ვარსკვლავური ომები: თავაწყვეტილი ძალა არის LucasArts-ის მიერ 2008 წელს დაწყებული მულტიმედიური პროექტი, რომელშიც ჩართულები იყვნენ Dark Horse Comics, Del Rey, LEGO, Hasbro Inc. და Palace Press. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი 2007 წელს დაწყება. თუმცა, თამაშის შემუშავების გამო პროექტის გაშვება შეყოვნდა.
პროექტში უშუალოდ მონაწილეობდა ჯორჯ ლუკასი. ისევე, როგორც იმპერიის ჩრდილების და კლონური ომების მულტიმედიური პროექტის შემთხვევაში, თავაწყვეტილ ძალაში შედის სხვადასხვა სახის ნაწარმი, რომელიც ერთი ამბის თხრობას ემსახურება. ესენია ორი ვიდეოთამაში, თამაშის მეგზური, რომანი, გრაფიკული რომანი, სათამაშოების ხაზი, ენციკლოპედია, Miniatures-ის კომპლექტი და როლური თამაშის მეგზური.
ვიდეოთამაშის გაგრძელების, Star Wars: The Force Unleashed II-ის შესახებ გამოაცხადეს Spike-ის 2009 წლის ვიდეოთამაშების დაჯილდოებაზე. ვიდეოთამაშიც და მისი თანმხლები რომანი, ისევე, როგორც კომიქსი, გაყიდვაში გამოუშვეს 2010 წლის ოქტომბერში.
მედია[]
პრომომასალა[]
რომანები[]
ვიდეოთამაშები[]
კომიქსები[]
- (გაუქმებული)
