ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია ჯედაების ახალი ორდენის წიგნების სერია. იხილეთ აგრეთვე სხვა გვერდები ამ სახელწოდებით.

"ყველაზე საზარელ ომში ვიბრძოდი და მონანიების მომსწრე გავხდი. ვიხილე ძალაში წონასწორობის აღდგენა. მაგრამ წესრიგი შეიძლება იქცეს ქაოსად... როგორც ჩემი დაბადებისას მოხდა. ახლა, ახლობლებთან და ერთგულ მოკავშირეებთან ერთად, ახალი გამოცდა მელის, რომელიც არ ჰგავს რომელიმე წინას. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამჯერად გავიმარჯვებთ"
―ლუკ სკაიუოკერი[წყარო]

ვარსკვლავური ომები: ჯედაების ახალი ორდენი არის რამდენიმე ავტორის წიგნების სერია, გამოცემული Del Rey-ს მიერ 19992003 წლებში. იგი მოიცავს 19 რომანს, ელექტრონულ წიგნებში გამოქვეყნებულ სამ ნოველას და სამ მოთხრობას. სერიაზე მუშაობდა თორმეტი მწერალი, რისი იდეაც დაიბადა Del Rey-ს, Lucasfilm Ltd.-ის და Dark Horse Comics-ის წარმომადგენლების 19971998 წელს რანჩო სკაიუოკერზე შეკრებისას. ჯედაების ახალი ორდენი ქრონოლოგიურად აღწერს გალაქტიკური ისტორიის ოთხწლიან პერიოდს, რომელიც იწყება ჯედაის დაბრუნებიდან 25 წლის შემდეგ და აღწერს უცხო გალაქტიკიდან მოსული ფანატიკური რასის შეჭრას.

სიუჟეტის მიხედვით, გალაქტიკაში იჭრებიან იუჟან-ვონგები. ისინი მას მალევე იპყრობენ, მიუხედავად ახალი რესპუბლიკის და ლუკ სკაიუოკერის ჯედაების ახალი ორდენის წინააღმდეგობრივი მოქმედებებისა. სკაიუოკერი, ჰან სოლო, ლეია ორგანა სოლო და გმირების ახალი თაობა ებრძვიან ფანტატიკოსებს, რომლებიც იპყრობენ იერიშისთვის მოუმზადებელ რესპუბლიკას, კლავენ უდანაშაულოთა აურაცხელ რაოდენობას და აოხრებენ მრავალ პლანეტას (მათ შორის — კორუსანტს). საბოლოოდ, აღდგენილი გალაქტიკური მთავრობა, ჯედაების და ზონამა-სეკოტის, იდუმალი ცოცხალი პლანეტის დახმარებით, ამარცხებს იუჟან-ვონგებს და გალაქტიკაში მშვიდობა ბრუნდება. ფილმების ორიგინალური ტრილოგიის პერსონაჟები ამ წიგნებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ისევე, როგორც გაფართოებული სამყაროს ახალი პერსონაჟები.

იმ დროისთვის ვარსკვლავური ომების ყველაზე მასშტაბური პროექტი, ჯედაების ახალი ორდენი იქმნებოდა Lucasfilm Ltd-ის ზედამხედველობით და უწყვეტობის მრჩევლების დახმარებით. სერიის წიგნები New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდნენ და დასაბამი დაუდეს მრავალავტორიან სერიებს ძალის მემკვიდრეობა და ჯედაების ბედი. აგრეთვე გამოიცა მრავალი დამატებითი ცნობარი, დაიბეჭდა სტატიები სხვადასხვა ჟურნალში, ისევე, როგორც კომიქსები, რომლებმაც ჯედაების ახალი ორდენის ეპოქას უფრო დეტალური სახე მიანიჭეს, ისევე, როგორც ვარსკვლავური ომების მითოსს.

მედია[]

ფერების განმარტება:
დილოგია/ტრილოგია ნოველა ელექტრონულ წიგნში მოთხრობა გაუქმებული კომიქსი
# სახელწოდება ავტორი წელი
ძირითადი ვექტორი რ.ა. სალვატორე 1999
ბნელი ტალღის დილოგია
I შეტევა მაიკლ ა. სტეკპოლი 2000
ბნელი ტალღა: ალყა
II ნანგრევი 2000
ქაოსის დესპანების დილოგია
I გმირის გამოცდა ჯეიმზ ლუსინო 2000
II ჯედაების დაბნელება 2000
წონასწორობის წერტილი კეითი ტაიერსი 2000
რაინდების დაცემის ტრილოგია
I ჯედაების ქარიშხალი მაიკლ იან ფრიდმენი
II ჯედაების ცეცხლი
III ჯედაების სისხლი
აღდგენა (პერიოდი: გამარჯვების ზღვარი I: დაპყრობა) ტროი დენინგი 2001
გამარჯვების ზღვარის დილოგია
I დაპყრობა გრეგ კიზი 2001
II კვლავ დაბადება 2001
სიცარიელის დესპანი გრეგ კიზი 2002
ვარსკვლავი ვარსკვლავის შემდეგ ტროი დენინგი 2001
მოგზაურობა წყვდიადში ელენ კანინგემი 2002
შეგირდი (პერიოდი: მოგზაურობა წყვდიადში) ელენ კანინგემი 2002
მტრის ზურგის დილოგია
I ამბოხებულის ოცნება აარონ ოლსტონი 2002
II ამბოხებულთა გამძლეობა 2002
მოღალატე მეთიუ სტოვერი 2002
ბედისწერის გზა უოტერ ჯონ უილიამსი 2002
ილეზია (მოქმედება: ბედისწერის გზა) უოტერ ჯონ უილიამსი 2002
ძალის ერეტიკოსის ტრილოგია
I ნამსხვრევი შონ უილიამსი და შეინ დიქსი 2003
II დევნილი 2003
III გაერთიანება 2003
საბოლოო წინასწარმეტყველება გრეგ კიზი 2003
გამაერთიანებელი ძალა ჯეიმზ ლუსინო 2003

დაკავშირებული არამხატვრული მასალა[]

  • ძირითადი ვექტორის სატელევიზიო რეკლამა
  • ჯედაების ახალი ორდენი 100 მარტივ გაკვეთილში
  • ჯედაების ახალი ორდენი: ცნობარი
  • სრული აღდგენა
  • მისია მირკრზე
  • ვინ ვინ არის ჯედაების ახალ ორდენში
  • ვარსკვლავური ომები: ჯედაების ახალი ორდენი: ინტერვიუ

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ჯედაების ახალი ორდენი: ძირითადი ვექტორი
  2. 2.0 2.1 ჯედაების ახალი ორდენი: ბნელი ტალღა I: შეტევა
  3. 3.0 3.1 ჯედაების ახალი ორდენი: ქაოსის დესპანები I: გმირის გამოცდა
  4. ჯედაების ახალი ორდენი: წონასწორობის წერტილი
  5. 5.0 5.1 ჯედაების ახალი ორდენი: გამარჯვების ზღვარი I: დაპყრობა
  6. ჯედაების ახალი ორდენი: ვარსკვლავი ვარსკვლავის შემდეგ
  7. 7.0 7.1 ჯედაების ახალი ორდენი: მოგზაურობა წყვდიადში
  8. 8.0 8.1 ჯედაების ახალი ორდენი: მტრის ზურგი I: ამბოხებულის ოცნება
  9. ჯედაების ახალი ორდენი: მოღალატე
  10. ჯედაების ახალი ორდენი: ბედისწერის გზა
  11. 11.0 11.1 11.2 ჯედაების ახალი ორდენი: ძალის ერეტიკოსი I: ნამსხვრევი
  12. 12.0 12.1 ჯედაების ახალი ორდენი: გამაერთიანებელი ძალა
  13. ჯედაების ახალი ორდენი: აღდგენა
  14. სიცარიელის დესპანი
  15. 15.0 15.1 15.2 ახალი ძირითადი ქრონოლოგია


ჯედაების ახალი ორდენი
რომანები და ელექტრონული წიგნები ძირითადი ვექტორი · ბნელი ტალღის დილოგია: (შეტევა · ბნელი ტალღა: ალყა) · ქაოსის დესპანების დილოგია: (გმირის გამოცდა · ჯედაების დაბნელება)
წონასწორობის წერტილი · აღდგენა
გამარჯვების ზღვარის დილოგია: (დაპყრობა · კვლავ დაბადება) · ვარსკვლავი ვარსკვლავის შემდეგ · მოგზაურობა წყვდიადში
მტრის ზურგის დილოგია: (ამბოხებულის ოცნება · ამბოხებულთა გამძლეობა) · მოღალატე · ბედისწერის გზა · ილეზია
ძალის ერეტიკოსის ტრილოგია: (ნამსხვრევი · დევნილი · გაერთიანება) · საბოლოო წინასწარმეტყველება · გამაერთიანებელი ძალა
მოთხრობები სიცარიელის დესპანი · შეგირდი
გაუქმებული რაინდების დაცემის ტრილოგია: ჯედაების ქარიშხალი · ჯედაების ცეცხლი · ჯედაების სისხლი
დაკავშირებული მედია თანასწორები და საპირისპიროები · ან მცდელობით დაიღალო · ბობა ფეტი: პრაქტიკული მამაკაცი
ჯედაების ახალი ორდენი: ცნობარი · ვინ ვინ არის ჯედაების ახალ ორდენში · ჯედაების ახალი ორდენი 100 მარტივ გაკვეთილში
რედ.
Advertisement