ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილი არის კანონიკური ცალკეული კომიქსი, რომლის ტექსტის ავტორია კევან სკოტი, ხოლო მხატვრები — დერეკ ჩარმი, ნიკოლეტა ბალდარი, ნიკ ბროკენშაირი და ფრანჩესკო ფრანკავილა. იგი გამოიცა IDW Publishing-ის მიერ, 2020 წლის 4 ნოემბერს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

იმპერია დაეცა, მუსტაფარელები ზეიმობენ. მაგრამ იციან, რომ სანამ ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილი დაჰყურებს, უსაფრთხოდ არასოდეს იქნებიან. ორი ბიჭუნა გადაწყვიტავს სასახლის დანგრევას. მაგრამ ბრძენი მოხუცი მუსტაფარელი ცდილობს, საწადელზე ხელი ააღებინოს და ამისთვის უამბობს იგავებს, რათა ასწავლოს ის, რასაც სხვა შემთხვევაში, რთულად აითვისებენ.

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • დეპა ბილაბა (ჰალუცინაცია) (მოგონებებიდან)
  • CR-8R "კრეიტერი" (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • კრენუელი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • გიგეკი (პირველი გამოჩენა)
  • ლინა გრაფი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • თომ ჰადი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • კვაი-გონ ჯინი (ჰალუცინაცია) (მოგონებებიდან)
  • კაკანი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • კაკანის ბუდისდედა (პირველი ხსენება) (მოგონებებიდან)
  • პლო კუნი (ჰალუცინაცია) (მოგონებებიდან)
  • კრა-კა (პირველი გამოჩენა)
  • ლელისი (პირველი გამოჩენა)
  • ლოკფეტი (მხოლოდ ხსენება)
  • ბოუა მატდა (პირველი ხსენება) (მოგონებებიდან)
  • რესტინი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • სი-შვიდი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • სიუორდი (პირველი ხსენება) (მოგონებებიდან)
  • დართ სიდიუსი (მოგონებებიდან)
  • ასოკა ტანო (ჰალუცინაცია) (მოგონებებიდან)
  • უილჰაფ ტარკინი (მხოლოდ ხსენება) (მოგონებებიდან)
  • ტატელი (პირველი გამოჩენა)
  • დართ ვეიდერი (მოგონებებიდან)
  • უცნობი იმპერიელი სამხედრო (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • უცნობი ტვი'ლეკი მამა (პირველი ხსენება) (მოგონებებიდან)
  • უცნობი ტვი'ლეკი დედა (პირველი ხსენება) (მოგონებებიდან)
  • ვანე
  • უელკი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • უელკის პატრონი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • მეის უინდუ (ჰალუცინაცია) (მოგონებებიდან)
  • იოდა (ჰალუცინაცია) (მოგონებებიდან)

ორგანიზმები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

კრებულები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. StarWars.com ანაკინ სკაიუოკერი იწვევს თრთოლას და ჟრჟოლას IDW-ის ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილში - ექსკლუზიური ნაწყვეტი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილი ენდორის ბრძოლის შემდგომ მოვლენებს აღწერს, თუმცა ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის მოჩვენებები 2 განსაზღვრავს, რომ გალაქტიკური იმპერია ამ დროისთვის კვლავ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ კომიქსის მოვლენები მის ჯაკუს ბრძოლაში დამხობამდე ვითარდება. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ მოვლენების თარიღებია 4 იბშ და 5 იბშ, რაც ნიშნავს, რომ ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის მოჩვენებები და ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის მოჩვენებები ამ წლებს შორის ექცევა.
  3. პირველ ამბავში, რომელშიც ექცევა კომიქსის მოვლენები, მოვლენები ვითარდება სითების შურისძიების პარალელურად. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 19 იბ
  4. მეორე ამბავში, რომელშიც ექცევა კომიქსის მოვლენები, ვანე ხდება დართ ვეიდერის მსახური. ვინაიდან იგი უკვე არის მისი მსახური კომიქსის ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან 5 ამბავ-ჩარჩოში, ხოლო ამ კომიქსის მოვლენები ვითარდება ვეიდერის ციხესიმაგრის აშენების შემდეგ, ვასკვნით, რომ ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილის მოვლენები წინ უსწრებს გამოშვებას ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან 5. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ვეიდერის ციხესიმაგრე აშენდა ძალის გამოღვიძების მოვლენებამდე 46 წლით ადრე. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ. ამრიგად, ვეიდერის ციხესიმაგრის აშენების წელია 12 იბ და ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან 5 ამავე წლის მოვლენებს ასახავს, რაც ნიშნავს, რომ ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილიც ამავე წლის მოვლენებს აღწერს.
  5. მესამე ამბავში, რომელშიც ექცევა კომიქსის მოვლენები, მოვლენები ვითარდება იმპერიულ ეპოქაში, პალპატინის დაღუპვამდე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ იმპერიის დაარსების წელია 19 იბ, პალპატინის აღსასრულის კი — 4 იბშ, რაც ნიშნავს, რომ ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილი ამ წლებს შორის ექცევა.
  6. მეოთხე ამბავში, რომელშიც ექცევა კომიქსის მოვლენები, მოვლენები ვითარდება კატასტროფის შემდეგ, დართ ვეიდერის დაღუპვამდე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ ორი მოვლენის თარიღებია 0 იბ და 4 იბშ, რაც ნიშნავს, რომ ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილი ქრონოლოგიურად მათ შორის ექცევა.

დამატებითი ბმულები[]