სიუჟეტი მიმდინარეობს იავინის ბრძოლამდე3964, შემდეგ კი - 3963 წელს. მისი მთავარი პერსონაჟია ზეინ კერიკი, ჯედაების ორდენის პადავანი, რომელსაც აბრალებენ პადავანების ამოხოცვას. ასეთი მზაკვრული გეგმა მომდინარეობს ზეინის მასწავლებლებისგან, რომლებიც ჯედაების აღთქმის, საიდუმლო გაერთიანების წევრები არიან. მარნ იეროგრიფის, ჯერაელის და გორმან ვანდრეიკის თანაშემწეობით კერიკი თავს გაქცევით უშველის და ცდილობს "აღთქმის" გამოაშკარავებას. როდესაც იგი იბრუნებს პატიოსან სახელს, იეროგრიფთან და ჯარაელთან ერთად სხვა საქმიანობას იწყებს, მაგრამ მისი მეგობრები მოულოდნელად ჩაებმევიან მონებით მოვაჭრე ორგანიზაციის, "ბრძმედის" საქმეებში.
ძველი რესპუბლიკის რაინდები, როგორც Dark Horse Comics-ის მიერ კომიქსების 20 წლისთავთან დაკავშირებით ხელახლა გაშვებული სერიის პირველი დიდი გამოცემა, იქცა გამომცემლობის ერთ-ერთ ბესტსელერად. 2008 წელს მასში გამოქვეყნდა კროსოვერი ვექტორი, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა Dark Horse-ის იმ დროისთვის აქტიური ოთხი სხვადასხვა სიუჟეტური მიმართულება. ძველი რესპუბლიკის რაინდებში არის ჯედაების თქმულებების და თავად Knights of the Old Republic-ის მრავალგზის ციტირება და ფიგურირებს მანდალორული ომები, რომლებიც პირველად ვიდეო თამაშებში აღწერეს.
სერია დაიწყო ნულოვანი გამოცემით , თუმცა აგრეთვე გამოვიდა ცალკე ცნობარი. ბალტიმორში 2009 წელს გამართულ Comic-Con-ზე Dark Horse-მა გამოაცხადა, რომ სერია დასრულდებოდა მეოთხე გამოცემით, დემონი, ნაწილი 4, 2010 წლის თებერვალში. 2012 წელს სერიას მოჰყვა მინიგაგრძელება, რომელზეც ასევე მუშაობდა მილერი. მოვლენები ამჯერად მიმდინარეობს სიუჟეტ ომის შემდგომ. ძველი რესპუბლიკის რაინდების ესა თუ ის ელემენტი აგრეთვე მოხვდა ვიდეო თამაშში Star Wars: The Old Republic.