FANDOM


Premium-Eras-canonPremium-Era-real
Yoda-for-MesBox შენ მომავალს ხედავ
ამ გვერდზე აღწერილია მომავალი ნაწარმი.
სტატიის შიგთავსი დროდადრო შეიცვლება, ამა თუ იმ ნაწარმის გამოსვლის მოახლოებასთან ერთად.
ძალა ჯედაის შესაძლებლობებს ანიჭებს. იგი ენერგიის ველია, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება ქმნის…
―ციტატა, რომლითაც პროეექტი წარადგინეს Celebration Chicago-ზე[წყარო]

ვარსკვლავური ომები: უმაღლესი რესპუბლიკა, მანამდე ცნობილი როგორც პროექტი "კაშკაშა", არის მომავალი პროექტი, რომელზეც მუშაობენ კევან სკოტი, ჩარლზ სოული, კლაუდია გრეი, დენიელ ხოსე ოლდერი და ჯასტინა აირლენდი. იგი მოიცავს წიგნებს და კომიქსებს, რომლებიც ერთ ამბავს აღწერენ. მათი გამოცემა დაიწყება 2021 წელს.[4] პროექტის დეტალები ცნობილი გახდა 2020 წლის 24 თებერვალს.[6]

შემუშავება

პროექტის იდეის ავტორი იყო Lucasfilm Publishing-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, მაიკლ სიგლეინი, რომელიც 2018 წლის ზაფხულში ყოველ მწერალს გაესაუბრა და შესთავაზა, ემუშავათ პროექტზე, რომელსაც იმ დროს უწოდებდა "ყველა ვარსკვლავის ინიციატივას". კევან სკოტს მან პროექტის არსი განუმარტა საუზმის დროს, როდესაც ორივე ესწრებოდა San Diego Comic-Con 2018-ს, მაგრამ არ უთქვამს, ვინ იმუშავებდა "კაშკაშაზე" მის გარდა.[7]

Luminous crew at Skywalker Ranch

აირლენდი, გრეი, სოული, ოლდერი და სკოტი რანჩო "სკაიუოკერზე".

რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში, ხუთივე მწერალი გაემგზავრა რანჩო "სკაიუოკერზე", კალიფორნიაში, სადაც დაიწყო ამბის შემუშავება.[8] მათ აგრეთვე შეუერთდნენ Lucasfilm Publishing-ის რედაქტორთა გუნდი და Lucasfilm Story Group. ერთად რამდენიმე დღე იმუშავეს, პროექტის განხილვაში, მაგრამ აგრეთვე იხილეს ახალი იმედის 4K ვერსია. რანჩოს მოგვიანებით, 2019 წლის მარტში, კვლავ ეწვივნენ[1] — ამჯერად მათ უჩვენეს იმპერიის საპასუხო დარტყმის 4K ვარიანტი.[7]

პროექტის ოფიციალური ანონსი გაიმართა ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 15 აპრილს, Star Wars Celebration Chicago-ზე, Lucasfilm Publishing-ის პანელზე[1], ხოლო უფრო ვრცელი განხილვა, წიგნების და კომიქსების სახელწოდებების, გარეკანების და მცირე დეტალების მითითებით, გაიმართა 2020 წლის 24 თებერვალს.[5]

მედია

რომანები

კომიქსები

ბიბლიოგრაფია

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 SWYTlogo Star Wars Celebration Chicago 2019: პირდაპირი ეთერი - დღე 4| The Star Wars Show LIVE! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 SWCustom-2011 NYCC 2019: 'პროექტ "კაშკაშას"' დეტალები და სხვა ცნობილი გახდა Lucasfilm Publishing-ის პანელზე საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 SWYTlogo ვარსკვლავური ომები: უმაღლესი რესპუბლიკა | ანონსის ტრეილერი ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
  4. 4.0 4.1 SWCustom-2011 უმაღლესი რესპუბლიკის განახლებული თარიღები საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 SWCustom-2011 Lucasfilm 2020 წელს დაიწყებს გამოცემების კამპანიას ვარსკვლავური ომები: უმაღლესი რესპუბლიკა საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  6. ჟერმენ ლუსიე Twitter-ზე (2020-01-28). წაკითხვის თარიღი: იანვარი 29, 2020.
  7. 7.0 7.1 კევან სკოტი (2019-04-20). რა არის პროექტი "კაშკაშა". არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: თებერვალი 24, 2020. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 5, 2019.
  8. ჩარლზ სოული (2019-04-15). რა არის 'ვარსკვლავური ომები: პროექტი "კაშკაშა"'?. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: თებერვალი 24, 2020. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 5, 2019.
  9. Del Rey-ს "კაშკაშას" პროექტი. Random House Books. Random House (2020). არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: თებერვალი 25, 2020. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 25, 2020.


ვარსკვლავური ომები: უმაღლესი რესპუბლიკა
წიგნები ჯედაების ნათება (აუდიოწიგნი) · წყვდიადისკენ (აუდიოწიგნი) · სიმამაცის შემოწმება (აუდიოწიგნი)
კომიქსები უმაღლესი რესპუბლიკა: 1
უმაღლესი რესპუბლიკა: თავგადასავლები: 1
რედ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.