ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

რთულია, დაინახო. ყოველთვის მოძრაობს მომავალი.

ამ გვერდზე აღწერილია მომავალი ეპიზოდების სერია.

ამა თუ იმ ნაწარმის გამოსვლის მოახლოებასთან ერთად სტატიის შიგთავსი დროდადრო შეიცვლება.

ვარსკვლავური ომები: მოლი: ჩრდილების ბატონი არის მომაგალი ანიმაციური ტელესერიალი, რომლის სიუჟეტი განვითარდება იმპერიულ ეპოქაში. მისი მთავარი გმირები იქნება მოლი, რომელიც აღადგენს კრიმინალურ იმპერიას. სერიალის შესახებ პირველად ითქვა Star Wars Celebration Japan-ზე, Lucasfilm Animation-ის 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნი პანელის დროს. მოლს სერიალში, ისევე, როგორც წინა ანიმაციურ სერიალებში, ახმოვანებს სემ უიტუერი.[1] მისი თქმით, სერიალის სიუჟეტი ვითარდება სითების შურისძიების და ჯედაის დაბრუნების შუალედში.[2]

შემუშავება[]

მოლის თემაზე ანიმაციური სერიალის მომზადების შესახებ პირველი ხმები გავრცელდა 2021 წლის ბოლო.[4] 2025 წლის 18 აპრილს, Star Wars Celebration Japan-ზე, Lucasfilm Animation-ის პანელზე ოფიციალურად გახდა ცნობილი სახელწოდება ვარსკვლავური ომები: მოლი: ჩრდილების ბატონი.[1] სერიალის პროდიუსერია ათენა ივეტ პორტილო, მთავარი სცენარისტია მეტ მიხნოვეცი[2], ხოლო სემ უიტუერი.[1] დაბრუნდება მოლის გამხმოვანებლის სახით.[1] მისივე თქმით, ანონსამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მან დეივ ფილონის სერიალის იდეა შესთავაზა.[2] პანელზე დამსწრეთათვის აჩვენეს სერიალის ტრეილერი, რომლის თანახმად, მისი ვიზუალური და ანიმაციური დეტალები კლონების ომების მსგავსია, თუმცა, საკუთარი თავისებურებებიც აქვთ.[5]

MaulStance-MaulShadowLord

მოლის კადრები აჩვენეს Lucasfilm Animation-ის 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნ ვიდეოში.

პანელზე ექსკლუზიურად ნაჩვენები ტრეილერიდან გაირკვა, რომ სერიალში მოთხრობილი იქნება მოლი კრიმინალურ სამყაროზე თავდასხმებზე, მისი ძალაუფლების აღდგენაზე, ინკვიზიტორ მაროკთან შეჯახებაზე და ახალი, ტვი'ლეკი შეგირდის აყვანაზე[5], რომელიც, ძალის ხილვაში ნანახის შემდეგ შეძენილი რწმენით, დაეხმარებოდა შურისგებაში.[6] ტრეილერში აგრეთვე ნაჩვენებია მოლის მსახურების მცირე გუნდი[7], რომელშიც შედის მანდალორელი რუკ კასტი.[8] მოლის კადრი ჩრდილების ბატონიდან აჩვენეს Lucasfilm Animation-ის 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნად გამოსულ ყველასთვის ხელმისაწვდომ რგოლში.[9]

შემადგენლობა[]

ტიპის მიხედვით
მსახიობები მსახიობები მითითების გარეშე გუნდი გუნდი მითითების გარეშე განსაკუთრებული მადლობა

მსახიობები

გუნდი

  • სცენარი – მეტ მიხნოვეცი და ბრედ რაუ[2]
  • პროდიუსერები – ათენა ივეტ პორტილო[2]
  • ჯოელ არონი[2]
  • კით კელოგი[2]


გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

მოვლენები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 StarWars.com In Star Wars: Maul - Shadow Lord, the Former Sith Returns StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Sam Witwer and Athena Portillo | Star Wars Celebration LIVE! 2025 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  3. ვიდეოში Sam Witwer and Athena Portillo | Star Wars Celebration LIVE! 2025 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) სემ უიტუერი ახსენებს, რომ ვარსკვლავური ომები: მოლი: ჩრდილების ბატონი აღწერს კლონების ომებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებ. ამ კონფლიქტის დასრულების წელი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. ამრიგად, სერიალის მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 18 იბ.
  4. New Star Wars Animated Series to Focus on Darth Maul's Shenanigans | Exclusive საიტზე cinelinx.com (November 1, 2021) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 18, 2025)
  5. 5.0 5.1 Maul: Shadow Lord Is Star Wars's Next Animated Series საიტზე Gizmodo (April 18, 2025) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი April 19, 2025)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Star Wars Holocron (@sw_holocron) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "A new animated series MAUL: SHADOW LORD has been announced. A first trailer was shown and depicts Maul as he navigates life between the events of The Clone Wars and Rebels. The plot seems to focus on Maul training a new padawan after having a vision she can help him seek revenge. The trailer shows Maul fight Marrok who says, "So it's true. You live." (არქივის ბმული)
  7. HarrisHarrisev9 (@HarrisHarrisev9) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "That Shadow Lord trailer was incredible!! Ruthless Maul and his remaining Mandalorian crew in the SW underworld! He takes on a young Apprentice too!! Ends with him fighting an Inquisitor in top a moving speeder! I'm SO HYPED! #SWCJ" (არქივის ბმული)
  8. z_kokonut (@z_kokonut) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Rook Kast is back in Maul Shadow Lord!! I'm glad to see her return. I remember the theories about her being the armourer in Mandalorian." (არქივის ბმული)
  9. Lucasfilm Animation 20th Anniversary ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
  10. 10.0 10.1 10.2 Lucasfilm Animation 20th Anniversary ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)