ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ჩამოგდებული ნაღმოსანი 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების სამნაწილიან მინისერიაში ჩამოგდებული ნაღმოსანი. იგი არის მანამდე Lootcrate-ის მიერ გამოცემული სპეციალური გამოშვების განახლებული გამოცემა. კომიქსი 2018 წლის 7 ნოემბერს გამოსცა IDW Publishing-მა.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ჯაკუს მერყევ ქვიშებში ჩათრეული იმპერიული ვარსკვლავური ნაღმოსანი უკვე ორი ათწლეულია, რაც დაკარგულია, რამაც წარმოშვა ხმები მასზე მოჩვენებებისა და დამალული განძეულის შესახებ. მაგრამ ქვიშის ეპიკურმა ქარიშხალმა გამოაჩინა კოსმოსური ხომალდის ნანგრევები და ცნობილი ჯართის შემგროვებელი რეი ახლა სხვებს მასზე დამალულის მოსაპოვებლად ეჯიბრება!

  • სამი გამოშვებისგან შემდგარი მინისერია, რომელიც ვითარდება „ძალის გამოღვიძებამდე“!
  • აგრეთვე შეტანილია დამატებითი ამბავი, რომელიც აღწერს ჯაკუს ბრძოლის ამბავს და იმას, თუ როგორც გადაწყდა ვარსკვლავური ნაღმოსან „აჩრდილისებრის“ ბედი იმპერიის არსებობის მიწურულს!

შიგთავსი[]

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

კრებულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ადამიანი-ობობა #1 IDW-ის 2018 წლის ნოემბრის შეთავაზებებში უერთდება გო-ბოტებს, ვარსკვლავური ომები, ატომური რობო, ჯადოქრობა და სუკებან ტურბოს დაწყება, წყარო: Bleeding Cool (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი September 11, 2020)
  2. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ჯაკუს ბრძოლა მოხდა იავინის ბრძოლიდან 5 წელს. ვინაიდან ხომალდი მოჩვენება მანამდე ვითარდება, მისი მოვლენების განვითარების დროა 5 იბშ.
  3. კომიქსში ჩამოგდებული ნაღმოსანი რეი უფრო ასაკოვანია, ვიდრე ვიდრე კომიქსში კაილო რენის აღზევება 4. ჩამოგდებული ნაღმოსანის მოვლენები ვითარდება ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება რეის ჯაკუდან გაფრენამდე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენათა განვითარების დროა 34 იბშ, ხოლო ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ კაილო რენის აღზევებაში მოვლენები ვითარდება 6 წლით ადრე. ამრიგად, ჩამოგდებულ ნაღმოსანში მოვლენათა განვითარების დროა 28 იბშ—34 იბშ.

გარე ბმულები[]

Advertisement