ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია 2013–2014 წლების კომიქსების მინისერია, გამოცემული Dark Horse-ის მიერ. იხილეთ აგრეთვე ფილმის ორიგინალური სცენარის მონახაზი, რომელსაც ეფუძნება კომიქსი.
Blue-exclamation-mark

ეს სტატია არაკანონიკურ საკითხს აღწერს.

სტატია აღწერს საკითხს, რომელიც არაკანონიკურად ითვლება.

Tsw page

კომიქსის შესავლის ნაწყვეტი.

ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია არის რვა გამოშვებისგან შემდგარი კომიქსების სერია, რომლის გამოცემა 2013 წლის სექტემბერში Dark Horse Comics-მა დაიწყო. მასში ადაპტირებულია ჯორჯ ლუკასივარსკვლავური ომების ორიგინალური, 1973 წლის მონახაზი, რომელშიც ლუკ სკაიუოკერი ასაკოვანია და უკვე ჯედაი არის, ხოლო მთავარი პერსონაჟია ენიკინ სტარკილერი. სერიის ტექსტის ავტორია ჯონათან რინზლერი, ხოლო მხატვარი — მაიკ მეიჰიუ.

სიუჟეტი[]

ვარსკვლავური ომების სიუჟეტი დროდადრო ახლოს არის დასრულებულ ვერსიასთან, მაგრამ არსებობს მრავალი განსხვავებაც.

სამყაროს ამ ვარიანტში ჯედაი-ბენდუები ასი ათასი წლის განმავლობაში არიან ძირითადად კეთილმოსურნე იმპერატორის პირადი მცველები. მთავარი გმირია ენიკინ სტარკილერი, ყოფილი ჯედაი ბენდუ კეინ სტარკილერის ძე. იგი ტოვებს მშობლიურ, კესილის სისტემაში მდებარე უტაპაუს და მიემგზავრება აკვილეზე, პლანეტაზე, რომელიც ახალი გალაქტიკური იმპერიისგან დამოუკიდებელია. თუკი საბოლოო ვარიანტში ობი-ვან კენობი ბრძენი მოხუცია, 1974 წლის ვერსიაში მოხუცი ლუკ სკაიუოკერი გვევლინება ენიკინის მასწავლებლად.[4]

აკვილეს, პრინცესა ლეიას მშობლიურ პლანეტას, თავს ესხმის იმპერია, რომელსაც სურს მისი დაქვემდებარეშე მყოფი კლონირების ტექნოლოგიების მითვისება. აკვილეების მეფე შეიტყობს ამ ზრახვის შესახებ ერთ-ერთი ჯაშუშის, კლიგ უიტსანის დახმარებით, რომელიც იმპერიის დედაქალა ალდერაანშია მივლენილი. პლანეტის დასაცავად მეფე იმპერიის კოსმოსურ ციხესიმაგრეს უტევს. ამ მოვლენათა განვითარებისას ორი დროიდი ავარიულად ეშვებიან პლანეტაზე მდებარე ჯანდლენდის ვერანებზე.[4]

მეფე მოგვიანებით იღუპება, ამიტომ პრინცესა ლეია იმპერიის სამიზნედ იქცევა — მათ სურთ მისი მანიპულირება და ამ გზით პლანეტის მართვა. ენიკინი უკვე ლუკის პადავანია და მასთან ერთად პრინცესას დასაცავად მიემგზავრება. მისი გადარჩენის შემდეგ, ჯედაები ჯანდლენდის ვერანების გავლით მიემგზავრებიან კოსმოპორტის ქალაქ გორდონის მიმართულებით, სადაც პოულობენ ჰან სოლოს, რომელიც ამ ვარიანტში არის ურელიელი, დიდი, ვუკიებზე, მათვე მშობლიურ პლანეტა იავინზე მონადირე რეპტილია.[4]

სოლო, კეინ სტარკილერის ძველი მეგობარი, ვალორუმის მეთაურობით, სატვირთო ხომალდით მიემგზავრება პლანეტიდან. იმპერიული პატრულისგან გაქცევისას კეინი იღუპება, გაწირავს რა საკუთარ თავს სხვების გადასარჩენად, ხოლო ვალორუმი აღმოჩნდება სითი რაინდი.[4]

იმპერიული ხომალდით გატაცების და ვალორუმისგან გაქცევის შემდეგ მთავარ გმირებს მისდევენ ასტეროიდების ნაკადის გავლით. ისინი იძულებულები არიან, ვუკიების პლანეტაზე შეჩერდნენ. მოგზაურები იქ ვუკიებს ურელიელებთან საბრძოლველად უერთდებიან და გაიცნობენ ვუკი ჩუბაკას. ისინი იკრიბებიან ანთროპოლოგების, ოუენ და ბერუ ლარსების სახლში, ხოლო ლეიას იმპერიელები იჭერენ და ციხესიმაგრეში გადაჰყავთ.[4]

აკვილეზე დაბრუნებისას ენიკინი იცვამს მოიერიშის აბჯარს, რათა ციხესიმაგრეში შეაღწიოს, მაგრამ მას იჭერენ. დართ ვეიდერი ვალორუმს სტარკილერის მოკვლას უბრძანებს, მაგრამ ვალორუმი გადაიფიქრებს და ენიკინს ათავისუფლებს. უკანასკნელი გადაარჩენს ლეიას და პლანეტას ტოვებს, ხოლო ლუკი ამ დროს ვუკიების მებრძოლთა ესკადრილიის თანხლებით ციხესიმაგრეს ანადგურებს.[4]

აკვილეზე დაბრუნებული ლეია, უკვე დედოფლის რანგში, ენიკინს „აკვილეს მფარველი ლორდის“ წოდებას ანიჭებს.[4]

გამოშვებები[]

ფერების განმარტება:
შეტანილია რბილყდიან კრებულში გამოსული მომავალი
# სახელწოდება გამოცემის
თარიღი
რბილყდიანი
კრებული
მაგარყდიანი კრებული სასაჩუქრო მაგარყდიანი კრებული ეპიკური კოლექცია
1 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 1 4 სექტემბერი, 2013[5] TheStarWarsTPB
ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია
22 ივლისი, 2014[6]
TheStarWarsHC
ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია
22 ივლისი, 2014[7]
TheStarWars-DeluxeHC-Front
ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია
26 აგვისტო, 2014[8]
SWLegendsEpicCollection-Infinities
უსასრულობები
16 დეკემბერი, 2015[9]
2 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 2 2 ოქტომბერი, 2013[10]
3 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 3 6 ნოემბერი, 2013[11]
4 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 4 4 დეკემბერი, 2013[12]
5 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 5 5 თებერვალი, 2014[13]
6 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 6 12 მარტი, 2014[14]
7 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 7 16 აპრილი, 2014[15]
8 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 8 28 მაისი, 2014[16]
0 ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია 0 31 დეკემბერი, 2013[17]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. HorselessHeadman Lucasfilm და Dark Horse იუწყებიან ვარსკვლავური ომების გამოცემის შესახებ! Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #1 (რინ რენჯის გარეკანი) Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  3. Amazon-Favicon ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Get Thee to the Geek: ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომების“ ძალიან განსხვავებული პირველი მონახაზი საიტზე www.hollywood.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი January 1, 2016)
  5. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #1 (ნიკ რენჯის გარეკანი) Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  6. Amazon-Favicon ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  7. Amazon-Favicon ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  8. Amazon-Favicon ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია, სასაჩუქრო მაგარყდიანი გამოცემა Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  9. Marvel-TemplateLogo ვარსკვლავური ომების ლეგენდების ეპიკური კოლექცია: უსასრულობები (რბილყდიანი კრებული) Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  10. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #2 (ნიკ რენჯის გარეკანი) Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  11. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #3 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  12. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #4 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  13. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #5 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  14. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #6 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  15. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #7 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  16. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #8 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  17. HorselessHeadman ვარსკვლავური ომები: შავი ვერსია #0 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
სხვა ენებზე
Advertisement