ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ამ სტატიაში აღწერილია ტელესერიალი. იხილეთ აგრეთვე მანდალორელის სხვა მნიშვნელობები.

"ვცდილობ, დავაბრუნო არა მხოლოდ ორიგინალური ტრილოგიის, არამედ პირველი ფილმის ესთეტიკა. არა მხოლოდ პირველი ფილმის, მაგრამ პირველი ფილმის პირველი სცენების. როგორი იყო ტატუინზე ცხოვრება? რა ხდებოდა იმ კანტინაში? ეს მიტაცებდა ბავშვობიდან და მე მომწონს 'ვარსკვლავური ომების' უფრო ბნელი მხარის ჩვენების იდეა, 'ვარსკვლავური ომების' 'შეშლილი მაქსის' ასპექტის."
ჯონ ფავრო[17]

ვარსკვლავური ომები: მანდალორელი ან უბრალოდ მანდალორელი არის მხატვრული ტელესერიალი ვარსკვლავური ომების მიხედვით, რომელსაც აწარმოებს Lucasfilm. ეს სერიალი, რომლის ჩვენება 2019 წლის 12 ნოემბერს ექსკლუზიურად დაიწყო ნაკადოვან სერვის Disney+-ზე, აღწერს ჯედაის დაბრუნებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. ჯონ ფავრო არის მისი სცენარის ავტორი და მთავარი პროდიუსერი, ხოლო რეჟისორებს შორიან არიან დეივ ფილონი, დებორა ჩაუ, რიკ ფამუივა, ბრაის დალას ჰოვარდი და ტაიკა ვაიტიტი.

სერიალის პირველი სეზონის ჩვენება თავდაპირველად მიმდინარეობდა ყოველ პარასკევს (გარდა მისი პირველი და მეშვიდე ეპიზოდებისა). პირველი სეზონის დასრულების შემდეგ, 2020 წლის მაისიდან, გამოდიოდა მანდალორელის წარმოების ამსახველი რვაეპიზოდიანი სერიალი Disney-ს გალერეა: მანდალორელი. 2020 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო სერიალის მეორე სეზონის ჩვენება, რომლის ეპიზოდები ასევე გამოდიოდა ყოველ პარასკევს. სეზონს მიეძღვნა Disney Gallery-ს ორი სპეციალური ეპიზოდი. სერიალის მესამე სეზონი გამოვა 2023 წლის 1 მარტს, ხოლო ფავრო ამჟამად მუშაობს მეოთხე სეზონის სცენარზე.

შესავალი[]

"დაახლოებით რომის იმპერიის დაცემის შემდგომ პერიოდს ჰგავს ან ისეთ პერიოდს, როდესაც იაპონიაში ცენტრალიზებული სიოგუნი არ იყო — და, რა თქმა უნდა, ძველ დასავლეთს, სადაც დაუსახლებელ ადგილებში არ არსებობდა რამე სახის მთავრობა."
―ჯონ ფავრო[18]

ჯენგო და ბობა ფეტების ისტორიების შემდეგ ვარსკვლავური ომების სამყაროში ჩნდება კიდევ ერთი მეომარი. მანდალორელის მოვლენები მიმდინარეობს იმპერიის დამხობის შემდგომ, პირველი ორდენის აღმოცენებამდე. ჩვენ ვიხილავთ ეული მონადირის რთულ ცხოვრებას გალაქტიკის შორეულ კუთხეებში, ახალი რესპუბლიკისგან შორს....[19]

წარმოება[]

"ვინაიდან სცენარის დიდი ნაწილი დავწერე, ჩვენზე მოვარგე და ისე, რომ ჰქონოდა მასშტაბი ვარსკვლავური ომების პირველი ფილმის, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიანი იყო, მიუხედავად გამაოგნებელი ეფექტებისა."
―ჯონ ფავრო[20]

2005 წელს[21] ჯორკ ლუკასმა დაიწყო მხატვრული ტელესერიალის შემუშავება. ჩანაფიქრით, იგი აღწერდა ვარსკვლავური ომების კრიმინალურ სამყაროს.[22] პროდიუსერი რიკ მაკკალუმი მას ადარებდა ტელესერიალს დედვუდი და ფილმს ნათლია[23][24] და მიანიშნებდა, რომ მისი პერსონაჟები იქნებოდნენ ჯილდოზე მონადირეები.[25] 2007 წლის Toy Fair-ზე გამოჩნდა პოსტერი, რომელზეც მინიშნებული იყო ვარსკვლავური ომების მომავალ პროექტებზე, ხოლო სერიალთან დაკავშირებულ სურათზე გამოსახული იყო ბობა ფეტი.[26] შეიქმნა 50 სცენარი, რის შემდეგაც ლუკასი და მაკკალუმი მიხვდნენ, რომ არსებული ტექნოლოგიით სერიალის წარმოების ხარჯი ზედმეტად დიდი იქნებოდა. გადაწყდა, რომ პროექტზე მუშაობა დროებით შეჩერდებოდა.[24][27] 2012 წელს ლუკასმა საკუთარი კომპანია The Walt Disney Company-ს მიჰყიდა[28]. Disney-ს მფლობელობით შემუშავდა ფილმი ბობა ფეტის შესახებ, რომელიც შევიდოდა ანთოლოგიურ სერიაში.[29]

ახალი სერიალის წარმოების შესახებ 2017 წლის 9 ნოემბერს განაცხადა ბობ აიგერმა.[1] 2018 წლის 10 მაისს, ინტერვიუში ენტონი კარბონისთან, ფილმის სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი პრემიერამდე, ჯონ ფავრომ ახსენა, რომ ვარსკვლავური ომების მიხედვით სერიალის სცენარის ნახევარი ჰქონდა დაწერილი.[30] პრემიერისას, ინტერვიუში დენ კეისისთან (Nerdist) მან დაადასტურა, რომ სერიალის მოქმედება მიმდინარეობდა იავინის ბრძოლიდან შვიდი წლის შემდეგ და ახალ პერსონაჟებს წარადგენდა. ფავრომ აგრეთვე განაცხადა, რომ სერიალზე მუშაობამდე Lucasfilm-ს წარუდგინა შესაძლო სერიალის ოთხი სცენარი[31] და იზრუნებდა იმაზე, რომ მისი ხედვა ეკრანზე იქნებოდა გადატანილი.[17]

2018 წლის 6 აგვისტოს The New York Times-ში დაიწერა Disney+-ს, Disney-ს ახალი ნაკადოვანი სერვისის შესახებ და დაადასტურა, რომ ფავროს სერიალის ათი ეპიზოდის ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს. წერილში The New York Times-თან ფავრომ განაცხადა, რომ დისნეის ახალი ნაკადოვანი სერვისით მათ ექნებოდათ რამდენიმეთავიანი ისტორიების თხრობის საშუალება.[32] 2018 წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფილმი, რომლის შესაძლო პერსონაჟი ბობა ფეტი უნდა ყოფილიყო, აღარ გამოვიდოდა, ხოლო Lucasfilm ყურადღებას გადაიტანდა მანდალორელზე.[33]

2018 წლის 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პედრო პასკალთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სერიალში მთავარ როლზე.[34] შემდეგ დღეს, Variety-ს თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს შეუერთდა ჯინა კარანო.[35] 30 ნოემბერს Variety-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობთა გუნდს ნიკ ნოლტიც დაემატა.[36] 12 დეკემბერს Lucasfilm-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა მსახიობთა სია, რომლითაც დადასტურდა პასკალის, კარანოს და ნოლტის მონაწილეობა და დაემატა ჯანკარლო ესპოზიტოს, ემილი სუოლოუს, კარლ უეზერსის, ომიდ აბტაის და ვერნერ ჰერცოგის სახელები.[13]

პირველი სეზონის გადაღება დასრულდა 2019 წლის თებერვალში.[37] ცნობილია, რომ ყოველი ეპიზოდის წარმოება ღირდა 15 მილიონი აშშ დოლარი.[38]

თავისი, როგორც სერიალის წამწყვანი პროდიუსერის საქმიანობის აღწერისას, ფავრო ამბობდა: "ეს არ ჰგავს მთავარი მზარეულის საქმეს. შენ ადგენ მენიუს, იყვან ხალხს, რომელიც თავის საქმეში კარგია, ხელმძღვანელობ ხალხს, რომლებიც კერძებს ამზადებენ, ბოლოს კი მიართმევ." სერიალზე მუშაობა მან შეადარა რკინის კაცს — პირველი Disney+-ის გაშვებას უკავშირდებოდა, მეორე კი — Marvel-ის კინოსამყაროსი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ორივე პროექტზე მშვიდად მუშაობდა.[17]

წარმოებისას ფავრომ თავისი Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა სურათები გადაღებიდან.[39] ვარსკვლავური ომების შემქმნელი ჯორჯ ლუკასი ეწვია გადაღების მოედანს, ფავროსთვის მოულოდნელად.[40] ამონარიდი ჯონის საუბრიდან GQ Middle East-თან: "ერთი რამ მითხრა [ჯორჯ ლუკასმა] — 'გახსოვდეს, ჯონ, ყველა ამბისა და მითის ნამდვილი მაყურებლები არიან მოზარდები', ვინაიდან ჯოზეფ კემპბელის ნამდვილი მიმდევარია."[41] ტაიკა ვაიტიტის თანახმად, სერიალი თავისი განწყობით ახლოს იქნება ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგიის ფილმებთან. თავის ინტერვიუში რეჟისორმა ახსენა, რომ გადაიღო სცენა 50-60 შტორმტრუპერის მონაწილეობით. იცოდა რა, რომ ვარსკვლავური ომების ფანებს სხვა ელემენტებისადმი ინტერესიც ჰქონდათ, ფავრომ ისინი აიღო სერიალებიდან კლონების ომები და აჯანყებულები, ისევე, როგორც ლეგენდების უწყვეტობიდან.[42]

The Mandalorian DF sketch

მანდალორელის ჩანახატი, ავტორი ჯონ ფავრო.

როდესაც გადაღება მიმდინარეობდა მანჰეტენ-ბიჩზე (კალიფორნია), გადამღები ჯგუფის ტექნიკა მოიპარეს, რასაც მოჰყვა გამოძიება.[43][44] ILM-მა ლონდონში შექმნა ფილიალი, ILM TV, რომელიც იმუშავებს ამ და სხვა პროექტების გრაფიკაზე.[45] როგორც პირველად ითქვა კონფერენციის Disney Accelorator დროს,[46] სერიალის სპეციალური ეფექტების შექმნისას გამოყენებულია Epic Games-ის მიერ შემუშავებული ვიდეოთამაშების ძრავა. გადაღება აგრეთვე მიმდინარეობს კალიფორნიაში, საწყობში, რომელსაც იყენებდნენ მოძრაობის დაჭერისთვის.[47]

2019 წლის 2 აპრილს, პირველი სეზონის გამოსვლამდე, Lucasfilm-ს დაუკვეთეს მეორე სეზონის გადაღება.[48] Collider-თან მეფე ლომის კინოვერსიაზე საუბრისას ფავრომ აღნიშნა, რომ წერდა მეორე სეზონის სცენარს და წარმოება დაწყებული იყო.[49]

მუსიკა[]

2018 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სერიალისთვის მუსიკას დაწერდა შავი ავაზას კომპოზიტორი ლუდვიგ იორანსონი.[15] ფავრომ იორანსონი გაიცნო შავი ავაზას რეჟისორის, რაიან კუგლერის მეშვებოთ და ახალი პროექტის შესახებ ესაუბრა მანდალორელის წარმოებამდე ერთი წლით ადრე. როგორც ფავრომ Los Angeles Times-ს განუცხადა, მას სურდა, რომ მუსიკა ყოფილიყო "უფრო გაბედული, მკვეთრი და უფრო ტექნოლოგიურობით სავსე, ნახევრად ტექნოლოგიური, ნახევრად კლასიკური". იორანსონმა შთაგონებისთვის იმოგზაურა ბუნებაში, ეძებდა "ორგანულ" ჟღერადობას, რომელშიც აქტიურად იქნებოდა გამოყენებული სასულე საკრავები, ელექტრონულ და ორკესტრულ მუსიკასთან შერწყმით.[50]

გამოშვება[]

სერიალის პირველი ეპიზოდი გამოვიდა 2019 წლის 12 ნოემბერს.[3] მასთან დაკავშირებული საქონელი გამოვიდა Triple Force Friday-ს აღსანიშნად, 2019 წლის 4 ოქტომბერს.[51] ფავრომ, ფილონიმ და მსახიობთა გუნდმა მანდალორელის პანელი წარადგინეს Celebration Chicago-ს ფარგლებში, 2019 წლის 14 აპრილს. ამავე ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებმა იხილეს სერიალის პირველი კადრები.[52] რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობები გამოჩნდნენ გადაცემაში Good Morning America.[53]

2019 წლის 23 აგვისტოს სერიალის პირველი რგოლი აჩვენეს ანაჰაიმში, D23 Expo-ს ფარგლებში, პანელზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ფავრო, ფილონი და მსახიობები — პასკალი, კარანო, უეზერსი, ვაიტიტი და მინგ-ნა ვენი.[54] 19 ოქტომბერს, Disney+-ის პრესისთვის გამართული ღონისძიებების დღეს, Disney-მ პრესის წარმომადგენლებისთვის წარადგინა 27 წუთიანი მონტაჟი.[55] მეორე და საბოლოო რგოლი გამოვიდა 2019 წლის 28 ოქტომბერს.[56] სერიალის მსახიობებმა და შემქმნელებმა მიიღეს მონაწილეობა პირდაპირ ეთერში გამართულ კითხვების და პასუხების ბლოკში, 13 ნოემბერს, პირველი ეპიზოდის ეთერში გასვლიდან შემდეგ დღეს.[57]

The Walt Disney Company-ს ალან ჰორნის თქმით, თუკი სერიალი ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორიც ამჟამად არის, დასაშვებია მანდალორელის ან Disney+-ისთვის, ან კინოთეატრებისთვის ფილმის სახით გამოშვება.[58]

შემადგენლობა[]

"შესანიშნავ დროს ვატარებთ ამ საოცრად ნიჭიერ კოლექტივთან მუშაობით და მოხარულები ვართ, რომ სხვებიც ხედავენ, თუ რას ვაკეთებთ."
―ჯონ ფავრო StarWars.com-თან საუბრისას როლების შემსრულებელთა ოფიციალური წარდგენისას[13]
ტიპის მიხედვით
მსახიობები მსახიობები მითითების გარეშე გუნდი გუნდი მითითების გარეშე განსაკუთრებული მადლობა

მსახიობები

ძირითადი მსახიობების გარდა, შტორმტრუპერთა როლებს ასრულებენ 501-ე ლეგიონის წევრები.[79]

გუნდი


ეპიზოდები[]

სეზონი ლოგო ეპიზოდი პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში
პირველი
8[82]
12 ნოემბერი, 2019[3] 27 დეკემბერი, 2019[5]
მეორე[83]
8[84]
30 ოქტომბერი, 2020[83]
18 დეკემბერი, 2020[85]
მესამე[86]
8[2]
1 მარტი, 2023[87]
ცნობილი გახდება
მეოთხე[88]
ცნობილი გახდება
ცნობილი გახდება

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 New 'Star Wars' Trilogy in Works With Rian Johnson, TV Series Also Coming to Disney Streaming Service — Variety (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 30, 2022)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 The Mandalorian - Writers Guild of America WestWriters Guild of America's Directory (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 3, 2022)
  3. 3.0 3.1 3.2 StarWars.com D23 Expo 2019: The Mandalorian Poster Revealed StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 StarWars.com Jon Favreau to Executive Produce and Write Live-Action Star Wars Series StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 THE MANDALORIAN Project One-Sheet 10.9 (PDF) — lumiere-a.akamaihd.net (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 21, 2020) გვერდიდან Disney.com The Mandalorian Media Kit Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 Disney.com The Mandalorian Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 7.16 StarWars.com The Mandalorian First Image, Directors Revealed StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  8. 8.0 8.1 'The Mandalorian' Season 2 Bringing Back Dave Filoni to Direct Again ავტორი: ანდერტონი, ითენ — /Film (March 8, 2020) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 21, 2020)
  9. A New 'Mandalorian' Season 2 Director Is Revealed: 'Ant-Man's Peyton Reed ავტორი: ლორენს, გრეგორი — Collider.com (May 4, 2020) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 5, 2020)
  10. რობერტ როდრიგესი (@Rodriguez) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "I am truly humbled to say I have now had the very rare privilege of directing the biggest star in the universe. @StarWars #TheMandalorian #MayThe4th #StarWarsDay" (ეკრანის ანაბეჭდი)
  11. 11.0 11.1 11.2 Disney.com Disney+ Debuts Trailer & Key Art For Upcoming Season 3 Of "Star Wars: The Mandalorian" Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  12. 12.0 12.1 The Mandalorian (@themandalorian) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "In addition to his directing duties, Rick Famuyiwa will also executive produce Season 3 of #TheMandalorian.. #StarWarsCelebration" (არქივის ბმული)
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 StarWars.com Pedro Pascal Revealed as The Mandalorian StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  14. 14.0 14.1 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 17: რჯულგანდგომილი"
  15. 15.0 15.1 15.2 StarWars.com Ludwig Göransson to Compose Score for The Mandalorian StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  16. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ეპიზოდებში "თავი 1: მანდალორელი" (მანდალორელის პირველი სეზონი) და თავი 16: გადარჩენა (მანდალორელის მეორე სეზონი) მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, მანდალორელის ამ ორი სეზონის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს და მესამე სეზონშიც — დაახლოებით ამავე წელს.
  17. 17.0 17.1 17.2 Jon Favreau Unveils 'Star Wars' Series 'The Mandalorian,' Marvel Plans and a New Venture ავტორი: ბელონი, მეთიუ — The Hollywood Reporter (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 27, 2020)
  18. 18.0 18.1 The Mandalorian unmasked: 'We did things no Star Wars fan has ever seen' ავტორი: ჰიბერდი, ჯეიმზ — Entertainment Weekly (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 22, 2020)
  19. ჯონ ფავრო (@jonfavreau) Facebook-ზე (პუბლიკაცია): "#StarWars #TheMandalorian" (ეკრანის ანაბეჭდი)
  20. The InnovatorsDirectors Guild of America (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 8, 2020)
  21. StarWars.com starwars.com at Celebration III - Thank the Maker: George Lucas StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
  22. Live-Action Series Working Title RevealedTheForce.net (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 1, 2020)
  23. Producer Rick McCallum Talks RED TAILS and Live-Action STAR WARS TV Series; Describes Show as "EMPIRE STRIKES BACK on Steroids"Collider.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 8, 2020)
  24. 24.0 24.1 Star Wars TV series may shoot in Prague — ceskapozice.cz (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 13, 2011)
  25. Exclusive Interview: STAR WARS PRODUCER RICK MCCALLUM TALKS 3D & TV SERIES — ifMagazine.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი October 24, 2006)
  26. Toy Fair 2007 Promotional — jeditemplearchives.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 9, 2019)
  27. Star Wars 3D and Live Action TV Series Update from George Lucas — movieweb.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი March 7, 2020)
  28. DISNEY TO ACQUIRE LUCASFILM LTD. the Walt Disney Company-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  29. Star Wars producers halt unannounced Boba Fett standalone filmEntertainment Weekly (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 8, 2020)
  30. Live From the Red Carpet of Solo: A Star Wars Story! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
  31. Exclusive Details on Jon Favreau's STAR WARS TV Series — nerdist.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი September 17, 2018)
  32. Disney's Streaming Service Starts to Come Into FocusThe New York Times (არქივის ბმული დაარქივების თარიღი August 6, 2018)
  33. The Boba Fett Movie Isn't Happening Anymore — cinemablend.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 25, 2019)
  34. The Mandalorian Picks Up Game of Thrones Pedro Pascal as Its Leadio9 (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 22, 2020)
  35. Gina Carano Joins 'Star Wars' Series 'The Mandalorian'Variety (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 21, 2019)
  36. 'The Mandalorian' Adds Nick Nolte to CastVariety (არქივის ბმული დაარქივების თარიღი September 29, 2019)
  37. The Mandalorian: It's a wrap!Fantha Tracks (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 13, 2020)
  38. Momoa's "See" & "Mandalorian" Cost A FortuneDark Horizons (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 30, 2019)
  39. StarWars.com The Mandalorian: Behind-The-Scenes Photos from Creators and Cast StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  40. ჯონ ფავრო (@jonfavreau) Instagram-ზე (პუბლიკაცია): "Birthday Surprise" (ეკრანის ანაბეჭდი)
  41. Here's What Jon Favreau And George Lucas Have Been Talking About For The Mandalorian — gqmiddleeast.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 27, 2020)
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 The Mandalorian Panel – Sunday ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)
  43. Police Investigating Theft on Set of 'Star Wars' New Series 'The Mandalorian' — theblast.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 4, 2020)
  44. Grand Theft Investigated at Studio Hosting Star Wars TV Show 'The Mandalorian'The Hollywood Reporter (არქივის ბმული დაარქივების თარიღი February 25, 2020)
  45. INDUSTRIAL LIGHT & MAGIC LAUNCHES 'ILM TV' Industrial Light & Magic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  46. 2018 Disney Accelerator Demo Day to Livestream on ABCNews.com the Walt Disney Company-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  47. 'The Mandalorian' Actor Giancarlo Esposito Describes the New Technology Used on the 'Star Wars' ShowCollider.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 20, 2020)
  48. EXCLUSIVE: 'Star Wars' Live-Action Series 'The Mandalorian' Is Already Expected To Land A Season 2 On Disney+ — hnentertainment.co (არქივის ბმული დაარქივების თარიღი August 13, 2019)
  49. Exclusive: Jon Favreau Says He's Already Writing and Pre-Shooting 'The Mandalorian' Season 2Collider.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 20, 2020)
  50. 'Black Panther' composer Ludwig Göransson brings new sounds to 'Star Wars' series 'The Mandalorian' — latimes.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 10, 2020)
  51. StarWars.com Triple Force Friday Announced StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  52. StarWars.com The Mandalorian Panel Confirmed for Star Wars Celebration Chicago StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  53. Cast and creators of 'The Mandalorian' share details of highly-anticipated new 'Star Wars' show — goodmorningamerica.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 13, 2020)
  54. StarWars.com The Galaxy Far, Far Away Just Got A Little Bigger… StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  55. First Reactions to 'The Mandalorian' Praise the 'Star Wars' Disney+ Show as "Completely Amazing"Collider.com (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 14, 2020)
  56. {{SWYouTube|XmI7WKrAtqs|The Mandalorian – Official Trailer 2 | Disney+ | Streaming Nov. 12|sw_url=video/trailer-2-the-mandalorian}
  57. Star Wars (@StarWars) Facebook-ზე (პუბლიკაცია): "TONIGHT! Tune-in for a live Q&A with the cast and creative team behind #TheMandalorian, presented by Verizon. Watch it here at 8:30pm PST." (ეკრანის ანაბეჭდი)
  58. Disney Studios Chief Alan Horn on Scorsese v. Marvel, Challenges in a Changing BusinessVariety (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 9, 2020)
  59. Disney.com Episodic Photos | DTCI Media Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  60. 60.0 60.1 60.2 Here's what happened in the secret footage of The Mandalorian ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი — Entertainment Weekly (April 14, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 2, 2021)
  61. 61.0 61.1 First Look: Ming-Na Wen's Star Wars Assassin From The Mandalorian ავტორი: ენტონი ბრეზნიკანი — Vanity Fair (November 4, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 21, 2020)
  62. ჯონ ფავრო (@jonfavreau) Instagram-ზე (პუბლიკაცია) (ეკრანის ანაბეჭდი)
  63. The Mandalorian is described as Clint Eastwood in Star Wars ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი — Entertainment Weekly (April 14, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 22, 2020)
  64. 64.0 64.1 64.2 64.3 64.4 64.5 64.6 64.7 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 1: მანდალორელი", ტიტრები
  65. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 3: დანაშაული", ტიტრები
  66. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 2: ბავშვი", ტიტრები
  67. The Mandalorian Episode Three Easter Eggs: Life Day, Iron Man, Princess Leia, and More ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი — Vanity Fair (November 22, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 5, 2019)
  68. THE MANDALORIAN: 12 NEW IMAGES FROM THE DISNEY+ STAR WARS SERIES ავტორი: გრიფინი, დეივიდ — IGN (August 24, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი September 21, 2019)
  69. 69.0 69.1 69.2 69.3 69.4 69.5 The Mandalorian Gave Us a Few New Stars to Gaze at This Week ავტორი: ლუსიე, ჟერმენ — io9 (December 13, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 13, 2019)
  70. ერიკ გოლდმენი (@TheEricGoldman) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Bob Iger says Ming-Na Wen is part of The Mandalorian! On camera? Voice role? (Did we know this? I didn't know it!) #D23Expo" (არქივის ბმული)
  71. ნატალია ტენა (@NatTenaLady) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "The @themandalorian trailer is finally here! Can you spot my purple alien face? So honoured to have been part of this banging series, my inner geek is doing backflips with bells on." (არქივის ბმული)
  72. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 9: მარშალი", ტიტრები
  73. Exclusive: Timothy Olyphant Will Wear Boba Fett's Iconic Armor in The Mandalorian Season 2 ავტორი: სკირეტა, პიტერ — /film (May 19, 2020) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 19, 2020)
  74. 'The Mandalorian': Temuera Morrison Returns to 'Star Wars' Universe to Play Boba Fett ავტორი: კაუჩი, აარონ — The Hollywood Reporter (May 8, 2020) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 8, 2020)
  75. 75.0 75.1 75.2 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 10: მგზავრი"
  76. 76.0 76.1 76.2 76.3 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 11: მემკვიდრე"
  77. 77.0 77.1 77.2 ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 13: ჯედაი"
  78. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 16: გადარჩენა"
  79. 'The Mandalorian': Here's What We Know So Far About the 'Star Wars' Live Action Show ავტორი: სნოუდენი, სკოტ — Space.com (May 2, 2019) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 3, 2019)
  80. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 12: ალყა"
  81. ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 14: ტრაგედია"
  82. 'The Mandalorian': Jon Favreau Teases Disney+ Series at Star Wars CelebrationThe Hollywood Reporter (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 13, 2019)
  83. 83.0 83.1 StarWars.com The Mandalorian Season Two Begins October 30 on Disney+ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  84. The Mandalorian exclusive: First look inside season 2 ავტორი: ჰიბერდი, ჯეიმზ — Entertainment Weekly (არქივის ბმული დაარქივების თარიღი September 8, 2020)
  85. The Mandalorian Season Two Media Kit (PDF p. 1) — Walt Disney Direct-to-Consumer & International (არქივის ბმული დაარქივების თარიღი November 5, 2020)
  86. A ‘Mandalorian’ Movie? Pedro Pascal and Jon Favreau on the Future of the Newest ‘Star Wars’ Franchise ავტორი: ვერი, ადამ ბ. — Variety (არქივის ბმული დაარქივების თარიღი October 16, 2020)
  87. Star Wars (@starwars) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "The Mandalorian and Grogu return March 1 only on @DisneyPlus." (არქივის ბმული)
  88. Jon Favreau Confirms He's Working On The Mandalorian Season 4 While Opening Up About Star Wars Crossover Opportunities ავტორი: აიზენბერგი, ერიკ — Future Inc. (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 29, 2022)

დამატებითი ბმულები[]