ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლონთა ომები (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები (აგრეთვე ცნობილი როგორც ვარსკვლავური ომები: კლონების ომი, ვარსკვლავური ომები: კლონების ომები და ვარსკვლავური ომები: კლონური ომები) არის ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი. მისი მოვლენები ვითარდება ვარსკვლავური ომების წინაისტორიის ტრილოგიის ფილმების, კლონთა იერიშის და სითების შურისძიების შუალედში. თავდაპირველად სერიალის ჩვენება მიმდინარეობდა 20082014 წლებში, ხუთი სეზონის განმავლობაში. მოკლე, მეექვსე სეზონი, გამოვიდა 2014 წელს, Netflix-ზე. 2018 წლის 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დამატებითი თორმეტი ეპიზოდი გამოვიდოდა Disney-ს ნაკადოვან სერვისზე. მისი ჩვენება დაიწყო 2020 წლის 21 თებერვალს და დასრულდა 4 მაისს.

2008 წელს, სერიალის გამოსვლამდე, გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კლონთა ომები, თუმცა მანამდე, 20032005 წლებში გამოვიდა მსგავსი სახელწოდების, ნახატი სერიალი, რომლის მოვლენებს რამე კავშირი ფილონის სერიალთან არ აქვთ.

შემუშავება[]

(მარცხნიდან) ჯორჯ ლუკასი, დეივ ფილონი და კეთრინ უინდერი განიხილავენ სერიალს.

ჯორჯ ლუკასს კლონთა ომების შესახებ ანიმაციური სერიალის იდეა უკვე 2002 წელს დაებადა.[48] 2003—2005 წლებში Cartoon Network-ის ეთერში გადიოდა ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები, შექმნილი გენდი ტარტაკოვსკის მიერ. ახალი სერიალის ანონსმა გაიჟღერა 2005 წლის აპრილში გამართულ Celebration III-ზე. ლუკასი მას უწოდებდა "საპილოტო სერიალის 3-D გაგრძელებას".[49] ზედამხედველი რეჟისორის სახით პროექტში დეივ ფილონი ჩართეს, რომლისთვისაც ვარსკვლავური ომების წინა ანიმაციური პროექტი არახალი იყო.[50][51] თავდაპირველად მას ჩაფიქრებული ჰქონდა სერიალი, რომლის მთავარი გმირები იმოგზაურებდნენ ათასწლოვანი შავარდენი მსგავსი ხომალდით. ეკიპაჟის წევრები იქნებოდნენ კონტრაბანდისტი, მისი საყვარელი, განგანი "ლანკერი", პადავანი "აშლა" და მისი მასწავლებელი ჯედაი. კლონთა ომების ასეთი ადრეული კონფეცცია შემუშავდა ისე, რომ არსებული უწყვეტობა ხელუხლებელი დარჩებოდა, ხოლო ობი-ვან კენობისა და ენეკინ სკაიუოკერის მსგავსი ნაცნობი პერსონაჟები მხოლოდ დროდადრო გამოჩნდებოდნენ. თუმცა, ლუკასის გამოჩენისთანავე, გადაწყდა, რომ გმირები იქნებოდნენ ფილმის პერსონაჟები, რასაც დაემატებოდა ფილონის ჩანაფიქრებიც, როგორიც იყო აშლა — მოგვიანებით ქცეული ასოკა ტანოდ.[52]

2006 წლის 15 თებერვლისთვის Lucasfilm Animation უკვე მუშაობდა ანიმაციურ ტესტებსა და თავდაპირველ სცენარებზე, ხოლო ლუკასი პროცესში შემოქმედებითად დიდ როლს თამაშობდა.[2][53] გუნდი როგორც ფილმ კლონთა ომებზე, ასევე სერიალზე სამუშაოდ იყენებდა Autodesk-ის პროგრამა Maya-ს. მისი დახმარებით შემუშავდა მაღალი დეტალიზაციის მქონე სამყაროები, პერსონაჟები თუ ქმნილებები.[54] ლუკასმა და ანიმატორთა გუნდმა შექმნეს Zviz, სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იყო კადრების წინასწარი წარმოდგენა.[55][56] სცენარზე, პერსონაჟების დიზაინსა და მხატვრობაზე მუშაობა მიმდინარეობდა ILM-ში, ხოლო ანიმაციასა და რენდერინგზე — Lucasfilm Animation Singapore-ში, ისევე, როგორც Polygon Pictures-ში, 2011—2013 წლებში.[57] როტოსკოპირების ტექნიკის სანაცვლოდ, ILM-მა მოძრაობის დაჭერის ტექნოლოგია გამოიყენა. ყოველი ეპიზოდის საბოლოო აწყობა მიმდინარეობდა Skywalker Ranch-ზე.[58] ლუკასის მონაწილეობის შედეგად შეიცვალა სცენარების დიდი ნაწილი, ვინაიდან მას სურდა პერსონაჟების უფრო ღრმა შემუშავება და მოქმედებების რაც შეიძლება მეტ ადგილზე განვითარება, რათა მაყურებლისთვის ამბავი რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო.[7] ანიმაციის სტილზე გავლენა იქონიეს 1960-იანების თოჯინურმა სერიალებმა, როგორიც იყო ჯერი ანდერსონის ქარიშხლის მომასწავებელნი,[59], ისევე, როგორც კლონთა ომების წინა სერიალის დიზაინებმა.[60] ყოველი ეპიზოდი დამოუკიდებელ ამბად იყო ჩაფიქრებული, რომელსაც წინ უსწრებდა მთხრობელის შესავალი და მორალი.[61] ამბისა და ოპერატორის ნამუშევრის მხრივ, კლონთა ომები ისე იქმნებოდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი მხატვრული სერიალი ყოფილიყო[2]. ყველა ეპიზოდი ფართოეკრანიანი იყო.[62] სცენარისტი ჰენრი გილროი ეპიზოდების სახელწოდებებისთვის შთაგონებას იღებდა 1930-იანების გავრცელებული ტელესერიალებიდან.[63] აგრეთვე გამოყენებული იყო ლუკასის იდეები ვარსკვლავური ომების წინა, განუხორციელებული პროექტებიდან.[48] პოლ დინიმ წარადგინა სულ მცირე, ორი ისეთი ეპიზოდის იდეა, რომელიც არ გამოიყენეს. ერთ-ერთის გმირი იყო ჯა ჯა ბინკსი, რომელიც ცდილობდა გალაქტიკური სენატის დარწმუნებას, რომ იდუმალ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა, ხოლო მეორეში ჩნდებოდა ენეკინ სკაიუოკერის და ასოკა ტანოს მიერ დაქირავებული მკვლელი ევოკი.[64]

ფილონის და გილროის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკასმა ახალ ავტორებს შემოქმედებითი თავისუფლება მიანიჭა, არსებობდა უადგილო პერსონაჟები და ადგილმდებარეობები. კერძოდ, მან ითხოვა, არ გამოეყენებინათ ჰან სოლო, ჩუბაკა, ბობა ფეტი და ჯაბა დესილიჯიკ ტიურე, მაგრამ ერთ-ერთი შეხვედრისას მან უკანასკნელ ორ პერსონაჟზე გადაწყვეტილება შეცვალა. ადგილმდებარეობებზე საუბრისას ჯორჯმა ფილონის სთხოვა, არ ეჩვენებინა ფილმებში გამოჩენილი ადგილები, კორუსანტის გარდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მან პოზიცია დათმო.[65]

2013 წლის 11 მარტს StarWars.com-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გუნდი განმარტავდა, რომ ისინი განტვირთულად მუშაობდნენ სერიალზე და ახალი ეპიზოდების აქტიური წარმოება დაასრულეს.[66] Lucasfilm Story Group-ის წევრი პაბლო იდალგო ამბობდა, რომ დაუსრულებელი დარჩა 13 სიუჟეტური განვითარება.[67] სცენარისტი ბრენტ ფრიდმანის Twitter-ზე გამოქვეყნებულ გზავნილში აღნიშნული იყო, რომ დაუსრულებელი მეშვიდე და მერვე სეზონების სცენარები დაიწერა კლონთა ომების დახურვამდე.[68] ჯეიმზ არნოლდ ტეილორმა, ობი-ვან კენობის გამხმოვანებელმა, განაცხადა, რომ სერიალის დახურვამდე მსახიობებმა ჩაწერეს ხმები სულ მცირე, ორი სეზონისთვის.[69] სერიალის გაგრძელების შემთხვევაში საბოლოო ეპიზოდის მოვლენები უნდა განვითარებულიყო სითების შურისძიების დროს და შემდგომ.[70] სერიალის შეწყვეტის შემდეგ როგორც ლილან ჩის, ასევე ოფიციალური ბლოგის მიერ გამოქვეყნდა ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა.[71][72]

გამოშვება[]

Celebration IV-ზე წარდგენილი სერიალის პოსტერი.

პირველი გამოსახულება სერიალიდან — იოდას პერსონაჟი — წარადგინეს Toy Fair 2007-ზე.[73] 2007 წლის 27 მაისს დეივ ფილონიმ და აღმასრულებელმა პროდიუსერმა კეთრინ უინდერმა Celebration IV-ზე გამართეს პანელი, რომელზეც წარადგინეს სერიალის პირველი რგოლი და პოსტერი. მათ აგრეთვე ისაუბრეს ორი წლის განმავლობაში კლონთა ომებზე მუშაობის პროცესის შესახებ.[74][75] მსგავსი წარდგენები მათ გამართეს Celebration Europe-ზე და WonderCon 2008-ზეც.[76][77] StarWars.com-ზე გაიხსნა განყოფილება, რომელიც მიეძღვნა სერიალს. მას მუდმივად ანახლებდნენ დაკავშირებული შიგთავსით, როგორიც იყო ახალი სტატიები, წარმოების ვიდეოჩანაწერები და პიტ ვილმერის ბლოგი.[78]

ტელევიზია[]

ლუკასმა სერიალი წარუდგინა სხვადასხვა არხს, მაგრამ მისი განსაკუთრებული სტილის გამო თავდაპირველად დაინტერესებული არავინ ყოფილა.[79]. მასზე უარი თქვა Fox Broadcasting-მა, ხოლო Cartoon Network თავდაპირველად ყოყმანობდა.[48] თუმცა, სულ მალე ერთმანეთს სერიალის შესაძენად რამდენიმე არხი ებრძოდა.[80] Cartoon Network-მა და TNT-მ საბოლოოდ მოიპოვეს კლონთა ომების ეთერში გაშვების შესაძლებლობა, ხოლო Warner Bros.-ს დარჩა კინოთეატრებისთვის მომზადებული სრულმეტრაჟიანი ფილმის დისტრიბუციის უფლება. Warner-ში სერიალის შემუშავებას თვალს ადევნებდნენ და ნაწყვეტების ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს, კინოვერსია გამოეშვათ.[81] სტიუარტ სნაიდერმა, Cartoon Network-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ სერიალით დაინტერესდა 2007 წლის მაისში კომპანიაში მოსვლისთანავე. იგი გადაფრინდა სან-ფრანცისკოში რამდენიმე ეპიზოდის საჩვენებლად და ლუკასს უთხრა, რომ სერიალის მხოლოდ Cartoon Network-ზე ხილვას ისურვებდა.[82] 2008 წლის 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ამავე სახელწოდების სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გამოვიდოდა 2008 წლის 15 აგვისტოს, ხოლო შემოდგომაზე დაიწყებოდა სერიალის ჩვენება.[3][80][83] ანონსს მოჰყვა Hyperspace-ის ფანების კომპლექტის განახლება[84] და კაპიტან რექსის და ასოკა ტანოს თემატური მაისურების Hyperspace-ის წევრებისთვის შეთავაზება.[85][86]

სერიალის ჩვენება Cartoon Network-ზე დაიწყო 2008 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე. იგი ეთერში გადიოდა ყოველი პარასკევის საღამოს[87]. იგი შედიოდა მოქმედებითი-სათავგადასავლო ნაწარმის ბლოკში, რომელშიც აგრეთვე წარმოდგენილი იყო საიდუმლო სატედეები და ბენ 10: უცხოპლანეტური ძალა. ეს იყო მცდელობა, მიეზიდათ უმცროსი თაობის წარმომადგენლები და კონკურენცია გაეწიათ Nickelodeon-ის და Disney Channel-ის მსგავსი არხებისთვის. სნაიდერი დარწმუნებული იყო, რომ სერიალები არხის რეიტინგებს გაზრდიდნენ: "ახლა ხედავთ, როგორ ვიღიმი ჩვენი შიდა შედეგების გამო", ამბობდა იგი. "შემიძლია ვთქვა, რომ მესამე კვარტლის შედეგებით შეგვიძლია, დავიკვეხნოთ".[82] კანადაში პირველი სეზონი გადიოდა CTV-ზე[88] და Teletoon-ზე. ორივე პირველი სეზონის ეპიზოდებს აგრეთვე იმეორებდა ყოველკვირეულ ბლოკში Weekday Action Force. ავსტრალიაში პირველი სეზონი გამოვიდა Channel Ten-ზე. 2011 წლის 13 აპრილს ABC3-მა გაიმეორა პირველი სეზონი, შემდგომში კი, გამოშვებასთან ერთად, ამატებდა მეორე, მესამე და მეოთხე სეზონის ეპიზოდებს. კლონთა ომები ბრიტანეთში პირველად გამოდიოდა Sky Movies Premiere-ზე და Premiere HD-ზე, ყოველ კვირას, საღამოს 5:30-ზე, ხოლო პირველი ეპიზოდი გამოვიდა 2008 წლის 25 ოქტომბერს. ისევე, როგორც Sky Movies-ს ყველა პროგრამის შემთხვევაში, 30 წუთიანი განკუთვნილი დროის პირველი 22 წუთი ეთმობოდა მთლიანად ეპიზოდს, რათა იგი რეკლამას არ შეეწყვიტა.[89][90]

ლუკასი ელოდა, რომ კლონთა ომების ჩვენება გასტანდა ოთხ ან ხუთ წელიწადს, მაგრამ, განურჩევლად შესაძლო რეიტინგებისა, აპირებდა სულ მცირე, ასი ეპიზოდის წარმოებას.[62][91][92][93][94] პირველი ოთხი სეზონიდან თითოეული შედგებოდა 22 ეპიზოდისგან, მეხუთეში შევიდა 20 ეპიზოდი, ხოლო მეექვსეში — 13. მეოთხე სეზონის 21-ე და 22-ე ეპიზოდები შესავალში შეიცავდნენ წითელი ფერის ლოგოს, განსხვავებით ყველა სხვა ეპიზოდისგან, სადაც გამოიყენებოდა ყვითელი.[95] მეხუთე სეზონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 ეპიზოდებში R2-D2-ს პატივსაცემად ლოგო ცისფერი იყო. TNT-მ გააფორმა მრავალსეზოანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით შეეძლო ეპიზოდების საკუთარ ეთერში განმეორებით გაშვება[96][97], თუმცა, საბოლოოდ, მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა გაუშვა.[98] განმეორებითი ჩვენება დაიწყო 2012 წლის შემოდგომაზე, მეხუთე სეზონის გამოსვლის პარალელურად.[99]

დახურვის შემდგომ[]

შეკვეცილი, მეექვსე სეზონი, წარუმატებელი მისიები, აშშ-ში გამოვიდა Netflix-ზე, ხოლო გერმანიაში — Super RTL-ზე.[4][100] (Netflix-ზე გასული ეპიზოდები წარმოადგენდნენ კონტრაქტის ნაწილს, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის და პირველი ხუთი სეზონის გამოშვება.[4]) ამასთან, Cartoon Network დროდადრო აჩვენებდა მეექვსე სეზონის ეპიზოდებსაც. დამატებითი ეპიზოდები გამოვიდა როგორც მემკვიდრეობა, პროექტი, რომელშიც შედიოდა კომიქსი ვარსკვლავური ომები: დართ მოლი — დათომირის ვაჟი, რომანი ბნელი მიმდევარი და დაუსრულებელი ეპიზოდები, გამოქვეყნებული StarWars.com-ზე.[101]

ერთგულ მოყვარულებს შორის სერიალმა უდიდესი წარმატება შეინარჩუნა. ისინი დროდადრო ითხოვდნენ კლონთა ომების აღდგენას, მიმართავდნენ რა სოციალურ ქსელებში ჰეშტეგ #SaveTheCloneWars-ის გამოყენებას. 2018 წლის San Diego Comic-Con-ზე დეივ ფილონიმ გამართა სადისკუსიო პანელი, რომელზეც აღინიშნა სერიალის ათწლიანი იუბილე. მის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელი ეპიზოდები გამოვიდოდა Disney+-ზე, 2020 წელს. შემქმნელმა ახსენა მოყვარულთა უდიდესი მხარდაჭერა, რამაც Disney-ს გადააწყვეტინა, აღედგინა სერიალი.[5] საბოლოო სეზონის დასრულების აღსანიშნავად, სერიალის გამხმოვანებლები გამოჩნდნენ D23-ის პირდაპირ ეთერში, 2020 წლის 8 მაისს.[102]

ნაწარმი[]

2007 წლის ივნისში სიუ როსტონიმ პირველად ახსენა, რომ შესაძლო იყო სერიალის მიხედვით ბეჭდვითი ნაწარმის გამოცემა, თუმცა ვრცელი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა.[103] რობ კოლმენმა ახსენა, რომ ლიცენზიის მფლობელებს სერიალის პირველი ნაწყვეტების ნახვისას დადებითი გამოხმაურება ჰქონდათ.[58][104] ეპიზოდების ჩვენების პარალელურად გამოდიოდა ხუთი სხვადასხვა წიგნი. პირველი იყო კერენ ტრეივისიფილმის რომანის სახით ადაპტაცია, ხოლო შემდგომი ოთხი წიგნი შეიცავდა თავად ეპიზოდების ადაპტაციებს. შემდეგი იყო კერენ მილერიკლონთა ომები: ველური სივრცე, ხოლო ტრეივისმა დაწერა დანარჩენი სამი — კლონთა ომები: ტყვეების გარეშე, კლონთა ომების გამბიტი: ეშმაკობა და კლონთა ომების გამბიტი: ალყა. სერიალის ვიზუალურ სტილზე აგებულ 12 თავისგან შემდგარ კომიქსების სერიას გამოსცემდა Dark Horse Comics. იგი აგრეთვე გამოსცემდა გრაფიკული რომანების სერიას. ერთ-ერთი მათგანი გამოჩნდა უფასო კომიქსების დღეს.[105] სერიალის პირველი სეზონის ეთერში გასვლის პარალელურად StarWars.com-ზე ქვეყნდებოდა ყოველკვირეული ვებკომიქსი. აგრეთვე აქტიური იყო HoloNet News-ის პოდკასტი, რომლის ეპიზოდები iTunes-ზე ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ქვეყნდებოდა, ისევე, როგორც StarWars.com-სა და CartoonNetwork.com-ზე — ერთი კვირის შემდეგ.[106] LucasArts-მა გამოუშვა სამი ვიდეოთამაში: Star Wars: The Clone Wars: Jedi Alliance (Nintendo DS), Star Wars: The Clone Wars: Lightsaber Duels (Nintendo Wii) და Star Wars: The Clone Wars: Republic Heroes (სხვადასხვა კონსოლისთვის). Hasbro-მ სერიალის ყველა სეზონის განმავლობაში უშვებდა დაკავშირებულ სათამაშო ფიგურებს.[107] თავდაპირველად ინფორმაციამ ამ სერიის გამოშვების შესახებ გაჟონა სერტიფიკატის სახით, რომელსაც ახლდა სერიის ლოგო და ერთ-ერთი პერსონაჟის (სავარაუდოდ, კიტ ფისტოს) ფიგურის ნიმუში.[108] 2008—2010 წლებში Lucasfilm-ის მხარდაჭერით აშშ-ის დიდ ქალაქებში იმართებოდა კლონთა ომებთან დაკავშირებული თემატური გამოფენები.[109][110][111][112] Cartoon Network-ის სერიალ შეშლილის 2010 წლის, პირველი სეზონის მეორე ეპიზოდში აჩვენეს კლონთა ომების პაროდია.

კლონთა ომების პერსონაჟები დაემატა თამაშ Star Wars Battlefront II-ის DLC-გაფართოებას.[113][114][115] Hasbro-მ აგრეთვე გამოუშვა კლონთა ომების ახალი სათამაშოები.[116]

ვიდეოგამოცემები[]

სერიალის ყოველი სეზონი გამოიცა DVD-სა და Blu-ray-ზე. ესენია:

პირველი ხუთი სეზონის საკოლექციო გამოცემა გამოვიდა 2013 წელს.[117]

ცალკეული კრებულების სახით გაყიდვაში გამოვიდა სამი გამოცემა: ჯილდოზე მონადირეები, კლონი კომანდოები და დართ მოლის დაბრუნება. სრულმეტრაჟიანი ფილმის ხანგრძლივობის "ღამის დების" სიუჟეტის ცალკეული გამოცემა გამოვიდა მხოლოდ iTunes-ისთვის.

2010—2012 წლებში Walmart-ის ქსელში იყიდებოდა ექსკლუზიური DVD-ები, სათამაშო ფიგურების თანხლებით. ყოველ DVD-ზე წარმოდგენილი იყო სერიალის თითო ეპიზოდი, ისევე, როგორც შესაბამისი სეზონის DVD-გამოცემის რგოლი.[118][119][120][121] Target-ის ქსელში ასევე იყიდებოდა ექსკლუზიური DVD, "მძევლების კრიზისის" და "ფარული მტრის" პერსონაჟების სათამაშო ფიგურებით.[122]

შეფასება[]

Cartoon Network-მა კრიტიკოსებს 2008 წლის TCA-ს ტურის ფარგლებში უჩვენა სერიალის ეპიზოდი. მათი შეფასებები ძირითადად დადებითი იყო.[123] სერიალის ჩვენება დაიწყო 2008 წლის 3 ოქტომბერს, ეპიზოდით ჩასაფრება, რომელიც 3.96 მილიონმა მაყურებელმა იხილა[124]. აღნიშნული ეპიზოდი არხის ისტორიის საპრემიერო ჩვენებების ისტორიაში ნახვების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო.[125] მეორე სეზონის ჩვენება დაიწყო 2009 წლის 2 ოქტომბერს, ეპიზოდებით ჰოლოკრონის ქურდობა და დამღუპველი ტვირთი, რომელთა მაყურებელთა რაოდენობამ 2.58 მილიონი შეადგინა.[126] 2008 წელს IGN-მა კლონთა ომები დაასახელა 89-ე ადგილზე (100-დან) ყველა დროის უდიდეს ანიმაციურ სერიალებს შორის.[127] მასთან შედარებით, გენდი ტარტაკოვსკიკლონთა ომებმა 100-დან 21-ე ადგილი მიიღეს.[128] პირველი სეზონის ეპიზოდ გრივუსის ბუნაგს მიენიჭა ოქროს კოჭის ჯილდო სატელევიზიო ანიმაციაში ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის.[129] კლონთა ომები ნომინირებული იყო 2009 წლის Saturn-ის ჯილდოზე როგორც საუკეთესო საკაბელო ტელესერიალი.[130] Emmy-ს დღის ეთერის მე-40 დაჯილდოებაზე, 2013 წლის 16 ივნისს, მან მიიღო ორი ჯილდო. დეივიდ ტენანტმა, რომელმაც მეხუთე სეზონში, ეპიზოდებში სიმტკიცის გამოცდა და აუცილებელი კავშირი გაახმოვანა პროფესორი ჰუიანგი, მიიღო ანიმაციურ გადაცემაში გამორჩეული მსახიობის ჯილდო, თავად სერიალმა კი — სპეციალური კლასის გამორჩეული ანიმაციური პროგრამის ჯილდო.[131] 2014 წელს სერიალი აგრეთვე ნომინირებული იყო დღის ეთერის ოთხ Emmy-ზე[132][133] და ორივე მიიღო.[134]

უწყვეტობა[]

სერიალის ავტორები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პასუხისმგებლობით მიუდგნენ კლონთა ომების გაფართოებულ სამყაროსთან თანხმობას. დეივ ფილონი თავად კარგად ერკვეოდა ძველ მასალებში (თუმცა, ლუკასს სიუჟეტის განვითარებისთვის მცირე ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა და სერიალის გუნდს მთავარი პერსონაჟების შესახებ რჩევებს აძლევდა).[2] Lucasfilm-მა TV Guide-თან საუბარში ახსენა, რომ კლონთა ომები მანამდე გამოსულ ტარტაკოვსკის სერიალს კი არ ჩაანაცვლებდა, არამედ განავრცობდა.[96] Dark Horse Comics-ის რედაქტორი რენდი სტრედლი ამბობდა, რომ Lucasfilm Animation-ს შეხვდა, რათა განეხილა სერიალის შეთავსება დაკავშირებულ კომიქსებთან.[135] თუმცა, როგორც სრულმეტრაჟიანი ფილმი, ასევე სერიალი შეიცავენ უამრავ, წინა სერიალთან შეუთავსებელ ელემენტს, რომელთა ნაწილი აგრეთვე ეწინააღმდეგება სხვა გამოცემულ მასალებს. მათ შესახებ ლილანდ ჩისგან არასოდეს გაჟღერებულა.[136] წინა სერიალთან შეუთავსებლობის რამდენიმე ნათელი მაგალითი ასეთია:

  • 2009 წლის 8 აგვისტორესპუბლიკის კომანდოს ავტორმა კერენ ტრეივისმა განაცხადა, რომ ფრანშიზს ტოვებდა, ვინაიდან წიგნი ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: მხატვრობა შეიცავდა აშკარა უთანხმოებებს არსებულ უწყვეტობასთან[137]. ეს გამოიხატებოდა მანდალორელებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში, რომელიც მწერლის რომანებს არ შეესაბამებოდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ეპიზოდების ტრილოგიაზე, რომელშიც შედის მანდალორული შეთქმულება, მაცდუნებელი მოგზაურობა და მანდალორის ჰერცოგინია. ამ სიუჟეტურ განვითარებაში მანდალორელთა ფრაქცია წარმოდგენილია როგორც მშვიდობისმოყვარე საზოგადოება, მცხოვრები არკოლოგიურ გარემოში, რადიოაქტიური უდაბნოს ფონზე, რაც არ შეესაბამება მანამდე არსებულ ვარიანტებს,[138] 2014 წლის 25 აპრილამდე (როდესაც მოხდა კანონის რეორგანიზაცია) ლილან ჩი[139] და სიუ როსტონი აცხადებდნენ, რომ ეს გაუგებრობები საბოლოოდ, შესწორდებოდა.[140] პლანეტის ორი გამოჩენა განიმარტა წიგნებში ძირითადი ატლასი და ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: ფრონტის ახალი ხაზები: ვიზუალური ცნობარი. უკანასკნელში ნახსენებია, რომ ეპიზოდებში ნაჩვენები დიდი, თეთრი ქვიშით დაფარული უდაბნო არის მანდალორის ლანდშაფტის მხოლოდ ერთი ნაწილი.
  • Eta-2-ის გამოჩენას დროის იმავე მონაკვეთში, როდესაც ენეკინი რაინდი ხდება[141] ფილონის სერიალში "ზეციური ფერიის" კლასის მსუბუქი გზაგადამჭრელ დელტა-7-ის შემოყვანა ენაცვლება. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი კანონის მიხედვით უფრო ადრე გამოიყენებოდა, ვიდრე გვიანდელი თაობის Eta-2-ები. ამასთან, რეტკონის სახით წარმოდგენილია ელემენტები G-კანონის ნამუშევრებიდან, როგორიც არის სითების შურისძიების რომანის სახით ადაპტაცია. მაგალითად, რომანში ენეკინი აღნიშნავს, რომ გრივუსიIG-100-ებზე მხოლოდ სადაზვერვო მოხსენებიდან აქვს გაგონილი, თუმცა მათ სერიალში ებრძვის.[142] უწყვეტობაში არსებული კიდევ ერთი აღსანიშნავი შეცდომაა ენეკინის ნაიარევი, რომელიც დარჩა ასაჟ ვენტრესისგან, რენდილის ბრძოლის შემდეგ. მან ისე მძიმედ დაჭრა ვენტრესი, რომ უკანასკნელი ძალების აღსადგენად გაუჩინარდა ბოზ-პიტის ბრძოლამდე, შემდეგ კი, საბოლოოდ დატოვა სეპარატისტებიც და საომარი ველები. თუმცა, თავდაპირველად სკაიუოკერმა ნაიარევი მიიღო იავინის ბრძოლამდე 20 წლით ადრე, ხოლო ფილონის სერიალი იწყება 22 წელს.
  • 2003 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: კლონთა იერიში: სამყაროები მითითებულია, რომ ოსტატი ჯედაი ით კოთი დაიღუპა ჯეონოსის პირველი ბრძოლისას, როდესაც მტრის ძალებმა მისი შვეულმფრენი ჩამოაგდეს. თუმცა, ახალ სერიალში იგი დააბრუნეს. ომში მისი მონაწილეობა ნახსენებია 2008 წლის რომანში კლონთა ომები: ველური სივრცე, მოგვიანებით კი პერსონაჟი ჩნდება გრივუსის ინტრიგაში" და მის შემდგომ ორ ეპიზოდში.
  • მესამე სეზონში რამდენიმე მთავარი გმირის გარეგნობა შეიცვალა. ასოკა ტანოს ასაკი მოემატა. ენეკინი და ობი-ვანი დაამსგავსეს მათ სითების შურისძიების წარმოდგენილ ვერსიებს.[143]
  • მესამე სეზონის ეპიზოდში ციტადელიდან გადარჩენა ოსტატი ჯედაი ივენ პიელი დაიღუპა ომის მეორე წლის მსვლელობისას მისიის შესრულებისას. მაიკლ რივზის 2008 წლის რომანში კორუსანტის ღამეები I: ჯედაების ბინდი იგი დაიღუპა მხოლოდ ჯედაების დიდი წმენდისას, კორუსანტზე, იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე.
  • StarWars.com-ზე პირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დართ მოლი გადარჩა ნაბუს ბრძოლის შემდეგ და გამოჩნდებოდა სერიალის მეოთხე სეზონში.[144] ეპიზოდიდან ძმები აღმოჩნდა, რომ ყოფილი სითი წლების განმავლობაში მცირე ლოთოზე ცხოვრობდა.
  • მეხუთე სეზონის პირველ ეპიზოდ აღორძინებაში ნაჩვენებია ოსტატ ჯედაი ადი გალიას მოკვლა სავაჟ ოპრესის მიერ — ფლორუმზე შეტაკებისას — თუმცა, კომიქსში აკვიატება 5 იგი გრივუსმა ბოზ-პიტის ბრძოლისას უკვე მოკლა.
  • მეხუთე სეზონის საბოლოო ეპიზოდი სხვა ჯედაი აღწერს, თუ როგორ მოექცა ბარის ოფი ძალის ბნელ მხარეს და როგორ მოაწყო ჯედაების ტაძრის დაბომბვა, ასოკა ტანოს დადანაშაულება და მისი გასამართლება. ენეკინმა დაადგინა სიმართლე და ოფი დააპატიმრეს, შემდეგ კი ციხეში გადაიყვანეს. თუმცა, ყოველდღიური სტრიპების სერიაში მოულოდნელი იღბალი და ფელუციის შესახებ Databank-ში წარმოდგენილ გვერდზე მითითებული იყო, რომ ოფი კლონთა ომების მიწურულს ფელუციაზე, ბრძანება 66-ის ამოქმედებისას მოკლეს. თავის მხრივ, ეს არ არის აცდენა სითების შურისძიებისთვის დაგეგმილი მისი სცენისგან, სადაც, ჩანაფიქრის თანახმად, აგრეთვე უნდა ეჩვენებინათ ლუმინარა ანდულის და შააკ ტის მოკვლა. ორივე აღნიშნული ჯედაის სცენები ფილმში არ შესულა.[145] ვინაიდან ნაჩვენებია, რომ ოფი კვლავ ჯედაების ორდენში მსახურობდა, გაფართოებული სამყაროს შემთხვევაში ითვლებოდა, რომ იგი მასში უცნობი მიზეზით დატოვეს. მეტიც, ჩაფიქრებული იყო, რომ ოფი თავს მოიკლავდა, რაც ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მის კლონთა ომების შემდეგ გამოჩენას, მაგრამ დეივ ფილონიმ სცენა ამოჭრა, ვინაიდან პერსონაჟთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა, რაც, საბოლოოდ, სერიალის დახურვის გამო, ვერ განახორციელა.[70]
  • სერიალის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში მეშვიდე სეზონში დაგეგმილი იყო მოლის წარმოშობის განხილვა. მართალია, ეპიზოდები დაუსრულებელი დარჩა, სცენარები გამოიყენეს Dark Horse Comics-ის კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დართ მოლი — დათომირის ვაჟი, საიდანაც მკითხველმა შეიტყო, რომ ტელზინი იყო მოლის და სავაჟის დედა. მაგრამ რომანში დართ პლეგასი უკვე ნახსენები იყო, რომ მოლის დედა ღამის და კაისინა იყო, ხოლო მოთხრობიდან თავდაჭერილობა ირკვევა, რომ იგი ოპრესის დედაც იყო.
  • სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც წარმოებაში არ მოხვედრილა, ეხებოდა იუჟან-ვონგების გამოჩენას. ეს რასა შორეული გალაქტიკიდან პირველად ნახსენებია Del Rey-ს 19992003 წლების რომანების სერიაში ვარსკვლავური ომები: ჯედაების ახალი ორდენი. პაბლო იდალგოს თანახმად, ეპიზოდში არ იყო დაგეგმილი იუჟან-ვონგების წარმოშობის განმარტება, თუმცა, ხაზი უნდა გაესვათ, რომ ისინი უბრალოდ სხვა გალაქტიკიდან მოფრინდნენ, როგორც ნათქვამია რომანში ჯედაების ახალი ორდენი: ძირითადი ვექტორი.[146] თუმცა, კვლავ იდალგოს თქმით, ჯორჯ ლუკასის წარმოდგენაში, იუჟან-ვონგები ვერ იქნებოდნენ ძალისგან მოწყვეტილები.[147] ეს ნიშნავს, რომ ლუკასის ხედვა ეწინააღმდეგებოდა გაფართოებულ სამყაროს, სადაც იუჟან-ვონგების უპირატესობა სწორედ რომ ძალასთან კავშირის არარსებობაში იყო (თუმცა მათზე მოქმედებდნენ ძალის ელვა და ძალის ბადე) — ეს კარგად ჩანს რომანიდან ჯედაების ახალი ორდენი: გამარჯვების ზღვარი I: დაპყრობა.
  • ჯეიმი კინგის მეუღლე კაილ ნიუმანის თქმით, მეექვსე სეზონისთვის დაგეგმილი იყო მთელი რიგი დაუსრულებელი ეპიზოდებისა, მათ შორის — ორა სინგის მოკვლაზე.[148] ასეთი განვითარების კანონიზაციის შემთხვევაში იქმნებოდა უთანხმოება გაფართოებულ სამყაროსთან, სადაც სინგი ცოცხალი იყო გალაქტიკური სამოქალაქო ომის და ახალი რესპუბლიკის დროს — ეს აშკარად ჩანს რომანებიდან კორუსანტის ღამეები II: ჩრდილების ქუჩა და ძალის მემკვიდრეობა: ქარიშხალი, ისევე, როგორც თამაშიდან Star Wars: Demolition. სინგის აღსასრული საბოლოოდ ნახსენებია ანთოლოგიური სერიის ფილმში სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, საიდანაც ირკვევა, რომ ჯილდოზე მონადირის მკვლელი ტობიას ბეკეტი იყო.

ფილონი ემხრობოდა უწყვეტობაში არსებულ სხვადასხვაობებს: აშკარა კავშირი Cartoon Network-ის მიკროსერიალს და ჩვენს სერიალს შორის არ არსებობს. პირადად მე, როგორც ფანი, არ ვფიქრობ, რომ ეს უარყოფს რომელიმე სხვა მასალა, უბრალოდ სხვა მასალა იწყება სხვის მიერ დანახულით, ომის სხვა კუთხით წარმოდგენით. ეს ყველა მხრივ მუდმივი გაფართოების მდგომარეობაში მყოფი სამყაროა.[149] Celebration IV-ზე გამოსვლისას ფილონიმ წარმოადგინა მთელი რიგი სლაიდების, საიდანაც აშკარა იყო, რომ პერსონაჟების ფიგურების დიზაინი ოდნავ ახლოს იყო ტარტაკოვსკის ვერსიებთან, თუმცა ფილმებსაც ეფუძნებოდა. ამასთან, დეივმა განმარტა, რომ სერიალის ელემენტების რიგი მანამდე არსებული უწყვეტობისგან აცდენილი იქნებოდა.[150] 2003 წლის სერიალთან შედარებით ობი-ვანი გენერლის ჯავშანს არ ატარებს, გრივუსი კორუსანტის ბრძოლამდე უკვე ახველებს,[150] ხოლო ჯედაების საბრძოლო სტილები ფილმის ვერსიებთან ახლოს არის და არა ისეთი გროტესკულია, როგორც ტარტაკოვსკისთან.[2]

Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზაში ფილონის კლონთა ომები შედიოდა T-კანონში.[151][152] 2014 წლის 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გაფართოებული სამყარო ვარსკვლავური ომების ლეგენდების სტატუსს შეიძენდა, ხოლო კანონიკურობას შეინარჩუნებდნენ მხოლოდ ორიგინალური და წინაისტორიის ტრილოგიის ფილმები და ფილონის სერიალი. ამრიგად, გაურკვევლობას, წარმოშობილს ორ სერიალს შორის არსებული განსხვავებების გამო, წერტილი დაესვა. ამასთან, რომანები, დაფუძნებული ფილონის სერიალზე, არ შედის კანონში, ისევე, როგორც ვიდეოთამაშები თუ კომიქსები — გამონაკლისია მემკვიდრეობის მასალა და სხვა დაკავშირებული პროექტები, რომლებიც განკუთვნილი იყო სერიალისთვის, სანამ იგი დაიხურებოდა.[153][154] სერიალზე დაფუძნებული მთელი რიგი ენციკლოპედიები, როგორიც არის ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია, ასევე ლეგენდებში შედის, კანონთან შეუსაბამო ინფორმაციის შემცველობის გამო.

შემადგენლობა[]

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

სეზონები[]

სეზონები ლოგო ეპიზოდები პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში
პირველი
TCW S1.png
22[6]
3 ოქტომბერი, 2008[6]
20 მარტი, 2009[23]
მეორე
ჯილდოზე მონადირეთა
აღზევება
TCW RedLogo.png
22[169]
2 ოქტომბერი, 2009[233]
30 აპრილი, 2010[175]
მესამე
საიდუმლოებათა გამოაშკარავება
TCW S3.png
22[234]
17 სექტემბერი, 2010[234]
1 აპრილი, 2011[166]
მეოთხე
ფრონტის ხაზები
TCW S4.png
22[235]
16 სექტემბერი, 2011[235]
16 მარტი, 2012[236]
მეხუთე
SeasonFiveLogo-Gold.jpg
20
29 სექტემბერი, 2012[237]
2 მარტი, 2013[238]
მეექვსე
წარუმატებელი მისიები
TCW S6.png
13[4]

15 თებერვალი, 2014 (გერმანია)[100]

7 მარტი, 2014 (აშშ და კანადა)[4]
8 მარტი, 2014
(გერმანია)[100]
მეშვიდე სეზონი
საბოლოო სეზონი
TCWs7 red logo.png
12[5]
21 თებერვალი, 2020[239]
4 მაისი, 2020[240]

მუსიკა[]

ბიბლიოგრაფია[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიჩასაფრება
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 კლონთა ომების პანელის განხილვები (2007-05-27). starwarsblog.wordpress.com. Official StarWars.com Blog. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო July 9, 2019.
  3. 3.0 3.1 3.2 StarWars.com ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები კინოთეატრებსა და ტელევიზიაში 2008 წელს StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 StarWars.com ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – წარუმატებელი მისიები Netflix-ზეა StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 StarWars.com SDCC 2018: ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები დაბრუნდება ახალი ეპიზოდებით StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 6.17 6.18 6.19 6.20 6.21 6.22 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ჩასაფრება StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  7. 7.0 7.1 StarWars.com ლუკასი მონაწილეობს StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: გმირები ორივე მხარეს StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ღვარძლიანის განადგურება StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  10. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: დროიდების დუელი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: მშვიდობის დამცველები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიაღორძინება
  13. 13.0 13.1 13.2 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: სიბნელით დაფარული StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: გრივუსის ინტრიგა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: დეზერტირი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებისიცრუე
  17. 17.0 17.1 17.2 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ფარული მტერი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ჯაშუში სენატიდან StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  19. 19.0 19.1 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ტვინის დაპყრობლები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  20. 20.0 20.1 20.2 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: დროიდის მარცხი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: კადეტი კლონები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ჯედაების კატასტროფა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 23.6 23.7 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: მძევლების კრიზისი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 24.5 24.6 24.7 24.8 24.9 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: დაკარგული პადავანი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  25. 25.0 25.1 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ძალის შვილები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 26.5 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ციტადელი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 27.6 27.7 27.8 27.9 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ბოროტი ზრახვები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  28. 28.00 28.01 28.02 28.03 28.04 28.05 28.06 28.07 28.08 28.09 28.10 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიწყლის ომი
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 29.5 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიჯედაის დაჭერა
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: სასიკვდილო მახე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  31. SWInsider.png LaunchpadStar Wars Insider 148
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ბომბადი ჯედაი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: დაჭერილი დუკუ StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 34.4 34.5 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: მბრძანებლები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 35.4 35.5 35.6 35.7 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ლურჯი აჩრდილის ვირუსი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  36. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: მშვიდობისკენ სწრაფვა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  37. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: მანდალორული შეთქმულება StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  38. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიმოწყალების მისია
  39. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიგენერალი
  40. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიმეგობრები და მტრები
  41. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: "ავბედის" ჩრდილი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  42. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ახალწვეულები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  43. StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: გრივუსის ბუნაგი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  44. StarWars.com შეხვდით კლონთა ომების პროდიუსერს და რეჟისორს Celebration IV-ზე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  45. SWInsider.png Star Wars Insider 129
  46. 46.0 46.1 46.2 46.3 46.4 46.5 46.6 46.7 46.8 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ღვარძლიანის აღზევება StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  47. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  48. 48.0 48.1 48.2 თავისუფლად უბრუნდება 'ვარსკვლავურ ომებს' (29 ივნისი, 2008). nytimes.com. nytimes.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო November 28, 2018.
  49. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ცნობარი
  50. რეჟისორი საუბრობს კლონთა ომებზე (7 ოქტომბერი, 2008). cbr.com. Comic Book Resources. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო January 12, 2020.
  51. კითხვები და პასუხები: ტელესერიალი კლონთა ომები (19 სექტემბერი, 2008). Sci Fi Wire. Syfy. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო December 16, 2008.
  52. ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: მხატვრობა, გვ. 13
  53. ექსკლუზიური ინტერვიუ: სტივე სენსუიტი საუბრობს ვარსკვლავური ომების მომავალ სერიალებზე! (15 თებერვალი, 2006). movieweb.com. Movie Web. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო August 7, 2008.
  54. Autodesk Maya არის ახალი კლონთა ომების ფილმისა და სერიალის ანიმაციის პლატფორმა (26 აგვისტო, 2008). Press Room Archive. Autodesk. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო October 17, 2017.
  55. Zviz: ILM წინასწარ ინტერაქტიულ ვიზუალიზაციას აწარმოებს (25 აგვისტო, 2006). awn.com. awn.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო March 3, 2020.
  56. კლონთა ომების აღმასრულებელი პროდიუსერი დეივ ფილონი განიხილავს უკანასკნელი სეზონის პირველ ხუთ ეპიზოდს (2 მარტი, 2020). ew.com. ew.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო July 6, 2020.
  57. კლონთა ომების გვერდი Polygon Pictures-ის ოფიციალურ საიტზე
  58. 58.0 58.1 3D Star Wars Cartoon News (7 თებერვალი, 2007). theforce.net. TheForce.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო November 29, 2011.
  59. TV Guide, 11-24 აგვისტოს გამოშვება, კლონთა საპასუხო დარტყმა
  60. StarWars.com კლონთა ომების პერსონაჟების დიზაინერი კილიან პლანკეტი StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  61. StarWars.com წარმოგიდგენთ კეთრინ უინდერს: კლონთა ომების წარმოება StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  62. 62.0 62.1 ჯორჯ ლუკასის 'ვარსკვლავური ომების' გეგმა (18 მარტი, 2008). ew.com. Entertainment Weekly. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო September 22, 2013.
  63. Star Wars Insider 103
  64. Fat Man Batman #017-ზე: პოლ დინი: დინის დოსიე, ნაწილი 1 (21 ნოემბერი, 2012). smodcast.com. SModcast.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო December 2, 2012.
  65. ინტერვიუები - პირისპირ ოსტატებთან: ჰენრი გილროი და დეივ ფილონი (29 დეკემბერი, 2008). theforce.net. TheForce.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო June 8, 2020.
  66. StarWars.com Lucasfilm Animation-ის ახალი მიმართულება StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  67. TwitterLogo.svg პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე: "დარჩა 13 განვითარება, რომელთაგან ყველა ნაჩვენები იყო Celebration Europe-ის ან Celebration Anaheim-ის ფარგლებში ან გამოქვეყნდა ინტერნეტში." (ეკრანის ანაბეჭდი)
  68. კლონთა ომების სცენარისტი საუბრობს ეპიზოდებს, რომლებიც ეთერში არ გასულა (20 მაისი, 2014). TheForce.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო April 1, 2020.
  69. YouTube.png როგორ ვისაუბროთ როგორც ობი-ვან კენობი (Talkin' Toons რობ პოლსენთან ერთად) Nerdist YouTube-ის არხზე. "კლონთა ომების ჯეიმზ ტეილორის განმარტავს, თუ როგორ შექმნა ობი-ვანის ხმა იუან მაკგრეგორზე მინიშნებებით ამ ნაწყვეტში რობ პოლსენის Talkin' Toons-იდან!" (შენახული ვერსიის ბმული)
  70. 70.0 70.1 StarWars.com SWCA: კლონთა ომების უცნობი ამბების პანელის პირდაპირი ბლოგი StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  71. TwitterLogo.svg ლილანდ ჩი (@HolocronKeeper) Twitter-ზე: "216 116 T 301 303 101-115 117-121 201-203 217-219 204-214 220-222 305-307 302 304 308 122 309-311 215 312-322 S4 502-513 501 514-520 601-613" (ეკრანის ანაბეჭდი)
  72. Star Wars Blog.png "ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა," ვარსკვლავური ომების ოფიციალური ბლოგი
  73. American International Toy Fair 2007 (10-11 თებერვალი, 2007). jeditemplearchives.com. JediTempleArchives.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო May 9, 2019.
  74. StarWars.com შეხვდით Celebration IV-ზე კლონთა ომების პროდიუსერს და რეჟისორს StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  75. StarWars.com პირველი ნიმუში: კლონთა ომების პოსტერი Celebration IV-დან StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  76. StarWars.com კლონთა ომები Celebration Europe-ზე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  77. StarWars.com კლონთა ომების შაბათის სიახლეები WonderCon-იდან StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  78. Star Wars Blog.png "StarWars.com-ზე გაიხსნა კლონთა ომების განყოფილება," ვარსკვლავური ომების ოფიციალური ბლოგი (შენახული ვერსიის ბმული)
  79. ლუკასი იწყება ვარსკვლავური ომების ტელესერიალს (17 ოქტომბერი, 2007). news.bbc.co.uk. BBC. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო May 20, 2020.
  80. 80.0 80.1 Cartoon Network იწყებს ტელესერიალს ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები; დიდი ეკრანისთვის მომზადებული ფილმი გამოვა 15 აგვისტოს (12 თებერვალი, 2008). The Bastard Machine. sfgate.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო November 23, 2017.
  81. დაიენ გარეტი. ანიმაციური 'ვარსკვლავური ომები' გამოვა კინოთეატრებში (2008-02-11). variety.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო January 23, 2016.
  82. 82.0 82.1 Cartoon Network-ს მოწადინებულია, გამოიყენოს ძალა (2 სექტემბერი, 2008). ajc.com. The Atlanta Journal-Constitution. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო September 4, 2008.
  83. ახალი ფილმი და ტელესერიალი შეავსებენ ცარიელ ადგილებს ვარსკვლავურ ომებში (11 თებერვალი, 2008). usatoday.com. USATODAY.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო November 1, 2008.
  84. HyperspaceIcon.png Hyperspace-ის ფან-კლუბის კომპლექტი Hyperspace-ზე (წაშლილია StarWars.com-იდან და მიუწვდომელია)
  85. StarWars.com კლონთა ომების ექსკლუზიური წინასწარი მაისური StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  86. StarWars.com Hyperspace-ის ასოკას ექსკლუზიური მაისური StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  87. განვაგრძობთ, ძალა Cartoon Network-თან არის (4 აპრილი, 2008). enewsi.com. enewsi.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო April 4, 2008.
  88. The Canadian Press. CTV-ის საშემოდგომო სეზონი ყურადღებას კანადურ ტარიფზე ამახვილებს (2 ივნისი, 2008). ctv.ca. ctv.ca. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო February 27, 2009.
  89. ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები. movies.sky.com. Sky Movies. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო May 2, 2010.
  90. ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები გამოვა Sky Movies Premier-ზე (26 სექტემბერი, 2008). jedinews.co.uk. JediNews.co.uk. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო November 30, 2018.
  91. ექსკლუზიური: იშვიათი საუბარი მისტერ ჯორჯ ლუკასთან (17 მარტი, 2008). comingsoon.net. comingsoon.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო June 18, 2018.
  92. StarWars.com ლუკასი საუბრობს: ვარსკვლავური ომები ტელეეთერში StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  93. Paley Fest: ჯორჯ ლუკასი საუბრობს ვარსკვლავური ომების ტელესერიალების შესახებ (5 მარტი, 2007). uk.ign.com. IGN. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო April 20, 2019.
  94. ჯორჯ ლუკასი, ეპიზოდი II: ვარსკვლავური ომების საპასუხო დარტყმა ტელევიზიით (20 სექტემბერი, 2007). Interviews & Features. TV Guide. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო September 21, 2008.
  95. 96.0 96.1 ვარსკვლავური ომების ახალი სერიალი: პასუხი ხუთ მნიშვნელოვან კითხვაზე! (14 თებერვალი, 2008). tvguide.com. tvguide.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო August 25, 2008.
  96. StarWars.com კლონთა ომების პრემიერა TNT-ზე თებერვალში გაიმართება StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  97. კლონთა ომები კვლავ გადის TNT-ზე? (28 მარტი, 2009). theforce.net. TheForce.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო July 30, 2019.
  98. StarWars.com ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები, სეზონი 5 და ქვეყნის მასშტაბით გამეორება StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  99. 100.0 100.1 100.2 ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები, სეზონი 6, ეპიზოდების გზამკვლევი. fernsehserien.de. Fernsehserien.de. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო April 19, 2019.
  100. StarWars.com კლონთა ომები: მემკვიდრეობა StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  101. კლონთა ომების მსახიობების გაერთიანების გამოწვევა. d23.com. d23.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო May 9, 2020.
  102. StarWars.com წიგნები, კომიქსები და ტელევიზიის პიროვნებები StarWars.com-ის ფორუმზე. ავტორი — სიუ როსტონი,  თარიღი — Jun 19, 2007 დრო — 09:28 PM. (ამჟამად მოძველებულია; შენახული ვერსიის ბმული) "მანამდე ჯერ არ მივსულვართ. რამდენადაც ვიცი, საგამომცემლო პროგრამაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა."
  103. HyperspaceIcon.png ფრენკ ოზის და რობ კოლმენის კითხვები და პასუხები: DVD-ის პრეს-ღონისძიება Hyperspace-ზე (წაშლილია StarWars.com-იდან და მიუწვდომელია)
  104. HorselessHeadman.svg უფასო კომიქსების დღე 2009: კლონთა ომების/DH-ის ყველა ასაკისთვის განკუთვნილი გამოშვება Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
  105. 'კლონთა ომების' მხარდამჭერი სისტემა აქვს (2 ოქტომბერი, 2008). variety.com. Variety. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო December 31, 2015.
  106. Hasbro-ს კითხვების და პასუხების სესია #2. thesithempire.net. TheSithEmpire.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო October 2, 2008.
  107. Staff. კლონთა ომების 2008 წლის ფიგურის ნიმუში მალე გამოჩნდება? (6 ნოემბერი, 2007). sirstevesguide.com. sirstevesguide.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო December 16, 2008.
  108. გამოფენა კლონთა ომები რეკორდებს ამყარებს (8 ივლისი, 2008). Space Center Blog. spacecenter.org. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო August 29, 2011.
  109. StarWars.com გამოფენა კლონთა ომები იხსნება ინდიანაპოლისის საბავშვო მუზეუმში StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  110. StarWars.com ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრი წარმოგიდგენთ: კლონთა ომების ფანების დიდი დღე! StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  111. StarWars.com კლონთა ომების უქმე დღეები Zeum-ში StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  112. კლონთა ომების შიგთავსი გამოჩნდება Star Wars Battlefront II-ში. bleedingcool.com. Bleeding Cool. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო May 14, 2020.
  113. StarWars.com EA Play 2018: Star Wars Jedi: Fallen Order-ის წარდგენა და კლონთა ომების ახალი შიგთავსის გამოჩენა Star Wars Battlefront II-ში StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  114. StarWars.com სადაც საინტერესო იწყება: Battlefront II-ის ახალი გმირი ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდების რეჟიმი StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  115. StarWars.com SDCC 2018: 9 რამ, რაც შევიტვყვეთ ვარსკვლავური ომების პანელიდან StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  116. StarWars.com SWCE 2013: კლონთა ომების სრული მეხუთე სეზონის და I-V სეზონების კომპლექტები გამოიცემა შემოდგომაზე StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  117. Hasbro: ვარსკვლავური ომების სათამაშოების ექსკლუზიური გალერეა (26 ოქტომბერი, 2010). rebelscum.com. Rebelscum.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო December 31, 2019.
  118. Hasbro: შემდეგ რა გველის ვარსკვლავურ ომებში? (20 ნოემბერი, 2010). rebelscum.com. Rebelscum.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო July 10, 2020.
  119. საშინელების მემკვიდრეობა. rebelscum.com. Rebelscum.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო November 9, 2019.
  120. ტვინის დამპყრობლები. rebelscum.com. Rebelscum.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო December 30, 2019.
  121. ფარული მტერი (საბრძოლო კომპლექტი). rebelscum.com. Rebelscum.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო December 30, 2019.
  122. "hercules". მაგარია თუ არა Cartoon Network-ის ახალი, კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული და ტარტაკოვსკისგან თავისუფალი კლონთა ომები?? (11 ივლისი, 2008). aintitcool.com. Ain't It Cool News. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო September 29, 2017.
  123. კლონთა ომები რეიტინგების რეკორდს ამყარებს (6 ოქტომბერი, 2008). variety.com. Variety. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო April 13, 2016.
  124. 'კლონთა ომები', Cartoon Network-ის ძალა (6 ოქტომბერი, 2008). hollywoodreporter.com. The Hollywood Reporter. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო July 10, 2020.
  125. კლონთა ომების პრემიერა 2.581 მილიონით (6 ოქტომბერი, 2009). tvbythenumbers.com. tvbythenumbers.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო April 20, 2010.
  126. 100 უდიდესი ანიმაციური ტელესერიალი: 89. ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები. tv.ign.com. IGN. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო August 1, 2013.
  127. 100 უდიდესი ანიმაციური ტელესერიალი: 21. ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები (2003). tv.ign.com. IGN. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო July 24, 2013.
  128. 'უოლ-ი' ოქროს კოჭის ჯილდოებს აგროვებს (22 თებერვალი, 2009). hollywoodreporter.com. The Hollywood Reporter. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო May 25, 2010.
  129. 'დაკარგულები' Saturn-ის ჯილდოს სათავეშიაა 11 ნომინაციით. goldderby.latimes.com. Los Angeles Times. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო February 11, 2017.
  130. StarWars.com კლონთა ომებმა მიიღეს Emmy-ს დღის ეთერის ორი ჯილდო StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  131. კლონთა ომები Emmy-ზე ნომინირებულია ოთხ კატეგორიაში (1 მაისი, 2014). ew.com. ew.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო June 1, 2016.
  132. სატელევიზიო ხელოვნების და მეცნიერების ეროვნული აკადემია აცხადებს Emmy-ს ყოველწლიური დღის ეთერის 41-ე დაჯილდოების ნომინაციებს (1 მაისი, 2014). emmyonline.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო November 9, 2019.
  133. კლონთა ომებს მიენიჭა Emmy-ს დღის ეთერის ორი ჯილდო (21 ივნისი, 2014). TheForce.net. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო April 12, 2016.
  134. Dhlogo.png Dark Horse-ის გუნდს Dark Horse-ის ფორუმზე. (შენახული ვერსიის ბმული ხელმიუწვდომელია)
  135. Dhlogo.png კლონთა ომების უწყვეტობა (გამოეხმაუროს მისტერ ჩი) Dark Horse-ის ფორუმზე. (შენახული ვერსიის ბმული ხელმიუწვდომელია)
  136. პირველი ეპოქის დასასრული, ახლის დასაწყისი... (8 აგვისტო, 2009). Karen Traviss's Blog. TypePad. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო August 10, 2009.
  137. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიმანდალორული შეთქმულება
  138. TwitterLogo.svg ლილანდ ჩი (@HolocronKeeper) Twitter-ზე (შიგთავსი მოძველებულია და შენახული ვერსიის ბმული არ არსებობს)
  139. StarWars.com ფანების გამოხმაურება: უკანასკნელი სიახლეები უახლეს ამბებში: რეაქციები: ყურადღება, სიუჟეტური დეტალები!!!!!! StarWars.com-ის ფორუმზე. ავტორი — სიუ როსტონი,  თარიღი — Aug 11, 2009 დრო — 11:04 AM. (ამჟამად მოძველებულია; შენახული ვერსიის ბმული) "დანარჩენს რაც შეეხება, თავს ნუ იმტრევთ -- არ მგონია, რომ ისეთი დიდი პრობლემა იყოს, როგორც მას აღწერენ. უწყვეტობას არ ვაკნინებ -- ამას არ ვგულისხმობ -- უბრალოდ, დაუჯერეთ ლილანდს და სხვებს, რომ გადავწყვიტავთ ამ პრობლემას. ყოველთვის ვამბობდით, რომ იქნებოდა უწყვეტობის სირთულეები და უნდა დაველოდოთ ანიმაციური სერიალის გამოსვლას, რათა გადავწყიტოთ ისინი, მაგრამ ეს გამოგვივა."
  140. CloneWarsLogoMini.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებითავი 21
  141. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიდროიდების დუელი
  142. StarWars.com კლონთა ომების გმირების ახალი გარეგნობა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  143. StarWars.com დართ მოლი ვარსკვლავური ომების საგაში ამ გაზაფხულზე ბრუნდება! StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  144. სისი ბანანას ინტერვიუ ვარსკვლავური ომების ვარსკვლავებთან!. ccbanana.com. სისი ბანანა. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო May 12, 2007.
  145. TwitterLogo.svg პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე: "ისინი 'სხვა' ადგილიდან მოვიდნენ. ალბათ, ასეა. ამბავში ეს აღწერილი არ ყოფილა." (ეკრანის ანაბეჭდი)
  146. TwitterLogo.svg პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე: "@gudenruben @BFett_ @ZRIKEitter იმ ამბავში ძალის აღქმას მოკლებულები არ იქნებოდნენ." (ეკრანის ანაბეჭდი)
  147. YouTube.png გამოხმაურება სოლოზე Steele Wars YouTube-ის არხზე. "იცით, სინამდვილეში უფრო ადრე დაიღუპა...დაგეგმილი იყო კლონთა ომების მეექვსე სეზონის ეპიზოდები, რომლებზეც ვმუშაობდი, წაშლილები. ისიც მათში ჩნდებოდა და კვდებოდა." (შენახული ვერსიის ბმული)
  148. რეჟისორი საუბრობს კლონთა ომების შესახებ (7 ოქტომბერი, 2008). cbr.com. comicbookresources.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო January 12, 2020.
  149. 150.0 150.1 StarWars.com კლონთა ომების პანელი Celebration IV-ზე -- ნაწილი 2 StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  150. TwitterLogo.svg ლილანდ ჩი (@HolocronKeeper) Twitter-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  151. შეკითხვების Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ (20 თებერვალი, 2008). forums.starwars.com. StarWars.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო March 21, 2009.
  152. StarWars.com ვარსკვლავური ომების ლეგენდარული გაფართოებული სამყარო ახალ ეტაპს იწყებს StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  153. StarWars.com SDCC 2014: ახალი განთიადის პანელი – პირდაპირი ეთერის ბლოგი StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  154. 155.0 155.1 155.2 155.3 155.4 155.5 155.6 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: ღამის დები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; შენახული ვერსია)
  155. ექსკლუზიურად: ტიმ კარი უერთდება ვარსკვლავურ ომებს (28 თებერვალი, 2013). The Huffington Post. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო October 26, 2016.
  156. 157.0 157.1 157.2 157.3 157.4 157.5 157.6 StarWars.com კლონთა ომების ეპიზოდების გზამკვლევი: აკადემია StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია;