ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: გაფართოებული გამოცემა არის ფილმ უკანასკნელი ჯედაის ადაპტაცია რომანის სახით. მისი ავტორია ჯეისონ ფრაი, რომელმაც წიგნი რაიან ჯონსონის მხრიდან მცირე წვლილით შექმნა. რომანში, განსხვავებით ფილმისგან, შეტანილია არა მხოლოდ ფილმის დამატებითი, ამოჭრილი სცენების აღწერა, არამედ სრულიად ორიგინალური დამატებითი ეპიზოდები. წიგნი გამოიცა 2018 წლის 6 მარტს Del Rey-ს მიერ. აგრეთვე გამოვიდა მისი აუდიოვერსია.
Contents
შეჯამება გამომცემლობისგან
დაწერილი რეჟისორ რაიან ჯონსონის მონაწილეობით, უკანასკნელი ჯედაის ეს ოფიციალური ადაპტაცია აფართოებს ფილმის ჩარჩოებს და შეიცავს სცენებს სცენარის ალტერნატიული ვერსიიდან და სხვა მასალებს.
იმპერიის ფერფლიდან წარმოიშვა გალაქტიკის თავისუფლების კიდევ ერთი საფრთხე: ულმობელი პირველი ორდენი. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ახალი გმირები, რომლებმაც იარაღი აიღეს და, შესაძლოა, ამას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. რეი, ძალით ძლიერი ობოლი; ფინი, ყოფილი მოიერიშე, რომელიც უწინდელ პატრონებს უპირისპირდება; და პო დემერონი, X-ფრთებიანების უშიშარი პილოტი, გაერთიანდნენ, რათა იბრძოლონ ლეია ორგანასა და წინააღმდეგობასთან ერთად. მაგრამ მოწინააღმდეგე პირველი ორდენის უზენაესი მეთაური სნოუკის და მისი ულმობელი ძალოვანი კაილო რენის სიძლიერე აღემატება. ამ მტრის წინააღმდეგ ნათელის მებრძოლნი საბოლოოდ აღმოჩნდებიან განადგურების გზაზე. მათი ერთადერი იმედია დაკარგული ლეგენდა: ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი.
იქ, სადაც დასრულდა ძალის გამოღვიძება, იწყება უკანასკნელი ჯედაი, სადაც ბრძოლა ნათელსა და წყვდიადს შორის საოცარ ახალ სიმაღლეებს იპყრობს.
აგრეთვე თვალწარმტაცი ფოტოსურათები პოპულარული ფილმიდან.[1]
უწყვეტობა
რომანში არის რამდენიმე განსხვავება ფილმისგან და სცენები, რომლებიც ფილმში არ მოხვედრილა:
- წიგნს იწყება სიზმრის სცენა, რომელშიც ლუკ სკაიუოკერი ხედავს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი სიცოცხლე, თუკი იგი ლეია ორგანას არ გადაარჩენდა სიკვდილის ვარსკვლავიდან და არასოდეს შეუერთდებოდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის რიგებს. ამ ალტერნატიულ ცხოვრებაში მისი ცოლი იგი კემი მარსტრაპი, ბიგზ დარკლაიტერის ოჯახი დააპატიმრეს მოიერიშეებმა, ჯაბა დესილიჯიკ ტიურე არავის მოუკლავს, ტასკენები ტატუინიდან გაქრნენ, ლეია სიკვდილით დასაჯეს და მოხდა სხვა მოვლენებიც. ლუკი ამ სიზმარში აგრეთვე ნანობდა, რომ არ ჰყავდა შვილები.
- აღწერილია ჰან სოლოს დასაფლავების ცერემონია, რომელიც დ'ქარის ევაკუაციისას მიმდინარეობს. ამ დასაფლავებისას ლეია საუბრობს ქმრის შესახებ, იხსენებს მისი სიცოცხლის აღსანიშნავ ფაქტებს და გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდის მოვლენებს.
- ელვისებურზე კაპიტან მოდენ კენედის და ზემდეგ სადეი ბასკუსს შორის დიალოგი უფრო ვრცელია.
- სანამ ლუკი რეის აქ-ტოზე ამეცადინებს, ჩუბაკა იწყებს ათასწლოვანი შავარდენიდან იმ დამატებითი დეტალების და შესწორებების მოშორებას, რომლებიც დაამატეს განის დუკეინმა, ირვინგებმა და უნკარ პლატმა.
- აქ-ტოზე ლუკი რეის უამბობს მცველთა მონათესაო ტომის შესახებ, რომელიც თვეში ერთხელ მათ სოფელს თავს ესხმის. რეი შოკირებულია და გარბის მცველთა დასახმარებლად, თუმცა ლუკი აფრთხილებს, რომ გაგდების შემთხვევაშიც, ისინი შემდეგ თვეში უფრო დიდი რაოდენობით დაბრუნდებიან. აღმართული სინათლის მახვილით რეი მაინც შერბის მცველებთან და აღმოაჩენს, რომ მათ სინამდვილეში ზეიმი აქვთ.
- სიდიადეზე შეპარული ფინი, როუზ ტიკო და დიჯეი აღმოჩნდებიან ტურბოლიფტში, რომელშიც აგრეთვე იმყოფებიან პირველი ორდენის მოიერიშეები. მათგან ერთ-ერთი ფინს იცნობს, მაგრამ უბრალოდ ულოცავს ოფიცრის წოდების მიღებას. ფინი ხვდება, რომ პირველ ორდენში არსებული ბიუროკრატიის გამო მისი ღალატის ამბავი ყველგან არ გავრცელებულა.
- კრეიტის ბრძლისას ლუკს ესმის ნაცნობი ხმა, რომელიც ეუბნება "ლუკ, გაუშვი".
- რომანის დასასრულს ლეია და ჩუი დასტირიან ყველა დაღუპულს, მათ შორის — ჰანს და სოლოს, ხოლო ორგანა ვუკის ეუბნება, რომ ახლა მხოლოდ ისინი დარჩნენ.
მედია
გამოცემები
- ISBN 9780525618911;[2] 1 მარტი, 2018; Del Rey; Emerald City Comic Con 2018, შეზღუდული გამოცემა[3]
- ISBN 9781524797119; 6 მარტი, 2018; Del Rey; აშშ, მაგარი ყდა[1]
- ISBN 9780525618881; 6 მარტი, 2018; Del Rey; Barnes & Noble-ის ექსკლუზიური გამოცემა[4]
- ISBN 9780525618898; 6 მარტი, 2018; Del Rey; ავტოგრაფიანი ვერსია[5]
- ISBN 9781524797126; 6 მარტი, 2018; Del Rey; აშშ, ელექტრონული წიგნი
- ISBN 9781524797133; 27 ნოემბერი, 2018; Del Rey; აშშ, რბილი ყდა
გარეკანების გალერეა
შენიშვნები და სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2
ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: გაფართოებული გამოცემა (ვარსკვლავური ომები) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული) (მაგარი ყდა)
- ↑ ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: გაფართოებული გამოცემა, Emerald City Comic Con 2018, შეზღუდული გამოცემა
- ↑ დალარდი, ლიზა (2018-01-25). კონვენციისთვის გამოშვებული 'უკანასკნელი ჯედაის' ექსკლუზიური რომანი Emerald City Comic Con-ზეა. Coffee With Kenobi. www.coffeewithkenobi.com. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: April 20, 2018. მოძიებულია: April 20, 2018.
- ↑
უკანასკნელი ჯედაი: გაფართოებული გამოცემა (B&N-ის ექსკლუზიური გამოცემა) (ვარსკვლავური ომები) Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ უკანასკნელი ჯედაი (ვარსკვლავური ომები) - ჯეისონ ფრაის ავტოგრაფიანი ვერსია. Books-a-Million. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: August 23, 2019. მოძიებულია: August 23, 2019.