ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში 2 არის მეორე გამოშვება კომიქსების ხუთნაწილიან მინისერიაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში. მასში მოთხრობილი ამბის (ტარკინის წყევლა) ავტორია კევან სკოტი, ხოლო მხატვრები — ფრანჩესკო ფრანკავილა და კელი ჯოუნსი. კომიქსი გამოიცა IDW Publishing-ის მიერ, 2019 წლის 9 ოქტომბერს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
დაბრუნდით ვეიდერის სასახლეში შორეული, შორეული გალაქტიკის საყვარელი პერსონაჟებს საშინელი ისტორიებისთვის...
ეს ამაღელვებელი ყოველვირეული სერია იკვლევს ვარსკვლავური ომების გალაქტიკის დამალულ კუთხეებს და მასში ჩნდება ნაძირლებისა და ბოროტების მთელი რიგი, მათ შორის — დართ მოლი, გრანდ-მოფი ტარკინი, ასაჟ ვენტრესი, ჰატი ჯაბა — ყველა ვეიდერის სასახლის ჩრდილში!
ფანებს გაუხარდებათ ეს შემზარავი ისტორიები, რომელთა ავტორია ფანების საყვარელი მწერალი კევან სკოტი, ხოლო ნახატების ავტორები — გალაქტიკის ყველაზე ნიჭიერნი, მათ შორის — ნიკოლეტა ბალდარი, ნიკ ბროკენშაირი, ფრანჩესკო ფრანკავილა, კელი ჯოუნსი, მეგან ლევენსი და ჩარლზ პოლ უილსონ III!
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 827714018745; 9 ოქტომბერი, 2019; IDW Publishing[1]
- 00211; გარეკანი A; ფრანჩესკო ფრანკავილა
- 00221; გარეკანი B; კელი ჯოუნსი და მიშელ მედსენი
- 00231; გარეკანი C; ფრანჩესკო ფრანკავილა
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში, რბილყდიანი კრებული
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: უფრთხილდი ვეიდერის სასახლეს
- ვარსკვლავური ომები: ვეიდერის სასახლე: ბიბლიოთეკა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში #2 (5-დან) (ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში) Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ კევან სკოტი კომიქსის ისტორიები სიკვდილის ვარსკვლავიდან საზარელ საშინელებებზე StarWars.com-ზე (არქივის ბმული) განმარტავს, რომ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის სასახლიდან მოვლენები ვითარდება დაახლოებით იმავე დროს, რაც ფილმის განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი მოვლენები, რომელთა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 1 იბ. ვინაიდან სერიაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში მოვლენები ვითარდება პირდაპირ იგავების შემდეგ, ვასკვნით, რომ ორივეს მოვლენები იმავე წელს ვითარდება.
- ↑ კომიქსში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში 2 ჩნდება სიკვდილის ვარსკვლავი, რომელიც ერთი შეხედვით, არ არის ისეთი დასრულებული, როგორც რომანში ტარკინი, რაც ნიშნავს, რომ კომიქსის მოვლენები უფრო ადრე ვითარდება. ამასთან, ვინაიდან იგი უფრო სრულყოფილია, ვიდრე ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება, კომიქსის მოვლენები, სავარაუდოდ, ამ ორ ამბავს შორის ექცევა. როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, სითების შურისძიების მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ, ხოლო ტარკინის — ხუთი წლის შემდგომი პერიოდი. ამრიგად, ტარკინის მოვლენათა განვითარების დროა 14 იბ, ხოლო კომიქსის მოვლენები ამ წლებს შორის ექცევა.