ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების ხუთნაწილიან მინისერიაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან. მასში მოთხრობილი ამბის ავტორია კევან სკოტი, ხოლო მხატვრები — დერეკ ჩარმი და კრის ფენოილიო. კომიქსი გამოსცა IDW Publishing-მა, 2018 წლის 3 ოქტომბერს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
"იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან" თქვენი შორეული, შორეული გალაქტიკის საყვარელ პერსონაჟებს საშინელ ისტორიებში მოაქცევს!
ეს ამაღელვებელი ყოველვირეული სერია იკვლევს ვარსკვლავური ომების სამყაროს კუთხეებს და მასში ჩნდება "აჯანყებულთა" ვარსკვლავები, ჰერა, კენანი და ჩოპერი; ობი-ვან კენობი და გრაფი დუკუ, ჰან სოლო და ჩუბაკა, ევოკები; და, რა თქმა უნდა, დართ ვეიდერი — ყველა ვეიდერის ციხე-დარბაზის ჩრდილში!
ფანებს გაუხარდებათ ეს შემზარავი ისტორიები, რომელთა ავტორია ფანების საყვარელი მწერალი კევან სკოტი, ხოლო ნახატების ავტორები — გალაქტიკის ყველაზე ნიჭიერნი, მათ შორის — დერეკ ჩარმი, კელი ჯოუნსი, კრის ფენოილიო, კორინ ჰაუელი, რობერტ ჰეი და ჩარლზ პოლ უილსონ III!
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 827714016321; 3 ოქტომბერი, 2018; IDW Publishing[1]
- 00111; გარეკანი A; ფრანჩესკო ფრანკავილა
- 00121; გარეკანი B; კრის ფენოილიო
- 00131; გარეკანი A, დაუსრულებელი; ფრანჩესკო ფრანკავილა
- 00141; გარეკანი B, დაუსრულებელი; დერეკ ჩარმი
- 00151; IDW-ის კონვენციაზე წარმოდგენილი გარეკანი, დერეკ ჩარმი
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: უფრთხილდი ვეიდერის ციხე-დარბაზს
- ვარსკვლავური ომები: ვეიდერის ციხე-დარბაზი: ბიბლიოთეკა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
ვარსკვლავური ომების თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან #1 (of 5) Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
Cavan Scott on the Ghoulactic Horrors of Tales from the Death Star StarWars.com-ზე (არქივის ბმული) განმარტავს, რომ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან მოვლენები ვითარდება დაახლოებით იმავე დროს, რაც ფილმის განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი მოვლენები, რომელთა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 1 იბ. ვინაიდან სერიაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის ციხე-დარბაზში მოვლენები ვითარდება პირდაპირ იგავების შემდეგ, ვასკვნით, რომ ორივეს მოვლენები იმავე წელს ვითარდება.
- ↑ როგორც უთითებს
კევან სკოტი (@cavanscott) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "მანამდე კი არა, უფრო ადრე." (არქივის ბმული), კომიქსში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან 1 მოვლენები ვითარდება აჯანყებულების დროს. მაგრამ — კენან ჯარუსის ეპიზოდში შეგირდის ბინდი დაბრმავებამდე. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, რომ სერიალის მოვლენათა დაწყების თარიღია 5 იბ, ხოლო ეპიზოდის — 3 იბ, ეს კომიქსიც ამ წლებს შორის ექცევა.