ვარსკვლავური ომები: შიშის გალაქტიკა არის საყმაწვილო რომანების სერია. იგი მოიცავს იავინის ბრძოლის შემდეგ 6-18 თვის განმავლობაში განვითარებულ[1], იმპერიის საპასუხო შეტევის წინმსწრებ მოვლენებს.
სერიის ყველა რომანის ავტორია ჯონ უიტმენი. მთავარი გმირები არიან სამი ადამიანი — ტეშ არანდა, ზაკ არანდა და მათი ბიძა, ში'იდო მამონ ჰული — და დროიდი DV-9. ტეში და ზაკი გადაურჩნენ ალდერაანის განადგურებას. ისინი ძალისადმი მგრძნობიარენი არიან, რომლებიც ცდილობენ, გაექცნენ გალაქტიკური იმპერიის რისხვას. გმირები მოგზაურობენ მთელ გალაქტიკაში, ხვდებიან კიდევ ერთ ში'იდოს, მეცნიერ ბორბორიგმუს გოგს და დართ ვეიდერს. სიუჟეტში მონაწილეობენ ვარსკვლავური ომების სხვა ცნობილი პერსონაჟებიც.
წიგნები[]
- ცოცხლად შეჭმულნი — თებერვალი, 1997[1]
- მკვდრების ქალაქი — თებერვალი, 1997[1]
- ეპიდემია პლანეტაზე — აპრილი, 1997[1]
- ღამის კოშმარის მექანიზმი — ივნისი, 1997[1]
- ჯედაის აჩრდილი — აგვისტო, 1997[1]
- საზარელი ჯარი — ოქტომბერი, 1997[1]
- ტვინიანი ობობები — დეკემბერი, 1997[1]
- გროვა — თებერვალი, 1998[1]
- სპორა — აპრილი, 1998[1]
- განკითხვის დღის ხომალდი — ივნისი, 1998[1]
- კლონები — აგვისტო, 1998[1]
- შიმშილი — აგვისტო, 1998[1]
იხილეთ აგრეთვე[]
წყაროები[]
Around the Galaxy — Star Wars Galaxy Magazine 10