ვარსკვლავური ომები: თრონის ტრილოგია შედგება ვარსკვლავური ომების ლეგენდების რომანებისგან, რომელთა ავტორია ტიმოთი ზანი. ეს რომანებია: იმპერიის მემკვიდრე, ბნელი ძალის აღზევება და უკანასკნელი ბრძანება. მათში მოქმედება მიმდინარეობს იავინის ბრძოლიდან 9 წელს, ჯედაის დაბრუნებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ.
ამავე სახელწოდების აუდიოწიგნების სახით ადაპტირებული შემოკლებული ვერსიების მთხრობელია ენტონი დენიელსი. არსებობს ვრცელი აუდიოწიგნებიც, რომლებსაც კითხულობენ ჩაკ ბენსონი, ლარი ა. მაკკივერი და მარკ თომპსონი.
Varèse Sarabande-ს პრეზიდენტ რობერტ ტაუნსონთან საუბრებში განიხილებოდა ტრილოგიის საუნდტრეკიც, რომელიც აღარ მომზადებულა.[4]