- „ჯერ დღე დადგება
მოჰყვება ღამე.
წყვდიადს შეცვლის
კვლავ სინათლე.
და სხვაობას,
იხილავ მხოლოდ
თუ ნაცრისფერს გაარჩევ
ჯედაის ოსტატი თვალებით.“ - ―„უილების დღიური, 7:477“, რომანის ეპიგრაფი
ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება არის ფილმ ძალის გამოღვიძების ადაპტაცია რომანის სახით. მისი ავტორია ალან დინ ფოსტერი. ძალის გამოღვიძება გამოიცა 2015 წლის 18 დეკემბერს, Del Rey-ს მიერ, აუდიო და ფიზიკური წიგნების სახით. მაგარყდიანი გამოცემა გამოვიდა 2016 წლის 5 იანვარს. რბილყდიანი ვერსია გამოიცა 2016 წლის 27 სექტემბერს, დამატებითი მოთხრობებით სრულყოფილი იარაღი (დილაილა ს. დოუსონი) და სატყუარა (ალან დინ ფოსტერი). აგრეთვე გამოვიდა წიგნის აუდიოვერსია.
უწყვეტობა[]
რომანი შეიცავს მონაკვეთებს, რომლებიც მას განასხვავებს ფილმისგან და სცენებს, რომლებიც არ არის შეტანილი არც საბოლოო ვერსიაში, არც ამოჭრილ კადრებში.
- რომანი იწყება სცენით, რომელშიც ლეია ორგანა ფიქრობს წარსულზე და პო დემერონის დავალებით გაშვებაზე. შემდეგ აღწერილია სცენა, რომლითაც იწყება თავად ფილმი — ჯაკუზე პირველი ორდენის გამოჩენა.
- ტუანულზე თავდასხმისას FN-2003 მოკლულია ადგილობრივი მოსახლის მიერ, ბლასტერით. ფილმში ამ მოქმედებას ახორციელებს პო.
- იმას, რომ FN-2187-მა ვერ გაისროლა ბლასტერიდან, მიაწერენ თავად იარაღის ტექნიკურ გაუმართაობას. ეს განმარტავს იმას, თუ რატომ ბრძანა ფაზმამ მისი იარაღის შემოწმება.
- ნიიმას ავანპოსტზე რეი BB-8-ის გამო ევაჭრება უნკარ პლატს და არა უარს ამბობს, როგორც ეს ფილმშია. საბოლოოდ, იგი თანხმდება დროიდის 100 ულუფის სანაცვლოდ გაყიდვაზე, მაგრამ შემდეგ შეთანხმებას არღვევს და პლატს ულუფებს უბრუნებს. ამით მათ შორის ურთიერთობა უფრო იძაბება, მაგრამ გოგონა თანასოფლელების პატივისცემას იმსახურებს.
- ლეიას პირადი რწმუნებული, კორ სელა ახალი რესპუბლიკის სენატში მიემართება, რათა დაითანხმოს რესპუბლიკა პირველ ორდენთან საბრძოლველად. ამით ნათელი ხდება, რომ წინააღმდეგობა არ წარმოადგენს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილს. სელა აგრეთვე ნახსენებია როგორც „სტარკილერის“ სუპერიარაღის პირველი გასროლის მსხვერპლი.
- ერთ-ერთი სცენა აღწერს ჯაკუზე ნაგვის შემგროვებელთან პოს შეხვედრას და მის გაქცევას პლანეტიდან, TIE გამანადგურებლის ავარიის შემდეგ. იგივე სცენა განმეორებით არის ნაჩვენები კომიქსში პო დემერონი 26, თუმცა შესამჩნევია რამდენიმე შეუსაბამობა.[6]
- ერავანაზე ჟღერს რაზუ კინ-ფის მონოლოგი, თუმცა ფილმში იგი არ შევიდა. ბალა-ტიკის ტექსტის განვრცობილია, მაგრამ არ ითვლება კანონიკურად, ვინაიდან ეწინააღმდეგება ფილმის დიალოგში გაჟღერებულს.
- როდესაც ჰან სოლოს მისდევს რათტარი, ტოლომარ რიზთან შეტაკების და მისი მხეცის ხახაში ჩაგდების სანაცვლოდ, სოლო სცემს და მხეცს უგდებს გუავიანური სიკვდილის ბანდის წევრს.
- ტაკოდანას სასახლეში, მას შემდეგ, რაც ფინი გადაწყვიტავს, დატოვოს სხვები და თავი აარიდოს უსიამოვნებებს, ჩნდებიან უნკარ პლატი და მისი თანამზრახველები, რომლებიც აპირებენ რეის და BB-8-ის გატაცებას. რეი ცდილობს, ესროლოს პლატს ჰანის ბლასტერით, მაგრამ უსაფრთხოების რეჟიმი გამორთული არ აქვს, რის გამოც პლატი მას სწრაფად განაიარაღებს. ამით აიხსნება, თუ რატომ გადაჰყავს გოგონას ფილმში იარაღი ჩვეულებრივ რეჟიმში, სანამ მოიერიშეებს ცეცხლს გაუხსნის. წიგნში რეის გადაარჩენს ჩუბაკა, რომელსაც პლატი აღიზიანებს დაჭრილ მხარზე შეხებით. პასუხად ჩუბაკა მას ხელს აგლეჯს.
- რეის ძალის ხილვისას ესმის უცნობი პიროვნების ხმა: „აქ იყავი. დავბრუნდები“ და „დავბრუნდები, საყვარელო, გპირდები“.
- როდესაც ბაზა „სტარკილერი“ ანადგურებს ჰოსნიურ სისტემას, აღწერილია, რომ იგი იყენებს მზისგან დაგროვებულ „ბნელ ენერგიას“. განადგურებული პლანეტები და მთვარეები არ ქრებიან, არამედ იქცევიან მომცრო ზეახალ ვარსკვლავებად.
- კაილო რენი და უზენაესი მეთაური სნოუკი საუბრისას ახსენებენ დართ ვეიდერს და მის დაცემას, რაც, როგორც ორივეს მიაჩნია, თანაგრძნობის გამო მოხდა.
- წიგნში ფინი წინააღმდეგობას ეუბნება, რომ „სტარკილერი“ ენერგიის თავმოყრის მიზნით იყენებს ცალკეულ მნათობს, რა დროსაც მისი მოქმედება დროებით ჩერდება. ფილმში იგი ამბობს, რომ პლანეტა დაიცლება, შემდეგ კი ნადგურდება.
- ერთ-ერთი სცენა აღწერს, თუ როგორ იპარავენ „სტარკილერზე“ ყოფნისას ფინი და რეი საჰაერო სპიდერს. ამის შემდეგ იწყება საჰაერო სპიდერით გაქცევის სცენა.
- როდესაც „ათასწლოვანი შავარდენი“ „სტარკილერზე“ იმყოფება, კაილო რენი მისკენ შტორმტრუპერთა მცირე ჯგუფთან ერთად მიემართება. იგი ჯდება შავარდენზე და იხსენებს თავის ცხოვრებას ბნელ მხარეზე გადასვლამდე.
- სინათლის მახვილებით შერკინებამდე, როდესაც რეი იყენებს ძალს და იზიდავს სკაიუოკერის სინათლის მახვილს, კაილო მშვიდად ეუბნება: „შენ ხარ“.
- წინააღმდეგობის მედიკოსი რეის ეუბნება, რომ ფინი გამოჯანმრთელდება, მიუხედავად მიღებული ჭრილობებისა.
- რეი და პო ერთმანეთს ხვდებიან და ეცნობიან ლუკის რუკის შევსების შემდეგ. ეს სცენა გადაიღეს, მაგრამ ამოჭრეს საბოლოო მონტაჟისას.[7] ფილმების ფარგლებში ისინი ერთმანეთს პირველად უკანასკნელი ჯედაის ბოლოს ხვდებიან.[8]
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781101965504; 18 დეკემბერი, 2015; Del Rey; აშშ, ელექტრონული წიგნი[1]
- ISBN 9781101965498; 5 იანვარი, 2016; Del Rey; აშშ, მაგარი ყდა[2]
- ISBN 9781101885550; 5 იანვარი, 2016; Del Rey; Barnes & Noble-ის ექსკლუზიური გამოცემა[9]
- ISBN 9781101966990; 27 სექტემბერი, 2016; Del Rey; აშშ, რბილი ყდა[3]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
[დამალვა/ჩვენება]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება (რომანი) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება (რომანი) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება (რომანი) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება, რომანი
- ↑ პო დემერონი 26
- ↑ პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე: „მათი შეხვედრა წაიშალა ძალის გამოღვიძებიდან. იგი რომანშია შეტანილია, მაგრამ რომანებში ხშირად ხვდება გამოუყენებელი თემები. ამიტომ, როდესაც მეკითხებიან, რამდენად კანონიკურია რომანები, ვპასუხობ, რომ პასუხის გაცემა რთულია, ვინაიდან ისინი იწერება ფილმზე მუშაობის დასრულებამდე, ისეთი ავტორის მიერ, რომელსაც ფილმი ჯერ არ უნახავს.“ (ეკრანის ანაბეჭდი)
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑ ძალის გამოღვიძება (ვარსკვლავური ომები) (B&N-ის ექსკლუზიური გამოცემა) Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)