ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: მანდალორელი იყო დაგეგმილი ცალკეული კომიქსი, შთაგონებული Disney+-ის ტელესერიალით მანდალორელი. IDW Publishing-ს იგი უნდა გამოეცა 2020 წლის ნოემბერში, მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელებულა.
შემუშავება[]
კომიქსის ანონსი გამოქვეყნდა StarWars.com-ზე, 2020 წლის 30 ივნისს, მანდალორელის კამპანიის სხვა გამოცემების ანონსის ფარგლებში (მათ შორის აგრეთვე ნახსენები იყო Marvel Comics-ის სერია). თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ კომიქსს გამოსცემდა IDW Publishing.[2]
2020 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კომიქსი 2020 წლის ნოემბერში დაიბეჭდებოდა როგორც ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: მანდალორელი. აგრეთვე გამოქვეყნდა მისი წინასწარი გარეკანი.[3] რამდენიმე დღის შემდეგ მხატვარმა პიჩ მომოკომ დაადასტურა, რომ იგი იმუშავებდა კომიქსის საბოლოო გარეკანზე, მაგრამ დაამატა, რომ წინასწარი გარეკანის ავტორი თავად არ ყოფილა.[1]
საბოლოოდ, კომიქსი 2020 წლის ნოემბერში არ გამოცემულა.[3] 2021 წლის 9 მარტს გაუქმდა მანდალორელის დაგეგმილი გამოცემები, მათ შორის — მანდალორელი: ორიგინალური რომანი, თუმცა ცალკეული კომიქსის მომავალი კვლავ უცნობი რჩებოდა.[4]
გამოჩენები[]
| პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
| ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
პიჩ მომოკო (@peachmomoko60) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "I will be doing the main cover but the artwork posted here is not my art." (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1 2.2
The Mandalorian Publishing Program Revealed - Exclusive StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5
IDW PUBLISHING November 2020 Solicitations — First Comics News (August 21, 2020) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 22, 2024)
- ↑
Del Rey (@DelRayStarWars) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Due to the ever-expanding world of The Mandalorian, we will no longer be publishing THE MANDALORIAN ORIGINAL NOVEL at this time, as the story continues to unfold on screen.." (არქივის ბმული)