ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები ჰიპერსივრცეში არის ვარსკვლავური ომების ლეგენდების საყმაწვილო რომანების სერია. მათი ტექსტის ავტორია რაიდერ უინდემი, ხოლო მხატვარი — რობერტ რეთი. წიგნები გამოიცემოდა Scholastic Inc.-ის.

სერიაში შედის ორი რომანი — ცეცხლოვანი რკალის რბოლა და შინბონის ბრძოლა. ორივე მათგანი გამოიცა 2010 წლის 1 ივნისს. ორივეს გმირები არიან ჰან სოლო და ჩუბაკა, რომლებიც ჰატ ჯაბას დავალებით მუშაობენ, ხოლო მოვლენები ვითარდება ახალ იმედამდე.

თავდაპირველად უინდემს უნდა ემუშავა ოთხ წიგნზე, რომელთა სრული სიუჟეტი Lucasfilm-ში მოიწონეს. მიუხედავად ამისა, Scholastic-ის გადაწყვეტილებით, კიდევ ორი წიგნი, დიდი ცვლილება და უკანასკნელი სამართებლის ოსტატი არ გამოცემულა — მიზეზი იყო პირველი ორი წიგნის წინასწარი შეკვეთების მცირე რაოდენობა. უინდემმა დაასრულა დიდი ცვლილების ვარიანტი და დაადასტურა უკანასკნელი სამართებლის ოსტატის სიუჟეტი. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია ჯოზეფ ბონჯორნოს საიტზე.

წიგნები[]

გაუქმებული წიგნები[]

  • თავგადასავლები ჰიპერსივრცეში: დიდი ცვლილება (1 სექტემბერი, 2010)
  • თავგადასავლები ჰიპერსივრცეში: უკანასკნელი სამართებლის ოსტატი

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]