალაქტიკის დამნაშავეთა სამყაროში მოგზაურობენ და ბრუნდებიან ტატუინის ქვიშებში, რათა განაცხადონ უფლება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ოდესღაც მართავდნენ ჰატი ჯაბა და მისი კრიმინალური სინდიკატი.[7]

შემუშავება[]

ბობა ფეტი სრულად დაბრუნდა ტელესერიალ მანდალორელის ეპიზოდში თავი 14: ტრაგედია, რომლის რეჟისორია რობერტ როდრიგესი. მანამდე სერიალის მთავარი პროდიუსერი ჯონ ფავრო მას ესაუბრა და შესთავაზა ეპიზოდის გადაღება. ფავროს მოეწონა როდრიგესის მიერ წარმოდგენილი პერსონაჟი და მას და სტუდიას უფრო მეტი ეპიზოდის შემუშავება შესთავაზა. მართალია, თავდაპირველად როდრიგესი ერიდებოდა ფრანშიზებს, მისი წარმოდგენები შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩათვალა, რომ მას სათანადო ყურადღება არ მიექცა და ამ ორიგინალური პერსონაჟის როლის გაფართოება შეიძლებოდა. [14]

TheBookOfBobaFett-TMCh6

მანდალორელის მეორე სეზონის დასასრულს ცნობილი გახდა მომავალი სერიალის სახელწოდება.

Disney+-ის ბობა ფეტის ცალკეული სერიალის შესახებ ცნობები პირველად გავრცელდა 2020 წლის ნოემბერში. ამ ინფორმაციის თანახმად, სერიალის გადაღება უკვე დაწყებული იყო.[15] 2020 წლის 10 დეკემბერს კეთლინ კენედიმ ახსენა, რომ მანდალორელის "შემდეგი თავი" გამოვიდოდა 2021 წლის შობის პერიოდში.[16] მართალია, ზოგიერთი მოყვარულის ელოდა, რომ ეს იქნებოდა მანდალორელის მესამე სეზონი,[17][18] თავი 16: გადარჩენა, მანდალორელის მეორე სეზონის ფინალური ეპიზოდი, გამოვიდა 2020 წლის 18 დეკემბერს და შეიცავდა ცნობას, რომ დეკემბერში ბობა ფეტის წიგნი გამოვიდოდა.[13]

შემდეგ ორშაბათს სერიალის პროდიუსერმა ჯონ ფავრომ Good Morning America-ს ეთერში, ABC Television Network-ზე, განმარტა, რომ მანდალორელი და ბობა ფეტის წიგნი ცალკელ სერიალებს წარმოადგენენ და თავდაპირველად გამოვიდა ბობა ფეტის წიგნი.[19]StarWars.com-ის პუბლიკაციაში ეს ინფორმაცია მოგვიანებით განმეორდა და დადასტურდა, რომ მანდალორელის მესამე სეზონის წარმოება 2021 წელს დაიწყებოდა.[1] ბობა ფეტის წიგნის გადაღება ოფიციალურად დასრულდა 2021 წლის 8 ივნისს[20]. სექტემბერში მისი წარმოების შემდგომი ეტაპი კვლავ გრძელდებოდა.[21]

მუსიკა[]

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სერიალის მუსიკაზე იმუშავებდა ლუდვიგ იორანსონი[10]. საბოლოოდ, მუსიკის დიდი ნაწილი მოამზადა ჯოზეფ შირლიმ, ხოლო იორანსონმა იმუშავა თემებზე, მათ შორის — მთავარ თემაზე.[9] პირველი ოთხი ეპიზოდის საუნდტრეკი გამოვიდა ციფრულად 2022 წლის 21 იანვარს.[22] დარჩენილი სამი ეპიზოდის საუნდტრეკი გამოვიდა ციფრულად, 2022 წლის 11 თებერვალს.[23]

გამოშვება[]

რგოლი[]

სერიალის პირველი წინასწარი რგოლი გამოვიდა 2021 წლის 1 ნოემბერს.[12] კადრებში ნაჩვენები იყო სერიალის შეზღუდული რაოდენობის დეტალები, პირველი ეპიზოდის პირველი წუთებიდან, ვინაიდან ეპიზოდის მეორე ნახევრიდან სერიალის სიუჟეტის დიდი რაოდენობის დეტალები ირკვევა.[14][9]

ნაწარმი და დამატებები[]

Disney Gallery: ბობა ფეტის წიგნი, სპეციალური დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილია სერიალის წარმოება, გამოვიდა 2022 წლის 4 მაისს.[24]

ეპიზოდები[]

# სურათი სახელწოდება პირველად ეთერში წარმ. #
1[2] თავი 1: უცხო უცხო მხარეში[25] 29 დეკემბერი, 2021[3] 101[26]
2[2] თავი 2: ტატუინის ტომები[27] 5 იანვარი, 2022[27] 102[26]
3[27] თავი 3: მოს-ესპას ქუჩები[27] 12 იანვარი, 2022[27] 103[26]
4[27] თავი 4: ქარიშხლის დასაწყისი[27] 19 იანვარი, 2022[27] 104[26]
5[27] თავი 5: მანდალორელის დაბრუნება[27] 26 იანვარი, 2022[27] 105[26]
6[2] თავი 6: უდაბნოდან მოდის უცხო[26] 2 თებერვალი, 2022[2] 106[26]
7[2] თავი 7: ღირსების სახელით[26] 9 თებერვალი, 2022[2] 107[26]

პოსტერების გალერეა[]

შემადგენლობა[]

ტიპის მიხედვით
მსახიობები მსახიობები მითითების გარეშე გუნდი გუნდი მითითების გარეშე განსაკუთრებული მადლობა

მსახიობები

გუნდი

  • დეივ ფილონი – მთავარი პროდიუსერი[1], რეჟისორი[4]
  • ჯონ ფავრო – მთავარი პროდიუსერი[1], რეჟისორი[4]
  • რობერტ როდრიგესი – მთავარი პროდიუსერი[1], რეჟისორი[4]
  • კოლინ უილსონი – მთავარი პროდიუსერი[7]
  • ბრაის დალას ჰოვარდი – რეჟისორი[4]
  • კევინ ტანჩარენი – რეჟისორი[5][6]
  • სტივ გრინი – რეჟისორი[5]
  • ლუდვიგ იორანსონი – კომპოზიტორი[10]
  • ჯოზეფ შირლი – მუსიკალური თანხლების კომპოზიტორი[9]
  • კერენ გილკრისტი – მთავარი პროდიუსერის თანაშემწე[7]
  • კერი ბეკი – მთავარი პროდიუსერის თანაშემწე[7]
  • ჯონ ბარტნიცკი – პროდიუსერი[7]
  • ჯონ ჰემპიენი – პროდიუსერის თანაშემწე[7]


წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 StarWars.com The Book of Boba Fett, a New Series, Coming December 2021 on Disney+ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 StarWars.com Get Ready for the Premiere of The Book of Boba Fett with New Character Posters! StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 Star Wars (@starwars) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "His story is only beginning. The Book of @BobaFett, an all-new Original Series, starts streaming December 29 on @DisneyPlus. #TheBookOfBobaFett" (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Book of Boba Fett star praises Jon Favreau and teases future of the series — Express.co.uk (არქივის ბმული დაარქივების თარიღი July 7, 2021)
  5. 5.0 5.1 5.2 'The Book of Boba Fett': New Images and Directors Revealed by Empire Magazine ავტორი: ფერნანდესი, მიგელ — starwarsnewsnet.com (November 25, 2021) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 26, 2021)
  6. 6.0 6.1 კევინ ტანჩარენი (@KTANCH) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Finally get to say what I was working on this year!! This was a dream come true for me. I truly felt like a little kid everyday going to set. Thank you to @jonfavreau @rodriguez @dave.filoni for trusting me to join their universe." (არქივის ბმული)
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 StarWars.com The Book of Boba Fett Will Premiere December 29 on Disney+ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 5: მანდალორელის დაბრუნება"
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში"
  10. 10.0 10.1 10.2 Ludwig Göransson Scoring Disney+'s 'The Book of Boba Fett' — filmmusicreporter.com (September 23, 2021) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი September 22, 2021)
  11. StarWars.com SWCC 2019: 9 Things We Learned from The Mandalorian Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ მანდალორელის მოვლენების განვითარების პერიოდია ხუთი წელი ჯედაის დაბრუნებიდან. ამ ფილმის მოვლენების განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 4 იბშ. ამრიგად ეპიზოდში მოვლენათა განვითარების პერიოდი არის 9 იბშ. როგორც ჩანს გვერდიდან StarWars.com The Book of Boba Fett, a New Series, Coming December 2021 on Disney+ StarWars.com-ზე (არქივის ბმული), სერიალის მოვლენები ვითარდება მანდალორელის პარალელურად, ანუ, როგორც ჩანს, იავინის ბრძოლიდან 9 წელს.
  12. 12.0 12.1 The Book of Boba Fett | Official Trailer | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  13. 13.0 13.1 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 16: გადარჩენა"
  14. 14.0 14.1 14.2 How 'The Book of Boba Fett' Will Shake Up 'Star Wars' ავტორი: ჰიბერდი, ჯეიმზ — The Hollywood Reporter (December 16, 2021) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 16, 2021)
  15. 'The Mandalorian' Eyes Production Start As Spinoff, Casting & Boba Fett Buzz Heats Up ავტორი: Andreeva, Nellie — Deadline (January 5, 2020) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 18, 2020)
  16. Disney Investor Day 2020 the Walt Disney Company-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  17. 'The Mandalorian': Our Biggest Questions After the Season 2 FinaleKVUE (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 22, 2020)
  18. Disney Gallery: The Mandalorian Sets Season 2 Premiere DateComicBookResources (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 22, 2020)
  19. > Jon Favreau talks about the season 2 finale of 'The Mandalorian' Good Morning America YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  20. The Book of Boba Fett Wraps Filming Season OneMovieWeb (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 8, 2021)
  21. "Launchpad" — Star Wars Insider 205
  22. The Book of Boba Fett: Vol. 1 (Chapters 1-4) Apple-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  23. The Book of Boba Fett: Vol. 2 (Chapters 5-7) Apple-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  24. Everything New You Can Stream on Disney+ in May 2022 D23.com (არქივის ბმული)
  25. Next On Disney+ – December | Disney+ Disney+-ის YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 26.5 26.6 26.7 26.8 Disney.com The Book of Boba Fett Media Kit Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  27. 27.00 27.01 27.02 27.03 27.04 27.05 27.06 27.07 27.08 27.09 27.10 Everything New You Can Stream on Disney+ in January 2022 D23.com (არქივის ბმული)
  28. ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 2: ტატუინის ტომები"
  29. პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "That was Carey Jones." (არქივის ბმული)
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 3: მოს-ესპას ქუჩები"
  31. ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 4: ქარიშხლის დასაწყისი"
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 6: უდაბნოდან მოდის უცხო"