ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Blue-exclamation-mark

ეს სტატია ვარსკვლავური ომების ლეგენდების არაკანონიკურ საკითხზეა.

სტატიაში აღწერილი საკითხი ეხება მასალას, რომელიც შედის უსასრულობებში ან Lucasfilm-ის მიერ ითვლება არაკანონიკურად ლეგენდების უწყვეტობაში.

ტეგი და ბინკი არის კომიქსების მინისერია, რომელშიც შედის ოთხი გამოშვება და ერთი მცირე კომიქსი სერიიდან ვარსკვლავური ომები: ისტორიები. პირველი სამი კომიქსი დაკავშირებულია ორიგინალურ, ხოლო მეოთხე — პრიკველების ტრილოგიასთან. მოკლე კომიქსი აგრეთვე გამოიცა როგორც ტეგის და ბინკის დაბრუნება: სპეციალური გამოცემა. მინისერიის ყველა კომიქსი არის არაკანონიკური და სახუმარო ხასიათის.

წარმოშობა[]

ეს სერია შექმნილია კევინ რუბიოს მიერ. სერიაში ვარსკვლავური ომები: ისტორიები შეტანილია მოკლე კომიქსების შემდეგ Dark Horse-მა და Lucasfilm-მა კევინს შეუკვეთეს ორნაწილიანი მინისერია — ტეგი და ბინკი დაიხოცნენ 1 და ტეგი და ბინკი დაიხოცნენ 2.

კომიქსების სიუჟეტი კომედიური ხასიათისაა და ეფუძნება ტომ სტოპარდის პიესას როზენკრანცი და გილდენშტერნი დაიხოცნენ. ეს ნამუშევარი, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან უილიამ შექსპირის ჰამლეტის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რუბიოს შემთხვევაში ადაპტირებულია როგორც ვარსკვლავური ომების ფარგლებში ორი უიღბლო აჯანყებულების ამბავი. ორივე გმირი დროდადრო ხვდება ორიგინალური და პრიკველების ტრილოგიის გმირებს.

მიუხედავად გამოშვებების შეზღუდული რაოდეობისა, ტეგის და ბენკის თავგადასავლებმა სამყაროს მოყვარულთა რიგებში საკულტო სტატუსი შეიძინეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, კომიქსის პირველი გამოშვება აშშ-ში ინტერნეტ-აუქციონებზე 175 დოლარად გაიყიდა, თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს ყალბი ინფორმაცია.

ტეგ გრინლი და ბინკ ოტაუნა აგრეთვე გამოჩნდნენ ფილმში სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (მიუხედავად იმისა, რომ არაკანონიკურ სტატუსს ატარებდნენ).

გამოშვებები[]

მოკლე კომიქსები[]

კრებულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement