ვარსკვლავური ომები: ჯედაების აკადემიის ტრილოგია არის კევინ ჯ. ანდერსონის რომანების სერია, რომელშიც შედის სამი წიგნი — ჯედაების ძიებაში, ბნელი შეგირდი და ძალის მეომრები. სერია აღწერს ლუკ სკაიუოკერის მიერ ჯედაების ორდენის აღდგენის და ახალი ჯედაების მომზადების მცდელობას.
წიგნებში აღწერილია რამდენიმე ამბავი. ძირითადი სიუჟეტით, ეგზარ კუნის სული ცდილობს, ბნელ მხარეს მოაქციოს ლუკის მოწაფე, კიპ დირონი. მოწაფეები საბოლოოდ ანადგურებენ კუნს, ხოლო კიპი უბრუნდება ნათელ მხარეს ჰან სოლოს დახმარებით.
რომანში მე, ჯედაი წარმოდგენილია ჯედაების აკადემიაში განვითარებული მოვლენების ერთგვარი რეტკონი — სიუჟეტის მონაწილეა კორან ჰორნი და შეცვლილია ზოგიერთი დეტალი, რომელიც არ არის თანხმობაში ლეგენდების უფრო გვიანდელ უწყვეტობასთან.
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ჯედაების ძიებაში: ვარსკვლავური ომების ლეგენდები (ჯედაების აკადემია) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
- ↑ ძალის მეომრები: ვარსკვლავური ომების ლეგენდები (ჯედაების აკადემია) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
- ↑ მკითხველის ძირითადი ცნობარი
გარე ბმულები[]
- ჯედაების ძიებაში: ვარსკვლავური ომების ლეგენდები (ჯედაების ლეგენდები) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ბნელი შეგირდი: ვარსკვლავური ომების ლეგენდები (ჯედაების ლეგენდები) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ძალის მეომრები: ვარსკვლავური ომების ლეგენდები (ჯედაების ლეგენდები) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)