ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ამ სტატიაში აღწერილია ტელესერიალი. იხილეთ აგრეთვე გუნდი.

""მინიმალური ეკიპაჟი" გვიამბობს ოთხი ბავშვის ამბავს, რომლებიც მშობლიურ პლანეტას ეძებენ ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში დაკარგვის შემდეგ და უცნაურ უცხომიწელებსა და სახიფათო ადგილებზე, რომლებიც მოგზაურობისას შეხვდებათ."
― StarWars.com[10]

ვარსკვლავური ომები: მინიმალური ეკიპაჟი არის ვარსკვლავური ომების მხატვრული ტელესერიალი, რომელიც Disney+-ზე გამოდიოდა 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2025 წლის 14 იანვრამდე. სერიალის — რომელშიც ჯუდ ლოუ განასახიერებს ჯოდ ნა ნავუდს და რომლის სიუჟეტი ასახავს ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში ოთხი ბავშვის მოგზაურობას — შემქმნელები და სცენარისტები არიან ჯონ უოტსი და კრისტოფერ ფორდი. მინიმალურ ეკიპაჟში ჩნდებიან უიმი (რავი კებოტ-კონიერსი), ფერნი (რაიან კირა არმსტრონგი), KB (კირიანა კრეტერი), ნილი (რობერტ ტიმოთი სმითი), ისევე, როგორც დროიდი SM-33 (ნიკ ფროსტი) და მეკობრეები ვეინი, ბრუტუსი, ჩელტი, გუნტერი და პაქსი. სერიალის ანონსმა პირველად გაიჟღერა 2022 წლის 17 მაისს, როდესაც მისი კოდური სახელწოდება ჯერ იყო სასკოლო როდეო. მისი ეპიზოდების რეჟისორები არიან უოტსი, დეივიდ ლოუერი, დენიელები (დენიელ კუონი და დენიელ შაინერტი), ჯეიკ შრაიერი, ბრაის დალას ჰოვარდი და ლი აიზეკ ჩუნი.

ოფიციალური აღწერა[]

"ვარსკვლავური ომები: მინიმალური ეკიპაჟი" აღწერს ოთხი ბავშვის მოგზაურობას, რომლებიც საკუთარ, თითქოს უსაფრთხო პლანეტაზე, იდუმალ რამეს აღმოაჩენენ და იკარგებიან უცხო და საშიშ გალაქტიკაში. შინ დასაბრუნებელი გზის პოვნა მოულოდნელ მოკავშირეებთან და მტრებთან შეხვედრა იქნება მათთვის ყველაზე წარმოუდგენელი თავგადასავალი.[11]

წარმოება[]

შემუშავება[]

"ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორც ცდილობენ შინ დაბრუნებას. მონაწილეობს ოთხი ბავშვი, მაგრამ ეს საბავშვო სერიალი არ არის."
― ჯონ უოტსი[12]

2022 წლის 17 მაისს Vanity Fair-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Disney+-ისთვის ფილმის ადამიანი ობობა: სახლისკენ გზა არ არის რეჟისორი ჯონ უოტსი იქნებოდა სერიალის შექმნელი და მთავარი პროდიუსერი. ფილმის ადამიანი ობობა: დაბრუნება სცენარისტი კრისტოფერ ფორდი იმუშავებს სერიალის სცენარზე.[5] იმავე თვეში Celebration Anaheim-ზე ცნობილი გახდა სერიალის სახელწოდება და დამატებითი დეტალები, მაგალითად — ჯუდ ლოუს მონაწილეობაზე.[12] ჯონ ფავრო და დეივ ფილონი მანდალორელის და ასოკას (რომელთა მოვლენები დროის ამავე პერიოდში ვითარდება)[12] შემქმნელები, სერიალის მთავარი პროდიუსერები გახდნენ.[2] ადამიანი-ობობის გადაღებისას ფავრომ უოტსს ჰკითხა, თუ აინტერესებდა ვარსკვლავურ ომებზე მუშაობა. პასუხად უოტსმა წარუდგინა ახალი სერიალის იდეა. ფავრომ ფილონის ატლანტიდან დაურეკა და სამივემ ვიდეოზარის მეშვეობით ისაუბრა.[13]

გადაღება[]

გადაღება დასრულდა 2023 წლის იანვარში.[14] სერიალის პირველი კადრები აჩვენეს Celebration Europe-ზე, 2023 წლის აპრილში.[15] 2023 წლის 12 აგვისტოს Industrial Light & Magic-მა Twitter-ზე დაადასტურა, რომ მისდამი დაქვემდებარებული სტუდიები სიდნეში და მუმბაიში მონაწილეობდნენ სერიალის ვიზუალური ეფექტების და ანიმაციის შემუშავებაში.[16] შოურანერ უოტსის თქმით, სერიალის წარმოებისას გამოიყენეს, როგორც ახალი, ასევე ტრადიციული სპეციალური ეფექტების სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის — წინასწარი ვიზუალიზაცია, მოძრაობის დაჭერა, სტოპ-კადრი და ფერწერული ფონები. უოტსს და ფორდს სტოპ-კადრის ტიპის ანიმაციაზე მუშაოვბისას აგრეთვე ეხმარებოდა ფილ ტიპეტი, რომელიც ორიგინალურ ტრილოგიაზე მუშაობდა, ხოლო ILM-ის მხატვარმა შექმნა ფერწერული ფონები.[17] ნახსენები ყექნიკის გარდა, გამოიყენებოდა გადასაღები მოედნები და ცოცხალი გარემო. ყველაზე დიდი გადასაღები მოედანი დაეთმო ხომალდ ონიქსის ფერფლს.[18]

გამოშვენა და შეფასება[]

სერიალის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა 2024 წლის 10 აგვისტოს.[19] მინიმალური ეკიპაჟის გამოშვება დაგეგმილი იყო 2023 წელს[2], თუმცა მოგვიანებით პრემიერა გადაიტანეს 2024 წლისთვის.[20] 2024 წლის 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ იგი Disney+-ზე გამოვიდოდა ამავე წლის 3 დეკემბერს.[19] იმავე წლის 27 ნოემბერს თარიღმა გადაიწია 2 დეკემბერს და ცნობილი გახდა ორი ეპიზოდის ერთად ჩვენებაზე, ისევე, როგორც საბოლოო ეპიზოდის 2025 წლის 14 იანვარს გამოსვლამდე ყოველი ახალი ეპიზოდის სამშაბათობით ჩვენებაზე.[3]

პეტერ შილინგის "Major Tom (Coming Home)"-ის ჰატური ვარიანტი გამოყენებულია ფილმის ოფიციალურ ტრეილერში.[21] მოგვიანებით იგი გამოვიდა ტექსტიანი მუსიკალური ვიდეოს "Youngee Wim (Bunky Dunko)" სახით.[22]

მედია[]

ეპიზოდები[]

ყოველი ეპიზოდის სახელწოდებაში გამოყენებულია ფრაზა ამავე ეპიზოდიდან.

# სურათი სახელწოდება პირველად ეთერში წარმ. #
1 SC-RealAdventure-Thumbnail "ეს შეიძლება იყოს ნამდვილი თავგადასავალი" 2 დეკემბერი, 2024[3] 1-1[1]
2 SC-PastTheBarrier-Thumbnail "ბარიერიდან ძალიან შორს" 2 დეკემბერი, 2024[3] 1-2[1]
3 SC-VeryInteresting-Thumbnail "ძალიან საინტერესოა, როგორც ასტროგაციის პრობლემა" 10 დეკემბერი, 2024 1-3[4]
4 SC-CantSayIRememberNoAtAttin-thumbnail "ვერ ვიტყვი, რომ არ მახსოვს ატ ატინი" 17 დეკემბერი, 2024[4] 1-4[1]
5 SC-LearnAboutPirates-Thumbnail "მეკობრეებზე ბევრი რამ უნდა შეიტყოთ" 24 დეკემბერი, 2024[4] 1-5[1]
6 SC-ZeroFriendsAgain-Thumbnail "კვლავ მეგობრების გარეშე" 31 დეკემბერი, 2024[4] 1-6[1]
7 SC-WereGonnaBeInSoMuchTrouble-Thumb "ბევრი უსიამოვნება გველის" 7 იანვარი, 2025[4] 1-7[1]
8 SC-TheRealGoodGuys-Thumbnail "ნამდვილი კარგი ტიპები" 14 იანვარი, 2025[4] 1-8[1]

პოსტერების გალერეა[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Premium-Era-real Skeleton CrewWriters Guild of America's Directory (May 28, 2023) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 28, 2023)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Star Wars: Skeleton Crew, an Original series starring Jude Law, from executive producers Jon Watts, Christopher Ford, Jon Favreau and Dave Filoni, is streaming in 2023 only on @DisneyPlus.." (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 StarWars.com Star Wars: Skeleton Crew Will Debut Early StarWars.com-ზე (November 26, 2024) (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Mark your calendars. 🗓️ On December 2, stream the two-episode series premiere of #SkeletonCrew, only on @DisneyPlus." (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Premium-Era-real Star Wars: The Rebellion Will Be Televised ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი — Vanity Fair (May 17, 2022) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 17, 2022)
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 Premium-Era-real 'Star Wars: Skeleton Crew' Announces Cast, Reveals First Look at Star Wars CelebrationVariety (April 7, 2023) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 7, 2023)
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 GettyImages-Logo SW Celeb Tues Wrap Up Press Blast Getty Images-ზე (April 11, 2023) (არქივის ბმული)
  8. StarWars.com Composer Mick Giacchino Joins Star Wars: Skeleton Crew - Reveal StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  9. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ეპიზოდებში "თავი 1: მანდალორელი" (მანდალორელის პირველი სეზონი) და "თავი 16: გადარჩენა" (მანდალორელის მეორე სეზონი) მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, მანდალორელის ამ ორი სეზონის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს და მესამე სეზონშიც — დაახლოებით ამავე წელს. StarWars.com SWCA 2022: 20 Highlights from Lucasfilm's Studio Showcase StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ ტელესერიალ მინიმალურ ეკიპაჟში მოვლენები ვითარდება იმავე დროს, რაც მანდალორელსა და ასოკაში (უკანასკნელის მოვლენებიც ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს, რაც განმარტებულია აქ). ამრიგად, მინიმალური ეკიპაჟის სიუჟეტის განვითარების დროც იგივეა.
  10. StarWars.com Star Wars: Skeleton Crew StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  11. ILMlogo Star Wars: Skeleton Crew Industrial Light & Magic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  12. 12.0 12.1 12.2 StarWars.com SWCA 2022: 20 Highlights from Lucasfilm's Studio Showcase StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  13. YouTube Jon Watts Pitched 'Skeleton Crew' To Jon Favreau On The Set Of 'Spider Man' #Shorts Entertainment Weekly YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  14. Premium-Era-real ‘Star Wars: Skeleton Crew': Disney+ Series Starring Jude Law Wraps Filming ავტორი: არმანდო ტინოკო — Deadline (January 22, 2023) (არქივის ბმული)
  15. StarWars.com SWCE 2023: 11 Highlights from Lucasfilm's Studio Showcase StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  16. TwitterLogo Industrial Light & Magic (@ILMVFX) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Industrial Light & Magic’s Sydney and Mumbai studios will be contributing visual effects and animation to the highly anticipated new Lucasfilm series starring Jude Law, "Star Wars: Skeleton Crew"." (არქივის ბმული)
  17. Premium-Era-real Star Wars: Skeleton Crew Brought Back a Familiar Face From the Original Trilogy Era ავტორი: სებასტიან პერისი — GameRant (May 7, 2024) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 6, 2024)
  18. GettyImages-Logo SKELETON CREW Production Brief FINAL 11-11-24.pdf, ავტორი: The Walt Disney Studios Getty Images-ზე (November 18, 2024) (არქივის ბმული)
  19. 19.0 19.1 SWYT-Logo Skeleton Crew | Official Trailer | Streaming December 3 on Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  20. Disney.com Disney+ is Just Getting Started: Non-stop New Exclusives Coming in 2024 Disney-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  21. SWYT-Logo Skeleton Crew | Official Trailer | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  22. SWYT-Logo Skeleton Crew | Youngee Wim (Bunky Dunko) Lyric Video | Now Streaming on Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)

დამატებითი ბმულები[]