ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (აგრეთვე ცნობილი როგორც ვარსკვლავური ომები: კლონების ომი და ვარსკვლავური ომები: კლონური ომები) არის ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი. მისი მოვლენები ვითარდება ვარსკვლავური ომების პრიკველების ტრილოგიის ფილმების, კლონების შეტევის და სითების შურისძიების შუალედში. თავდაპირველად სერიალის ჩვენება მიმდინარეობდა 2008–2014 წლებში, ხუთი სეზონის განმავლობაში. მოკლე, მეექვსე სეზონი, გამოვიდა 2014 წელს, Netflix-ზე. 2018 წლის 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დამატებითი თორმეტი ეპიზოდი გამოვიდოდა Disney-ს ნაკადოვან სერვისზე. მისი ჩვენება დაიწყო 2020 წლის 21 თებერვალს და დასრულდა 4 მაისს.
2008 წელს, სერიალის გამოსვლამდე, გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კლონების ომები, თუმცა მანამდე, 2003—2005 წლებში გამოვიდა მსგავსი სახელწოდების, ნახატი სერიალი, რომლის მოვლენებს რამე კავშირი ფილონის სერიალთან არ აქვთ.
შემუშავება[]
ჯორჯ ლუკასს კლონების ომების შესახებ ანიმაციური სერიალის იდეა უკვე 2002 წელს დაებადა.[48] 2003—2005 წლებში Cartoon Network-ის ეთერში გადიოდა ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, შექმნილი გენდი ტარტაკოვსკის მიერ. ახალი სერიალის ანონსმა გაიჟღერა 2005 წლის აპრილში გამართულ Celebration III-ზე. ლუკასი მას უწოდებდა „საპილოტო სერიალის 3-D გაგრძელებას“.[49] ზედამხედველი რეჟისორის სახით პროექტში დეივ ფილონი ჩართეს, რომლისთვისაც ვარსკვლავური ომების წინა ანიმაციური პროექტი არახალი იყო.[50][51] თავდაპირველად მას ჩაფიქრებული ჰქონდა სერიალი, რომლის მთავარი გმირები იმოგზაურებდნენ „ათასწლოვანი შავარდენის“ მსგავსი ხომალდით. ეკიპაჟის წევრები იქნებოდნენ კონტრაბანდისტი, მისი საყვარელი, განგანი „ლანკერი“, პადავანი „აშლა“ და მისი მასწავლებელი ჯედაი. კლონების ომების ასეთი ადრეული კონფეცცია შემუშავდა ისე, რომ არსებული უწყვეტობა ხელუხლებელი დარჩებოდა, ხოლო ობი-ვან კენობისა და ანაკინ სკაიუოკერის მსგავსი ნაცნობი პერსონაჟები მხოლოდ დროდადრო გამოჩნდებოდნენ. თუმცა, ლუკასის გამოჩენისთანავე, გადაწყდა, რომ გმირები იქნებოდნენ ფილმის პერსონაჟები, რასაც დაემატებოდა ფილონის ჩანაფიქრებიც, როგორიც იყო აშლა — მოგვიანებით ქცეული ასოკა ტანოდ.[52]
2006 წლის 15 თებერვლისთვის Lucasfilm Animation უკვე მუშაობდა ანიმაციურ ტესტებსა და თავდაპირველ სცენარებზე, ხოლო ლუკასი პროცესში შემოქმედებითად დიდ როლს თამაშობდა.[2][53] გუნდი როგორც ფილმ კლონების ომებზე, ასევე სერიალზე სამუშაოდ იყენებდა Autodesk-ის პროგრამა Maya-ს. მისი დახმარებით შემუშავდა მაღალი დეტალიზაციის მქონე სამყაროები, პერსონაჟები თუ ქმნილებები.[54] ლუკასმა და ანიმატორთა გუნდმა შექმნეს Zviz, სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იყო კადრების წინასწარი წარმოდგენა.[55][56] სცენარზე, პერსონაჟების დიზაინსა და მხატვრობაზე მუშაობა მიმდინარეობდა ILM-ში, ხოლო ანიმაციასა და რენდერინგზე — Lucasfilm Animation Singapore-ში, ისევე, როგორც Polygon Pictures-ში, 2011—2013 წლებში.[57] როტოსკოპირების ტექნიკის სანაცვლოდ, ILM-მა მოძრაობის დაჭერის ტექნოლოგია გამოიყენა. ყოველი ეპიზოდის საბოლოო აწყობა მიმდინარეობდა Skywalker Ranch-ზე.[58] ლუკასის მონაწილეობის შედეგად შეიცვალა სცენარების დიდი ნაწილი, ვინაიდან მას სურდა პერსონაჟების უფრო ღრმა შემუშავება და მოქმედებების რაც შეიძლება მეტ ადგილზე განვითარება, რათა მაყურებლისთვის ამბავი რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო.[7] ანიმაციის სტილზე გავლენა იქონიეს 1960-იანების თოჯინურმა სერიალებმა, როგორიც იყო ჯერი ანდერსონის ქარიშხლის მომასწავებელნი,[59], ისევე, როგორც კლონების ომების წინა სერიალის დიზაინებმა.[60] ყოველი ეპიზოდი დამოუკიდებელ ამბად იყო ჩაფიქრებული, რომელსაც წინ უსწრებდა მთხრობელის შესავალი და მორალი.[61] ამბისა და ოპერატორის ნამუშევრის მხრივ, კლონების ომები ისე იქმნებოდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი მხატვრული სერიალი ყოფილიყო[2]. ყველა ეპიზოდი ფართოეკრანიანი იყო.[62] სცენარისტი ჰენრი გილროი ეპიზოდების სახელწოდებებისთვის შთაგონებას იღებდა 1930-იანების გავრცელებული ტელესერიალებიდან.[63] აგრეთვე გამოყენებული იყო ლუკასის იდეები ვარსკვლავური ომების წინა, განუხორციელებული პროექტებიდან.[48] პოლ დინიმ წარადგინა სულ მცირე, ორი ისეთი ეპიზოდის იდეა, რომელიც არ გამოიყენეს. ერთ-ერთის გმირი იყო ჯა ჯა ბინკსი, რომელიც ცდილობდა გალაქტიკური სენატის დარწმუნებას, რომ იდუმალ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა, ხოლო მეორეში ჩნდებოდა ანაკინ სკაიუოკერის და ასოკა ტანოს მიერ დაქირავებული მკვლელი ევოკი.[64]
ფილონის და გილროის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკასმა ახალ ავტორებს შემოქმედებითი თავისუფლება მიანიჭა, არსებობდა უადგილო პერსონაჟები და ადგილმდებარეობები. კერძოდ, მან ითხოვა, არ გამოეყენებინათ ჰან სოლო, ჩუბაკა, ბობა ფეტი და ჯაბა დესილიჯიკ ტიურე, მაგრამ ერთ-ერთი შეხვედრისას მან უკანასკნელ ორ პერსონაჟზე გადაწყვეტილება შეცვალა. ადგილმდებარეობებზე საუბრისას ჯორჯმა ფილონის სთხოვა, არ ეჩვენებინა ფილმებში გამოჩენილი ადგილები, კორუსანტის გარდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მან პოზიცია დათმო.[65]
2013 წლის 11 მარტს StarWars.com-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გუნდი განმარტავდა, რომ ისინი განტვირთულად მუშაობდნენ სერიალზე და ახალი ეპიზოდების აქტიური წარმოება დაასრულეს.[66] Lucasfilm Story Group-ის წევრი პაბლო იდალგო ამბობდა, რომ დაუსრულებელი დარჩა 13 სიუჟეტი.[67] სცენარისტი ბრენტ ფრიდმანის Twitter-ზე გამოქვეყნებულ გზავნილში აღნიშნული იყო, რომ დაუსრულებელი მეშვიდე და მერვე სეზონების სცენარები დაიწერა კლონების ომების დახურვამდე.[68] ჯეიმზ არნოლდ ტეილორმა, ობი-ვან კენობის გამხმოვანებელმა, განაცხადა, რომ სერიალის დახურვამდე მსახიობებმა ჩაწერეს ხმები სულ მცირე, ორი სეზონისთვის.[69] სერიალის გაგრძელების შემთხვევაში საბოლოო ეპიზოდის მოვლენები უნდა განვითარებულიყო სითების შურისძიების დროს და შემდგომ.[70] სერიალის შეწყვეტის შემდეგ როგორც ლილან ჩის, ასევე ოფიციალური ბლოგის მიერ გამოქვეყნდა ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა.[71][72]
გამოშვება[]
პირველი გამოსახულება სერიალიდან — იოდას პერსონაჟი — წარადგინეს Toy Fair 2007-ზე.[73] 2007 წლის 27 მაისს დეივ ფილონიმ და აღმასრულებელმა პროდიუსერმა კეთრინ უინდერმა Celebration IV-ზე გამართეს პანელი, რომელზეც წარადგინეს სერიალის პირველი რგოლი და პოსტერი. მათ აგრეთვე ისაუბრეს ორი წლის განმავლობაში კლონების ომებზე მუშაობის პროცესის შესახებ.[74][75] მსგავსი გამჟღავნებები მათ გამართეს Celebration Europe-ზე და WonderCon 2008-ზეც.[76][77] StarWars.com-ზე გაიხსნა განყოფილება, რომელიც მიეძღვნა სერიალს. მას მუდმივად ანახლებდნენ დაკავშირებული შიგთავსით, როგორიც იყო ახალი სტატიები, წარმოების ვიდეოჩანაწერები და პიტ ვილმერის ბლოგი.[78]
ტელევიზია[]
ლუკასმა სერიალი წარუდგინა სხვადასხვა არხს, მაგრამ მისი განსაკუთრებული სტილის გამო თავდაპირველად დაინტერესებული არავინ ყოფილა.[79]. მასზე უარი თქვა Fox Broadcasting-მა, ხოლო Cartoon Network თავდაპირველად ყოყმანობდა.[48] თუმცა, სულ მალე ერთმანეთს სერიალის შესაძენად რამდენიმე არხი ებრძოდა.[80] Cartoon Network-მა და TNT-მ საბოლოოდ მოიპოვეს კლონების ომების ეთერში გაშვების შესაძლებლობა, ხოლო Warner Bros.-ს დარჩა კინოთეატრებისთვის მომზადებული სრულმეტრაჟიანი ფილმის დისტრიბუციის უფლება. Warner-ში სერიალის შემუშავებას თვალს ადევნებდნენ და ნაწყვეტების ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს, კინოვერსია გამოეშვათ.[81] სტიუარტ სნაიდერმა, Cartoon Network-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ სერიალით დაინტერესდა 2007 წლის მაისში კომპანიაში მოსვლისთანავე. იგი გადაფრინდა სან-ფრანცისკოში რამდენიმე ეპიზოდის საჩვენებლად და ლუკასს უთხრა, რომ სერიალის მხოლოდ Cartoon Network-ზე ხილვას ისურვებდა.[82] 2008 წლის 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ამავე სახელწოდების სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გამოვიდოდა 2008 წლის 15 აგვისტოს, ხოლო შემოდგომაზე დაიწყებოდა სერიალის ჩვენება.[3][80][83] ანონსს მოჰყვა Hyperspace-ის ფანების კომპლექტის განახლება[84] და კაპიტან რექსის და ასოკა ტანოს თემატური მაისურების Hyperspace-ის წევრებისთვის შეთავაზება.[85][86]
სერიალის ჩვენება Cartoon Network-ზე დაიწყო 2008 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე. იგი ეთერში გადიოდა ყოველი პარასკევის საღამოს[87]. იგი შედიოდა მოქმედებითი-სათავგადასავლო ნაწარმის ბლოკში, რომელშიც აგრეთვე წარმოდგენილი იყო საიდუმლო სატედეები და ბენ 10: უცხოპლანეტური ძალა. ეს იყო მცდელობა, მიეზიდათ უმცროსი თაობის წარმომადგენლები და კონკურენცია გაეწიათ Nickelodeon-ის და Disney Channel-ის მსგავსი არხებისთვის. სნაიდერი დარწმუნებული იყო, რომ სერიალები არხის რეიტინგებს გაზრდიდნენ: „ახლა ხედავთ, როგორ ვიღიმი ჩვენი შიდა შედეგების გამო“, ამბობდა იგი. „შემიძლია ვთქვა, რომ მესამე კვარტლის შედეგებით შეგვიძლია, დავიკვეხნოთ“.[82] კანადაში პირველი სეზონი გადიოდა CTV-ზე[88] და Teletoon-ზე. ორივე პირველი სეზონის ეპიზოდებს აგრეთვე იმეორებდა ყოველკვირეულ ბლოკში Weekday Action Force. ავსტრალიაში პირველი სეზონი გამოვიდა Channel Ten-ზე. 2011 წლის 13 აპრილს ABC3-მა გაიმეორა პირველი სეზონი, შემდგომში კი, გამოშვებასთან ერთად, ამატებდა მეორე, მესამე და მეოთხე სეზონის ეპიზოდებს. კლონების ომები ბრიტანეთში პირველად გამოდიოდა Sky Movies Premiere-ზე და Premiere HD-ზე, ყოველ კვირას, საღამოს 5:30-ზე, ხოლო პირველი ეპიზოდი გამოვიდა 2008 წლის 25 ოქტომბერს. ისევე, როგორც Sky Movies-ს ყველა პროგრამის შემთხვევაში, 30 წუთიანი განკუთვნილი დროის პირველი 22 წუთი ეთმობოდა მთლიანად ეპიზოდს, რათა იგი რეკლამას არ შეეწყვიტა.[89][90]
ლუკასი ელოდა, რომ კლონების ომების ჩვენება გასტანდა ოთხ ან ხუთ წელიწადს, მაგრამ, განურჩევლად შესაძლო რეიტინგებისა, აპირებდა სულ მცირე, ასი ეპიზოდის წარმოებას.[62][91][92][93][94] პირველი ოთხი სეზონიდან თითოეული შედგებოდა 22 ეპიზოდისგან, მეხუთეში შევიდა 20 ეპიზოდი, ხოლო მეექვსეში — 13. მეოთხე სეზონის 21-ე და 22-ე ეპიზოდები შესავალში შეიცავდნენ წითელი ფერის ლოგოს, განსხვავებით ყველა სხვა ეპიზოდისგან, სადაც გამოიყენებოდა ყვითელი.[95] მეხუთე სეზონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 ეპიზოდებში R2-D2-ს პატივსაცემად ლოგო ცისფერი იყო. TNT-მ გააფორმა მრავალსეზოანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით შეეძლო ეპიზოდების საკუთარ ეთერში განმეორებით გაშვება[96][97], თუმცა, საბოლოოდ, მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა გაუშვა.[98] განმეორებითი ჩვენება დაიწყო 2012 წლის შემოდგომაზე, მეხუთე სეზონის გამოსვლის პარალელურად.[99]
დახურვის შემდგომ[]
შეკვეცილი, მეექვსე სეზონი, წარუმატებელი მისიები, აშშ-ში გამოვიდა Netflix-ზე, ხოლო გერმანიაში — Super RTL-ზე.[4][100] (Netflix-ზე გასული ეპიზოდები წარმოადგენდნენ კონტრაქტის ნაწილს, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის და პირველი ხუთი სეზონის გამოშვება.[4]) ამასთან, Cartoon Network დროდადრო აჩვენებდა მეექვსე სეზონის ეპიზოდებსაც. დამატებითი ეპიზოდები გამოვიდა როგორც მემკვიდრეობა, პროექტი, რომელშიც შედიოდა კომიქსი ვარსკვლავური ომები: დართ მოლი — დათომირის ვაჟი, რომანი ბნელი მიმდევარი და დაუსრულებელი ეპიზოდები, გამოქვეყნებული StarWars.com-ზე.[101]
ერთგულ მოყვარულებს შორის სერიალმა უდიდესი წარმატება შეინარჩუნა. ისინი დროდადრო ითხოვდნენ კლონების ომების აღდგენას, მიმართავდნენ რა სოციალურ ქსელებში ჰეშტეგ #SaveTheCloneWars-ის გამოყენებას. 2018 წლის San Diego Comic-Con-ზე დეივ ფილონიმ გამართა სადისკუსიო პანელი, რომელზეც აღინიშნა სერიალის ათწლიანი იუბილე. მის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელი ეპიზოდები გამოვიდოდა Disney+-ზე, 2020 წელს. შემქმნელმა ახსენა მოყვარულთა უდიდესი მხარდაჭერა, რამაც Disney-ს გადააწყვეტინა, აღედგინა სერიალი.[5] საბოლოო სეზონის დასრულების აღსანიშნად, სერიალის გამხმოვანებლები გამოჩნდნენ D23-ის პირდაპირ ეთერში, 2020 წლის 8 მაისს.[102]
ნაწარმი[]
2007 წლის ივნისში სიუ როსტონიმ პირველად ახსენა, რომ შესაძლო იყო სერიალის მიხედვით ბეჭდვითი ნაწარმის გამოცემა, თუმცა ვრცელი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა.[103] რობ კოლმენმა ახსენა, რომ ლიცენზიის მფლობელებს სერიალის პირველი ნაწყვეტების ნახვისას დადებითი გამოხმაურება ჰქონდათ.[58][104] ეპიზოდების ჩვენების პარალელურად გამოდიოდა ხუთი სხვადასხვა წიგნი. პირველი იყო კერენ ტრეივისის ფილმის რომანის სახით ადაპტაცია, ხოლო შემდგომი ოთხი წიგნი შეიცავდა თავად ეპიზოდების ადაპტაციებს. შემდეგი იყო კერენ მილერის კლონების ომები: ველური სივრცე, ხოლო ტრეივისმა დაწერა დანარჩენი სამი — კლონების ომები: ტყვეების გარეშე, კლონების ომების მანევრი: უხილავი და კლონების ომების მანევრი: ალყა. სერიალის ვიზუალურ სტილზე აგებულ 12 თავისგან შემდგარ კომიქსების სერიას გამოსცემდა Dark Horse Comics. იგი აგრეთვე გამოსცემდა გრაფიკული რომანების სერიას. ერთ-ერთი მათგანი გამოჩნდა უფასო კომიქსების დღეს.[105] სერიალის პირველი სეზონის ეთერში გასვლის პარალელურად StarWars.com-ზე ქვეყნდებოდა ყოველკვირეული ვებკომიქსი. აგრეთვე აქტიური იყო HoloNet News-ის პოდკასტი, რომლის ეპიზოდები iTunes-ზე ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ქვეყნდებოდა, ისევე, როგორც StarWars.com-სა და CartoonNetwork.com-ზე — ერთი კვირის შემდეგ.[106] LucasArts-მა გამოუშვა სამი ვიდეოთამაში: Star Wars: The Clone Wars: Jedi Alliance (Nintendo DS), Star Wars: The Clone Wars: Lightsaber Duels (Nintendo Wii) და Star Wars: The Clone Wars: Republic Heroes (სხვადასხვა კონსოლისთვის). Hasbro-მ სერიალის ყველა სეზონის განმავლობაში უშვებდა დაკავშირებულ სათამაშო ფიგურებს.[107] თავდაპირველად ინფორმაციამ ამ სერიის გამოშვების შესახებ გაჟონა სერტიფიკატის სახით, რომელსაც ახლდა სერიის ლოგო და ერთ-ერთი პერსონაჟის (სავარაუდოდ, კიტ ფისტოს) ფიგურის ნიმუში.[108] 2008—2010 წლებში Lucasfilm-ის მხარდაჭერით აშშ-ის დიდ ქალაქებში იმართებოდა კლონების ომებთან დაკავშირებული თემატური გამოფენები.[109][110][111][112] Cartoon Network-ის სერიალ შეშლილის 2010 წლის, პირველი სეზონის მეორე ეპიზოდში აჩვენეს კლონების ომების პაროდია.
კლონების ომების პერსონაჟები დაემატა თამაშ Star Wars Battlefront II-ის DLC-გაფართოებას.[113][114][115] Hasbro-მ აგრეთვე გამოუშვა კლონების ომების ახალი სათამაშოები.[116]
ვიდეოგამოცემები[]
სერიალის ყოველი სეზონი გამოიცა DVD-სა და Blu-ray-ზე. ესენია:
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: სრული პირველი სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: სრული მეორე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: სრული მესამე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: სრული მეოთხე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: სრული მეხუთე სეზონი
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: წარუმატებელი მისიები
პირველი ხუთი სეზონის საკოლექციო გამოცემა გამოვიდა 2013 წელს.[117]
ცალკეული კრებულების სახით გაყიდვაში გამოვიდა სამი გამოცემა: ჯილდოზე მონადირეები, კლონი კომანდოები და დართ მოლის დაბრუნება. სრულმეტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობის ღამის დების სიუჟეტის ცალკეული გამოცემა გამოვიდა მხოლოდ iTunes-ისთვის.
2010—2012 წლებში Walmart-ის ქსელში იყიდებოდა ექსკლუზიური DVD-ები, სათამაშო ფიგურების თანხლებით. ყოველ DVD-ზე წარმოდგენილი იყო სერიალის თითო ეპიზოდი, ისევე, როგორც შესაბამისი სეზონის DVD-გამოცემის რგოლი.[118][119][120][121] Target-ის ქსელში ასევე იყიდებოდა ექსკლუზიური DVD, მძევლების კრიზისის და ფარული მტრის პერსონაჟების სათამაშო ფიგურებით.[122]
შეფასება[]
Cartoon Network-მა კრიტიკოსებს 2008 წლის TCA-ს ტურის ფარგლებში უჩვენა სერიალის ეპიზოდი. მათი შეფასებები ძირითადად დადებითი იყო.[123] სერიალის ჩვენება დაიწყო 2008 წლის 3 ოქტომბერს, ეპიზოდით ჩასაფრება, რომელიც 3.96 მილიონმა მაყურებელმა იხილა[124]. აღნიშნული ეპიზოდი არხის ისტორიის საპრემიერო ჩვენებების ისტორიაში ნახვების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო.[125] მეორე სეზონის ჩვენება დაიწყო 2009 წლის 2 ოქტომბერს, ეპიზოდებით ჰოლოკრონის ქურდობა და საბედისწერო ტვირთი, რომელთა მაყურებელთა რაოდენობამ 2.58 მილიონი შეადგინა.[126] 2008 წელს IGN-მა კლონების ომები დაასახელა 89-ე ადგილზე (100-დან) ყველა დროის უდიდეს ანიმაციურ სერიალებს შორის.[127] მასთან შედარებით, გენდი ტარტაკოვსკის კლონების ომებმა 100-დან 21-ე ადგილი მიიღეს.[128] პირველი სეზონის ეპიზოდ გრივუსის ბუნაგს მიენიჭა ოქროს კოჭის ჯილდო სატელევიზიო ანიმაციაში ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის.[129] კლონების ომები ნომინირებული იყო 2009 წლის Saturn-ის ჯილდოზე როგორც საუკეთესო საკაბელო ტელესერიალი.[130] Emmy-ს დღის ეთერის მე-40 დაჯილდოებაზე, 2013 წლის 16 ივნისს, მან მიიღო ორი ჯილდო. დეივიდ ტენანტმა, რომელმაც მეხუთე სეზონში, ეპიზოდებში სიმტკიცის გამოცდა და აუცილებელი კავშირი გაახმოვანა პროფესორი ჰუიანგი, მიიღო ანიმაციურ გადაცემაში გამორჩეული მსახიობის ჯილდო, თავად სერიალმა კი — სპეციალური კლასის გამორჩეული ანიმაციური პროგრამის ჯილდო.[131] 2014 წელს სერიალი აგრეთვე ნომინირებული იყო დღის ეთერის ოთხ Emmy-ზე[132][133] და ორივე მიიღო.[134]
უწყვეტობა[]
სერიალის ავტორები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პასუხისმგებლობით მიუდგნენ კლონების ომების გაფართოებულ სამყაროსთან თანხმობას. დეივ ფილონი თავად კარგად ერკვეოდა ძველ მასალებში (თუმცა, ლუკასს სიუჟეტის განვითარებისთვის მცირე ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა და სერიალის გუნდს მთავარი პერსონაჟების შესახებ რჩევებს აძლევდა).[2] Lucasfilm-მა TV Guide-თან საუბარში ახსენა, რომ კლონების ომები მანამდე გამოსულ ტარტაკოვსკის სერიალს კი არ ჩაანაცვლებდა, არამედ განავრცობდა.[96] Dark Horse Comics-ის რედაქტორი რენდი სტრედლი ამბობდა, რომ Lucasfilm Animation-ს შეხვდა, რათა განეხილა სერიალის შეთავსება დაკავშირებულ კომიქსებთან.[135] თუმცა, როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმი, ასევე სერიალი შეიცავენ უამრავ, წინა სერიალთან შეუთავსებელ ელემენტს, რომელთა ნაწილი აგრეთვე ეწინააღმდეგება სხვა გამოცემულ მასალებს. მათ შესახებ ლილანდ ჩისგან არასოდეს გაჟღერებულა.[136] წინა სერიალთან შეუთავსებლობის რამდენიმე ნათელი მაგალითი ასეთია:
- 2009 წლის 8 აგვისტოს რესპუბლიკის კომანდოს ავტორმა კერენ ტრეივისმა განაცხადა, რომ ფრანშიზს ტოვებდა, ვინაიდან წიგნი ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: მხატვრობა შეიცავდა აშკარა უთანხმოებებს არსებულ უწყვეტობასთან[137]. ეს გამოიხატებოდა მანდალორელებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში, რომელიც მწერლის რომანებს არ შეესაბამებოდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ეპიზოდების ტრილოგიაზე, რომელშიც შედის მანდალორული შეთქმულება, მაცდუნებელი მოგზაურობა და მანდალორის ჰერცოგინია. ამ სიუჟეტში მანდალორელთა ფრაქცია წარმოდგენილია როგორც მშვიდობისმოყვარე საზოგადოება, მცხოვრები არკოლოგიურ გარემოში, რადიოაქტიური უდაბნოს ფონზე, რაც არ შეესაბამება მანამდე არსებულ ვარიანტებს,[138] 2014 წლის 25 აპრილამდე (როდესაც მოხდა კანონის რეორგანიზაცია) ლილან ჩი[139] და სიუ როსტონი აცხადებდნენ, რომ ეს გაუგებრობები საბოლოოდ, შესწორდებოდა.[140] პლანეტის ორი გამოჩენა განიმარტა წიგნებში ძირითადი ატლასი და ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: ფრონტის ახალი ხაზები: ვიზუალური ცნობარი. უკანასკნელში ნახსენებია, რომ ეპიზოდებში ნაჩვენები დიდი, თეთრი ქვიშით დაფარული უდაბნო არის მანდალორის ლანდშაფტის მხოლოდ ერთი ნაწილი.
- ეტა-2-ის გამოჩენას დროის იმავე მონაკვეთში, როდესაც ანაკინი რაინდი ხდება[141] ფილონის სერიალში ზეციური ფერიის კლასის მსუბუქი გზაგადამჭრელ დელტა-7-ის შემოყვანა ენაცვლება. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი კანონის მიხედვით უფრო ადრე გამოიყენებოდა, ვიდრე გვიანდელი თაობის Eta-2-ები. ამასთან, რეტკონის სახით წარმოდგენილია ელემენტები G-კანონის ნამუშევრებიდან, როგორიც არის სითების შურისძიების რომანის სახით ადაპტაცია. მაგალითად, რომანში ანაკინი აღნიშნავს, რომ გრივუსის IG-100-ებზე მხოლოდ სადაზვერვო მოხსენებიდან აქვს გაგონილი, თუმცა მათ სერიალში ებრძვის.[142] უწყვეტობაში არსებული კიდევ ერთი აღსანიშნავი შეცდომაა ანაკინის ნაიარევი, რომელიც დარჩა ასაჟ ვენტრესისგან, რენდილის ბრძოლის შემდეგ. მან ისე მძიმედ დაჭრა ვენტრესი, რომ უკანასკნელი ძალების აღსადგენად გაუჩინარდა ბოზ-პიტის ბრძოლამდე, შემდეგ კი, საბოლოოდ დატოვა სეპარატისტებიც და საომარი ველები. თუმცა, თავდაპირველად სკაიუოკერმა ნაიარევი მიიღო იავინის ბრძოლამდე 20 წლით ადრე, ხოლო ფილონის სერიალი იწყება 22 წელს.
- 2003 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: კლონების შეტევა: სამყაროები მითითებულია, რომ ოსტატი ჯედაი ით კოთი დაიღუპა ჯეონოსის პირველი ბრძოლისას, როდესაც მტრის ძალებმა მისი შვეულმფრენი ჩამოაგდეს. თუმცა, ახალ სერიალში იგი დააბრუნეს. ომში მისი მონაწილეობა ნახსენებია 2008 წლის რომანში კლონების ომები: ველური სივრცე, მოგვიანებით კი პერსონაჟი ჩნდება გრივუსის ინტრიგაში და მის შემდგომ ორ ეპიზოდში.
- მესამე სეზონში რამდენიმე მთავარი გმირის გარეგნობა შეიცვალა. ასოკა ტანოს ასაკი მოემატა. ანაკინი და ობი-ვანი დაამსგავსეს მათ სითების შურისძიების წარმოდგენილ ვერსიებს.[143]
- მესამე სეზონის ეპიზოდში ციტადელიდან გადარჩენა ოსტატი ჯედაი ივენ პიელი დაიღუპა ომის მეორე წლის მსვლელობისას მისიის შესრულებისას. მაიკლ რივზის 2008 წლის რომანში კორუსანტის ღამეები I: ჯედაების ბინდი იგი დაიღუპა მხოლოდ ჯედაების დიდი წმენდისას, კორუსანტზე, იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე.
- StarWars.com-ზე პირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დართ მოლი გადარჩა ნაბუს ბრძოლის შემდეგ და გამოჩნდებოდა სერიალის მეოთხე სეზონში.[144] ეპიზოდიდან ძმები აღმოჩნდა, რომ ყოფილი სითი წლების განმავლობაში მცირე ლოთოზე ცხოვრობდა.
- მეხუთე სეზონის პირველ ეპიზოდ აღორძინებაში ნაჩვენებია ოსტატ ჯედაი ადი გალიას მოკვლა სავაჟ ოპრესის მიერ — ფლორუმზე შეტაკებისას — თუმცა, კომიქსში აკვიატება 5 იგი გრივუსმა ბოზ-პიტის ბრძოლისას უკვე მოკლა.
- მეხუთე სეზონის საბოლოო ეპიზოდი სხვა ჯედაი აღწერს, თუ როგორ მოექცა ბარის ოფი ძალის ბნელ მხარეს და როგორ მოაწყო ჯედაების ტაძრის დაბომბვა, ასოკა ტანოს დადანაშაულება და მისი გასამართლება. ანაკინმა დაადგინა სიმართლე და ოფი დააპატიმრეს, შემდეგ კი ციხეში გადაიყვანეს. თუმცა, ყოველდღიური სტრიპების სერიაში მოულოდნელი იღბალი და ფელუციის შესახებ Databank-ში წარმოდგენილ გვერდზე მითითებული იყო, რომ ოფი კლონების ომების მიწურულს ფელუციაზე, ბრძანება 66-ის ამოქმედებისას მოკლეს. თავის მხრივ, ეს არ არის აცდენა სითების შურისძიებისთვის დაგეგმილი მისი სცენისგან, სადაც, ჩანაფიქრის თანახმად, აგრეთვე უნდა ეჩვენებინათ ლუმინარა ანდულის და შააკ ტის მოკვლა. ორივე აღნიშნული ჯედაის სცენები ფილმში არ შესულა.[145] ვინაიდან ნაჩვენებია, რომ ოფი კვლავ ჯედაების ორდენში მსახურობდა, გაფართოებული სამყაროს შემთხვევაში ითვლებოდა, რომ იგი მასში უცნობი მიზეზით დატოვეს. მეტიც, ჩაფიქრებული იყო, რომ ოფი თავს მოიკლავდა, რაც ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მის კლონების ომების შემდეგ გამოჩენას, მაგრამ დეივ ფილონიმ სცენა ამოჭრა, ვინაიდან პერსონაჟთან დაკავშირებით „გეგმები ჰქონდა“, რაც, საბოლოოდ, სერიალის დახურვის გამო, ვერ განახორციელა.[70]
- სერიალის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში მეშვიდე სეზონში დაგეგმილი იყო მოლის წარმოშობის განხილვა. მართალია, ეპიზოდები დაუსრულებელი დარჩა, სცენარები გამოიყენეს Dark Horse Comics-ის კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დართ მოლი — დათომირის ვაჟი, საიდანაც მკითხველმა შეიტყო, რომ ტელზინი იყო მოლის და სავაჟის დედა. მაგრამ რომანში დართ პლეგასი უკვე ნახსენები იყო, რომ მოლის დედა ღამის და კაისინა იყო, ხოლო მოთხრობიდან თავდაჭერილობა ირკვევა, რომ იგი ოპრესის დედაც იყო.
- სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც წარმოებაში არ მოხვედრილა, ეხებოდა იუუზან-ვონგების გამოჩენას. ეს რასა შორეული გალაქტიკიდან პირველად ნახსენებია Del Rey-ს 1999—2003 წლების რომანების სერიაში ვარსკვლავური ომები: ჯედაების ახალი ორდენი. პაბლო იდალგოს თანახმად, ეპიზოდში არ იყო დაგეგმილი იუუზან-ვონგების წარმოშობის განმარტება, თუმცა, ხაზი უნდა გაესვათ, რომ ისინი უბრალოდ სხვა გალაქტიკიდან მოფრინდნენ, როგორც ნათქვამია რომანში ჯედაების ახალი ორდენი: ვექტორ-პრაიმი.[146] თუმცა, კვლავ იდალგოს თქმით, ჯორჯ ლუკასის წარმოდგენაში, იუუზან-ვონგები ვერ იქნებოდნენ ძალისგან მოწყვეტილები.[147] ეს ნიშნავს, რომ ლუკასის ხედვა ეწინააღმდეგებოდა გაფართოებულ სამყაროს, სადაც იუუზან-ვონგების უპირატესობა სწორედ რომ ძალასთან კავშირის არარსებობაში იყო (თუმცა მათზე მოქმედებდნენ ძალის ელვა და ძალის ბადე) — ეს კარგად ჩანს რომანიდან ჯედაების ახალი ორდენი: გამარჯვების ზღვარი I: დაპყრობა.
- ჯეიმი კინგის მეუღლე კაილ ნიუმანის თქმით, მეექვსე სეზონისთვის დაგეგმილი იყო მთელი რიგი დაუსრულებელი ეპიზოდებისა, მათ შორის — ორა სინგის მოკვლაზე.[148] ასეთი განვითარების კანონიზაციის შემთხვევაში იქმნებოდა უთანხმოება გაფართოებულ სამყაროსთან, სადაც სინგი ცოცხალი იყო გალაქტიკური სამოქალაქო ომის და ახალი რესპუბლიკის დროს — ეს აშკარად ჩანს რომანებიდან კორუსანტის ღამეები II: ჩრდილების ქუჩა და ძალის მემკვიდრეობა: გრიგალი, ისევე, როგორც თამაშიდან Star Wars: Demolition. სინგის აღსასრული საბოლოოდ ნახსენებია ანთოლოგიური სერიის ფილმში სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, საიდანაც ირკვევა, რომ ჯილდოზე მონადირის მკვლელი ტობიას ბეკეტი იყო.
ფილონი ემხრობოდა უწყვეტობაში არსებულ სხვადასხვაობებს: „აშკარა კავშირი Cartoon Network-ის მიკროსერიალს და ჩვენს სერიალს შორის არ არსებობს. პირადად მე, როგორც ფანი, არ ვფიქრობ, რომ ეს უარყოფს რომელიმე სხვა მასალა, უბრალოდ სხვა მასალა იწყება სხვის მიერ დანახულით, ომის სხვა კუთხით წარმოდგენით. ეს ყველა მხრივ მუდმივი გაფართოების მდგომარეობაში მყოფი სამყაროა“.[149] Celebration IV-ზე გამოსვლისას ფილონიმ წარმოადგინა მთელი რიგი სლაიდების, საიდანაც აშკარა იყო, რომ პერსონაჟების ფიგურების დიზაინი ოდნავ ახლოს იყო ტარტაკოვსკის ვერსიებთან, თუმცა ფილმებსაც ეფუძნებოდა. ამასთან, დეივმა განმარტა, რომ სერიალის ელემენტების რიგი მანამდე არსებული უწყვეტობისგან აცდენილი იქნებოდა.[150] 2003 წლის სერიალთან შედარებით ობი-ვანი გენერლის ჯავშანს არ ატარებს, გრივუსი კორუსანტის ბრძოლამდე უკვე ახველებს,[150] ხოლო ჯედაების საბრძოლო სტილები ფილმის ვერსიებთან ახლოს არის და არა ისეთი გროტესკულია, როგორც ტარტაკოვსკისთან.[2]
Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზაში ფილონის კლონების ომები შედიოდა T-კანონში.[151][152] 2014 წლის 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გაფართოებული სამყარო ვარსკვლავური ომების ლეგენდების სტატუსს შეიძენდა, ხოლო კანონიკურობას შეინარჩუნებდნენ მხოლოდ ორიგინალური და პრიკველების ტრილოგიის ფილმები და ფილონის სერიალი. ამრიგად, გაურკვევლობას, წარმოშობილს ორ სერიალს შორის არსებული განსხვავებების გამო, წერტილი დაესვა. ამასთან, რომანები, დაფუძნებული ფილონის სერიალზე, არ შედის კანონში, ისევე, როგორც ვიდეოთამაშები თუ კომიქსები — გამონაკლისია მემკვიდრეობის მასალა და სხვა დაკავშირებული პროექტები, რომლებიც განკუთვნილი იყო სერიალისთვის, სანამ იგი დაიხურებოდა.[153][154] სერიალზე დაფუძნებული მთელი რიგი ენციკლოპედიები, როგორიც არის ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია, ასევე ლეგენდებში შედის, კანონთან შეუსაბამო ინფორმაციის შემცველობის გამო.
შემადგენლობა[]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
სეზონები[]
- იხილეთ აგრეთვე: კლონების ომები: მემკვიდრეობა
სეზონები | ლოგო | ეპიზოდები | პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში |
---|---|---|---|---|
ჯილდოზე მონადირეთა აღზევება |
||||
საიდუმლოებათა გამოაშკარავება |
||||
ფრონტის ხაზები |
||||
წარუმატებელი მისიები |
15 თებერვალი, 2014 (გერმანია)[100] 7 მარტი, 2014 (აშშ და კანადა)[4] |
(გერმანია)[100] | ||
საბოლოო სეზონი |
მუსიკა[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
გარე ბმულები[]
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (@StarWarsTheCloneWars) Facebook-ზე
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები Internet Movie Database-ში (არქივის ბმული)