ვარსკვლავური ომები: სპეციალური გამოშვება: C-3PO 1 არის Marvel-ის ცალკეული კომიქსი, რომელიც გამოიცა 2016 წლის 13 აპრილს. თავდაპირველად იგი უნდა შესულიყო კამპანიაში მოგზაურობა ძალის გამოღვიძებამდე, მაგრამ გამოცემა რამდენიმეჯერ გადაიდო. მიუხედავად ამისა, მისი გარეკანის ვარიანტებზე გამოყენებულია ძალის გამოღვიძების ბანერი.
ეს კომიქსი, რომლის ტექსტის ავტორია ჯეიმზ რობინსონი, ხოლო მხატვარი — ტონი ჰარისი, აღწერს, თუ როგორ შეუცვალეს C-3PO-ს თავისი ხელი ახალი, წითელი ფერის ხელით. მოგვიანებით, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს კომიქსი შევიდა მაგარყდიანი კრებულში მოგზაურობა ძალის გამოღვიძებამდე: დამსხვრეული იმპერია. უკანასკნელი, თავის მხრივ, შედის მინისერიაში ვარსკვლავური ომები: დამსხვრეული იმპერია.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
- იხილეთ ყველას საყვარელი პროტოკოლური დროიდის ამბავი ძალის გამოღვიძებამდე მოგზაურობაში, ამ ცალკეულ კომიქსში, რომელიც მის ფილმში გამოჩენას წინ უსწრებს. საერთოდ, საიდან აქვს თრიპიოს წითელი ხელი? შეიტყვეთ აქედან, ჯეიმს რობინსონის და DC-ის ვარსკვლავური კაცის შემოქმედებითი გუნდის ორი ათწლეულის შემდეგ პირველ გაერთიანებაში!
- შესაძლოა, იცოდეთ ურთიერთობის ექვს მილიონზე მეტი ფორმა...მაგრამ ეს წიგნი ნებისმიერ ენაზე უნდა გქონდეთ![3]
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
ტიპის მიხედვით
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
გონიერი რასები
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საიდან აქვს C-3PO-ს წითელი ხელი? შეიტყვეთ გამოშვებაში ვარსკვლავური ომები: სპეციალური გამოშვება: C-3PO #1 StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1 Marvel Comics-ის 2015 წლის დეკემბრის შეთავაზებები, წყარო: Newsarama.com (September 15, 2015) (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი September 19, 2015)
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: სპეციალური გამოშვება: C-3PO 1, რესურსი: PREVIEWSworld საიტზე www.previewsworld.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი June 10, 2020)
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი განსაზღვრავს, რომ პო დემერონი წინააღმდეგობას შეუერთდა ჰოსნიანის მოვლენებამდე სამი წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ეს არის 34 იბშ. ამრიგად, დემერონი წინააღმდეგობას შეუერთდა იავინის ბრძოლამდე 31 წელს. ვინაიდან დემერონი წინააღმდეგობაში უკვე შედის კომიქსის ვარსკვლავური ომები: სპეციალური გამოშვება: C-3PO 1 მოვლენებისას, ვასკვნით, რომ ეს მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 31 წელი ან უფრო გვიანდელი პერიოდი. მეტიც, რომანში ძალის შემგროვებელი C-3PO-ს ხელი ჩნდება, რაც ნიშნავს, რომ კომიქსში მოვლენები ვითარდება ძალის შემგროვებლამდე. ძალის შემგროვებლის ავტორი კევინ შინიკი იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება მისი ამბავი ვარსკვლავური ომების კანონს, რესურსი: Collider საიტზე collider.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი November 19, 2019)– განსაზღვრავს, რომ ძალის შემგროვებლის მოვლენების განვითარების დრო წინ უსწრებს ძალის გამოღვიძებას (ანუ იავინის ბრძოლიდან 34 წელს). ეს ნიშნავს, რომ ძალის შემგროვებლის მოვლენათა განვითარების ყველაზე გვიანდელი თარიღი არის იავინის ბრძოლამდე 34 წლამდე 2 წლით ადრე, ანუ 32 იბშ. ამრიგად, ვარსკვლავური ომები: სპეციალური გამოშვება: C-3PO 1 31 და 32 წელს შორის ექცევა.