ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე: სითების ომი არის კომიქსების ქვესერია ციკლში ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე. იგი გამოიცემოდა 1995 წლის 15 აგვისტოდან 1996 წლის 1 იანვრამდე, Dark Horse Comics-ის მიერ.
სიუჟეტი[]
ექვსი თვე გავიდა, რაც ყოფილი მტრები, ეგზარ კუნი და ულიკ ქელ-დრომა, გაერთიანდნენ და სითების ახალი ოქროს ხანის ნიშანი მათ საერთო მიზნისკენ წარუძღვა.
ეგზარ კუნი იმდენად იყო მიდრეკილი აკრძალული ცოდნის მოპოვებისკენ, რომ მთლიანად უძველესმა სითურმა სწავლებებმა მიიპყრო. ახლა ახალი მომხრეები სჭირდება, რათა მომავალი გამარჯვების ცეცხლი დაინთოს.
სინაგარზე, რკინის ციტადელის კედლებში, ულიკი ბნელმა მხარემ უკვე მიიტყუა. შურისძიების დაუოკებელმა სურვილმა იგი მიიყვანა მასწავლებელ არკას დაღუპვის ადგილზე, სითური შხამი ძარღვებს მოედო, ხოლო მზაკვარი საყვარელი ალიმა მას აცდენდა და ინტრიგებს ხლართავდა. ულიკის გონება დაიბინდა ბუნდოვანი ხილვებით და იგი გაერთიანდა ეგზარ კუნთან, რათა აღედგინა ოქროს ხანის ჩინებულება. მან უნდა შეიკრიბოს მრისხანე ჯარი, რომელიც მძლავრ რესპუბლიკას მუხლებზე დაამხობს.
რაინდ ჯედაებს ფიქრადაც არ აქვთ მათი გეგმები. მაგრამ, სანამ ულიკი თავისი საქმეებით არის დაკავებული, ტკბილ ლუკმას თვალს დაადგამენ არანაკლებ სასტიკი დაპყრობლები.
მედია[]
გამოშვებები[]
| ფერების განმარტება: | |||
|---|---|---|---|
| შეტანილია კრებულში | გამოსული | მომავალი | სიუჟეტი |
წყაროები[]
"ComicScan: გალაქტიკის განაცრისფრება" — Star Wars Galaxy Magazine 7
"ComicScan: წრის შეკვრა" — Star Wars Galaxy Collector 3
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
Star Wars: Tales Of The Jedi - The Sith War (1995) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (პირველი ტირაჟი)
- ↑
Star Wars: Tales of the Jedi – The Sith War (1995) #6 (of 6) Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ თქმულებები ჯედაებზე: მონანიება 1
- ↑ ახალი ძირითადი ქრონოლოგია
- ↑
Star Wars: Tales of the Jedi - The Sith War TPB Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars Legends Epic Collection: Tales Of The Jedi Vol. 3 Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
STAR WARS LEGENDS: TALES OF THE JEDI OMNIBUS Amazon.com-ზე (არქივის ბმული)



